მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"
ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"

ეს არ არის დღე, რო­დე­საც უნდა გავ­რის­კოთ, და­ვი­წყოთ ახა­ლი საქ­მე, დავ­ნიშ­ნოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი ან გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ დიდი ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი. ამ დღის ენერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა შეგ­ვიძ­ლია, ისევ და ისევ, მხო­ლოდ გეგ­მე­ბის შე­სად­გე­ნად და გო­ნე­ბის ახალ, პო­ზი­ტი­ურ და ოპ­ტი­მის­ტურ გან­წყო­ბა­ზე გა­და­სარ­თა­ვად. ამ დროს რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ხალ­ხის მა­სებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა და მარ­ტო დარ­ჩე­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­კე­თოა ბუ­ნე­ბას­თან კონ­ტაქ­ტი. ახა­ლი მთვა­რის დღეს ნაკ­ლე­ბად სა­სურ­ვე­ლია კა­მა­თი და საქ­მის გარ­ჩე­ვა. ჯო­ბია, ენერ­გია დავ­ზო­გოთ და მხო­ლოდ პო­ზი­ტი­უ­რის­კენ მივ­მარ­თოთ.

წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორც წესი, 12 ახა­ლი მთვა­რე გვაქვს, 12 სხვა­დას­ხვა ნი­შან­ში. თი­თო­ე­უ­ლი ნი­შა­ნი თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და ჩვენს ჰო­როს­კო­პებ­შიც აუ­ცი­ლებ­ლად ააქ­ტი­უ­რე­ბენ რო­მე­ლი­ღაც სფე­როს ან სფე­რო­ებს, კონ­კრე­ტულ სა­კი­თხებს და გვინ­და თუ არა, ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბაც სწო­რედ ამ თე­მებ­ზე გა­და­დის. ახა­ლი მთვა­რის გავ­ლე­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით საგ­რძნო­ბია მა­შინ, რო­დე­საც ის ჩვენს რო­მე­ლი­მე პლა­ნე­ტას­თან ან/და კუ­თხო­ვან სახ­ლებ­თან ქმნის ას­პექ­ტებს. მარ­თა­ლია, ახა­ლი მთვა­რე მომ­დევ­ნო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ინარ­ჩუ­ნებს თა­ვის გავ­ლე­ნას, მაგ­რამ ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში პლა­ნე­ტა­რუ­ლი ენერ­გი­ის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შეგ­ვიძ­ლია, ისე­თი საქ­მე­ე­ბი შე­ვას­რუ­ლოთ, რო­მე­ლიც მთელ ჩვენს ცხოვ­რე­ბას რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლის.

ამ­ჯე­რად მზე და მთვა­რე მო­რი­ელს სტუმ­რობს. ახა­ლი მთვა­რის დროს მო­რი­ელ­შია მერ­კუ­რი და ვე­ნე­რაც. შე­სა­ბა­მი­სად, მო­რი­ე­ლის პო­ზი­ტი­უ­რი თვი­სე­ბე­ბი­სა და მიდ­გო­მე­ბის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მომ­დევ­ნო ერთი თვე (და არა მარ­ტო) ბევ­რი სა­ჭი­რო ცვლი­ლე­ბი­სა და სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა.

მო­რი­ე­ლის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა ქვეს­კნე­ლის ღმერ­თად წო­დე­ბუ­ლი პლუ­ტო­ნია, რო­მე­ლიც ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ტრანსფორ­მა­ცი­ა­სა და ქვეც­ნო­ბი­ე­რის უმაღ­ლეს ძა­ლას უკავ­შირ­დე­ბა. უფრო ზუს­ტად რომ ვთქვათ, ის მარ­თავს ყვე­ლა­ფერს, რაც ზე­და­პი­რის მიღ­მა, სიღ­რმე­შია და­მა­ლუ­ლი. პლუ­ტო­ნი ყვე­ლა­ზე ახ­ლო­საა გა­ნახ­ლე­ბი­სა და ხე­ლახ­ლა და­ბა­დე­ბის თე­მას­თან. მის­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტა­დაა მი­სა­ღე­ბი ნგრე­ვი­სა და გა­ნად­გუ­რე­ბის იდეა, რო­გორც ახ­ლის შექ­მნის წი­ნა­პი­რო­ბა.

იმი­სათ­ვის, რომ ახ­ლი­დან და­ვი­ბა­დოთ, ჯერ უნდა მოვ­კვდეთ. რა თქმა უნდა, სიკ­ვდი­ლი - გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით. მო­რი­ე­ლი სწო­რედ ის ნი­შა­ნია, რო­მე­ლიც არ უშინ­დე­ბა სიღ­რმე­ებ­სა და ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­ულ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას. ის მზა­დაა ჩაძ­ვრეს სუ­ლის სიღ­რმე­ებ­ში, გა­აც­ნო­ბი­ე­როს ში­შე­ბი და ბო­ლომ­დე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს სა­კუ­თა­რი თავი იმ შე­ზღუდ­ვე­ბის­გან, რო­მე­ლიც გან­ვი­თა­რე­ბა­ში უშ­ლის ხელს (ეს, რა თქმა უნდა, კარგ შემ­თხვე­ვა­ში). გვე­ში­ნია სი­ახ­ლე­ე­ბის, ცვლი­ლე­ბე­ბის, სიყ­ვა­რუ­ლის, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის, ერ­თგუ­ლე­ბი­საც კი… და ამ დროს ბედ­ნი­ე­რე­ბა არ არის კომ­ფორ­ტის ზო­ნა­ში. ზრდი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის შან­სი ყო­ველ­თვის კომ­ფორ­ტის ზო­ნის მიღ­მაა. ასე­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა კი გამ­ბე­და­ო­ბას, სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა­სა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბას მო­ი­თხოვს. მო­რი­ელს შე­უძ­ლია იყოს უბ­რა­ლოდ მო­რი­ე­ლი, თავ­დაც­ვის დროს გა­მოჩ­ნდეს, უკბი­ნოს და მოშ­ხა­მოს თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი ან იყოს ფე­ნიქ­სი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი ფერ­ფლის­გან ხე­ლახ­ლა და­ბა­დე­ბა და ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან და­წყე­ბა. ამ ნი­შანს უკავ­შირ­დე­ბა არ­წი­ვიც, რო­მე­ლიც სიმ­ბო­ლუ­რად ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლაა, ხე­დავს და აფა­სებს მთლი­ან სუ­რათს, აა­ნა­ლი­ზებს, აკ­ვირ­დე­ბა და ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას ჭკვი­ა­ნუ­რად და სტრა­ტე­გი­უ­ლად იყე­ნებს. არ­ჩე­ვა­ნი არის ჩვენ­ზე: დავ­რჩეთ უბ­რა­ლო შხა­მი­ან მო­რი­ე­ლად თუ ავი­დეთ არ­წი­ვის სი­მაღ­ლე­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"

ეს არ არის დღე, როდესაც უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები ან განვახორციელოთ დიდი ფინანსური ოპერაციები. ამ დღის ენერგიის გამოყენება შეგვიძლია, ისევ და ისევ, მხოლოდ გეგმების შესადგენად და გონების ახალ, პოზიტიურ და ოპტიმისტურ განწყობაზე გადასართავად. ამ დროს რეკომენდებულია ხალხის მასებთან ურთიერთობისგან თავის შეკავება და მარტო დარჩენა. განსაკუთრებით სასიკეთოა ბუნებასთან კონტაქტი. ახალი მთვარის დღეს ნაკლებად სასურველია კამათი და საქმის გარჩევა. ჯობია, ენერგია დავზოგოთ და მხოლოდ პოზიტიურისკენ მივმართოთ.

წლის განმავლობაში, როგორც წესი, 12 ახალი მთვარე გვაქვს, 12 სხვადასხვა ნიშანში. თითოეული ნიშანი თავისი უნიკალური თვისებებით გამოირჩევა და ჩვენს ჰოროსკოპებშიც აუცილებლად ააქტიურებენ რომელიღაც სფეროს ან სფეროებს, კონკრეტულ საკითხებს და გვინდა თუ არა, ჩვენი ყურადღებაც სწორედ ამ თემებზე გადადის. ახალი მთვარის გავლენა განსაკუთრებით საგრძნობია მაშინ, როდესაც ის ჩვენს რომელიმე პლანეტასთან ან/და კუთხოვან სახლებთან ქმნის ასპექტებს. მართალია, ახალი მთვარე მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ინარჩუნებს თავის გავლენას, მაგრამ ამ დროის განმავლობაში პლანეტარული ენერგიის სწორად გამოყენების შემთხვევაში, შეგვიძლია, ისეთი საქმეები შევასრულოთ, რომელიც მთელ ჩვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.

ამჯერად მზე და მთვარე მორიელს სტუმრობს. ახალი მთვარის დროს მორიელშია მერკური და ვენერაც. შესაბამისად, მორიელის პოზიტიური თვისებებისა და მიდგომების სწორად გამოყენების შემთხვევაში, მომდევნო ერთი თვე (და არა მარტო) ბევრი საჭირო ცვლილებისა და სასიამოვნო სიახლის მომტანი იქნება.

მორიელის მმართველი პლანეტა ქვესკნელის ღმერთად წოდებული პლუტონია, რომელიც ასტროლოგიაში ტრანსფორმაციასა და ქვეცნობიერის უმაღლეს ძალას უკავშირდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ის მართავს ყველაფერს, რაც ზედაპირის მიღმა, სიღრმეშია დამალული. პლუტონი ყველაზე ახლოსაა განახლებისა და ხელახლა დაბადების თემასთან. მისთვის ყველაზე მეტადაა მისაღები ნგრევისა და განადგურების იდეა, როგორც ახლის შექმნის წინაპირობა.

იმისათვის, რომ ახლიდან დავიბადოთ, ჯერ უნდა მოვკვდეთ. რა თქმა უნდა, სიკვდილი - გადატანითი მნიშვნელობით. მორიელი სწორედ ის ნიშანია, რომელიც არ უშინდება სიღრმეებსა და ყველაზე მტკივნეულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას. ის მზადაა ჩაძვრეს სულის სიღრმეებში, გააცნობიეროს შიშები და ბოლომდე გაათავისუფლოს საკუთარი თავი იმ შეზღუდვებისგან, რომელიც განვითარებაში უშლის ხელს (ეს, რა თქმა უნდა, კარგ შემთხვევაში). გვეშინია სიახლეების, ცვლილებების, სიყვარულის, პასუხისმგებლობის, ერთგულებისაც კი… და ამ დროს ბედნიერება არ არის კომფორტის ზონაში. ზრდისა და განვითარების შანსი ყოველთვის კომფორტის ზონის მიღმაა. ასეთი ნაბიჯების გადადგმა კი გამბედაობას, საკუთარი თავის რწმენასა და მიზანდასახულობას მოითხოვს. მორიელს შეუძლია იყოს უბრალოდ მორიელი, თავდაცვის დროს გამოჩნდეს, უკბინოს და მოშხამოს თავდასხმის ობიექტი ან იყოს ფენიქსი, რომელსაც შეუძლია საკუთარი ფერფლისგან ხელახლა დაბადება და ყველაფრის თავიდან დაწყება. ამ ნიშანს უკავშირდება არწივიც, რომელიც სიმბოლურად ყველაფერზე მაღლაა, ხედავს და აფასებს მთლიან სურათს, აანალიზებს, აკვირდება და ყველა შესაძლებლობას ჭკვიანურად და სტრატეგიულად იყენებს. არჩევანი არის ჩვენზე: დავრჩეთ უბრალო შხამიან მორიელად თუ ავიდეთ არწივის სიმაღლეზე.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

2020 წლის მფარ­ვე­ლია მთვა­რე: "ცვლი­ლე­ბე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი სიყ­ვა­რულ­ში, სამ­სა­ხურ­ში, ემო­ცი­ურ სფე­რო­ში"