მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალკაცს უჩხუბია, გასაყიდად ჩემნაირი ბოტასები რატომ აიღე ლილოშიო... მიუვარდა დათოს, ჯერ მისი შვილი დაცხრილა და მერე დათოც ზედ მიაყოლა" - გორში მამა-შვილის მკვლელობის დეტალები
"ახალკაცს უჩხუბია, გასაყიდად ჩემნაირი ბოტასები რატომ აიღე ლილოშიო... მიუვარდა დათოს, ჯერ მისი შვილი დაცხრილა და მერე დათოც ზედ მიაყოლა" - გორში მამა-შვილის მკვლელობის დეტალები
  • ფო­ტო­ზე: მოკ­ლუ­ლი მამა-შვი­ლი

გორ­ში, კერ­ძოდ, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "გა­ლე­რე­ა­ში“ დღეს, 28 აპ­რილს, სრო­ლის შე­დე­გად ორი მა­მა­კა­ცი - მამა შვი­ლი მოკ­ლეს. შვი­ლი გი­ორ­გი ცა­ცი­აშ­ვი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მამა კლი­ნი­კა "გო­რი­მედ­ში" გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა,

  • ექი­მე­ბის ცნო­ბით, დაჭ­რი­ლი და­ვით ცა­ცი­აშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა გულ­მკერ­დი­სა და მუც­ლის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბით ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით.

ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს, ასე­ვე გორ­ში ცხოვ­რობს, სერ­გო ახალ­კა­ცია.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე აღ­ძრუ­ლია 19-109 მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას ორი ან მეტი პი­რის მი­მართ.

  • მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ გო­რის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "გა­ლე­რე­ას“ თა­ნამ­შრო­მე­ლი დე­ტა­ლებს გვიყ­ვე­ბა.

"ცა­ცი­აშ­ვი­ლებს და სერ­გო ახალ­კაცს "გა­ლე­რე­ა­ში“ გვერ­დიგ­ვერდ ჰქონ­დათ ფეხ­საც­მე­ლე­ბის მა­ღა­ზია. მათ შო­რის უთან­ხმო­ე­ბა ბიზ­ნესს ეხე­ბო­და, კერ­ძოდ, გუ­შინ ლი­ლო­ში ახალ­კაც­სა და დათო ცა­ცი­აშ­ვილს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, მო­ტი­ვი კი ერ­თნა­ი­რი სა­ქონ­ლის შე­ძე­ნა იყო - ახალ­კაცს უჩხუ­ბია, გა­სა­ყი­დად ჩემ­ნა­ი­რი ბო­ტა­სე­ბი რა­ტომ აიღე ლი­ლო­შიო.

გუ­შინ­დე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა დღეს დი­ლას გაგ­რძელ­და გორ­ში, ახალ­კა­ცი "მა­კა­რო­ვით“ მი­უ­ვარ­და და­თოს და საქ­მეს ურ­ჩევ­და. საქ­მე­ში შვი­ლიც - გიო ჩა­ე­რია, სერ­გომ ჯერ ის და­ცხრი­ლა და მერე და­თოც ზედ მი­ა­ყო­ლა. მკვლე­ლი ად­გი­ლი­დან კი გა­იქ­ცა, მაგ­რამ მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს. გიო ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, მძი­მედ დაჭ­რი­ლი დათო კი "გორ­მედ­ში“, - გვე­უბ­ნე­ბა თა­ნამ­შრო­მე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ახალკაცს უჩხუბია, გასაყიდად ჩემნაირი ბოტასები რატომ აიღე ლილოშიო... მიუვარდა დათოს, ჯერ მისი შვილი დაცხრილა და მერე დათოც ზედ მიაყოლა" - გორში მამა-შვილის მკვლელობის დეტალები

"ახალკაცს უჩხუბია, გასაყიდად ჩემნაირი ბოტასები რატომ აიღე ლილოშიო... მიუვარდა დათოს, ჯერ მისი შვილი დაცხრილა და მერე დათოც ზედ მიაყოლა" - გორში მამა-შვილის მკვლელობის დეტალები
  • ფოტოზე: მოკლული მამა-შვილი

გორში, კერძოდ, სავაჭრო ცენტრ "გალერეაში“ დღეს, 28 აპრილს, სროლის შედეგად ორი მამაკაცი - მამა შვილი მოკლეს. შვილი გიორგი ცაციაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მამა კლინიკა "გორიმედში" გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,

  • ექიმების ცნობით, დაჭრილი დავით ცაციაშვილი გარდაიცვალა გულმკერდისა და მუცლის არეში მიყენებული მრავლობით ცეცხლნასროლი ჭრილობებით.

ბრალდებული, რომელიც ცხელ კვალზე დააკავეს, ასევე გორში ცხოვრობს, სერგო ახალკაცია.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 19-109 მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ.

  • მომხდარის შესახებ გორის სავაჭრო ცენტრ "გალერეას“ თანამშრომელი დეტალებს გვიყვება.

"ცაციაშვილებს და სერგო ახალკაცს "გალერეაში“ გვერდიგვერდ ჰქონდათ ფეხსაცმელების მაღაზია. მათ შორის უთანხმოება ბიზნესს ეხებოდა, კერძოდ, გუშინ ლილოში ახალკაცსა და დათო ცაციაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა, მოტივი კი ერთნაირი საქონლის შეძენა იყო - ახალკაცს უჩხუბია, გასაყიდად ჩემნაირი ბოტასები რატომ აიღე ლილოშიო.

გუშინდელი დაპირისპირება დღეს დილას გაგრძელდა გორში, ახალკაცი "მაკაროვით“ მიუვარდა დათოს და საქმეს ურჩევდა. საქმეში შვილიც - გიო ჩაერია, სერგომ ჯერ ის დაცხრილა და მერე დათოც ზედ მიაყოლა. მკვლელი ადგილიდან კი გაიქცა, მაგრამ მალევე დააკავეს. გიო ადგილზე დაიღუპა, მძიმედ დაჭრილი დათო კი "გორმედში“, - გვეუბნება თანამშრომელი.