მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოდარ ხადურის ვაჟი აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა
ნოდარ ხადურის ვაჟი აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ნო­დარ ხა­დუ­რის ვაჟი ნი­კო­ლო­ზი აშშ-ის ერთ-ერთ წამ­ყვან ბრა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (Brown University) სრუ­ლი $396 432-იანი და­ფი­ნან­სე­ბით (სწავ­ლი­სა და ცხოვ­რე­ბის მთლი­ა­ნი ხარ­ჯის ჩათ­ვლით) გა­აგ­რძე­ლებს სწავ­ლას.

"ჩემი სი­ა­მა­ყე Brown University-ს სტუ­დენ­ტია!! სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით!! დეეე, მად­ლო­ბა", - წერს ნი­კო­ლო­ზის დედა ნინო ცი­რე­კი­ძე.

"მო­ხა­რუ­ლი ვართ გა­გი­ზი­ა­როთ, რომ ნი­კო­ლოზ ხა­დუ­რი ბრა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ი­რი­ცხა სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით (სწავ­ლი­სა და ცხოვ­რე­ბის მთლი­ა­ნი ხარ­ჯის ჩათ­ვლით)! და­ფი­ნან­სე­ბა წლი­უ­რად შე­ად­გენს $99,108; ხოლო ჯა­მუ­რად - $396,432.გი­ლო­ცავთ ამ დამ­სა­ხუ­რე­ბულ წარ­მა­ტე­ბას, ნი­კო­ლოზ! ჩვენ შე­ნით ვა­მა­ყობთ!" - წერს "ევ­რო­პუ­ლი სკო­ლა”.

ბრა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (ინგლ. Brown University) - პრო­ვი­დენსში, როდ-აი­ლენდში მდე­ბა­რე­ობს. და­ფუძნ­და 1764 წელს, რო­გორც როდ-აი­ლენ­დის კო­ლე­ჯი. სიძ­ვე­ლით მე­სა­მე უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია ახალ ინ­გლის­ში, ხოლო მეშ­ვი­დე - აშშ-ში. ბრა­უ­ნი ამე­რი­კის პირ­ვე­ლი კო­ლე­ჯი იყო, სა­დაც ნე­ბის­მი­ე­რი რე­ლი­გი­ის მიმ­დე­ვართ შე­ეძ­ლოთ სწავ­ლა. ბრა­უ­ნი და­ნარ­ჩე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­სა­გან გა­მო­ირ­ჩე­ვა ე.წ. “ახა­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მით”. მე­თო­დი შე­მო­ღე­ბულ იქნა 1969 წელს და სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს სტუ­დენ­ტებს თვი­თონ აირ­ჩი­ონ სა­კუ­თა­რი გა­ნათ­ლე­ბის კურ­სი სტან­დარ­ტუ­ლი A/B/C შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის გვერ­დის ავ­ლით (ნე­ბის­მი­ე­რი კურ­სის აღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია “ჩათ­ვლის/უკ­რე­დი­ტოდ” სა­ფუძ­ველ­ზე).

შე­გახ­სე­ნებთ, ნო­დარ ხა­დუ­რი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის გარ­და, სხვა­დას­ხვა დროს, სხვა არა­ერთ თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და. მათ შო­რის 2006 წლი­დან მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე, იყო პრო­ფე­სო­რი და მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კის კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი. სამ­წუ­ხა­როდ 2019 წლეს, 49 წლის ასაკ­ში, გულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. იყო 100-ზე მეტი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის ავ­ტო­რი, რომ­ლე­ბიც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია აშშ-ში, უნ­გრეთ­ში, ბულ­გა­რეთ­ში, შვე­დეთ­ში, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

ნოდარ ხადურის ვაჟი აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

ნოდარ ხადურის ვაჟი აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრის ნოდარ ხადურის ვაჟი ნიკოლოზი აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან ბრაუნის უნივერსიტეტში (Brown University) სრული $396 432-იანი დაფინანსებით (სწავლისა და ცხოვრების მთლიანი ხარჯის ჩათვლით) გააგრძელებს სწავლას.

"ჩემი სიამაყე Brown University-ს სტუდენტია!! სრული დაფინანსებით!! დეეე, მადლობა", - წერს ნიკოლოზის დედა ნინო ცირეკიძე.

"მოხარული ვართ გაგიზიაროთ, რომ ნიკოლოზ ხადური ბრაუნის უნივერსიტეტში ჩაირიცხა სრული დაფინანსებით (სწავლისა და ცხოვრების მთლიანი ხარჯის ჩათვლით)! დაფინანსება წლიურად შეადგენს $99,108; ხოლო ჯამურად - $396,432.გილოცავთ ამ დამსახურებულ წარმატებას, ნიკოლოზ! ჩვენ შენით ვამაყობთ!" - წერს "ევროპული სკოლა”.

ბრაუნის უნივერსიტეტი (ინგლ. Brown University) - პროვიდენსში, როდ-აილენდში მდებარეობს. დაფუძნდა 1764 წელს, როგორც როდ-აილენდის კოლეჯი. სიძველით მესამე უმაღლესი სასწავლებელია ახალ ინგლისში, ხოლო მეშვიდე - აშშ-ში. ბრაუნი ამერიკის პირველი კოლეჯი იყო, სადაც ნებისმიერი რელიგიის მიმდევართ შეეძლოთ სწავლა. ბრაუნი დანარჩენი უნივერსიტეტებისაგან გამოირჩევა ე.წ. “ახალი კურიკულუმით”. მეთოდი შემოღებულ იქნა 1969 წელს და საშუალებას აძლევს სტუდენტებს თვითონ აირჩიონ საკუთარი განათლების კურსი სტანდარტული A/B/C შეფასების სისტემის გვერდის ავლით (ნებისმიერი კურსის აღება შესაძლებელია “ჩათვლის/უკრედიტოდ” საფუძველზე).

შეგახსენებთ, ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრის გარდა, სხვადასხვა დროს, სხვა არაერთ თანამდებობას იკავებდა. მათ შორის 2006 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, იყო პროფესორი და მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი. სამწუხაროდ 2019 წლეს, 49 წლის ასაკში, გულთან დაკავშირებული პრობლემებით გარდაიცვალა. იყო 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია აშშ-ში, უნგრეთში, ბულგარეთში, შვედეთში, რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანში.

იხილეთ ასევე: