მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი მეუღლე გარგუნათ იღბალმა, გაიცანით მამაკაცები მათი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
როგორი მეუღლე გარგუნათ იღბალმა, გაიცანით მამაკაცები მათი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

"ყვე­ლა კაცი ერ­თნა­ი­რია" - არას­წო­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბაა. ყვე­ლა კაცი თა­ვი­სე­ბუ­რია და მათ ას­ტრო­ლო­გი­უ­რად და­ვა­ხა­სი­ა­თებთ, რად­გან იცო­დეთ, რა გე­ლო­დე­ბათ მათ გვერ­დით:

ვერ­ძი


ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი, ფი­ცხი და ინ­ფან­ტი­ლუ­რი კა­ცია. სწრა­ფად აალ­დე­ბა, სწრა­ფად­ვე ქრე­ბა. ამი­ტომ იღებს რა სა­სურ­ველს რე­ა­ლო­ბად, ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ხში­რად უც­რუვ­დე­ბა იმე­დი. პირ­ვე­ლი ნი­შა­ნი ვერ­ძის მხრი­დან იმი­სა, რომ მან, თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის უფრო სე­რი­ო­ზულ დო­ნე­ზე გა­დაყ­ვა­ნა ჩა­ი­ფიქ­რა, მისი სა­ეჭ­ვო სიმ­შვი­დე და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ხმა­უ­რი­ან გარ­თო­ბა­ზე უა­რის თქმა იქ­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, იგი აუ­ცი­ლებ­ლად და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, სა­ბი­ნაო სა­კი­თხე­ბით და სამ­სა­ხურ­ში და­წი­ნა­უ­რე­ბის პრობ­ლე­მა­საც აქ­ტი­უ­რად გა­დაჭ­რის. შეყ­ვა­რე­ბულ ვერძს ხომ თვით­შე­ფა­სე­ბა და სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა, ერთი-ორად უმაღ­ლდე­ბა. ამი­ტომ ნუ გა­გა­ნა­წყე­ნებთ, ის თუ მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მო­ა­ჩენთ, რომ იგი უფრო მეტ დროს სამ­სა­ხურ­ში ატა­რებს ვიდ­რე თქვენ­თან, ამას ხომ ის თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო, კომ­ფორ­ტუ­ლი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის­თვის აკე­თებს.


კურო


ჯი­უ­ტი, ინერ­ტუ­ლი, მაგ­რამ უჩ­ვე­უ­ლოდ გულ­სა­თუ­თია. ლა­მის და­ბა­დე­ბი­დან­ვე ნათ­ლად აქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­გო­რი უნდა იყოს მის­თვის იდე­ა­ლუ­რი ოჯა­ხის მო­დე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად ზუს­ტად იცის ისიც, კონ­კრე­ტუ­ლად რო­გო­რი ქალი სჭირ­დე­ბა ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რად. ამი­ტომ თუ ეს კონ­კრე­ტუ­ლი ქალი სწო­რედ თქვენ აღ­მოჩ­ნდით და არა ვინ­მე სხვა, კურო ყო­ველ­გვა­რი რე­ვე­რან­სე­ბის გა­რე­შე გთხოვთ გულ­სა და ხელს. მას შემ­დეგ, რაც საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­ზე ქორ­წი­ნე­ბას გა­და­წყვეტს, კუ­როს ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იც­ვლე­ბა. იგი უფრო მოქ­ნი­ლი და ენერ­გი­უ­ლი ხდე­ბა. ამას­თან ერ­თად, მას­ში ეგო­იზ­მის დო­ნეც მო­ი­მა­ტებს და ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ იგი თქვენ­გან გა­მუდ­მე­ბით ყუ­რა­დღე­ბას, მო­ფე­რე­ბას და თაყ­ვა­ნის­ცე­მას მო­ი­თხოვს, ისე თით­ქოს თქვენ კი არა ის იყოს მო­მა­ვა­ლი პა­ტარ­ძა­ლი.


ტყუ­პი


თავ­ქა­რი­ა­ნი, აქ­ტი­უ­რი და ძალ­ზე ცვა­ლე­ბა­დი კა­ცია. მუ­დამ მზა­დაა ნე­ბის­მი­ერ შარს გა­და­ე­ყა­როს, თუმ­ცა ცივი გო­ნე­ბა ხში­რად ეხ­მა­რე­ბა გან­საც­დე­ლი­დან თა­ვის დაძ­ვრე­ნა­ში. მთლად კარ­გად არ ეს­მის ქა­ლუ­რი კაპ­რი­ზე­ბის, მაგ­რამ ოს­ტა­ტუ­რად შე­უძ­ლია მან­დი­ლოს­ნის გუ­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა, ბას­რი ენის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ნა­ხოს. ქორ­წი­ნე­ბის მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რა­დაა გან­წყო­ბი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოჯა­ხის შექ­მნამ­დე ათას­ჯერ აწონ-და­წო­ნის მო­სა­ლოდ­ნე­ლი კავ­ში­რის მი­ნუ­სებ­სა და პლუ­სებს, სა­ო­ჯა­ხო რუ­ტი­ნა მა­ინც მალე ღლის. თუმ­ცა თუ მა­ინც მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, პირ­ვე­ლი თა­ვად და­ი­წყებს აქ­ტი­ურ სა­უ­ბარს ამ თე­მა­ზე საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. ამას­თან ერ­თად, არც ის უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ თუ მან რა­ი­მე საქ­მის ერ­თობ­ლი­ვად კე­თე­ბა შე­მოგ­თა­ვა­ზათ ან მო­უ­ლოდ­ნე­ლად პე­დან­ტუ­რი და ფრთხი­ლი გახ­და ფუ­ლის მი­მართ, რომ­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბას და მი­მარ­თუ­ლე­ბას აქამ­დე დი­დად არც კი აკონ­ტრო­ლებ­და. ეს იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ მას­ში რო­გორც იქნა გა­იღ­ვი­ძა სურ­ვილ­მა, იყოს ვინ­მეს­თვის სა­ჭი­რო - რაც მო­მა­ვა­ლი ქორ­წი­ნე­ბის უტყუ­ა­რი სა­ბუ­თია.


კირჩხი­ბი


გა­რეგ­ნუ­ლად მშვი­დი, ში­ნა­გა­ნად ემო­ცი­უ­რი და სი­ტყვა­ძუნ­წი კა­ცია. სი­ნამ­დვი­ლე­ში უზო­მოდ რო­მან­ტი­კუ­ლი და სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რია, მაგ­რამ ამას ოს­ტა­ტუ­რად მა­ლავს. მისი გა­გე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, ახა­სი­ა­თებს ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და ხა­სი­ა­თის ხში­რი ცვა­ლე­ბა­დო­ბა. თუმ­ცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბი­სას, შე­უძ­ლია საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ტალ­ღა­ზე "მო­ი­მარ­თოს" და იფიქ­როს უფრო გუ­ლით, ვიდ­რე გო­ნე­ბით. მისი მხრი­დან, სა­ქორ­წი­ნო სამ­ზა­დი­სის გა­მო­სა­აშ­კა­რა­ვებ­ლად და­აკ­ვირ­დით, რო­გო­რაა გან­წყო­ბი­ლი იგი თქვე­ნი ნაც­ნობ-მე­გობ­რე­ბის მი­მართ. თუ მან ამ უკა­ნას­კნელ­თა "გა­დარ­ჩე­ვა" და ხში­რი გაკ­რი­ტი­კე­ბა და­ი­წყო, იცო­დეთ - მისი რჩე­უ­ლი ხართ, მაგ­რამ თქვენს მო­მა­ვალ ოჯახ­ში ე.წ. შავ სი­ა­ში შეყ­ვა­ნილ ადა­მი­ა­ნებს შინ იშ­ვი­ა­თად შე­მო­უშ­ვებს.


ლომი


თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, ამა­ყი და ენერ­გი­უ­ლია. უყ­ვარს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა და ხში­რად იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არა­მარ­ტო თა­ვის, სხვე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზეც. თუკი ოჯა­ხის შექ­მნა სე­რი­ო­ზუ­ლად გა­და­წყვი­ტა, მისი მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გარ­თო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი მო­მენ­ტა­ლუ­რად მო­იკ­ლებს და იგი საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად დრო­ის გა­ტა­რე­ბას მო­ახ­მარს მთელ თა­ვი­სუ­ფალ დროს. მისი მე­ფუ­რი ყუ­რა­დღე­ბა, სა­მე­გობ­რო წრე­საც საგ­რძნობ­ლად და­აკ­ლდე­ბა, რად­გან მო­მა­ვა­ლი სა­სი­ძო აქ­ტი­უ­რად იქ­ნე­ბა გარ­თუ­ლი, სა­ცხოვ­რებ­ლის კომ­ფორ­ტუ­ლად მო­წყო­ბის ან თაფ­ლო­ბის თვის ორ­გა­ნი­ზე­ბის სა­კი­თხე­ბით.


ქალ­წუ­ლი


პრაქ­ტი­კუ­ლი, რე­ა­ლის­ტი და ფრთხი­ლი კა­ცია. ეს სიფრ­თხი­ლე, მისი მხრი­დან სა­პი­რის­პი­რო სქეს­თან მი­მარ­თე­ბა­შიც ვრცელ­დე­ბა. ცხოვ­რე­ბის მო­მა­ვალ მეგ­ზურს, მხო­ლოდ ხან­გრძლი­ვი დაკ­ვირ­ვე­ბის და "რენტგენ­ზე გა­შუ­ქე­ბის" შემ­დეგ ირ­ჩევს. თუმ­ცა, თუკი მან ქორ­წი­ნე­ბა სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტა, ცოტა ხნით მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ქრო­ნი­კულ "ვორ­კოჰო­ლიზმს", თავ­გა­და­სავ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით ჩა­ა­ნაც­ვლებს და თქვენ­თან ერ­თად, მეტი დრო­ის გა­ტა­რე­ბას შე­ეც­დე­ბა. თუმ­ცა მის­გან მუდ­მი­ვად რო­მან­ტი­კულ ჟეს­ტებს ნუ და­ე­ლო­დე­ბით. ამით შე­იძ­ლე­ბა სა­უ­კუ­ნოდ გა­და­ა­ფიქ­რე­ბი­ნოთ კი­დეც მას თქვე­ნი ცო­ლად მოყ­ვა­ნა.


სას­წო­რი


რბი­ლი, გა­ლან­ტუ­რი და დიპ­ლო­მა­ტი ადა­მი­ა­ნია. უყ­ვარს ლა­მა­ზად ცხოვ­რე­ბა, გე­მოვ­ნე­ბით ჩაც­მა-და­ხურ­ვა და მან­დი­ლოს­ნე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ხა­სი­ა­თის სირ­ბი­ლი­სა, სა­კუ­თარ თავ­ზე საკ­მა­ოდ დიდი წარ­მოდ­გე­ნი­საა, მაგ­რამ თუ მან თა­ვის ღირ­სად ჩაგ­თვა­ლათ და თქვენ­თან ცხოვ­რე­ბის და­კავ­ში­რე­ბა გა­და­წყვი­ტა, იგი აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ჩენს და­ინ­ტე­რე­სე­ბას თქვე­ნი გა­რე­მოც­ვის შე­სას­წავ­ლად და შე­ეც­დე­ბა მათ რი­ცხვს მის მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ერთი-ორი პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­მი­ა­ნიც შე­მო­უ­მა­ტოს. მოკ­ლედ მისი ქცე­ვა იქ­ნე­ბა ისე­თი, თით­ქოს იგი თქვენ­ზე ან­გა­რე­ბით ქორ­წი­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად ეს მის­თვის სიყ­ვა­რუ­ლით გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია, რად­გან ქორ­წი­ნე­ბა სას­წო­რის­თვის პირ­ველ რიგ­ში, მე­უღ­ლის დახ­მა­რე­ბით ამაღ­ლე­ბულ სო­ცი­ა­ლურ სტა­ტუსს ნიშ­ნავს და ამის შემ­დეგ ყო­ვე­ლი­ვე და­ნარ­ჩენს, რა­საც ზო­გა­დად, ორი ადა­მი­ა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს.


მო­რი­ე­ლი


ში­ნა­გა­ნად მყა­რი, თუმ­ცა გა­რეგ­ნუ­ლად პლას­ტი­კუ­რი და მოქ­ნი­ლი ადა­მი­ა­ნია. პრაქ­ტი­კუ­ლი, მი­ზან­სწრა­ფუ­ლი და შორ­სმჭვრე­ტე­ლია. იცის ფუ­ლის ყად­რი, თუმ­ცა ხან­და­ხან სი­ძუნ­წეც და­რევს ხოლ­მე ხელს. ეჭ­ვი­ა­ნი და ემო­ცი­უ­რი ნა­ტუ­რაა. უყ­ვარს ფა­რუ­ლი გზე­ბით მოქ­მე­დე­ბა, ამი­ტომ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, იმას კი არ ენ­დოთ, თუ რას გე­ლა­პა­რა­კე­ბათ, და­აკ­ვირ­დეთ რო­გორ იქ­ცე­ვა. ქორ­წი­ნე­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი ნა­ბი­ჯე­ბის პირ­ვე­ლი იდენ­ტი­ფი­კა­ტო­რი, მისი მხრი­დან პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, თა­ვი­სუ­ფა­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა იქ­ნე­ბა, ამი­ტომ რაც უფრო მო­უხ­ში­რებს ფრა­ზებს: "ოჯა­ხი სა­ჩე­მო არ არის", "რა დროს ოჯა­ხია!", იცო­დეთ, იგი სწო­რედ ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად ემ­ზა­დე­ბა თქვენ­თან ერ­თად.


mshvildosani_meugle


მშვილ­დო­სა­ნი


ე.წ. მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნო­ბის­კენ მიდ­რე­კილ­თა კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. ად­ვი­ლად უყ­ვარ­დე­ბა, მაგ­რამ ასე­ვე ად­ვი­ლად შე­უძ­ლია აზრი შე­იც­ვა­ლოს პარტნი­ორ­ზე და აღ­მო­ა­ჩი­ნოს, რომ "ეს ის არ არის ვინც მას ეგო­ნა". თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, მხი­ა­რუ­ლი და აქ­ტი­უ­რია. აფა­სებს პი­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბას და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. ქორ­წი­ნე­ბის და ოჯა­ხის მი­მართ საკ­მა­ოდ ბუნ­დო­ვა­ნი წარ­მოდ­გე­ნა აქვს. ამი­ტომ მის­თვის საყ­ვა­რელ ქალ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­ტი­ვი მი­სა­ღე­ბია. ხში­რად ეს მის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, შექ­მნილ გა­რე­მო­ე­ბა­თა გავ­ლე­ნის შე­დე­გა­დაც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. (მა­გა­ლი­თად პარტნი­ო­რის და­უ­გეგ­მა­ვი ორ­სუ­ლო­ბა). აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ზუს­ტად პროგ­ნო­ზი­რე­ბა თუ რო­დის, რო­გორ და რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ხელ­სა და გულს, პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია.


თხის რქა


რე­ა­ლის­ტი, მე­თო­დუ­რი და შრო­მის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნია. რო­გორც წესი, მარ­ტო­ო­ბა დი­დად არ აწუ­ხებს, იმი­ტომ რომ, სა­კუ­თა­რი თა­ვის გარ­თო­ბა თვი­თო­ნაც მშვე­ნივ­რად შე­უძ­ლია. თუმ­ცა თუ ვინ­მე შე­უყ­ვარ­და, პარტნი­ო­რის მი­მართ ერ­თგუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, უფრო და უფრო სიმ­პა­თი­უ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ოჯა­ხის შექ­მნას ისე უყუ­რებს, რო­გორც სა­კუ­თარ მრა­ვალ­რი­ცხო­ვან მიღ­წე­ვებს შო­რის ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტულ მიღ­წე­ვას, ამი­ტო­მაც ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რის შერ­ჩე­ვა­ზე დიდ დროს ხარ­ჯავს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ მან თქვენ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა, სა­ვა­რა­უ­დოდ მისი ყვე­ლა "გა­მოც­და" წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რეთ. და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე იგი აქ­ტი­უ­რად და­კავ­დე­ბა სა­ბი­ნაო-სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით და ში­გა­და­შიგ თავს უფ­ლე­ბას მის­ცემს, თხისრქუ­ლი პირ­ქუ­შო­ბაც და­ი­ვი­წყოს, რათა თქვე­ნი სა­მე­გობ­რო-სა­ახ­ლობ­ლო წრის სიმ­პა­თია და­იმ­სა­ხუ­როს.


მერ­წყუ­ლი


ორი­გი­ნა­ლუ­რი, არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რია. თუმ­ცა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ლო­ი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, სუ­ლაც არ უშ­ლის ხელს იმა­ში, რომ გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვის სა­კი­თხში საკ­მა­ოდ "გრი­ლი" და თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი იყოს. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში იგი სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის "ტყვეა", ამი­ტომ ზო­დი­ა­ქოს სხვა ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ მა­მა­კა­ცებს შო­რის, და­ქორ­წი­ნე­ბას ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ჩქა­რობს. თუმ­ცა თუკი ვინ­მე მარ­თლა შე­უყ­ვარ­და, ქორ­წი­ნე­ბის მი­მართ მზად­ყოფ­ნას, მიხ­ვდე­ბით ამ უკა­ნას­კნე­ლის სურ­ვი­ლით, მო­იქ­ცეს ისე, რო­გორც ზო­გა­დად, ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ცე­ვი­ან, შე­ეც­დე­ბა იზ­რუ­ნოს ოჯა­ხის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე.


თევ­ზე­ბი


ემო­ცი­უ­რი, სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი და მე­გობ­რუ­ლია. თუმ­ცა, ამას­თან ერ­თად, სი­ჯი­უ­ტე და არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბაც ახა­სი­ა­თებს. ხში­რად ლა­მაზ მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რი, რე­ა­ლო­ბის აღ­ქმას აკარ­გვი­ნებს და მისი ერთი შე­ხედ­ვით პა­ტარ-პა­ტა­რა სი­სუს­ტე­ე­ბი, ვე­ე­ბერ­თე­ლა მავ­ნე ჩვე­ვებ­ში გა­და­იზ­რდე­ბი­ან ხოლ­მე. ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რად, ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თის და მყა­რი პრინ­ცი­პე­ბის მქო­ნე ქალი ესა­ჭი­რო­ე­ბა. რო­მან­ტი­კუ­ლი ხა­სი­ა­თის გამო, ად­ვი­ლად პო­უ­ლობს გზას სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გუ­ლის­კენ. თუმ­ცა რა უდევს თა­ვად მას გულ­ში რე­ა­ლუ­რად, ამის ამოც­ნო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი ამ­ბა­ვია. ერ­თა­დერ­თი, რაც მისი მხრი­დან მო­მა­ვა­ლი ქორ­წი­ნე­ბის­კენ მზად­ყოფ­ნა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს, შე­და­რე­ბით მეტი პუნ­ქტუ­ა­ლუ­რო­ბა და ცხოვ­რე­ბის­თვის საღი თვა­ლით ყუ­რე­ბის სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. რა­საც სა­ვა­რა­უ­დოდ მა­ლე­ვე მოჰ­ყვე­ბა მენ­დელ­სო­ნის მარ­ში.



დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

როგორი მეუღლე გარგუნათ იღბალმა, გაიცანით მამაკაცები მათი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორი მეუღლე გარგუნათ იღბალმა, გაიცანით მამაკაცები მათი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

“ყველა კაცი ერთნაირია“ - არასწორი ფორმულირებაა. ყველა კაცი თავისებურია და მათ ასტროლოგიურად დავახასიათებთ, რადგან იცოდეთ, რა გელოდებათ მათ გვერდით:

ვერძი


ტემპერამენტიანი, ფიცხი და ინფანტილური კაცია. სწრაფად აალდება, სწრაფადვე ქრება. ამიტომ იღებს რა სასურველს რეალობად, ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევაში ხშირად უცრუვდება იმედი. პირველი ნიშანი ვერძის მხრიდან იმისა, რომ მან, თქვენი ურთიერთობის უფრო სერიოზულ დონეზე გადაყვანა ჩაიფიქრა, მისი საეჭვო სიმშვიდე და მეგობრებთან ერთად ხმაურიან გართობაზე უარის თქმა იქნება. გარდა ამისა, იგი აუცილებლად დაინტერესდება, საბინაო საკითხებით და სამსახურში დაწინაურების პრობლემასაც აქტიურად გადაჭრის. შეყვარებულ ვერძს ხომ თვითშეფასება და საკუთარი თავის რწმენა, ერთი-ორად უმაღლდება. ამიტომ ნუ გაგანაწყენებთ, ის თუ მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ იგი უფრო მეტ დროს სამსახურში ატარებს ვიდრე თქვენთან, ამას ხომ ის თქვენი სამომავლო, კომფორტული თანაცხოვრებისთვის აკეთებს.


კურო


ჯიუტი, ინერტული, მაგრამ უჩვეულოდ გულსათუთია. ლამის დაბადებიდანვე ნათლად აქვს წარმოდგენილი, როგორი უნდა იყოს მისთვის იდეალური ოჯახის მოდელი. შესაბამისად ზუსტად იცის ისიც, კონკრეტულად როგორი ქალი სჭირდება ცხოვრების მეგზურად. ამიტომ თუ ეს კონკრეტული ქალი სწორედ თქვენ აღმოჩნდით და არა ვინმე სხვა, კურო ყოველგვარი რევერანსების გარეშე გთხოვთ გულსა და ხელს. მას შემდეგ, რაც საყვარელ ადამიანზე ქორწინებას გადაწყვეტს, კუროს ემოციური მდგომარეობაც მნიშვნელოვნად იცვლება. იგი უფრო მოქნილი და ენერგიული ხდება. ამასთან ერთად, მასში ეგოიზმის დონეც მოიმატებს და ნუ გაგიკვირდებათ, თუ იგი თქვენგან გამუდმებით ყურადღებას, მოფერებას და თაყვანისცემას მოითხოვს, ისე თითქოს თქვენ კი არა ის იყოს მომავალი პატარძალი.


ტყუპი


თავქარიანი, აქტიური და ძალზე ცვალებადი კაცია. მუდამ მზადაა ნებისმიერ შარს გადაეყაროს, თუმცა ცივი გონება ხშირად ეხმარება განსაცდელიდან თავის დაძვრენაში. მთლად კარგად არ ესმის ქალური კაპრიზების, მაგრამ ოსტატურად შეუძლია მანდილოსნის გულისკენ მიმავალი გზა, ბასრი ენის საშუალებით მონახოს. ქორწინების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის შექმნამდე ათასჯერ აწონ-დაწონის მოსალოდნელი კავშირის მინუსებსა და პლუსებს, საოჯახო რუტინა მაინც მალე ღლის. თუმცა თუ მაინც მიიღო გადაწყვეტილება დაქორწინების თაობაზე, პირველი თავად დაიწყებს აქტიურ საუბარს ამ თემაზე საყვარელ ადამიანთან. ამასთან ერთად, არც ის უნდა გაგიკვირდეთ თუ მან რაიმე საქმის ერთობლივად კეთება შემოგთავაზათ ან მოულოდნელად პედანტური და ფრთხილი გახდა ფულის მიმართ, რომლის წარმომავლობას და მიმართულებას აქამდე დიდად არც კი აკონტროლებდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მასში როგორც იქნა გაიღვიძა სურვილმა, იყოს ვინმესთვის საჭირო - რაც მომავალი ქორწინების უტყუარი საბუთია.


კირჩხიბი


გარეგნულად მშვიდი, შინაგანად ემოციური და სიტყვაძუნწი კაცია. სინამდვილეში უზომოდ რომანტიკული და სენტიმენტალურია, მაგრამ ამას ოსტატურად მალავს. მისი გაგება საკმაოდ რთულია, ახასიათებს ეჭვიანობა და ხასიათის ხშირი ცვალებადობა. თუმცა შეყვარებულობისას, შეუძლია საყვარელი ადამიანის ტალღაზე „მოიმართოს“ და იფიქროს უფრო გულით, ვიდრე გონებით. მისი მხრიდან, საქორწინო სამზადისის გამოსააშკარავებლად დააკვირდით, როგორაა განწყობილი იგი თქვენი ნაცნობ-მეგობრების მიმართ. თუ მან ამ უკანასკნელთა „გადარჩევა“ და ხშირი გაკრიტიკება დაიწყო, იცოდეთ - მისი რჩეული ხართ, მაგრამ თქვენს მომავალ ოჯახში ე.წ. შავ სიაში შეყვანილ ადამიანებს შინ იშვიათად შემოუშვებს.


ლომი


თავდაჯერებული, ამაყი და ენერგიულია. უყვარს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ხშირად იღებს პასუხისმგებლობას არამარტო თავის, სხვების ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზეც. თუკი ოჯახის შექმნა სერიოზულად გადაწყვიტა, მისი მაღალ საზოგადოებაში გართობის სიყვარული მომენტალურად მოიკლებს და იგი საყვარელ ადამიანთან ერთად დროის გატარებას მოახმარს მთელ თავისუფალ დროს. მისი მეფური ყურადღება, სამეგობრო წრესაც საგრძნობლად დააკლდება, რადგან მომავალი სასიძო აქტიურად იქნება გართული, საცხოვრებლის კომფორტულად მოწყობის ან თაფლობის თვის ორგანიზების საკითხებით.


ქალწული


პრაქტიკული, რეალისტი და ფრთხილი კაცია. ეს სიფრთხილე, მისი მხრიდან საპირისპირო სქესთან მიმართებაშიც ვრცელდება. ცხოვრების მომავალ მეგზურს, მხოლოდ ხანგრძლივი დაკვირვების და „რენტგენზე გაშუქების“ შემდეგ ირჩევს. თუმცა, თუკი მან ქორწინება საბოლოოდ გადაწყვიტა, ცოტა ხნით მისთვის დამახასიათებელ ქრონიკულ „ვორკოჰოლიზმს“, თავგადასავლების სიყვარულით ჩაანაცვლებს და თქვენთან ერთად, მეტი დროის გატარებას შეეცდება. თუმცა მისგან მუდმივად რომანტიკულ ჟესტებს ნუ დაელოდებით. ამით შეიძლება საუკუნოდ გადააფიქრებინოთ კიდეც მას თქვენი ცოლად მოყვანა.


სასწორი


რბილი, გალანტური და დიპლომატი ადამიანია. უყვარს ლამაზად ცხოვრება, გემოვნებით ჩაცმა-დახურვა და მანდილოსნების საზოგადოება. მიუხედავად ხასიათის სირბილისა, საკუთარ თავზე საკმაოდ დიდი წარმოდგენისაა, მაგრამ თუ მან თავის ღირსად ჩაგთვალათ და თქვენთან ცხოვრების დაკავშირება გადაწყვიტა, იგი აქტიურად გამოიჩენს დაინტერესებას თქვენი გარემოცვის შესასწავლად და შეეცდება მათ რიცხვს მის მიერ რეკომენდებული ერთი-ორი პატივსაცემი ადამიანიც შემოუმატოს. მოკლედ მისი ქცევა იქნება ისეთი, თითქოს იგი თქვენზე ანგარებით ქორწინებისთვის ემზადება, თუმცა რეალურად ეს მისთვის სიყვარულით გადადგმული ნაბიჯია, რადგან ქორწინება სასწორისთვის პირველ რიგში, მეუღლის დახმარებით ამაღლებულ სოციალურ სტატუსს ნიშნავს და ამის შემდეგ ყოველივე დანარჩენს, რასაც ზოგადად, ორი ადამიანის ურთიერთობა ითვალისწინებს.


მორიელი


შინაგანად მყარი, თუმცა გარეგნულად პლასტიკური და მოქნილი ადამიანია. პრაქტიკული, მიზანსწრაფული და შორსმჭვრეტელია. იცის ფულის ყადრი, თუმცა ხანდახან სიძუნწეც დარევს ხოლმე ხელს. ეჭვიანი და ემოციური ნატურაა. უყვარს ფარული გზებით მოქმედება, ამიტომ მასთან ურთიერთობისას, იმას კი არ ენდოთ, თუ რას გელაპარაკებათ, დააკვირდეთ როგორ იქცევა. ქორწინებისკენ მიმავალი ნაბიჯების პირველი იდენტიფიკატორი, მისი მხრიდან პარტნიორულ ურთიერთობებზე, თავისუფალი შეხედულებების დემონსტრირება იქნება, ამიტომ რაც უფრო მოუხშირებს ფრაზებს: „ოჯახი საჩემო არ არის“, „რა დროს ოჯახია!“, იცოდეთ, იგი სწორედ ოჯახის შესაქმნელად ემზადება თქვენთან ერთად.


mshvildosani_meugle


მშვილდოსანი


ე.წ. მრავალცოლიანობისკენ მიდრეკილთა კატეგორიას განეკუთვნება. ადვილად უყვარდება, მაგრამ ასევე ადვილად შეუძლია აზრი შეიცვალოს პარტნიორზე და აღმოაჩინოს, რომ „ეს ის არ არის ვინც მას ეგონა“. თავდაჯერებული, მხიარული და აქტიურია. აფასებს პირად თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ქორწინების და ოჯახის მიმართ საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. ამიტომ მისთვის საყვარელ ქალზე დაქორწინების გადაწყვეტილება აბსოლუტურად მარტივი მისაღებია. ხშირად ეს მისგან დამოუკიდებლად, შექმნილ გარემოებათა გავლენის შედეგადაც შეიძლება მოხდეს. (მაგალითად პარტნიორის დაუგეგმავი ორსულობა). აქედან გამომდინარე, ზუსტად პროგნოზირება თუ როდის, როგორ და რა სიტუაციაში შემოგთავაზებთ ხელსა და გულს, პრაქტიკულად შეუძლებელია.


თხის რქა


რეალისტი, მეთოდური და შრომისმოყვარე ადამიანია. როგორც წესი, მარტოობა დიდად არ აწუხებს, იმიტომ რომ, საკუთარი თავის გართობა თვითონაც მშვენივრად შეუძლია. თუმცა თუ ვინმე შეუყვარდა, პარტნიორის მიმართ ერთგულებით გამოირჩევა, მიუხედავად იმისა რომ წლების მატებასთან ერთად, უფრო და უფრო სიმპათიურად გამოიყურება. ოჯახის შექმნას ისე უყურებს, როგორც საკუთარ მრავალრიცხოვან მიღწევებს შორის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიღწევას, ამიტომაც ცხოვრების მეგზურის შერჩევაზე დიდ დროს ხარჯავს. აქედან გამომდინარე, თუ მან თქვენზე დაქორწინება გადაწყვიტა, სავარაუდოდ მისი ყველა „გამოცდა“ წარმატებით ჩააბარეთ. დაქორწინებამდე იგი აქტიურად დაკავდება საბინაო-საყოფაცხოვრებო საკითხების ორგანიზებით და შიგადაშიგ თავს უფლებას მისცემს, თხისრქული პირქუშობაც დაივიწყოს, რათა თქვენი სამეგობრო-საახლობლო წრის სიმპათია დაიმსახუროს.


მერწყული


ორიგინალური, არაპროგნოზირებადი და კომუნიკაბელურია. თუმცა ადამიანების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება, სულაც არ უშლის ხელს იმაში, რომ გრძნობების გამოხატვის საკითხში საკმაოდ „გრილი“ და თავშეკავებული იყოს. ხშირ შემთხვევაში იგი საკუთარი თავისუფლების „ტყვეა“, ამიტომ ზოდიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცებს შორის, დაქორწინებას ყველაზე ნაკლებად ჩქარობს. თუმცა თუკი ვინმე მართლა შეუყვარდა, ქორწინების მიმართ მზადყოფნას, მიხვდებით ამ უკანასკნელის სურვილით, მოიქცეს ისე, როგორც ზოგადად, ნორმალური ადამიანები იქცევიან, შეეცდება იზრუნოს ოჯახის კეთილდღეობაზე.


თევზები


ემოციური, სენტიმენტალური და მეგობრულია. თუმცა, ამასთან ერთად, სიჯიუტე და არათანმიმდევრულობაც ახასიათებს. ხშირად ლამაზ მომავალზე ფიქრი, რეალობის აღქმას აკარგვინებს და მისი ერთი შეხედვით პატარ-პატარა სისუსტეები, ვეებერთელა მავნე ჩვევებში გადაიზრდებიან ხოლმე. ცხოვრების მეგზურად, ძლიერი ხასიათის და მყარი პრინციპების მქონე ქალი ესაჭიროება. რომანტიკული ხასიათის გამო, ადვილად პოულობს გზას სუსტი სქესის წარმომადგენელთა გულისკენ. თუმცა რა უდევს თავად მას გულში რეალურად, ამის ამოცნობა საკმაოდ რთული ამბავია. ერთადერთი, რაც მისი მხრიდან მომავალი ქორწინებისკენ მზადყოფნაზე მიგვანიშნებს, შედარებით მეტი პუნქტუალურობა და ცხოვრებისთვის საღი თვალით ყურების სურვილი იქნება. რასაც სავარაუდოდ მალევე მოჰყვება მენდელსონის მარში.