პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვიპოვნოთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ქალური ბედნიერება
როგორ ვიპოვნოთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ქალური ბედნიერება

მა­ინც თავ­გა­მო­დე­ბით და გა­მუდ­მე­ბით და­ე­ძე­ბენ ნამ­დვილ სიყ­ვა­რულს. თუმ­ცა, რო­მან­ტი­კუ­ლი ოც­ნე­ბე­ბი და რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა ხში­რად არ­ცთუ მწყობ­რად უწყობს ფეხს ერ­თმა­ნეთს. ამის მი­ზე­ზი კი არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი, ბევ­რი ქა­ლის შემ­თხვე­ვა­ში მისი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნე­გა­ტი­უ­რი სა­ხა­სი­ა­თო შტრი­ხე­ბია, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბის და და­ბა­ლან­სე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ­მა ქალ­მა იპოვ­ნოს ხან­გრძლი­ვი ბედ­ნი­ე­რე­ბა და ჰარ­მო­ნია პარტნი­ორ მა­მა­კაც­თან. სა­ა­მი­სოდ თი­თო­ე­უ­ლი ნიშ­ნის­თვის სამი უმ­თავ­რე­სი ოქ­როს წესი და პრინ­ცი­პი არ­სე­ბობს:

ვერძს მეტი სირ­ბი­ლე, ტაქ­ტი და მოთ­მი­ნე­ბის სწავ­ლა დას­ჭირ­დე­ბა.

კუ­როს სი­ჯი­უ­ტის მო­თოკ­ვა, კომ­პრო­მის­ზე წას­ვლის უნა­რი და სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის მზად­ყოფ­ნა.

ტყუპს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა, ნაკ­ლე­ბი კა­მა­თი მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­თან და მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა წვრილ­მა­ნებ­ზე.

კირჩხიბს ეჭ­ვი­ა­ნო­ბა­ზე უა­რის თქმა, მუდ­მი­ვი ბუ­ტი­ა­ო­ბის ჩვე­ვა­ზე უა­რის თქმა და ნაკ­ლე­ბი წუ­წუ­ნი საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

ლომს ეგო­იზ­მის კონ­ტრო­ლი მო­უ­წევს, მეტი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბის გა­მო­ჩე­ნა პარტნი­ო­რის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის მი­მართ და ოჯა­ხურ ატ­მოს­ფე­რო­ში "დე­დოფ­ლის" რო­ლის­გან დას­ვე­ნე­ბა.

ქალ­წულ­მა უმ­ჯო­ბე­სია, წვრილ­მა­ნე­ბის გამო არ უბურ­ღოს ტვი­ნი მა­მა­კაცს, ნაკ­ლე­ბად გა­ა­კე­თოს აქ­ცენ­ტი მის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და ქა­ოს­ზე, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლოს­ტა­ტის­ტი­კუ­რი მამ­რი ოს­ტა­ტუ­რად ქმნის კა­რა­და­ში.

სას­წო­რის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ყოყ­მა­ნის გა­რე­შე ის­წავ­ლოს სა­კუ­თა­რი აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბა პარტნი­ორ­თან, ნაკ­ლე­ბად გახ­დეს მას­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ხან­და­ხან პრინ­ცი­პუ­ლად შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გოს კი­დეც მე­ო­რე ნა­ხე­ვარს, როცა მი­აჩ­ნია, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი ცდე­ბა.

მო­რი­ელ­მა პირ­ველ რიგ­ში ცი­ნიზ­მის დონე და სარ­კას­ტუ­ლი ტონი უნდა შე­ამ­ცი­როს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ნაკ­ლე­ბად ჩა­ი­დოს გულ­ში ბოღ­მა პარტნი­ო­რის მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გამო და არ შე­ე­ცა­დოს ლი­დე­რის რო­ლის და­კა­ვე­ბას ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

მშვილ­დოს­ნის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ ოჯა­ხი მო­რი­გი ლაშ­ქრო­ბა ან მოგ­ზა­უ­რო­ბა არ არის, მი­ეჩ­ვი­ოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მე­უღ­ლის წი­ნა­შე და არ ჩა­ა­ლა­გოს სას­წრა­ფოდ ჩე­მოდ­ნე­ბი, როცა ქმა­რი მას სახ­ლში გვი­ან დაბ­რუ­ნე­ბის გამო უსაყ­ვე­დუ­რებს.

თხის რქამ კა­რი­ე­რის­ტუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბის ოჯა­ხის მო­თხოვ­ნებ­ზე წინ და­ყე­ნე­ბა­ზე უნდა ის­წავ­ლოს უა­რის თქმა, ნაკ­ლე­ბად და­ა­ნახ­ვოს ქმარს რომ ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მის მას­ზე უკეთ გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია და სი­ჯი­უ­ტის დო­ზე­ბიც შე­ამ­ცი­როს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში.

მერ­წყულ­მა უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა ბორ­კი­ლე­ბი კი არა, ახა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბაა. მი­ეჩ­ვი­ოს სახ­ლის საქ­მე­ებს (მი­ნი­მა­ლუ­რი დო­ზით მა­ინც) და ნაკ­ლე­ბად გა­ა­ო­ცოს მე­უღ­ლე სახ­ლში მე­გობ­რე­ბის ხში­რი და ხმა­უ­რია თავ­ყრი­ლო­ბე­ბით.

თევ­ზებ­მა წუ­წუ­ნის მა­გივ­რად სა­კუ­თა­რი აზ­რის ხმა­მაღ­ლა და ობი­ექ­ტუ­რად და­ფიქ­სი­რე­ბა უნდა ის­წავ­ლონ მა­მა­კაც­თან, ყო­ველ­თვის არ უნდა და­უთ­მონ ამ უკა­ნას­კნელს ყვე­ლა­ფერ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი კონ­ფლიქ­ტის ში­შით და რაც შე­იძ­ლე­ბა ხში­რად უნდა უთხრან სა­კუ­თარ თავს, რომ ორი ბავ­შვის გა­ჩე­ნის შემ­დე­გაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

როგორ ვიპოვნოთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ქალური ბედნიერება

როგორ ვიპოვნოთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ქალური ბედნიერება

მაინც თავგამოდებით და გამუდმებით დაეძებენ ნამდვილ სიყვარულს. თუმცა, რომანტიკული ოცნებები და რეალური ცხოვრება ხშირად არცთუ მწყობრად უწყობს ფეხს ერთმანეთს. ამის მიზეზი კი არც მეტი არც ნაკლები, ბევრი ქალის შემთხვევაში მისი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი ნეგატიური სახასიათო შტრიხებია, რომელზე მუშაობის და დაბალანსების შემთხვევაშიც სავსებით შესაძლებელია ნებისმიერმა ქალმა იპოვნოს ხანგრძლივი ბედნიერება და ჰარმონია პარტნიორ მამაკაცთან. საამისოდ თითოეული ნიშნისთვის სამი უმთავრესი ოქროს წესი და პრინციპი არსებობს:

ვერძს მეტი სირბილე, ტაქტი და მოთმინების სწავლა დასჭირდება.

კუროს სიჯიუტის მოთოკვა, კომპრომისზე წასვლის უნარი და სიახლეებისთვის მზადყოფნა.

ტყუპს პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავება, ნაკლები კამათი მეორე ნახევართან და მაქსიმალური ყურადღება წვრილმანებზე.

კირჩხიბს ეჭვიანობაზე უარის თქმა, მუდმივი ბუტიაობის ჩვევაზე უარის თქმა და ნაკლები წუწუნი საყვარელი მამაკაცის საზოგადოებაში.

ლომს ეგოიზმის კონტროლი მოუწევს, მეტი გულისხმიერების გამოჩენა პარტნიორის ყოველდღიური ცხოვრების მიმართ და ოჯახურ ატმოსფეროში "დედოფლის" როლისგან დასვენება.

ქალწულმა უმჯობესია, წვრილმანების გამო არ უბურღოს ტვინი მამაკაცს, ნაკლებად გააკეთოს აქცენტი მის ფინანსურ მდგომარეობაზე და ქაოსზე, რომელსაც ნებისმიერი საშუალოსტატისტიკური მამრი ოსტატურად ქმნის კარადაში.

სასწორისთვის აუცილებელია, ყოყმანის გარეშე ისწავლოს საკუთარი აზრის დაფიქსირება პარტნიორთან, ნაკლებად გახდეს მასზე დამოკიდებული და ხანდახან პრინციპულად შეეწინააღმდეგოს კიდეც მეორე ნახევარს, როცა მიაჩნია, რომ ეს უკანასკნელი ცდება.

მორიელმა პირველ რიგში ცინიზმის დონე და სარკასტული ტონი უნდა შეამციროს ურთიერთობაში, ნაკლებად ჩაიდოს გულში ბოღმა პარტნიორის მიერ დაშვებული შეცდომების გამო და არ შეეცადოს ლიდერის როლის დაკავებას ურთიერთობაში.

მშვილდოსნისთვის აუცილებელია გააცნობიეროს, რომ ოჯახი მორიგი ლაშქრობა ან მოგზაურობა არ არის, მიეჩვიოს პასუხისმგებლობას მეუღლის წინაშე და არ ჩაალაგოს სასწრაფოდ ჩემოდნები, როცა ქმარი მას სახლში გვიან დაბრუნების გამო უსაყვედურებს.

თხის რქამ კარიერისტული ამბიციების ოჯახის მოთხოვნებზე წინ დაყენებაზე უნდა ისწავლოს უარის თქმა, ნაკლებად დაანახვოს ქმარს რომ ნებისმიერი საქმის მასზე უკეთ გაკეთება შეუძლია და სიჯიუტის დოზებიც შეამციროს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მერწყულმა უნდა გააცნობიეროს, რომ ოჯახური ცხოვრება ბორკილები კი არა, ახალი საინტერესო გამოცდილებაა. მიეჩვიოს სახლის საქმეებს (მინიმალური დოზით მაინც) და ნაკლებად გააოცოს მეუღლე სახლში მეგობრების ხშირი და ხმაურია თავყრილობებით.

თევზებმა წუწუნის მაგივრად საკუთარი აზრის ხმამაღლა და ობიექტურად დაფიქსირება უნდა ისწავლონ მამაკაცთან, ყოველთვის არ უნდა დაუთმონ ამ უკანასკნელს ყველაფერში მოსალოდნელი კონფლიქტის შიშით და რაც შეიძლება ხშირად უნდა უთხრან საკუთარ თავს, რომ ორი ბავშვის გაჩენის შემდეგაც შესანიშნავად გამოიყურებიან!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?