მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღმოჩენილია დიდი ოდენობით განძი, რომელიც რკინის ხანაში, დამარხეს - ვინ იყო მფლობელი
აღმოჩენილია დიდი ოდენობით განძი, რომელიც რკინის ხანაში, დამარხეს - ვინ იყო მფლობელი

14 ცხე­ნის აღ­კაზ­მუ­ლო­ბას, საბ­რძო­ლო შუ­ბებს, ქვა­ბებს და ღვი­ნის თასს

ბრი­ტა­ნეთ­ში, იურკში­რის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, არ­ქე­ო­ლო­გებ­მა რკი­ნის ხა­ნის დრო­ინ­დე­ლი გან­ძი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. გან­ძი პირ­ვე­ლად 2021 წლის დე­კემ­ბერ­ში, შემ­თხვე­ვით იპო­ვეს. მომ­დევ­ნო წელს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი და­ი­წყო.

  • აღ­მო­ჩე­ნა შე­ი­ცავს 14 ცხე­ნის აღ­კაზ­მუ­ლო­ბას, საბ­რძო­ლო შუ­ბებს, ქვა­ბებს და ღვი­ნის თასს, ასე­ვე ორ­ბორ­ბლი­ა­ნი ეტ­ლის ნა­წი­ლებს.

მა­სა­ლის კვლე­ვა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მის სა­წყის ეტაპ­ზეა, მეც­ნი­ე­რებს და­ეხ­მა­რე­ბა გა­ი­გონ, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო რკი­ნის ხა­ნის ადა­მი­ა­ნის­თვის სიმ­დიდ­რე და სტა­ტუ­სი, სად და რო­გორ მოგ­ზა­უ­რობ­დნენ, რამ­დე­ნად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი იყო ვაჭ­რო­ბა...

  • არ­ქე­ო­ლო­გე­ბის გან­ცხა­დე­ბით, აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნივ­თე­ბის უმე­ტე­სო­ბა გან­ზრახ დაწ­ვეს ან და­ამ­ტვრი­ეს.

"გან­ძი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია არა­მარ­ტო ბრი­ტა­ნე­თის­თვის, არა­მედ - მთე­ლი ევ­რო­პის­თვის. მისი თავ­და­პირ­ვე­ლი მფლო­ბე­ლი მთელ ბრი­ტა­ნეთ­ში, ევ­რო­პა­სა და რო­მა­ულ სამ­ყა­რო­შიც კი გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ეს არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი აღ­მო­ჩე­ნა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში" - გა­ნა­ცხა­და პრო­ფე­სორ­მა ტომ მურ­მა, დურ­ჰა­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქე­ო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

რკი­ნის ხანა — სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ის ერთ-ერთი ეპო­ქა, რო­დე­საც საბ­რძო­ლო და სა­მე­ურ­ნეო ია­რა­ღის და­სამ­ზა­დებ­ლად ძი­რი­თა­დად რკი­ნა გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

აღმოჩენილია დიდი ოდენობით განძი, რომელიც რკინის ხანაში, დამარხეს - ვინ იყო მფლობელი

აღმოჩენილია დიდი ოდენობით განძი, რომელიც რკინის ხანაში, დამარხეს - ვინ იყო მფლობელი

14 ცხენის აღკაზმულობას, საბრძოლო შუბებს, ქვაბებს და ღვინის თასს

ბრიტანეთში, იურკშირის ერთ-ერთ სოფელში, არქეოლოგებმა რკინის ხანის დროინდელი განძი აღმოაჩინეს. განძი პირველად 2021 წლის დეკემბერში, შემთხვევით იპოვეს. მომდევნო წელს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები დაიწყო.

  • აღმოჩენა შეიცავს 14 ცხენის აღკაზმულობას, საბრძოლო შუბებს, ქვაბებს და ღვინის თასს, ასევე ორბორბლიანი ეტლის ნაწილებს.

მასალის კვლევა, რომელიც ამჟამად მის საწყის ეტაპზეა, მეცნიერებს დაეხმარება გაიგონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო რკინის ხანის ადამიანისთვის სიმდიდრე და სტატუსი, სად და როგორ მოგზაურობდნენ, რამდენად განვითარებული იყო ვაჭრობა...

  • არქეოლოგების განცხადებით, აღმოჩენილი ნივთების უმეტესობა განზრახ დაწვეს ან დაამტვრიეს.

"განძი განსაკუთრებულია არამარტო ბრიტანეთისთვის, არამედ - მთელი ევროპისთვის. მისი თავდაპირველი მფლობელი მთელ ბრიტანეთში, ევროპასა და რომაულ სამყაროშიც კი გავლენიანი ადამიანი უნდა ყოფილიყო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი აღმოჩენა დიდ ბრიტანეთში" - განაცხადა პროფესორმა ტომ მურმა, დურჰამის უნივერსიტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

რკინის ხანა — საზოგადოების განვითარების ისტორიის ერთ-ერთი ეპოქა, როდესაც საბრძოლო და სამეურნეო იარაღის დასამზადებლად ძირითადად რკინა გამოიყენებოდა.

წყარო