მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2, 3, 4 და 21 ივნისი დიდი ბედნიერების დღეებია - რა უნდა იცოდეთ მომდევნო თვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ
2, 3, 4 და 21 ივნისი დიდი ბედნიერების დღეებია - რა უნდა იცოდეთ მომდევნო თვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ

ივ­ნი­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი. ახლა დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფან­ში ვიმ­ყო­ფე­ბით. სა­სურ­ვე­ლია, ვი­ყოთ პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბა­ზე და გა­აზ­რე­ბუ­ლად ვი­მოქ­მე­დოთ და მი­ვი­ღოთ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. 21 ივ­ნი­სამ­დე მზე ტყუ­პის ზო­დი­ა­ქო­შია . ჩვე­ნი მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტია: კო­მუ­ნი­კა­ცია, კონ­ტაქ­ტე­ბი, სწავ­ლა, ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბა. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი რა ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებთ, რო­გორ აღიქ­ვამთ და რას ავ­რცე­ლებთ. კარ­გი პე­რი­ო­დია პი­ა­რი­სა და რეკ­ლა­მის­თვის. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა. აქვე გი­ლო­ცავთ ტყუ­პის ზო­დი­ა­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლებს იუ­ბი­ლეს. ახლა თქვე­ნი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ახა­ლი წელი იწყე­ბა. გი­სურ­ვებთ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბას, მოგ­ზა­უ­რო­ბას, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს, ერ­თგულ მე­გობ­რებს, ბა­რა­ქი­ა­ნო­ბა­სა და სიყ­ვა­რულს.

29-30 მა­ისს სა­უ­კე­თე­სო დღე­ე­ბია, და­ნიშ­ნეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი . პირ­ვე­ლი ივ­ნი­სი ცოტა რთუ­ლი დღეა. ეცა­დეთ, არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ მო­ი­მოქ­მე­დოთ. დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად მი­ი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. 2 ივ­ნი­სი დაბ­ნე­ლე­ბე­ბის შუა წერ­ტი­ლია (26 მა­ის­სა და 10 ივ­ნისს შო­რის). ზო­გის­თვის ეს რთუ­ლი დღეა, ან­გრევს გეგ­მებს, ზო­გის­თვის - ბედ­ნი­ე­რი. გირ­ჩევთ და­აკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ ფრთხი­ლა­დაც იყოთ, და­გეგ­მი­ლი მოვ­ლე­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლი სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­დეს.

ივ­ნის­ში პლა­ნე­ტე­ბი აქ­ტი­უ­რად მოძ­რა­ო­ბენ. ვე­ნე­რა - სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ფუ­ლის პლა­ნე­ტა სწრა­ფად გა­ივ­ლის ტყუპს, კირჩხიბს და თვის ბო­ლოს გა­და­ვა ლომ­ში . 2 ივ­ნისს ეს­ტუმ­რე­ბა კირჩხიბს, სა­დაც დარ­ჩე­ბა 27 ივ­ნი­სამ­დე. სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში მო­მა­ტე­ბუ­ლია მგრძნო­ბე­ლო­ბა, ბუ­ტი­ა­ო­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­ნა­ახ­ლებთ ინ­ტე­რი­ერს ბი­ნა­ში. სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბიც კარ­გად გა­მო­გი­ვათ. მი­ი­პა­ტი­ჟეთ შინ მე­გობ­რე­ბი და გა­უ­მას­პინ­ძლდით ოჯა­ხუ­რი კერ­ძე­ბი­თა და დე­სერ­ტით.

2, 3 და 4 ივ­ნისს ვე­ნე­რას ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი ექ­ნე­ბა იუპ­ტერ­თან . ვე­ნე­რა არის პა­ტა­რა ბედ­ნი­ე­რე­ბა, იუ­პი­ტე­რი - დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა. ამი­ტომ, ეს დღე­ე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ. ამას­თან, კარ­გი დღე­ე­ბი გვექ­ნე­ბა კი­დევ 22-24 ივ­ნი­სის შუ­ა­ლედ­ში, როცა იუ­პი­ტე­რი ჰარ­მო­ნი­ულ ას­პექტს შექ­მნის მზეს­თან.

5-6 ივ­ნისს გვე­ლო­დე­ბა მარ­სი პლუ­ტო­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა . შე­ამ­ცი­რეთ კონ­ტაქ­ტე­ბი, არც კი და­უშ­ვათ კა­მა­თი. ავ­ტო­მო­ბი­ლით მგზავ­რო­ბი­სას იყა­ვით მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. ასე­თი ას­პექ­ტი შარ­შან, 2020 წელს გვქონ­და სამ­ჯერ: 13 აგ­ვი­ტოს, 9 ოქ­ტომ­ბერს და 23 დე­კემ­ბერს, გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და ამ დღე­ებ­ში თქვე­ნი ან თქვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ მჭრელ და ბასრ საგ­ნებ­თან, ცე­ცხლსას­როლ ია­რაღ­თან.

10 ივ­ნი­სი თვის მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნა - მზის დაბ­ნე­ლე­ბა გვე­ლო­დე­ბა 14:42-ზე ტყუ­პის მე-20 გრა­დუს­ში . ამ დღეს ახალმთვა­რე­ო­ბა­ცაა, მაგ­რამ მთვა­რე ეფა­რე­ბა მზეს. შე­იძ­ლე­ბა გარ­თულ­დეს ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა-გა­და­ცე­მა, ვერ გა­ი­გოთ სწო­რად ნათ­ქვა­მი ან თქვენ ვერ გა­გი­გონ, გა­ჭირ­დეს სწავ­ლა, გა­და­ი­დოს და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რა. გაფრ­თხილ­დით, რომ არა­ვინ მო­გა­ტყუ­ოთ, არა­ფე­რი და­კარ­გოთ, დაგ­რჩეთ. რა­ცი­ო­ნა­ლუ­რო­ბა და ლო­გი­კუ­რო­ბა დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია. მო­უფრ­თხილ­დით სა­ფუ­ლეს, ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბას. ნუ შე­ი­ძენთ ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებს. გა­და­ა­მოწ­მეთ ყვე­ლა სა­ბუ­თი, ინ­ფორ­მა­ცია.

11 ივ­ნისს მარ­სი და­ტო­ვებს კირჩხი­ბის ნი­შანს და გა­და­ვა ლომ­ში, სა­დაც დარ­ჩე­ბა 29 ივ­ლი­სამ­დე . მარ­სი კირჩხიბ­ში არის მო­მარ­თუ­ლი სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე. ნე­გა­ტი­უ­რი­დან შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ტე­ბუ­ლი იყოს შთო­ფი, ემო­ცი­უ­რო­ბა. ლომ­ში მარ­სი მე­ტად მი­ზან­და­სა­ხუ­ლია, აქ­ტი­უ­რია, აქვს ლი­დე­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბი და არ გა­უ­ჭირ­დე­ბა სა­სურ­ვე­ლის, მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა. სა­სურ­ვე­ლია, მო­თო­კოს აგ­რე­სია და მარ­თოს ემო­ცი­ე­ბი.

15 ივ­ნი­სი - სა­ტურ­ნი ურა­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ ძვე­ლი­სა და ახ­ლის ბრძო­ლას . სა­ტურნს სურს ძვე­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ეს არის აკ­რძალ­ვა, შე­ზღუდ­ვა. ურანს კი - რე­ვო­ლუ­ცია, სი­ახ­ლე­ე­ბი, თა­ვი­სუფ­ლე­ბა და რე­ფორ­მა, მაგ­რამ გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს და სურს ყვე­ლა­ნა­ი­რი ძვე­ლის დან­გრე­ვა. სა­ტურ­ნი მარ­თვს სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­საც, დიდ, იერ­არ­ქი­ულ სის­ტე­მებ­საც, ურა­ნი კი კავ­შირ­შია თა­ნა­მედ­რო­ვე, ქსე­ლურ კავ­ში­რებ­თან და ამ ორ მხა­რეს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მო­ი­ტანს ცვლი­ლე­ბებს მათ სფე­რო­ებ­ში. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

2, 3, 4 და 21 ივნისი დიდი ბედნიერების დღეებია - რა უნდა იცოდეთ მომდევნო თვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ

2, 3, 4 და 21 ივნისი დიდი ბედნიერების დღეებია - რა უნდა იცოდეთ მომდევნო თვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ

ივნისი მნიშვნელოვანი მოვლენებითაა დატვირთული. ახლა დაბნელებების დერეფანში ვიმყოფებით. სასურველია, ვიყოთ პოზიტიურ განწყობაზე და გააზრებულად ვიმოქმედოთ და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. 21 ივნისამდე მზე ტყუპის ზოდიაქოშია . ჩვენი მთავარი აქცენტია: კომუნიკაცია, კონტაქტები, სწავლა, ახალი ნაცნობობა. იყავით დაკვირვებული რა ინფორმაციას იღებთ, როგორ აღიქვამთ და რას ავრცელებთ. კარგი პერიოდია პიარისა და რეკლამისთვის. კარგ შედეგს მოგიტანთ ყიდვა-გაყიდვა. აქვე გილოცავთ ტყუპის ზოდიაქოს წარმომადგენლებს იუბილეს. ახლა თქვენი ასტროლოგიური ახალი წელი იწყება. გისურვებთ საინტერესო ადამიანების გაცნობას, მოგზაურობას, შთაბეჭდილებებს, ერთგულ მეგობრებს, ბარაქიანობასა და სიყვარულს.

29-30 მაისს საუკეთესო დღეებია, დანიშნეთ მნიშვნელოვანი საქმეები . პირველი ივნისი ცოტა რთული დღეა. ეცადეთ, არაფერი განსაკუთრებული არ მოიმოქმედოთ. დაკვირვებულად მიიღეთ გადაწყვეტილებები. 2 ივნისი დაბნელებების შუა წერტილია (26 მაისსა და 10 ივნისს შორის). ზოგისთვის ეს რთული დღეა, ანგრევს გეგმებს, ზოგისთვის - ბედნიერი. გირჩევთ დააკვირდეთ, მაგრამ ფრთხილადაც იყოთ, დაგეგმილი მოვლენები შეიძლება გაურკვეველი სცენარით განვითარდეს.

ივნისში პლანეტები აქტიურად მოძრაობენ. ვენერა - სიყვარულისა და ფულის პლანეტა სწრაფად გაივლის ტყუპს, კირჩხიბს და თვის ბოლოს გადავა ლომში . 2 ივნისს ესტუმრება კირჩხიბს, სადაც დარჩება 27 ივნისამდე. სასიყვარულო სფეროში მომატებულია მგრძნობელობა, ბუტიაობა. კარგი იქნება, თუ განაახლებთ ინტერიერს ბინაში. საოჯახო საქმეებიც კარგად გამოგივათ. მიიპატიჟეთ შინ მეგობრები და გაუმასპინძლდით ოჯახური კერძებითა და დესერტით.

2, 3 და 4 ივნისს ვენერას ჰარმონიული ასპექტი ექნება იუპტერთან . ვენერა არის პატარა ბედნიერება, იუპიტერი - დიდი ბედნიერების პლანეტა. ამიტომ, ეს დღეები მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ. ამასთან, კარგი დღეები გვექნება კიდევ 22-24 ივნისის შუალედში, როცა იუპიტერი ჰარმონიულ ასპექტს შექმნის მზესთან.

5-6 ივნისს გველოდება მარსი პლუტონის დაპირისპირება . შეამცირეთ კონტაქტები, არც კი დაუშვათ კამათი. ავტომობილით მგზავრობისას იყავით მაქსიმალურად ფრთხილი და დაკვირვებული. ასეთი ასპექტი შარშან, 2020 წელს გვქონდა სამჯერ: 13 აგვიტოს, 9 ოქტომბერს და 23 დეკემბერს, გაიხსენეთ, რა ხდებოდა ამ დღეებში თქვენი ან თქვენი ახლობლების ცხოვრებაში. სიფრთხილე გმართებთ მჭრელ და ბასრ საგნებთან, ცეცხლსასროლ იარაღთან.

10 ივნისი თვის მთავარი მოვლენა - მზის დაბნელება გველოდება 14:42-ზე ტყუპის მე-20 გრადუსში . ამ დღეს ახალმთვარეობაცაა, მაგრამ მთვარე ეფარება მზეს. შეიძლება გართულდეს ინფორმაციის მიღება-გადაცემა, ვერ გაიგოთ სწორად ნათქვამი ან თქვენ ვერ გაგიგონ, გაჭირდეს სწავლა, გადაიდოს დაგეგმილი შეხვედრა. გაფრთხილდით, რომ არავინ მოგატყუოთ, არაფერი დაკარგოთ, დაგრჩეთ. რაციონალურობა და ლოგიკურობა დაქვეითებულია. მოუფრთხილდით საფულეს, ძვირფასეულობას. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. გადაამოწმეთ ყველა საბუთი, ინფორმაცია.

11 ივნისს მარსი დატოვებს კირჩხიბის ნიშანს და გადავა ლომში, სადაც დარჩება 29 ივლისამდე . მარსი კირჩხიბში არის მომართული საოჯახო საქმეების შესრულებაზე. ნეგატიურიდან შეიძლება მომატებული იყოს შთოფი, ემოციურობა. ლომში მარსი მეტად მიზანდასახულია, აქტიურია, აქვს ლიდერული თვისებები და არ გაუჭირდება სასურველის, მიზნების მიღწევა. სასურველია, მოთოკოს აგრესია და მართოს ემოციები.

15 ივნისი - სატურნი ურანის დაპირისპირება შეიძლება შევადაროთ ძველისა და ახლის ბრძოლას . სატურნს სურს ძველის შენარჩუნება, ეს არის აკრძალვა, შეზღუდვა. ურანს კი - რევოლუცია, სიახლეები, თავისუფლება და რეფორმა, მაგრამ გამოცდილება არ აქვს და სურს ყველანაირი ძველის დანგრევა. სატურნი მართვს სახელმწიფო სტრუქტურებსაც, დიდ, იერარქიულ სისტემებსაც, ურანი კი კავშირშია თანამედროვე, ქსელურ კავშირებთან და ამ ორ მხარეს შორის დაპირისპირება მოიტანს ცვლილებებს მათ სფეროებში. წაიკითხეთ სრულად

ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით

13-14 აპრილი ასტროლოგიური "ამაღლების" დღეებია - რას ნიშნავს ეს და რისთვის უნდა გამოიყენოთ ეს 2 დღე

2021 წლის ყველაზე "ძლიერი" ახალმთვარეობა - ასტროლოგი რამაზ გიგაური განმარტავს, ვისთვის იქნება ურთულესი უახლოესი თვე და ვისთვის შეასრულებენ ვარსკვლავები "ზურგის ქარის" როლს