მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძალაუფლების აგრესიული გამოვლინება, გაუქმებული შეხვედრები და უსიამოვნებები პირად ურთიერთობებში ანუ რა გველოდება დეკემბერში, 2024 წლის ბოლო თვე მოულოდნელობებით იქნება აღსავსე
ძალაუფლების აგრესიული გამოვლინება, გაუქმებული შეხვედრები და უსიამოვნებები პირად ურთიერთობებში ანუ რა გველოდება დეკემბერში, 2024 წლის ბოლო თვე მოულოდნელობებით იქნება აღსავსე

2024 წლის ბოლო თვე ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბით მდი­და­რი და მრა­ვალ­ფე­ნი­ა­ნი იქ­ნე­ბა. ჯერ მარ­ტო ის რად ღირს, რომ თვე ახალმთვა­რე­ო­ბით იწყე­ბა და ახალმთვა­რე­ო­ბით სრულ­დე­ბა, ანუ დე­კემ­ბერ­ში ორი ახალმთვა­რე­ო­ბა გვაქვს - პირ­ველ­ში მშვილ­დო­სან­ში და 31 დე­კემ­ბერს - თხის რქა­ში.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, დე­კემ­ბერ­ში ხდე­ბა გა­სუ­ლი თვე­ე­ბის შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის ჩა­მო­წე­რა. დე­კემ­ბერ­ში ყო­ვე­ლი დღე იძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი ში­ნა­გა­ნი პო­ტენ­ცი­ა­ლი, შე­ხე­დოთ სამ­ყა­როს სხვა კუ­თხით და მი­ი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს თქვენს მო­მა­ვალ­ში. კოს­მო­სი თით­ქოს გვამ­ზა­დებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის, მოგ­ვი­წო­დებს გა­ფარ­თო­ე­ბი­სა­კენ, ძი­ე­ბის­კენ და გვი­ბიძ­გებს ჩვე­ნი სა­ზღვრე­ბის ღრმა გაც­ნო­ბი­ე­რე­ბი­სა­კენ.

მთე­ლი დე­კემ­ბრის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­სი და­ძა­ბულ პო­ზი­ცი­ა­შია პლუ­ტონ­თან, რაც იწ­ვევს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის ეს­კა­ლა­ცი­ას. ამ ას­პექ­ტის ენერ­გი­ამ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებს უბიძ­გოს კონ­ფლიქ­ტე­ბის­კენ, ძა­ლა­უფ­ლე­ბის აგ­რე­სი­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბი­სა და კონ­ტრო­ლის­კენ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­მო­ავ­ლი­ნოთ მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე, არ მო­ახ­დი­ნოთ რე­ა­გი­რე­ბა პრო­ვო­კა­ცი­ებ­ზე და მი­მარ­თოთ თქვე­ნი ენერ­გია საქ­მი­ა­ნო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ახლა კი უფრო კონ­კრე­ტუ­ლად თი­თო­ე­უ­ლი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ:

თვე იწყე­ბა ახალმთვა­რე­ო­ბით მშვილ­დო­სან­ში - პირ­ველ დე­კემ­ბერს, 10:21-ზე. ახალმთვა­რე­ო­ბი­სას მზეც და მთვა­რეც მშვილ­დოს­ნის ნი­შან­ში არი­ან. მათ­თა­ნაა ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ვარ­სკვლა­ვი ან­ტა­რე­სიც. ან­ტა­რესს შე­მო­აქვს ბე­დის­წე­რი­სა მოვ­ლე­ნე­ბის ელ­ფე­რი, გა­ი­ძუ­ლებთ დას­ვათ კი­თხვე­ბი თქვე­ნი ქმე­დე­ბე­ბის მიზ­ნე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ. კოს­მო­სი გვი­ბიძ­გებს ტრანსფორ­მა­ცი­ის­კენ, გვახ­სე­ნებს, რომ ზრდას არა მარ­ტო ძალა, არა­მედ სიბ­რძნეც სჭირ­დე­ბა.

2 დე­კემ­ბერს თხის რქა­ში მყო­ფი ვე­ნე­რა ჰარ­მო­ნი­ულ ას­პექ­ტშია რეტ­რო ურან­თან, რო­მე­ლიც კუ­რო­შია, რაც გვაძ­ლევს იმის თქმის სა­ფუძ­ველს, რომ სი­ურპრი­ზე­ბი­სა და შთა­გო­ნე­ბის ელე­მენ­ტებს შე­მო­ი­ტანს ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან, ფი­ნან­სებ­თან და ეს­თე­ტი­კუ­რის სფე­რო­ებ­ში. ორი­ვე პლა­ნე­ტა მი­წის სტი­ქი­ა­ში, რაც მო­ი­თხოვს პრაქ­ტი­კუ­ლო­ბას, სტა­ბი­ლუ­რო­ბას და რე­ა­ლის­ტურ მიდ­გო­მას.

4 დე­კემ­ბერს მზე სა­ტურნ­თან და­ძა­ბულ ას­პექტს ქმნის. გან­სა­კუთ­რე­ბით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყა­ვით ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ორ­გა­ნო­ებ­თან და სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას . სხვა პლა­ნე­ტე­ბის გან­ლა­გე­ბა მო­ი­თხოვს ტრა­დი­ცი­უ­ლი საგ­ნე­ბის სხვა კუ­თხით შე­ხედ­ვას. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბიზ­ნეს­ში, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბა ან ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ექ­ტის შექ­მნა. შე­საძ­ლე­ბე­ლია წარ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­და­ხედ­ვა და ჰარ­მო­ნი­ის ახა­ლი გზე­ბის ძი­ე­ბა.

6 დე­კემ­ბერს რეტ­რო მერ­კუ­რი მზეს შე­უ­ერ­თდე­ბა. ეს ას­პექ­ტი ხელს უწყობს მკა­ფიო აზ­როვ­ნე­ბას და გრძელ­ვა­დი­ან და­გეგ­მვას.

7 დე­კემ­ბერს რეტ­რო მერ­კუ­რი და­ძა­ბულ ას­პექ­ტშია სა­ტურნ­თან, მზე რეტ­რო იუ­პი­ტერ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­შია, ვე­ნე­რა კი მერ­წყულ­ში გა­და­დის და ეგ­რე­ვე უერ­თდე­ბა პლუ­ტონს. უე­ცა­რი ცვლი­ლე­ბე­ბის, გა­უქ­მე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის ან გა­და­დე­ბუ­ლი მგზავ­რო­ბის დღეა. თუმ­ცა, კარ­გია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­გო­მა ძვე­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად. და­ფიქ­რდით, რა არის სტა­ბი­ლუ­რი, რა შე­უ­წყობს ხელს ინო­ვა­ცი­ას? ხელ­საყ­რე­ლი დროა ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის­თვის მო­და­ში, დი­ზა­ინ­სა და ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა მარ­თვის მე­თო­დე­ბის გა­და­ხედ­ვა. შე­იძ­ლე­ბა ღირ­დეს ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხილ­ვა ან ძვე­ლი ფი­ნან­სუ­რი სტრა­ტე­გი­ე­ბის მი­ტო­ვე­ბა.

12 დე­კემ­ბერს ვე­ნე­რა­სა რეტ­როგ­რა­დუ­ლი მარ­სის და­პი­რის­პი­რე­ბა ან­გრევს სტა­ბი­ლუ­რო­ბას და ურ­თი­ერ­თპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სფე­რო­ში და იწ­ვევს კონ­ფლიქ­ტებს. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი და და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი გაფრ­თხილ­დით.

13 დე­კემ­ბერს ვე­ნე­რა რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რის­თან ჰარ­მო­ნი­ულ ას­პექ­ტშია, მო­სა­ლოდ­ნე­ლია რო­მან­ტი­კუ­ლი სი­ურპრი­ზე­ბი, სა­სი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლი შეხ­ვედ­რე­ბი წარ­სუ­ლის ადა­მი­ა­ნებ­თან. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია და­დე­ბი­თი შე­მობ­რუ­ნე­ბე­ბი ფი­ნან­სურ საქ­მე­ებ­ში.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ტყუპ­ში გვე­ლო­დე­ბა 15 დე­კემ­ბერს 13:01 სა­ათ­ზე. გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, სწავ­ლი­სა და კავ­ში­რე­ბის თე­მებს. კარ­გი დროა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად.

14-15 დე­კემ­ბერს მერ­კუ­რი ქმნის ჰარ­მო­ნი­ულ ას­პექტს რეტ­როგ­რა­დულ მარსთან. ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში შე­ზღუდ­ვე­ბი და რუ­ტი­ნუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­იხ­სნე­ბა. ბა­ლან­სი აღ­დგე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და ერ­თგუ­ლე­ბას შო­რის.

18 დე­კემ­ბერს მზე­სა და ნეპ­ტუნს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს დაბ­ნე­უ­ლო­ბა, ილუ­ზი­ე­ბი და ში­ნა­გა­ნი კონ­ფლიქ­ტე­ბი. რე­ა­ლო­ბა­სა და ფან­ტა­ზი­ას შო­რის სა­ზღვრე­ბი ბუნ­დო­ვა­ნია, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს სა­კუ­თარ თავ­ში ეჭ­ვის, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბის ან მო­ტყუ­ე­ბის სა­ხით. თუმ­ცა, ეს ას­პექ­ტი ასე­ვე შე­ი­ცავს სუ­ლი­ე­რი ზრდის პო­ტენ­ცი­ალს, თუ ადა­მი­ა­ნი ის­წავ­ლის ილუ­ზი­ე­ბი­სა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გარ­ჩე­ვას.

19 დე­კემ­ბერს ვე­ნე­რა ჰარ­მო­ნი­ულ ას­პექ­ტშია რეტ­რო იუ­პი­ტერ­თან - მი­ე­ცით სა­კუ­თარ თავს ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, იქ­ნე­ბა ეს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, შე­მოქ­მე­დე­ბით თუ ყო­ველ­დღი­ურ საქ­მე­ებ­ში. იმუ­შა­ვეთ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან ან ინო­ვა­ცი­ურ იდე­ებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ისი­ნი ეხე­ბა სი­ლა­მა­ზეს, ხე­ლოვ­ნე­ბას ან ფი­ნან­სებს.

20 დე­კემ­ბრი­დან თვის ბო­ლომ­დე სა­ტურ­ნი რეტ­როგ­რა­დულ იუ­პი­ტერ­თან (ზუს­ტი ას­პექ­ტი გვე­ლო­დე­ბა 24 დე­კემ­ბერს) და­ძა­ბულ ას­პექ­ტშია, რაც აგ­ვის­ტო­ში წარ­მო­შო­ბილ სირ­თუ­ლე­ებს შე­გახ­სე­ნებთ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია გრძელ­ვა­დი­ან პრო­ექ­ტებ­ზე ზრუნ­ვა და მათი დას­რუ­ლე­ბა, რათა არ გა­და­ი­ტა­ნოთ ძვე­ლი გა­და­უჭ­რე­ლი პრობ­ლე­მე­ბი ახალ წელს.

21 დე­კემ­ბერს მზე თხის რქის ნი­შან­ში გა­და­ვა. ამა­ვე დღეს გვე­ლო­დე­ბა ზამ­თრის მზე­ბუ­დო­ბა.

26-27 დე­კემ­ბერს მერ­კუ­რი, სა­ტურ­ნი და რეტ­როგ­რა­დუ­ლი იუ­პი­ტე­რი ერ­თმა­ნეთ­თან და­ძა­ბულ კონ­ფი­გუ­რა­ცი­ას ქმნი­ან. იზ­რდე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის მო­ტყუ­ე­ბის ან გარე მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის მსხვერ­პლი გახ­დო­მის რის­კი . შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნოთ დაღ­ლი­ლო­ბა, დე­ზო­რი­ენ­ტა­ცია. ში­ნა­გა­ნი ეჭ­ვე­ბი და სა­კუ­თარ მი­ზან­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­თხვე­ბი შე­საძ­ლოა უფრო მწვა­ვე გახ­დეს.

28 დე­კემ­ბე­რი ვე­ნე­რა და­ძა­ბუ­ლო­ბა­შია რეტ­როგ­რა­დულ ურან­თან - ემო­ცი­უ­რი და­უც­ვე­ლო­ბა იზ­რდე­ბა. იზ­რდე­ბა მარ­ტო­ო­ბის, მე­დი­ტა­ცი­ის ან სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბი­თად გა­მო­ხატ­ვის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. ერთი მხრივ, ას­პექ­ტი ადა­მი­ანს წარ­მო­სახ­ვის მდი­დარ ში­ნა­გან სამ­ყა­როს უხ­სნის. ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა მხატ­ვრე­ბის, მუ­სი­კო­სე­ბი­სა და მწერ­ლე­ბის­თვის შთა­გო­ნე­ბის მო­სა­ძებ­ნად. თუმ­ცა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სიზ­მრებ­სა და რე­ა­ლო­ბას შო­რის ბა­ლან­სის დაც­ვა, რათა არ და­კარ­გოს კონ­ტაქ­ტი ცხოვ­რე­ბის ობი­ექ­ტურ რე­ა­ლო­ბას­თან.

31 დე­კემ­ბერს თხის რქის მე­ა­თე გრა­დუს­ზე ახალმთვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა 00:27 სა­ათ­ზე. ადა­მი­ა­ნე­ბი ყუ­რა­დღე­ბას გა­ა­მახ­ვი­ლე­ბენ კა­რი­ე­რი­სა და თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე. ამა­ვე დღეს გირ­ჩევთ, 2025 წლის­თვის სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის ჩა­მო­წე­რას .

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
0

ჩემი გაცხადებული და ღია სურვილია მშვიდობა, განვითარება და კეთილდღეობა გამთლიანებულ, სრულიად საქართველოში!!!

გურ
0

ღმერთო ადამიანებს ხალხს შევახსენოთ რომ ამ ჩვენს სამყაროში პლანეტაში ადამიანების გარდა არსებობენ ცოცხალი არსებები ცხოველები ფრინველები გავაკეთოთ რაც საჭიროა მაგათვის სიცოცხლის შენარჩუნება ვთქვათ რაც საჭიროა ის სიტყვები ყველგან ყველგან ყველგან ეს სიტყვები ჩვენთვისაც ადამიანებისთვისაც ჯანმრთელობისთვისაც კარგია მალამოა ელექსირია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ძალაუფლების აგრესიული გამოვლინება, გაუქმებული შეხვედრები და უსიამოვნებები პირად ურთიერთობებში ანუ რა გველოდება დეკემბერში, 2024 წლის ბოლო თვე მოულოდნელობებით იქნება აღსავსე

ძალაუფლების აგრესიული გამოვლინება, გაუქმებული შეხვედრები და უსიამოვნებები პირად ურთიერთობებში ანუ რა გველოდება დეკემბერში, 2024 წლის ბოლო თვე მოულოდნელობებით იქნება აღსავსე

2024 წლის ბოლო თვე ასტროლოგიური მოვლენებით მდიდარი და მრავალფენიანი იქნება. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ თვე ახალმთვარეობით იწყება და ახალმთვარეობით სრულდება, ანუ დეკემბერში ორი ახალმთვარეობა გვაქვს - პირველში მშვილდოსანში და 31 დეკემბერს - თხის რქაში.

ტრადიციულად, დეკემბერში ხდება გასული თვეების შედეგების შეჯამება და სამომავლო გეგმების ჩამოწერა. დეკემბერში ყოველი დღე იძლევა შესაძლებლობას გამოავლინოთ თქვენი შინაგანი პოტენციალი, შეხედოთ სამყაროს სხვა კუთხით და მიიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას მოახდენს თქვენს მომავალში. კოსმოსი თითქოს გვამზადებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, მოგვიწოდებს გაფართოებისაკენ, ძიებისკენ და გვიბიძგებს ჩვენი საზღვრების ღრმა გაცნობიერებისაკენ.

მთელი დეკემბრის განმავლობაში მარსი დაძაბულ პოზიციაშია პლუტონთან, რაც იწვევს საომარი მოქმედებების ესკალაციას. ამ ასპექტის ენერგიამ შეიძლება ადამიანებს უბიძგოს კონფლიქტებისკენ, ძალაუფლების აგრესიული გამოვლინებისა და კონტროლისკენ. მნიშვნელოვანია გამოავლინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, არ მოახდინოთ რეაგირება პროვოკაციებზე და მიმართოთ თქვენი ენერგია საქმიანობის გაუმჯობესებაზე. ახლა კი უფრო კონკრეტულად თითოეული ასტროლოგიური მოვლენის შესახებ:

თვე იწყება ახალმთვარეობით მშვილდოსანში - პირველ დეკემბერს, 10:21-ზე. ახალმთვარეობისას მზეც და მთვარეც მშვილდოსნის ნიშანში არიან. მათთანაა ფიქსირებული ვარსკვლავი ანტარესიც. ანტარესს შემოაქვს ბედისწერისა მოვლენების ელფერი, გაიძულებთ დასვათ კითხვები თქვენი ქმედებების მიზნებისა და ღირებულების შესახებ. კოსმოსი გვიბიძგებს ტრანსფორმაციისკენ, გვახსენებს, რომ ზრდას არა მარტო ძალა, არამედ სიბრძნეც სჭირდება.

2 დეკემბერს თხის რქაში მყოფი ვენერა ჰარმონიულ ასპექტშია რეტრო ურანთან, რომელიც კუროშია, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სიურპრიზებისა და შთაგონების ელემენტებს შემოიტანს ურთიერთობებთან, ფინანსებთან და ესთეტიკურის სფეროებში. ორივე პლანეტა მიწის სტიქიაში, რაც მოითხოვს პრაქტიკულობას, სტაბილურობას და რეალისტურ მიდგომას.

4 დეკემბერს მზე სატურნთან დაძაბულ ასპექტს ქმნის. განსაკუთრებით დაკვირვებული იყავით ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობისას . სხვა პლანეტების განლაგება მოითხოვს ტრადიციული საგნების სხვა კუთხით შეხედვას. ეს შეიძლება იყოს არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება ბიზნესში, ურთიერთობების განახლება ან ფართომასშტაბიანი შემოქმედებითი პროექტის შექმნა. შესაძლებელია წარსული ურთიერთობების გადახედვა და ჰარმონიის ახალი გზების ძიება.

6 დეკემბერს რეტრო მერკური მზეს შეუერთდება. ეს ასპექტი ხელს უწყობს მკაფიო აზროვნებას და გრძელვადიან დაგეგმვას.

7 დეკემბერს რეტრო მერკური დაძაბულ ასპექტშია სატურნთან, მზე რეტრო იუპიტერთან დაპირისპირებაშია, ვენერა კი მერწყულში გადადის და ეგრევე უერთდება პლუტონს. უეცარი ცვლილებების, გაუქმებული შეხვედრების ან გადადებული მგზავრობის დღეა. თუმცა, კარგია შემოქმედებითი მიდგომა ძველი პრობლემების გადასაჭრელად. დაფიქრდით, რა არის სტაბილური, რა შეუწყობს ხელს ინოვაციას? ხელსაყრელი დროა ექსპერიმენტებისთვის მოდაში, დიზაინსა და ხელოვნებაში. კარგი იქნება მართვის მეთოდების გადახედვა. შეიძლება ღირდეს ახალ ტექნოლოგიებში ინვესტიციის განხილვა ან ძველი ფინანსური სტრატეგიების მიტოვება.

12 დეკემბერს ვენერასა რეტროგრადული მარსის დაპირისპირება ანგრევს სტაბილურობას და ურთიერთპასუხისმგებლობას ურთიერთობების სფეროში და იწვევს კონფლიქტებს. შეყვარებულები და დაქორწინებულები გაფრთხილდით.

13 დეკემბერს ვენერა რეტროგრადული მერკურისთან ჰარმონიულ ასპექტშია, მოსალოდნელია რომანტიკული სიურპრიზები, სასიამოვნო მოულოდნელი შეხვედრები წარსულის ადამიანებთან. ასევე შესაძლებელია დადებითი შემობრუნებები ფინანსურ საქმეებში.

სავსემთვარეობა ტყუპში გველოდება 15 დეკემბერს 13:01 საათზე. გააქტიურდება კომუნიკაციის, სწავლისა და კავშირების თემებს. კარგი დროა ინტელექტუალურ საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების დასასრულებლად.

14-15 დეკემბერს მერკური ქმნის ჰარმონიულ ასპექტს რეტროგრადულ მარსთან. ყოველდღიურ საქმიანობაში შეზღუდვები და რუტინული ვალდებულებები მოიხსნება. ბალანსი აღდგება თავისუფლებასა და ერთგულებას შორის.

18 დეკემბერს მზესა და ნეპტუნს შორის დაძაბულობამ შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა, ილუზიები და შინაგანი კონფლიქტები. რეალობასა და ფანტაზიას შორის საზღვრები ბუნდოვანია, რაც შეიძლება გამოვლინდეს საკუთარ თავში ეჭვის, გადაჭარბებული მოლოდინების ან მოტყუების სახით. თუმცა, ეს ასპექტი ასევე შეიცავს სულიერი ზრდის პოტენციალს, თუ ადამიანი ისწავლის ილუზიებისა და ჭეშმარიტების გარჩევას.

19 დეკემბერს ვენერა ჰარმონიულ ასპექტშია რეტრო იუპიტერთან - მიეცით საკუთარ თავს ექსპერიმენტების თავისუფლება, იქნება ეს პირად ცხოვრებაში, შემოქმედებით თუ ყოველდღიურ საქმეებში. იმუშავეთ ტექნოლოგიებთან ან ინოვაციურ იდეებთან, განსაკუთრებით თუ ისინი ეხება სილამაზეს, ხელოვნებას ან ფინანსებს.

20 დეკემბრიდან თვის ბოლომდე სატურნი რეტროგრადულ იუპიტერთან (ზუსტი ასპექტი გველოდება 24 დეკემბერს) დაძაბულ ასპექტშია, რაც აგვისტოში წარმოშობილ სირთულეებს შეგახსენებთ. აუცილებელია გრძელვადიან პროექტებზე ზრუნვა და მათი დასრულება, რათა არ გადაიტანოთ ძველი გადაუჭრელი პრობლემები ახალ წელს.

21 დეკემბერს მზე თხის რქის ნიშანში გადავა. ამავე დღეს გველოდება ზამთრის მზებუდობა.

26-27 დეკემბერს მერკური, სატურნი და რეტროგრადული იუპიტერი ერთმანეთთან დაძაბულ კონფიგურაციას ქმნიან. იზრდება საკუთარი თავის მოტყუების ან გარე მანიპულაციის მსხვერპლი გახდომის რისკი . შეიძლება იგრძნოთ დაღლილობა, დეზორიენტაცია. შინაგანი ეჭვები და საკუთარ მიზანთან დაკავშირებული კითხვები შესაძლოა უფრო მწვავე გახდეს.

28 დეკემბერი ვენერა დაძაბულობაშია რეტროგრადულ ურანთან - ემოციური დაუცველობა იზრდება. იზრდება მარტოობის, მედიტაციის ან საკუთარი თავის შემოქმედებითად გამოხატვის მოთხოვნილება. ერთი მხრივ, ასპექტი ადამიანს წარმოსახვის მდიდარ შინაგან სამყაროს უხსნის. ეს შესანიშნავი დროა მხატვრების, მუსიკოსებისა და მწერლებისთვის შთაგონების მოსაძებნად. თუმცა, მნიშვნელოვანია სიზმრებსა და რეალობას შორის ბალანსის დაცვა, რათა არ დაკარგოს კონტაქტი ცხოვრების ობიექტურ რეალობასთან.

31 დეკემბერს თხის რქის მეათე გრადუსზე ახალმთვარეობა გველოდება 00:27 საათზე. ადამიანები ყურადღებას გაამახვილებენ კარიერისა და თვითრეალიზაციის საკითხებზე. ამავე დღეს გირჩევთ, 2025 წლისთვის სამომავლო მიზნებისა და სურვილების ჩამოწერას .