მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“პილოტმა საპირფარეშოს საკეტი ჩაამტვრია, კარი გააღო და ნახევრადშიშველი გამოათრია“ - დაპირისპირება თვითმფრინავში: მგზავრი ავიაკომპანიას უჩივის
“პილოტმა საპირფარეშოს საკეტი ჩაამტვრია, კარი გააღო და ნახევრადშიშველი გამოათრია“ - დაპირისპირება თვითმფრინავში: მგზავრი ავიაკომპანიას უჩივის

ებ­რა­ე­ლი მგზავ­რი, რო­მე­ლიც United Airlines-ის თვითმფრი­ნა­ვით მექ­სი­კი­დან ჰი­უს­ტონ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბო­და, ახლა პი­ლოტს უჩი­ვის. მგზავ­რის თქმით, იმ დროს, რო­დე­საც ის თვითმფრი­ნა­ვის სა­პირ­ფა­რე­შო­თი სარ­გებ­ლობ­და, კა­ბი­ნა­ში პი­ლო­ტი შე­ვარ­და და გა­რეთ ძა­ლით გა­მო­ათ­რია.

ის­რო­ელ ლიბ­მა ავი­ა­კომ­პა­ნი­ას და აშშ-ს შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენტს სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა. მისი თქმით, უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფიც­რე­ბი თვითმფრი­ნა­ვის დაშ­ვე­ბის­თა­ნა­ვე მას­თან მი­ვიდ­ნენ და ხელ­ბორ­კი­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს.

  • ლიბი და კი­დევ ერთი ებ­რა­ე­ლი მგზავ­რი, გვა­რად სე­ბა­გი, აცხა­დე­ბენ, რომ თვითმფრი­ნა­ვი­დან ჩა­მოყ­ვა­ნის შემ­დეგ, აშშ-ს სა­ბა­ჟო და სა­სა­ზღვრო ოფიც­რებ­მა ისი­ნი დრო­ე­ბით საკ­ნებ­ში მო­ა­თავ­სეს და მათი ბარ­გი გა­ჩხრი­კეს.

სა­სა­მარ­თლო­ში შე­ტა­ნი­ლი სარ­ჩე­ლის მი­ხედ­ვით, ლიბი სა­პირ­ფა­რე­შო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც, ბორტგამ­ცი­ლე­ბელ­მა მე­ო­რე მგზავ­რი, სე­ბა­გი გა­აღ­ვი­ძა და მისი მე­გობ­რის შე­მოწ­მე­ბა სთხო­ვა. ლიბ­მა სე­ბაგს აუხ­სნა, რომ მას კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და და­არ­წმუ­ნა, რომ მალე გა­მო­ვი­დო­და. და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუ­თის შემ­დეგ, უკვე პი­ლო­ტი ეს­ტუმ­რა სე­ბაგს და ლი­ბის ხე­ლა­ლა შე­მოწ­მე­ბა სთხო­ვა. ამის შემ­დეგ, პი­ლოტ­მა და­უყ­ვი­რა ლიბს და სა­პირ­ფა­რე­შოს სას­წრა­ფოდ და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვა. ლიბ­მა პი­ლოტს უთხრა, რომ მალე გა­მო­ვი­დო­და. სა­პა­სუ­ხოდ, “პი­ლოტ­მა სა­პირ­ფა­რე­შოს სა­კე­ტი ჩა­ამ­ტვრია, კარი გა­ა­ღო და ნა­ხევ­რად­შიშ­ვე­ლი ლიბი გა­რეთ გა­მო­ათ­რია“.

სარ­ჩე­ლი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ამის შემ­დეგ, ლიბი თავს შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად და უხერ­ხუ­ლად გრძნობ­და.

"პი­ლო­ტი ორი­ვე მგზავრს, ლიბ­სა და სე­ბაგს თა­ვი­ან­თი ად­გი­ლე­ბის­გან ხე­ლის კვრით უბიძ­გებ­და, და­ჭე­რით ემუქ­რე­ბო­და, თან ნე­გა­ტი­უ­რად სა­უბ­რობ­და იმა­ზე, თუ რო­გორ იქ­ცე­ვი­ან ებ­რა­ე­ლე­ბი",- წე­რია სარ­ჩელ­ში.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ მათ უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცა მე­ო­რე დღის თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბი.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

“პილოტმა საპირფარეშოს საკეტი ჩაამტვრია, კარი გააღო და ნახევრადშიშველი გამოათრია“ - დაპირისპირება თვითმფრინავში: მგზავრი ავიაკომპანიას უჩივის

“პილოტმა საპირფარეშოს საკეტი ჩაამტვრია, კარი გააღო და ნახევრადშიშველი გამოათრია“ - დაპირისპირება თვითმფრინავში: მგზავრი ავიაკომპანიას უჩივის

ებრაელი მგზავრი, რომელიც United Airlines-ის თვითმფრინავით მექსიკიდან ჰიუსტონში მიემგზავრებოდა, ახლა პილოტს უჩივის. მგზავრის თქმით, იმ დროს, როდესაც ის თვითმფრინავის საპირფარეშოთი სარგებლობდა, კაბინაში პილოტი შევარდა და გარეთ ძალით გამოათრია.

ისროელ ლიბმა ავიაკომპანიას და აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს სასამართლოში უჩივლა. მისი თქმით, უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიცრები თვითმფრინავის დაშვებისთანავე მასთან მივიდნენ და ხელბორკილებით წაიყვანეს.

  • ლიბი და კიდევ ერთი ებრაელი მგზავრი, გვარად სებაგი, აცხადებენ, რომ თვითმფრინავიდან ჩამოყვანის შემდეგ, აშშ-ს საბაჟო და სასაზღვრო ოფიცრებმა ისინი დროებით საკნებში მოათავსეს და მათი ბარგი გაჩხრიკეს.

სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიხედვით, ლიბი საპირფარეშოში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რა დროსაც, ბორტგამცილებელმა მეორე მგზავრი, სებაგი გააღვიძა და მისი მეგობრის შემოწმება სთხოვა. ლიბმა სებაგს აუხსნა, რომ მას კუჭ-ნაწლავის პრობლემები ჰქონდა და დაარწმუნა, რომ მალე გამოვიდოდა. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, უკვე პილოტი ესტუმრა სებაგს და ლიბის ხელალა შემოწმება სთხოვა. ამის შემდეგ, პილოტმა დაუყვირა ლიბს და საპირფარეშოს სასწრაფოდ დატოვება მოსთხოვა. ლიბმა პილოტს უთხრა, რომ მალე გამოვიდოდა. საპასუხოდ, “პილოტმა საპირფარეშოს საკეტი ჩაამტვრია, კარი გააღო და ნახევრადშიშველი ლიბი გარეთ გამოათრია“.

სარჩელი ირწმუნება, რომ ამის შემდეგ, ლიბი თავს შეურაცხყოფილად და უხერხულად გრძნობდა.

"პილოტი ორივე მგზავრს, ლიბსა და სებაგს თავიანთი ადგილებისგან ხელის კვრით უბიძგებდა, დაჭერით ემუქრებოდა, თან ნეგატიურად საუბრობდა იმაზე, თუ როგორ იქცევიან ებრაელები",- წერია სარჩელში.

ბოლო ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცები მალევე გაათავისუფლეს და ავიაკომპანიამ მათ უსასყიდლოდ გადასცა მეორე დღის თვითმფრინავის ბილეთები.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"