მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევხვდეთ კურდღლის წელს?
როგორ შევხვდეთ კურდღლის წელს?

2023 წლის მმარ­თვე­ლი წყლის შავი კურ­დღე­ლი იქ­ნე­ბა. კურ­დღე­ლი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ცხო­ვე­ლია. მის გულს ყვე­ლა­ზე მე­ტად კომ­ფორ­ტი ესი­ა­მოვ­ნე­ბა. ახა­ლი წლის შე­სახ­ვედ­რად შინ მო­ი­პა­ტი­ჟეთ მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი. კურ­დღლის კე­თილ­გან­წყო­ბა რომ და­იმ­სა­ხუ­როთ, რო­მან­ტი­კუ­ლი, ღი­მი­ლი­ა­ნი და გულ­კე­თი­ლი უნდა იყოთ.

2023 წელი სა­უ­კე­თე­სო წე­ლია ქორ­წი­ნე­ბის­თვის; კავ­ში­რი იქ­ნე­ბა ხან­გრძლი­ვი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი. კურ­დღე­ლი არამ­ხო­ლოდ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მო­წყო­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ, ხელს შე­გი­წყობთ, რომ სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მი­აღ­წი­ოთ წარ­მა­ტე­ბას. გა­უ­მარ­თლებს ყვე­ლა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ანს, ვინც გა­და­წყვეტს გა­აქ­ტი­ურ­დეს გა­მარ­ჯვე­ბის­თვის. ყვე­ლამ იცით, რომ კურ­დღე­ლი საკ­მა­ოდ ფრთხი­ლი და მში­შა­რა ცხო­ვე­ლია. ამი­ტომ, 2023 წელს ყვე­ლა ნა­ბი­ჯი კარ­გად უნდა გათ­ვა­ლოთ. და­აკ­ვირ­დეთ დე­ტა­ლებს; მე­ტად პრაქ­ტი­კუ­ლი იყა­ვით. გირ­ჩევთ, წეს­რი­გი და­ამ­ყა­როთ სა­კუ­თარ საქ­მე­ებ­ში, ფიქ­რებ­ში, ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, კურ­დღელს ქა­ო­სი არ უყ­ვარს. აგ­რეთ­ვე, იყა­ვით მზად ახ­ლობ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად და სა­სურ­ვე­ლია, ასა­კით უფ­როს ადა­მი­ა­ნებს ხში­რად მი­მარ­თოთ რჩე­ვის­თვის.

2023 წელს გახ­შირ­დე­ბა მე­გობ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი, მო­გინ­დე­ბათ შო­რე­ულ მოგ­ზა­უ­რო­ბებ­ში გამ­გზავ­რე­ბა და ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად ში­ნა­უ­რულ წრე­ში დას­ვე­ნე­ბა. იყა­ვით მე­ტად გუ­ლახ­დი­ლი და მო­მარ­თუ­ლი სუ­ლი­ე­რე­ბა­ზე, ასე უფრო ად­ვი­ლად აღ­მო­ფხვრით კონ­ფლიქ­ტებს. დაკ­ვირ­ვე­ბით წარ­მარ­თეთ საქ­მი­ა­ნი და ოჯა­ხუ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. იყა­ვით კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რე­ბი და დამთმო­ბე­ბი. არ გირ­ჩევთ პი­რად თე­მებ­სა და სა­მო­მავ­ლო მიზ­ნებ­ზე ყვე­ლას­თან სა­უ­ბარს.

2023 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე იქ­ნე­ბა. ისი­ნი პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე გა­მო­ავ­ლე­ნენ ნი­ჭი­ე­რე­ბა­სა და მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბას.

აღ­მო­სავ­ლუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ახა­ლი წლის დად­გო­მა­მა­დე უნდა შე­ი­ძი­ნოთ კურ­დღლის ფი­გუ­რა. სა­სურ­ვე­ლია, იგი ოქ­როს­ფე­რი იყოს და მო­ნე­ტებ­ზე იჯ­დეს. ფი­გუ­რა ისე დად­გით, რომ მას მზის შუქი ეცე­მო­დეს, კი­დევ უფრო რომ და­ი­მუხ­ტოს ენერ­გი­ით. თუ გსურთ, ადა­მი­ან­მა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მოთ­მი­ნე­ბა და კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნოს, ისე­თი ფი­გუ­რა იყი­დეთ, სა­დაც კურ­დღე­ლი უკა­ნა თა­თებ­ზე დგას. თუ გსურთ, ბიზ­ნეს­ში გქონ­დეთ წარ­მა­ტე­ბა, შე­ი­ძი­ნეთ კურ­დღლის ის ფი­გუ­რა, რო­მელ­საც ხელ­ში სტა­ფი­ლო უჭი­რავს.

რო­გორ აღ­ვნიშ­ნით ახა­ლი წელი?

ახა­ლი წელი ოჯა­ხუ­რი დღე­სას­წა­უ­ლია და ეცა­დეთ, შინ სიმ­ყუდ­რო­ვე შექ­მნათ, მე­გობ­რებს გემ­რი­ე­ლო­ბე­ბით უმას­პინ­ძლოთ. არ გირ­ჩევთ ხმა­ურს, ღრი­ან­ცელს. ახალ წელს ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბით შეხ­ვდით და აღ­ნიშ­ნეთ.

რა ჩა­ვიც­ვათ?

კურ­დღლის წლის შე­სახ­ვედ­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დრეს-კოდი არ გჭირ­დე­ბათ. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ თეთრ, ნაც­რის­ფერ, შავ ფე­რებს ან ამ სა­მი­ვეს კომ­ბი­ნა­ცი­ას. უხ­ვად გა­მო­ი­ყე­ნეთ ბრჭყვი­ა­ლა აქ­სე­სუ­ა­რე­ბი. სა­სურ­ვე­ლია, სა­მო­სი ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქსო­ვი­ლის იყოს.

რო­გორ მოვ­რთოთ სახ­ლი ახა­ლი წლის შე­სახ­ვედ­რად?

ფე­რე­ბი­დან გა­მო­ი­ყე­ნეთ მწვა­ნე, თეთ­რი, ნაც­რის­ფე­რი, ვერ­ცხლის­ფე­რი. ნაძ­ვის ხე უნდა იყოს ნა­ტუ­რა­ლუ­რი, ისე­ვე რო­გორც ყვა­ვი­ლე­ბი ინ­ტე­რი­ე­რის გა­სა­ფორ­მებ­ლად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 1-ლ იან­ვარს, როცა ჩვენ ახა­ლი წლის დად­გო­მას აღ­ვნიშ­ნავთ კურ­დღე­ლი ჯერ შე­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი არაა, და ჯერ ისევ ვე­ფხვის წე­ლია, ამ ორის ფი­გუ­რას ერ­თად ნუ დად­გამთ. აგ­რეთ­ვე მო­ა­ცი­ლეთ ვე­ფხვის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი ნა­ხა­ტე­ბი. ინ­ტე­რი­ერ­ში უხ­ვად გა­მო­ი­ყე­ნეთ ბა­ლი­შე­ბი და პლე­დე­ბი, სა­ნა­თე­ბი, ოთა­ხი თბილ ფე­რებ­ში უნდა გქონ­დეთ გა­ნა­თე­ბუ­ლი.

სა­ა­ხალ­წლო კერ­ძე­ბი

ალ­ბათ იმის შეხ­სე­ნე­ბა არ დაგ­ჭირ­დე­ბათ, რომ სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე კურ­დღლის ხორ­ცის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძი არ უნდა გქონ­დეთ. სხვა ხორ­ცე­უ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა არ გეკ­რძა­ლე­ბათ. კურ­დღელ­თან ერ­თად 2023 წლის მმარ­თვე­ლი კა­ტაც იქ­ნე­ბა. ამი­ტომ სუფ­რა­ზე უხ­ვად გქონ­დეთ თევ­ზის კერ­ძე­ბი. ხილი, ბოსტნე­უ­ლი და მწვა­ნი­ლე­უ­ლი. მა­გი­და­ზე დად­გით კურ­დღლი­სა და კა­ტის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი.

რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბი?

ახ­ლობ­ლებს აუ­ცი­ლებ­ლად აჩუ­ქეთ კურ­დღლის ან კა­ტის ფი­გუ­რა, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად წყვი­ლი. თუ შვილ­ზე ოც­ნე­ბობს კურ­დღლი­სა და ბა­ჭი­ის, კა­ტი­სა და კნუ­ტის. თუ და­წყვი­ლე­ბა­ზე - გოგო-ბიჭი ცხო­ვე­ლის. კარ­გი სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა სა­ო­ჯა­ხო ნივ­თი, რო­მე­ლიც კომ­ფორ­ტი­სა და ეს­თე­ტი­კის შეგ­რძნე­ბას შე­უქ­მნის ადა­მი­ანს. აგ­რეთ­ვე კარ­გი სა­ჩუ­ქა­რია ჭურ­ჭე­ლი, სარ­კე, თეთ­რე­უ­ლი. ქოთ­ნის ყვა­ვი­ლი, ვერ­ცხლის სამ­კა­უ­ლი.

სა­ა­ხალ­წლო რი­ტუ­ა­ლი ფუ­ლის მი­სა­ზი­დად

ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე არც ისეს­ხოთ და არც გა­ა­სე­ხოთ ფული, მაგ­რამ თუ სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ, ქველ­მოქ­მე­დე­ბა კარ­გია.

ახა­ლი წლის დად­გო­მა­მა­დე სა­ფუ­ლე­ში (ან ჯი­ბე­ში) ჩა­ი­დეთ ლა­რი­ა­ნი მო­ნე­ტა ან ხუ­თ­ლა­რი­ა­ნი ქა­ღალ­დის კუ­პი­უ­რა, რო­მელ­საც მთე­ლი წელი და­უ­ხარ­ჯა­ვად ატა­რებთ თან.

31 დე­კემ­ბერს აან­თეთ 7 ცალი მწვა­ნე ფე­რის სან­თე­ლი. ისი­ნი თა­ვი­სით უნდა ჩა­იწ­ვას.

სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის თავ­ში დად­გით კურ­დღლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი ყუ­ლა­ბა, რო­მელ­შიც პე­რი­ო­დუ­ლად, მხი­ა­რუ­ლე­ბის დროს ჩა­აგ­დებთ ფულს. მას­ში თან­ხა შე­გიძ­ლი­ათ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­აგ­რო­ვოთ. 2023 წლის ბო­ლოს გახ­სე­ნით ყუ­ლა­ბა და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის შე­ი­ძი­ნეთ ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თი.

ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სო მოგ­ვი­ტა­ნოს კურ­დღლის, კა­ტის წელ­მა!

ანრი
6

კოვიდის ორ წელს თუ შევხვდით თქვენი რჩევების გათვალისწინებით, ხომ რას ამბობთ ))))

ავტორი:

როგორ შევხვდეთ კურდღლის წელს?

როგორ შევხვდეთ კურდღლის წელს?

2023 წლის მმართველი წყლის შავი კურდღელი იქნება. კურდღელი მოკრძალებული, კეთილგანწყობილი ცხოველია. მის გულს ყველაზე მეტად კომფორტი ესიამოვნება. ახალი წლის შესახვედრად შინ მოიპატიჟეთ მეგობრები, ახლობლები. კურდღლის კეთილგანწყობა რომ დაიმსახუროთ, რომანტიკული, ღიმილიანი და გულკეთილი უნდა იყოთ.

2023 წელი საუკეთესო წელია ქორწინებისთვის; კავშირი იქნება ხანგრძლივი და ჰარმონიული. კურდღელი არამხოლოდ პირადი ცხოვრების მოწყობაში დაგეხმარებათ, ხელს შეგიწყობთ, რომ სხვადასხვა სფეროში მიაღწიოთ წარმატებას. გაუმართლებს ყველა პროფესიის ადამიანს, ვინც გადაწყვეტს გააქტიურდეს გამარჯვებისთვის. ყველამ იცით, რომ კურდღელი საკმაოდ ფრთხილი და მშიშარა ცხოველია. ამიტომ, 2023 წელს ყველა ნაბიჯი კარგად უნდა გათვალოთ. დააკვირდეთ დეტალებს; მეტად პრაქტიკული იყავით. გირჩევთ, წესრიგი დაამყაროთ საკუთარ საქმეებში, ფიქრებში, ურთიერთობებში, კურდღელს ქაოსი არ უყვარს. აგრეთვე, იყავით მზად ახლობლების დასახმარებლად და სასურველია, ასაკით უფროს ადამიანებს ხშირად მიმართოთ რჩევისთვის.

2023 წელს გახშირდება მეგობრული შეხვედრები, მოგინდებათ შორეულ მოგზაურობებში გამგზავრება და ახლობლებთან ერთად შინაურულ წრეში დასვენება. იყავით მეტად გულახდილი და მომართული სულიერებაზე, ასე უფრო ადვილად აღმოფხვრით კონფლიქტებს. დაკვირვებით წარმართეთ საქმიანი და ოჯახური მოლაპარაკებები. იყავით კომუნიკაბელურები და დამთმობები. არ გირჩევთ პირად თემებსა და სამომავლო მიზნებზე ყველასთან საუბარს.

2023 წელს დაბადებული ბავშვი დამოუკიდებელი და თავისუფლებისმოყვარე იქნება. ისინი პატარაობიდანვე გამოავლენენ ნიჭიერებასა და მიზანსწრაფულობას.

აღმოსავლური ტრადიციების გათვალისწინებით ახალი წლის დადგომამადე უნდა შეიძინოთ კურდღლის ფიგურა. სასურველია, იგი ოქროსფერი იყოს და მონეტებზე იჯდეს. ფიგურა ისე დადგით, რომ მას მზის შუქი ეცემოდეს, კიდევ უფრო რომ დაიმუხტოს ენერგიით. თუ გსურთ, ადამიანმა ურთიერთობაში მოთმინება და კეთილგონიერება გამოავლინოს, ისეთი ფიგურა იყიდეთ, სადაც კურდღელი უკანა თათებზე დგას. თუ გსურთ, ბიზნესში გქონდეთ წარმატება, შეიძინეთ კურდღლის ის ფიგურა, რომელსაც ხელში სტაფილო უჭირავს.

როგორ აღვნიშნით ახალი წელი?

ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია და ეცადეთ, შინ სიმყუდროვე შექმნათ, მეგობრებს გემრიელობებით უმასპინძლოთ. არ გირჩევთ ხმაურს, ღრიანცელს. ახალ წელს ოჯახური ტრადიციებით შეხვდით და აღნიშნეთ.

რა ჩავიცვათ?

კურდღლის წლის შესახვედრად განსაკუთრებული დრეს-კოდი არ გჭირდებათ. უპირატესობა მიანიჭეთ თეთრ, ნაცრისფერ, შავ ფერებს ან ამ სამივეს კომბინაციას. უხვად გამოიყენეთ ბრჭყვიალა აქსესუარები. სასურველია, სამოსი ნატურალური ქსოვილის იყოს.

როგორ მოვრთოთ სახლი ახალი წლის შესახვედრად?

ფერებიდან გამოიყენეთ მწვანე, თეთრი, ნაცრისფერი, ვერცხლისფერი. ნაძვის ხე უნდა იყოს ნატურალური, ისევე როგორც ყვავილები ინტერიერის გასაფორმებლად. მიუხედავად იმისა, რომ 1-ლ იანვარს, როცა ჩვენ ახალი წლის დადგომას აღვნიშნავთ კურდღელი ჯერ შემობრძანებული არაა, და ჯერ ისევ ვეფხვის წელია, ამ ორის ფიგურას ერთად ნუ დადგამთ. აგრეთვე მოაცილეთ ვეფხვის გამოსახულებიანი ნახატები. ინტერიერში უხვად გამოიყენეთ ბალიშები და პლედები, სანათები, ოთახი თბილ ფერებში უნდა გქონდეთ განათებული.

საახალწლო კერძები

ალბათ იმის შეხსენება არ დაგჭირდებათ, რომ საახალწლო სუფრაზე კურდღლის ხორცისგან მომზადებული კერძი არ უნდა გქონდეთ. სხვა ხორცეულის გამოყენება არ გეკრძალებათ. კურდღელთან ერთად 2023 წლის მმართველი კატაც იქნება. ამიტომ სუფრაზე უხვად გქონდეთ თევზის კერძები. ხილი, ბოსტნეული და მწვანილეული. მაგიდაზე დადგით კურდღლისა და კატის გამოსახულებები.

როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქრები?

ახლობლებს აუცილებლად აჩუქეთ კურდღლის ან კატის ფიგურა, მაგრამ აუცილებლად წყვილი. თუ შვილზე ოცნებობს კურდღლისა და ბაჭიის, კატისა და კნუტის. თუ დაწყვილებაზე - გოგო-ბიჭი ცხოველის. კარგი საჩუქარი იქნება საოჯახო ნივთი, რომელიც კომფორტისა და ესთეტიკის შეგრძნებას შეუქმნის ადამიანს. აგრეთვე კარგი საჩუქარია ჭურჭელი, სარკე, თეთრეული. ქოთნის ყვავილი, ვერცხლის სამკაული.

საახალწლო რიტუალი ფულის მისაზიდად

ახალი წლის დადგომამდე არც ისესხოთ და არც გაასეხოთ ფული, მაგრამ თუ საშუალება გაქვთ, ქველმოქმედება კარგია.

ახალი წლის დადგომამადე საფულეში (ან ჯიბეში) ჩაიდეთ ლარიანი მონეტა ან ხუთლარიანი ქაღალდის კუპიურა, რომელსაც მთელი წელი დაუხარჯავად ატარებთ თან.

31 დეკემბერს აანთეთ 7 ცალი მწვანე ფერის სანთელი. ისინი თავისით უნდა ჩაიწვას.

საახალწლო სუფრის თავში დადგით კურდღლის გამოსახულებიანი ყულაბა, რომელშიც პერიოდულად, მხიარულების დროს ჩააგდებთ ფულს. მასში თანხა შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში მოაგროვოთ. 2023 წლის ბოლოს გახსენით ყულაბა და საკუთარი თავისთვის შეიძინეთ ღირებული ნივთი.

ყველაფერი საუკეთესო მოგვიტანოს კურდღლის, კატის წელმა!