მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიყვარულში თავსებადობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ვარსკვლავების მაგალითზე
სიყვარულში თავსებადობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ვარსკვლავების მაგალითზე

არ გჯე­რათ ჰო­როს­კო­პე­ბის და იმის, რომ ზო­დი­ა­ქოს თი­თო­ე­უ­ლი ნი­შა­ნი უნი­კა­ლუ­რია? მოდი, ვი­სა­უბ­როთ ვარ­სკვლა­ვებ­ზე, რომ­ლებ­მაც თა­ვი­ან­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით და­ამ­ტკი­ცეს, რომ მათი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი ნამ­დვი­ლად თავ­სე­ბა­დია.

ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი (ლომი) - ბენ აფ­ლე­კი (ლომი)

რო­გორ ფიქ­რობთ, ორი ლომი ვე­რა­სო­დეს შე­ე­გუ­ე­ბა ერ­თმა­ნეთს? გე­გო­ნოთ! ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი და ბენ აფ­ლე­კი ამის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­გა­ლი­თია. ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათი კა­ვი­ში­რი 87 პრო­ცენ­ტით თავ­სე­ბა­დია. ვარ­სკვლა­ვე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბა შე­ჯიბ­რე­ბას ჰგავს, ვინ არის უფრო დი­დე­ბუ­ლი. მაგ­რამ, რო­გორც წესი, ეს არაა ჩხუ­ბის მი­ზე­ზი, არა­მედ აღ­ძრავს მათ შო­რის ვნე­ბას. ზო­გა­დად, ბენ­სა და ჯეი ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ველ­თვის ცე­ცხლო­ვა­ნია.

სხვა­თა შო­რის, ლო­მებს უყ­ვართ დი­დე­ბა და ყუ­რა­დღე­ბა. 2003 წელს აფ­ლეკ­მა გა­ა­უქ­მა ქორ­წი­ლი ლო­პეს­თან, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ არა ბე­ნით, არა­მედ ჯე­ნი­ფე­რით, რა­მაც ბე­ნის სი­ა­მა­ყე შე­ლა­ხა. მტრი­სას, როცა ლომი გაბ­რა­ზე­ბუ­ლია! ამავდრო­უ­ლად, ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის ქვეშ მყო­ფი ქა­ლე­ბი ძა­ლი­ან ძლი­ე­რე­ბი არი­ან. ჯეი ლოს ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია და­ამ­შვი­დოს ქმა­რი, მო­უ­წო­დოს სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და მხა­რი და­უ­ჭი­როს მას, როცა სა­ჭი­როა.

ავ­რილ ლა­ვი­ნი (სას­წო­რი) - ტიგა (მო­რი­ე­ლი)

იქ­ნებ გულ­თამ­პყრო­ბე­ლი ტა­ი­გა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იყო ყვე­ლა წინა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, რად­გან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი იყო გო­გო­ებ­თან მისი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით? რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის ად­ვი­ლია პრობ­ლე­მის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებ­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა. მაგ­რამ ინ­ტე­რე­სის გუ­ლის­თვის მოდი შე­ვა­მოწ­მოთ მისი თავ­სე­ბა­დო­ბა ახალ შეყ­ვა­რე­ბულ­თან - ავ­რილ ლა­ვინ­თან. 64 პრო­ცენ­ტი! რო­გორც ჩანს, რე­პე­რის გან­ზრახ­ვა მარ­თლაც სე­რი­ო­ზუ­ლია. მან ახ­ლა­ხან ავ­რილს 80 000 დო­ლა­რის ყელ­სა­ბა­მი აჩუ­ქა. იგი დამ­ზა­დე­ბუ­ლია ვარ­დის­ფე­რი სა­ფი­რო­ნის და 50 კა­რა­ტი­ა­ნი შავი და თეთ­რი ბრი­ლი­ან­ტე­ბის­გან.

ას­ტრო­ლო­გე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ავ­რილ-სას­წო­რი და ტიგა-მო­რი­ე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სი­ნა­ზე­სა და ვნე­ბას აერ­თი­ა­ნე­ბენ. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, გო­გო­ნა ის­წავ­ლის ვნე­ბის გა­მო­ხატ­ვას პარტნი­ორ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მა­მა­კა­ცი კი უფრო თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი გახ­დე­ბა, რათა არ შე­არ­ცხვი­ნოს თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი.

ჯას­ტინ ბი­ბე­რი (თევ­ზე­ბი) - ჰე­ი­ლი ბი­ბე­რი (მო­რი­ე­ლი)

გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ სწო­რედ ჰე­ი­ლის­თან ერ­თად ჯას­ტინ ბი­ბერ­მა შეძ­ლო ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა, რა­მაც ქორ­წი­ლამ­დე მი­იყ­ვა­ნა. წყვი­ლი 2018 წლი­დან და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია და მას შემ­დეგ სკან­და­ლებ­ში და ერ­თმა­ნეთ­თან კონ­ფლიქ­ტში არ ყო­ფი­ლან ჩარ­თუ­ლი. გახ­სოვთ, რო­გო­რი ტოქ­სი­კუ­რი იყო ბი­ბე­რი ადრე?

ახლა ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რა­დაა. ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ თევ­ზე­ბი და მო­რი­ე­ლი, რო­გორც წყლის ელე­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, 97 პრო­ცენ­ტით თავ­სე­ბა­დია. ორი­ვე მათ­გა­ნი მგრძნო­ბი­ა­რე, ნაზი და რო­მან­ტი­კუ­ლი ბუ­ნე­ბი­საა. თევ­ზე­ბი და მო­რი­ე­ლი და­ჯილ­დო­ვე­ბულ­ნი არი­ან გრძნო­ბე­ბის სიღ­რმით და დახ­ვე­წი­ლე­ბით. ორი­ვეს ბევ­რი რამ ეს­მის სიყ­ვა­რუ­ლის, გულ­წრფე­ლად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ერ­თმა­ნე­თით.

რო­ბერტ პა­ტინ­სო­ნი (კურო) - სუკი უო­ტერ­ჰა­უ­სი (თხის რქა)

რო­ბერტ პა­ტინ­სონს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ უმარ­თლებ­და. სა­ბო­ლო­ოდ მსა­ხი­ო­ბი ნამ­დვილ სიყ­ვა­რულს - მო­დელ სუკი უო­ტერ­ჰა­უსს შეხ­ვდა, რო­მელ­თა­ნაც და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი წე­ლია ერ­თა­დაა. ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ კურო მა­მა­კა­ცი და ქალი თხის რქა 86 პრო­ცენ­ტით თავ­სე­ბა­დია. და ჩვენ გვაქვს ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

რო­ბერ­ტმა მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბი­დან შე­ი­ტყო, რომ არ ღირს მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბა. მაგ­რამ ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში მო­დელ­მა მა­ინც გა­ა­ზი­ა­რა მათი რო­მა­ნის დე­ტა­ლე­ბი. სუკი იმ­დე­ნად ბედ­ნი­ე­რია შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად, რომ არც კი სჯე­რა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მის თავს ხდე­ბა. ისი­ნი მზად არი­ან ყო­ვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი წუთი ერ­თად გა­ა­ტა­რონ. ვარ­სკვლა­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სუკი იზი­დავს რო­ბერტს. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ტკბე­ბი­ან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო­ით.

რი­ა­ნა (თევ­ზე­ბი) - A$AP Rocky (სას­წო­რი)

ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რი­ა­ნა და A$AP Rocky -ის კავ­ში­რი 100 პრო­ცენ­ტით თავ­სე­ბა­დია. თევ­ზე­ბი ქალი და სას­წო­რი მა­მა­კა­ცი? - დიახ! წყვილ­მა ეს უკვე და­ამ­ტკი­ცა. მალე მათი სიყ­ვა­რუ­ლის ნა­ყო­ფი სი­ა­რულს და სირ­ბილს ის­წავ­ლის. გა­სუ­ლი წლის მა­ის­ში რი­რის რე­პე­რის­გან ვაჟი შე­ე­ძი­ნა. ცოტა ხნის წინ კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მომ­ღე­რა­ლი უკვე მე­ო­რედ არის ფეხ­მძი­მედ საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის­გან.

ას­ტრო­ლო­გე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ რი­ა­ნა და A$AP Rocky ერ­თმა­ნეთ­ში ხე­და­ვენ სი­ნა­ზეს, რო­მან­ტი­კას, სუ­ლი­სა და სხე­უ­ლის სი­ლა­მა­ზეს. მათ ყო­ველ­თვის შე­უძ­ლი­ათ სა­ერ­თო ენის პოვ­ნა. VOGUE-სთვის მათი სენ­სუ­ა­ლუ­რი ფო­ტო­სე­სი­ის შემ­დეგ, ამა­ში ეჭვი არა­ვის ეპა­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

სიყვარულში თავსებადობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ვარსკვლავების მაგალითზე

სიყვარულში თავსებადობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ვარსკვლავების მაგალითზე

არ გჯერათ ჰოროსკოპების და იმის, რომ ზოდიაქოს თითოეული ნიშანი უნიკალურია? მოდი, ვისაუბროთ ვარსკვლავებზე, რომლებმაც თავიანთი ურთიერთობებით დაამტკიცეს, რომ მათი ზოდიაქოს ნიშნები ნამდვილად თავსებადია.

ჯენიფერ ლოპესი (ლომი) - ბენ აფლეკი (ლომი)

როგორ ფიქრობთ, ორი ლომი ვერასოდეს შეეგუება ერთმანეთს? გეგონოთ! ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ამის შესანიშნავი მაგალითია. ასტროლოგები ამბობენ, რომ მათი კავიშირი 87 პროცენტით თავსებადია. ვარსკვლავების ერთიანობა შეჯიბრებას ჰგავს, ვინ არის უფრო დიდებული. მაგრამ, როგორც წესი, ეს არაა ჩხუბის მიზეზი, არამედ აღძრავს მათ შორის ვნებას. ზოგადად, ბენსა და ჯეი ლოს ურთიერთობა ყოველთვის ცეცხლოვანია.

სხვათა შორის, ლომებს უყვართ დიდება და ყურადღება. 2003 წელს აფლეკმა გააუქმა ქორწილი ლოპესთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ არა ბენით, არამედ ჯენიფერით, რამაც ბენის სიამაყე შელახა. მტრისას, როცა ლომი გაბრაზებულია! ამავდროულად, ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ მყოფი ქალები ძალიან ძლიერები არიან. ჯეი ლოს ყოველთვის შეუძლია დაამშვიდოს ქმარი, მოუწოდოს სწორი მიმართულებით განვითარებაზე და მხარი დაუჭიროს მას, როცა საჭიროა.

ავრილ ლავინი (სასწორი) - ტიგა (მორიელი)

იქნებ გულთამპყრობელი ტაიგა წარუმატებელი იყო ყველა წინა ურთიერთობაში, რადგან შეუთავსებელი იყო გოგოებთან მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? რა თქმა უნდა, ყოველთვის ადვილია პრობლემის ზოდიაქოს ნიშნებზე გადაბრალება. მაგრამ ინტერესის გულისთვის მოდი შევამოწმოთ მისი თავსებადობა ახალ შეყვარებულთან - ავრილ ლავინთან. 64 პროცენტი! როგორც ჩანს, რეპერის განზრახვა მართლაც სერიოზულია. მან ახლახან ავრილს 80 000 დოლარის ყელსაბამი აჩუქა. იგი დამზადებულია ვარდისფერი საფირონის და 50 კარატიანი შავი და თეთრი ბრილიანტებისგან.

ასტროლოგები ვარაუდობენ, რომ ავრილ-სასწორი და ტიგა-მორიელი ურთიერთობაში სინაზესა და ვნებას აერთიანებენ. დროთა განმავლობაში, გოგონა ისწავლის ვნების გამოხატვას პარტნიორთან მიმართებაში, მამაკაცი კი უფრო თავშეკავებული გახდება, რათა არ შეარცხვინოს თავისი საყვარელი.

ჯასტინ ბიბერი (თევზები) - ჰეილი ბიბერი (მორიელი)

გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ჰეილისთან ერთად ჯასტინ ბიბერმა შეძლო ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება, რამაც ქორწილამდე მიიყვანა. წყვილი 2018 წლიდან დაქორწინებულია და მას შემდეგ სკანდალებში და ერთმანეთთან კონფლიქტში არ ყოფილან ჩართული. გახსოვთ, როგორი ტოქსიკური იყო ბიბერი ადრე?

ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ასტროლოგები ამბობენ, რომ თევზები და მორიელი, როგორც წყლის ელემენტის წარმომადგენლები, 97 პროცენტით თავსებადია. ორივე მათგანი მგრძნობიარე, ნაზი და რომანტიკული ბუნებისაა. თევზები და მორიელი დაჯილდოვებულნი არიან გრძნობების სიღრმით და დახვეწილებით. ორივეს ბევრი რამ ესმის სიყვარულის, გულწრფელად ინტერესდებიან ერთმანეთით.

რობერტ პატინსონი (კურო) - სუკი უოტერჰაუსი (თხის რქა)

რობერტ პატინსონს სასიყვარულო ურთიერთობაში დიდი ხნის განმავლობაში არ უმართლებდა. საბოლოოდ მსახიობი ნამდვილ სიყვარულს - მოდელ სუკი უოტერჰაუსს შეხვდა, რომელთანაც დაახლოებით ხუთი წელია ერთადაა. ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ კურო მამაკაცი და ქალი თხის რქა 86 პროცენტით თავსებადია. და ჩვენ გვაქვს ამის მტკიცებულება.

რობერტმა მწარე გამოცდილებიდან შეიტყო, რომ არ ღირს მისი პირადი ცხოვრების გამომზეურება. მაგრამ ბოლო ინტერვიუში მოდელმა მაინც გააზიარა მათი რომანის დეტალები. სუკი იმდენად ბედნიერია შეყვარებულთან ერთად, რომ არც კი სჯერა, რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდება. ისინი მზად არიან ყოველი თავისუფალი წუთი ერთად გაატარონ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ სუკი იზიდავს რობერტს. შეყვარებულები ტკბებიან ერთად გატარებული დროით.

რიანა (თევზები) - A$AP Rocky (სასწორი)

ასტროლოგები ამბობენ, რომ რიანა და A$AP Rocky -ის კავშირი 100 პროცენტით თავსებადია. თევზები ქალი და სასწორი მამაკაცი? - დიახ! წყვილმა ეს უკვე დაამტკიცა. მალე მათი სიყვარულის ნაყოფი სიარულს და სირბილს ისწავლის. გასული წლის მაისში რირის რეპერისგან ვაჟი შეეძინა. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მომღერალი უკვე მეორედ არის ფეხმძიმედ საყვარელი მამაკაცისგან.

ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ რიანა და A$AP Rocky ერთმანეთში ხედავენ სინაზეს, რომანტიკას, სულისა და სხეულის სილამაზეს. მათ ყოველთვის შეუძლიათ საერთო ენის პოვნა. VOGUE-სთვის მათი სენსუალური ფოტოსესიის შემდეგ, ამაში ეჭვი არავის ეპარება.