საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამი ყველაზე გულიანი ზოდიაქოს ნიშანი
სამი ყველაზე  გულიანი ზოდიაქოს ნიშანი

ზო­გის ხა­სი­ათ­ში სი­სას­ტი­კის ელე­მენ­ტე­ბი ჭარ­ბობს, ვი­ღა­ცას ან­გა­რი­ში­ა­ნო­ბა ახა­სი­ა­თებს, ზოგი კი უბ­რა­ლოდ და უკი­დე­გა­ნოდ კაც­თმოყ­ვა­რეა. თუმ­ცა, სა­ი­მი­სოდ, რომ მსგავს კონ­დი­ცი­ას მი­აღ­წი­ოს ადა­მი­ან­მა, ხში­რად სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. მაგ­რამ არ­სე­ბო­ბენ ისე­თე­ბიც, ვი­საც და­ბა­დე­ბი­დან­ვე გა­აჩ­ნია თან­და­ყო­ლი­ლად ადა­მი­ა­ნე­ბის და ზო­გა­დად, კაც­თა მოდ­გმის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი. ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ამ მხრივ სამი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი გა­მო­ირ­ჩე­ვა.

მშვილ­დო­სა­ნი - იუ­პი­ტე­რი, პლა­ნე­ტა, რო­მელ­საც ას­ტრო­ლო­გე­ბი "დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის" პლა­ნე­ტა­საც უწო­დე­ბენ, მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქოს მარ­თავს და ამ ადა­მი­ა­ნებ­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს ხა­სი­ა­თის ისეთ თვი­სე­ბებს რო­გო­რი­ცაა: სულ­გრძე­ლო­ბა, გუ­ლუხ­ვო­ბა, კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბა და სი­კე­თე. მშვილ­დოს­ნე­ბი უნაკ­ლო­ე­ბი არ არი­ან, თუმ­ცა, ყო­ველ­თვის ახერ­ხე­ბენ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის და­კომ­პენ­სი­რე­ბას გუ­ლი­თა­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით საქ­მი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. ისი­ნი მთე­ლი გუ­ლით ეხ­მა­რე­ბი­ან მე­გობ­რებს და უბ­რა­ლოდ ნაც­ნო­ბებ­საც კი, თუკი თვლი­ან, რომ მათი დახ­მა­რე­ბა ვინ­მეს ესა­ჭი­რო­ე­ბა. მშვილ­დო­სა­ნი ბუ­ნე­ბით ოპ­ტი­მის­ტია, შე­სა­ბა­მი­სად, მისი დახ­მა­რე­ბა სხვე­ბის მი­მართ ხში­რად სტი­მუ­ლის მი­ცე­მა­შიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ამ ქა­რიზ­მა­ტულ და მუ­დამ მო­ღი­მარ ადა­მი­ა­ნებს იშ­ვი­ა­თად ნა­ხავთ ცუდ გან­წყო­ბა­ზე მყოფთ. შე­სა­ბა­მი­სად, მათი ამ­გვა­რი უდარ­დე­ლო­ბა გა­დამ­დე­ბია გარ­შე­მო მყოფ­თათ­ვის.

მერ­წყუ­ლი - გლო­ბა­ლუ­რად მო­აზ­როვ­ნე და უზო­მოდ ჰუ­მა­ნუ­რი ნი­შა­ნია. მერ­წყულს არ უყ­ვარს სიყ­ვა­რუ­ლის ენის მო­ჩლე­ქით ან ფე­რე­ბით გა­მო­ხატ­ვა. სა­მა­გი­ე­როდ, იგი ყო­ველ­თვის მზა­დაა დახ­მა­რე­ბა და თა­ნად­გო­მა აღ­მო­უ­ჩი­ნოს ნე­ბის­მი­ერ სუ­ლი­ერს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. მერ­წყუ­ლე­ბი ხში­რად გვხვდე­ბი­ან სხვა­დას­ხვა უმ­ცი­რე­სო­ბა­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ში. ასე­ვე თავ­გა­მო­დე­ბით იცა­ვენ ისი­ნი ფი­ზი­კუ­რი ან გო­ნებ­რი­ვი ნაკ­ლით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­თხოვ­ნებს. მერ­წყულს მოს­წონს ყვე­ლა­ფე­რი ორ­დი­ნა­ლუ­რი, შე­სა­ბა­მი­სად, სიმ­პა­თი­ი­თა გან­წყო­ბი­ლი თუნ­დაც გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი ფსი­ქი­კის მქო­ნე ინ­დი­ვი­დე­ბის მი­მართ და ხში­რად მათ­ზე და­მამ­შვი­დებ­ლა­დაც კი მოქ­მე­დებს. ეს ფარ­თო მას­შტა­ბის ჰუ­მა­ნის­ტი და კაც­თმოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნია. რო­მე­ლიც მუ­დამ მზა­დაა იბ­რძო­ლოს ჩაგ­რულ­თა უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად.

თევ­ზე­ბი - უზო­მოდ ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი, გულ­ჩვი­ლი და სა­ოც­რად თავ­გან­წი­რუ­ლი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია. თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო ყვე­ლა­ზე მეტი ოდე­ნო­ბით წარ­მო­შობს სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხუ­რებ­ში და­საქ­მე­ბულ ინ­დი­ვი­დებს. სხვე­ბის­თვის სი­კე­თის კე­თე­ბა და დახ­მა­რე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი თევ­ზის მო­ვა­ლე­ო­ბაა. ისი­ნი ყო­ველ­თვის თა­ნაგ­რძნო­ბით ეკი­დე­ბი­ან სხვის ტკი­ვილ­სა და სუ­ლი­ერ პრობ­ლე­მებს. მათ­თვის ბუ­ნებ­რი­ვია მო­ირ­გონ ფსი­ქო­ლო­გის და ე.წ. "ემო­ცი­უ­რი გამ­ტა­რის" როლი, როცა გარ­შე­მო მყოფ­თა­გან ვინ­მეს უჭირს და დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თავს. თევ­ზე­ბი კარ­გად გრძნო­ბენ სხვის ტკი­ვი­ლებს იქ­ნე­ბა ეს ფი­ზი­კუ­რი თუ ემო­ცი­უ­რი, შე­სა­ბა­მი­სად, მათი თა­ნაგ­რძნო­ბა არა­სო­დე­საა ყალ­ბი და ფორ­მა­ლუ­რი არა­ვის მი­მართ.

სამი ყველაზე გულიანი ზოდიაქოს ნიშანი

სამი ყველაზე  გულიანი ზოდიაქოს ნიშანი

ზოგის ხასიათში სისასტიკის ელემენტები ჭარბობს, ვიღაცას ანგარიშიანობა ახასიათებს, ზოგი კი უბრალოდ და უკიდეგანოდ კაცთმოყვარეა. თუმცა, საიმისოდ, რომ მსგავს კონდიციას მიაღწიოს ადამიანმა, ხშირად საკუთარ თავზე მუშაობაა აუცილებელი. მაგრამ არსებობენ ისეთებიც, ვისაც დაბადებიდანვე გააჩნია თანდაყოლილად ადამიანების და ზოგადად, კაცთა მოდგმის მიმართ სიყვარული. ასტროლოგები თვლიან, რომ ამ მხრივ სამი ზოდიაქოს ნიშანი გამოირჩევა.

მშვილდოსანი - იუპიტერი, პლანეტა, რომელსაც ასტროლოგები "დიდი ბედნიერების" პლანეტასაც უწოდებენ, მშვილდოსნის ზოდიაქოს მართავს და ამ ადამიანებში უზრუნველყოფს ხასიათის ისეთ თვისებებს როგორიცაა: სულგრძელობა, გულუხვობა, კაცთმოყვარეობა და სიკეთე. მშვილდოსნები უნაკლოები არ არიან, თუმცა, ყოველთვის ახერხებენ ნაკლოვანებების დაკომპენსირებას გულითადი დამოკიდებულებით საქმისა და ადამიანების მიმართ. ისინი მთელი გულით ეხმარებიან მეგობრებს და უბრალოდ ნაცნობებსაც კი, თუკი თვლიან, რომ მათი დახმარება ვინმეს ესაჭიროება. მშვილდოსანი ბუნებით ოპტიმისტია, შესაბამისად, მისი დახმარება სხვების მიმართ ხშირად სტიმულის მიცემაშიც გამოიხატება. ამ ქარიზმატულ და მუდამ მოღიმარ ადამიანებს იშვიათად ნახავთ ცუდ განწყობაზე მყოფთ. შესაბამისად, მათი ამგვარი უდარდელობა გადამდებია გარშემო მყოფთათვის.

მერწყული - გლობალურად მოაზროვნე და უზომოდ ჰუმანური ნიშანია. მერწყულს არ უყვარს სიყვარულის ენის მოჩლექით ან ფერებით გამოხატვა. სამაგიეროდ, იგი ყოველთვის მზადაა დახმარება და თანადგომა აღმოუჩინოს ნებისმიერ სულიერს მსოფლიოს მასშტაბით. მერწყულები ხშირად გვხვდებიან სხვადასხვა უმცირესობათა უფლებადამცველის პოზიციაში. ასევე თავგამოდებით იცავენ ისინი ფიზიკური ან გონებრივი ნაკლით დაბადებული ადამიანების მოთხოვნებს. მერწყულს მოსწონს ყველაფერი ორდინალური, შესაბამისად, სიმპათიითა განწყობილი თუნდაც გაუწონასწორებელი ფსიქიკის მქონე ინდივიდების მიმართ და ხშირად მათზე დამამშვიდებლადაც კი მოქმედებს. ეს ფართო მასშტაბის ჰუმანისტი და კაცთმოყვარე ადამიანია. რომელიც მუდამ მზადაა იბრძოლოს ჩაგრულთა უფლებების დასაცავად.

თევზები - უზომოდ ინტუიციური, გულჩვილი და საოცრად თავგანწირული ზოდიაქოს ნიშანია. თევზების ზოდიაქო ყველაზე მეტი ოდენობით წარმოშობს სხვადასხვა სოციალურ სამსახურებში დასაქმებულ ინდივიდებს. სხვებისთვის სიკეთის კეთება და დახმარება ნებისმიერი თევზის მოვალეობაა. ისინი ყოველთვის თანაგრძნობით ეკიდებიან სხვის ტკივილსა და სულიერ პრობლემებს. მათთვის ბუნებრივია მოირგონ ფსიქოლოგის და ე.წ. "ემოციური გამტარის" როლი, როცა გარშემო მყოფთაგან ვინმეს უჭირს და დახმარებისთვის მიმართავს. თევზები კარგად გრძნობენ სხვის ტკივილებს იქნება ეს ფიზიკური თუ ემოციური, შესაბამისად, მათი თანაგრძნობა არასოდესაა ყალბი და ფორმალური არავის მიმართ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"