მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები

ზოდიაქოს ნიშნების ფობიები

ზოდიაქოს ნიშნების ფობიები

ალბათ ნებისმიერ ჩვენგანს აქვს ცხოვრებაში რაიმე სახის შიში. ზოგს ობობების ეშინია, ზოგს კი დახურული სივრცის. როგორც ასტროლოგიური კვლევები ცხადყოფს, ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ახასიათებთ ნევროზებისა და ფობიებისკენ მიდრეკილება. მოდი, თვალი გადავავლოთ სტატისტიკას:

ვერძს ფიზიკური ტკივილის ატანა არ შეუძლია დიდხანს, მას კბილის ექიმებისა და ზოგადად ექიმების ეშინია.

კუროებს ღია სივრცის შიში აქვთ. მათ უმრავლესობას ასევე ეშინია ქაოსისა და დაუგეგმავი ცვლილებების.

ტყუპს ნევროზულ მდგომარეობაში აგდებს ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნა. იმ შემთხვევაში თუ იგი მარტო დარჩა, შესაძლოა, საკუთარ თავთანაც კი გააბას ბაასი.

კირჩხიბს ოჯახის წევრებთან დაკავშირებული ფობიები აწუხებს. გამუდმებით ეშინია მათი ჯანმრთელობის გამო.

ლომს წაგების შიში აქვს. მისი თავმოყვარეობა ასევე ძალიან ილახება თუკი დაქვემდებარებულის როლში უწევს ყოფნა.

ქალწულს მუდმივი შიში აქვს იმის, რომ არაჰიგიენურად და უსუფთაოდ გამოიყურებოდეს. სრულ პანიკაში ვარდება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უმნიშვნელო პრობლემების დროს.

სასწორს გადაწყვეტილების მიღების შიში აქვს. მას ძალიან უჭირს არჩევანის გაკეთება და ნევროზულ მდგომარეობამდე მიჰყავს ამის აუცილებლობას.

მორიელს უარყოფის შიში აქვს. მისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ძალაუფლების დაკარგვის შიში.

მშვილდოსანს იმის შიში აქვს, რომ საზოგადოებაში არასაჭირო და არაპოპულარულ ტიპად იქნეს მიჩნეული. ძალიან ეშინია ე.წ. ტვინის ბურღი ადამიანების.

თხის რქას წარუმატებლობის შიში აქვს. ამიტომ იშვიათად რისკავს ხოლმე. მას ასევე ეშინია იმის, რომ არ გახდეს უფუნქციო ადამიანი სამსახურებრივი კუთხით.

მერწყულს რუტინისა და მოწყენილობის შიში აქვს. მათ უმრავლესობას ასევე აწუხებთ კლაუსტროფობია.

თევზებს ზოგადად ცხოვრების შიში აქვთ. მათთვის ხშირად, ძალიან რთულია თვალი გაუსწორონ რეალობას. ამიტომ თავშესაფრად მათრობელა საშუალებებს ან ილუზიებს მიმართავენ.