ავტორი:

რა ელით  2020 წელს ვირთხის წელიწადში დაბადებულებს - აღმოსავლური პროგნოზი

რა ელით  2020 წელს ვირთხის წელიწადში დაბადებულებს - აღმოსავლური პროგნოზი

საუკეთესო წელი დაგიდგათ. ყველა სფეროში შეგეძლებათ გამარჯვების მოპოვება. მოსალოდნელია დაუვიწყარი შეხვედრები, საინტერესო ამბები, პირადი ცხოვრების მოწყობა. აგისრულდებათ ის, რაზეც ოცნებობდით.

2020 წელს ნაკლები უნდა ინერვიულოთ, მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, ფიზიკურ გადაღლას. მეტად დაიმუხტეთ პოზიტივით. თუ ვარჯიშს დაიწყებთ კარგ შედეგებს მიაღწევთ.

სამსახურის სფეროში ხშირად უნდა აღიჭურვოთ მოთმინებოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ დამატებითი შემოსავლის მოძიება. აკონტროლეთ ბიუჯეტი, მაგრამ მოგზაურობასა და საყვარელ გართობაზე ფულს ნუ დაინანებთ.

პირად ცხოვრებაში ვნებათაღელვა გელით. პირველ რიგში "თქვენი ადამიანის" გაცნობა მოგინდებათ, ოჯახის შექმნა და შვილების გაჩენა. დაქორწინებულებს გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, ურთიერთობაში მოიმატებს რომანტიკა.

  • 2020 წლის პროგნოზი მამაკაცი ვირთხისთვის

ნებისმიერ სფეროში გმართებთ დაკვირვება და სიფრთხილე. აკონტროლეთ ემოციები, მოიცილეთ ნეგატიური ფიქრები. სხვათა შორის, წლის დასაწყისში ახლობლებისა და მეგობრების სიის გაცხრილვა არ გაწყენდათ. მუშაობისას დააკვირდით დეტალებს. ვალდებულებები შეასრულეთ სწრაფად და ხარისხიანად. ძალიან ბევრს იფიქრებთ სიყვარულზე. მეტი დრო უნდა დაუთმოთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა.

  • 2020 წლის პროგნოზი ქალბატონი ვირთხისთვის

კომფორტისა და ჰარმონიის მოყვარული ბრძანდებით. ვირთხის წელიწადში მიიღებთ ყველაფერს, რაზეც ოცნებობდით. მაგრამ მუშაობაც მოგიწევთ. იყავით მეტად ლოიალური და დამთმობი ახლობლების მიმართ. განსაკუთრებით, როცა საქმე პირადი ცხოვრების მოწყობას ეხება. თქვენი გადასაწყვეტია, როგორი მამაკაცი იქნება თქვენ გვერდით. საკუთარ თავს დიაგნოზს თავად ნუ დაუსვამთ, სპეციალისტ მიმართეთ. ჩაიტარეთ გამაახალგაზრადავებელი და გამაჯანსაღებელი პროცედურები.

  • 2020 პროგნოზი მეტალის ვირთხისთვის (დაბადების თარიღები - 28. 01. 1960-14. 02. 1961, 25. 01. 2020-11. 02. 2021)

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების წელი გელით. ფორტუნა გიღიმით და ბევრ საქმეში ხელი მოგემართებათ. მეტი მზრუნველობა გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ. პილატესი, იოგა, დილაობით ძუნძული საუკეთესი იქნება.

სამსახურში ხუმრობისთვის არ გეცლებათ. უნდა ჩამოაყალიბოთ ზუსტი სქემა რომლის მიხედვითაც იმოქმედებთ. ზოგიერთი სარფიან გარიგებას გააფორმებთ. შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ კაპიტალი. განსაკუთრებით, თუ კერძო ბიზნესს მართავთ. ნუ გექნებათ პარტნიორების იმედი, თავად უნდა გამოავლინოთ ინიციატივა.

ნუ შეიძენთ უსარგებლო ნივთებს. ფული დააბანდეთ უძრავ ქონებაში, ავტომობილში. კარგი წელი ელით იურისტ, ბიზნესმენ, პოლიტიკოს ნიშნებს. სარფიან ხელშეკრულებებს გააფორმებთ და წლის ბოლოს კარგ პროცენტებსაც მიიღებთ.

სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში. რომანტიკულობა მოიმატებს და სიყვარულის კომპასი თავად მიგიყვანთ სასურველ ადამიანთან. ზაფხულში მივლინების დროს შეიძლება სინტერესო ადამიანი გაიცნოთ. ზოგიერთი კი დეკემბერში იქორწინებს კიდეც.

  • 2020 პროგნოზი ცეცხლოვანი ვირთხისთვის (დაბადების თარიღები - 24. 01. 1936-10. 02. 1937, 19. 02. 1996-6. 02. 1997)

გადაწყვეტილებები ენერგიულად უნდა მიიღოთ. დაავადებებთან სამკურნალოდ ახალი მეთოდები თამამად გამოიყენეთ. დალიეთ ვიტამინები და ხშირად იარეთ ფეხით. სიფრთხილ გმართებთ საჭესთან. იცოდეთ წესები და კანონები, რათა დაცული იყოთ.

პროფესიული განვითარებისთვის მხოლოდ სახელმძღვანელოების იმედად ნუ იქნებით, საგანმანათლებლო კურსებსაც დაესწარით. თუ საქმეს ხელს მოკიდებთ, ყველაფერი გააკეთეთ, რომ იდეალური შედეგი მიიღო. მოერიდეთ ადამიანებს, ვისაც თქვენი გამოკითხვა მოუნდება.

მატერიალურ სფეროში ზომიერად იქნებით. დიდ ფულს ვერ იშოვით, მაგრამ აუცილებელი თანხა მუდამ გექნებათ. გაზაფხულსა და შემოდომაზე შეიძლება გავლენიანი ადამიანების დახმარება დაგჭირდეთ. ბიზნესში მოერიდეთ "შავი გზებით" სიარულს და კონკურენტებთან ბრძოლას.

გამონახეთ დრო ჰობისთვის. ან თუ ასეთი არ გაქვთ, გამონახეთ ახალი გასართობი. ეს დაგეხმარებათ ემოციურად გადატვირთულმა სიმშვიდე მოიპოვოთ. განსაკუთრებით თუ შემოქმედებითი ნატურა ხართ, ნუ გააკეთებთ ეკონომიას პოტენციალზე. პირად ცხოვრებას მოსალოდნელია დასამახსოვრებელი შეხვედრები და მტკივნეული განშორებები. ეცადეთ. სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

მცირე სირთულეებია მოსალოდნელი დაოჯახებული ვირხების შემთხვევაში. ყური დაუგდეთ უფროს ასაკის ნათესავების რჩევებს. ეცადეთ, მეტად გამოავლინოთ იუმორის გრძნობა, მოერიდეთ საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვას.

  • 2020 პროგნოზი წყლის ვირთხისთვის (დაბადების თარიღები - 15. 02. 1972-2. 02. 1973)

წლის მთავარი საზრუნავი ფინანსებია. მეტი შრომა მოგიწევთ, თუ აქტიურობას დააგდებთ, ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებთ. უამრავი რთული მდგომარეობა გექნებათ გადალასახი, მაგრამ თუ სწორად იმოქმედებთ, ყველა სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვალთ. გაიძლიერეთ ჯანმრთელობა. მასზეა დამოკიდებული მუშობაც, განყობაც, სასიყვარულო სფეროც. თუ ფრთხილად არ იქნებით, უბრალო გაცივებაც კი შეიძლება ჰაიმორიტში გადაიზარდოს. გაზაფხულზე განსაკუთრებით უნდა იზრუნოთ სხეულის გაკაჟებაზე. ჰაერი, წყალი და მზე თქვენი საუკეთესო მეგობრები უნდა გახდნენ. ეცადეთ, თავი დაანებოთ მოწევას.

უამრავ პროექტში შემოგთავაზებენ ჩართვას. ცხოვრება თქვენ გარშემო "დუღს" და თქვენს მეტად უნდა გააქტიურდეთ. განსაკუთრებით თუ მეწარმე ხართ. ფინანსურ სფეროს რაც შეეხება, ჯიბე ხან სავსე გექნებათ, ხან ცარიელი. ფული ფრთხილად უნდა დააბანდოთ, მოერიდეთ ავანტიურასა და მაქინაციებს.

ყველა დაბრკოლებას მარტივად დაძლევთ. მთავარია, დაკვირვებული იყოთ. ოჯახურ ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები. ჩხუბისა და ურთიერთობების გარკვევის გარეშე ვერაფერს გააწყობთ. ნუ იქნებით უპასუხისმგებლო საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისადმი. ზოგიერთებმა უნდა მიატოვოთ საქმეები, რომელთა გამოც პრობლემებში გაეხვევით.

მარტოხელებმა რამდენიც არ უნდა ამტკიცოთ, რომ თავისუფლება ყველაფერს გირჩევნიათ, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ყველაფერს სხვა თვალით დაგანახვებთ.

  • 2020 პროგნოზი ხის ვირთხისთვის (დაბადების თარიღები - 2. 02. 1984-19 .02. 1985)

გახსოვდეთ, რომ უშრომველად ვერაფერს მიაღწევთ. სხვათა შორის, მუშაობა მოგიწევთ როგორც ფიზიკური, ასევე შემოქმედებითი. წელს საკუთარი ადგილი უნდა დაიმკვიდროთ მზის გულზე. იყავით ზომიერი, ჯანმრთელობა რომ არ გაიფუჭოთ, მაგრამ მიზანმიმართული, რომ წარმატებას მიაღწიოთ. გაიუმჯობესეთ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა. გაუფრთხილდით ნერვებს.

ახალი და საინტერესო პროქეტები გამოგიჩნდებათ. მოსალოდნელია ხშირი და ხანგრძლივი მივლინებები. განსაკუთრებით აქტიური უნდა იყოთ, თუ დაოჯახებული არ ხართ, ეს ახალი მწვერვალების დასაპყრობად, კარიერის გასაკეთებლად გამოგადგებათ.

გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ. მოერიდეთ მდიდარი და წარმატებული ადამიანების წინაში თავის ქებას. ეს სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგად შესრულებული საქმისთვის კარგ გასამრჯელოსაც მიიღებთ.

2020 წელს დასვენებისთვისაც უნდა მოიცალოთ. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. ჩიტების ჭიკჭიკი და წყლის ჩუხჩუხი განწყობას გაგიუმჯობესებთ. ზაფხული სოფელში, ქალაქისგან შორს გაატარეთ.

პირად ურთიერთობებში ნუ გააფუჭებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები. დაოჯახებულება გამონახეთ ყველა შესაძლებლობა, რათა გააუმჯობესოთ როანტიკული კავშირი. კარგ შედეგს მოგიტანთ საზღვარგარეთ გამგზავრება, შვილების შეთანხმებულად აღზრდა. შემოდგომაზე უძრავი ქონების ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისას დიდი ყურადღება მოგეთხოვებათ.

  • 2020 პროგნოზი მიწის ვირთხისთვის (დაბადების თარიღები - 10. 02. 1948-28 .01. 1949)

დაკვირვებით იმოქმედეთ და იმაზე მეტს მოიგებთ, ვიდრე გეგონათ. მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით, თუ იცით თქვენი სუსტი წერტილები. ჩაიტარეთ რელაქსაცია, მედიტაცია, კარგ შედეს მოგიტანთ სულიერი პრაქტიკები.

იყავით მეტად მიზანმიმართული და თავდაჯერებული. წელს კარგი კარიერა უნდა გაკეთოთ. საქმეების პარალელურად ნუ დაივიწყებთ საყვარელ ადამიანებს. განსაკუთრებით უფროსებსა და ბავშვებს, რომლებსაც თქვენი დახმარება სჭირდებათ და პრობლემები აქვთ სწავლასთან დაკავშირებით.

კი არ უნდა იოცნებოთ, სამოგზაუროდ უნდა გაემგზავოთ. ეცადეთ, საიმედო კომპანია აირჩიოთ და თავადაც დაკვირვებული იყოთ, რომ ზედმეტი ჯარიმების გადახდამ არ მოგიწიოთ.

იყავით მეტად რომანტიკული და ჰარმონიული საყვარელი ადამიანისთვის. მარტოხელების ახალი რომანტიკული თავგადასავლები გელით. დაოჯახებულები კაპიტალური რემონტის გაკეთებას გადაწყვეტენ. ინტერიერს განაახლებენ. შემოდგომაზე კი ზღვაზე გაემგზავრებიან დასასვენებლად. იკითხეთ, ისეირნეთ, გულწრფელად გიყვარდეთ ერთმანეთი.

  • 2020 წლის ზოგადი სასიყვარულო პროგნოზი ვირთხისთვის

მგრძნობიარე ადამიანი ხართ, მოერიდეთ ისტერიკებს და მეტი დრო დაუთმეთ თქვენი ადამიანის ძიებას. იყავით რომანტიკული. დაქორწინებულებმა ხშირად დააჭირეთ ენას კბილი. გახსოვდეთ, რომ "დუმილი ოქროა". სასურველია, წვრილმანების გამო ნათესავებთან ურთიერთობა არ გაართულოთ.

  • 2020 წლის ზოგადი ფინანსური და კარიერული პროგნოზი ვირთხისთვის

სიზმარშიც კი მილიონები და უზრუნველი ცხოვრება გესიზმრებათ. მაგრამ უშრომველად ვერაფერს მიაღწევთ. დამწყებ ბიზნესმენებს მეტი გარჯა მოუწევთ, რომ არსებულ მდგომარეობა შეინარჩუნონ. შემოდგომაზე ფულის ხარჯვა მოგიწევთ ბინის რემონტზე, ავეჯის შეძენაზე, გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებაზე. ზოგიერთი კი მემკვიდრეობას მიიღებს. სამსახურში ხანდახან მოსაწყენი ვალდებულებების უნდა შეასრულოთ. ყურადღება გმარებთ საბუთების გაფორმებისას და ფულის გადარიცხვისას.

  • 2020 წლის ზოგადი ჯანმრთელობის პროგნოზი ვირთხისთვის

თუ არ იზარმაცებთ, ივარჯიშებთ და დროულად მიაკითხავთ ექიმს, ყველაფერი კარგად გექნებათ. არ დაივიწყოთ ცურვა, ფეხით სიარული, დილაობით სირბილი. ზოგჯერ დიეტის დაცვაც მოგიწევთ, მაგრამ შედეგით კმაყოფილი იქნებით.

  • რა გელით ვითხის წელიწადში თვეების მიხედვით

იანვარი - ორჯერ დაფიქრდით, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ.

თებერვალი - კარგი თვეა სამომავლო გრანდიოზული გეგმების შედაგენად.

მარტი - ახლა თეორიიდან პრაქტიკაზე უნდა გადახვიდეთ.

აპრილი - იყავით ბეჯითი, ბევრი შრომა მოგიწევთ.

მაისი - ფინანსებთან დაკავშირებული საჭირბორტო საკითხები უნდა მოაგვაროთ.

ივნისი - მხოლოდ სიფრთხილე დაგიცავთ სერიოზული პრობლემებისგან.

ივლისი - მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

აგვისტო - გარშემო მყოფებს სხვა თვალით შეხედავთ. ზოგიერთს სამუდამოდ დაემშვიდობებით.

სექტემბერი - მასშტაბური გადახალისების თვეა.

ოქტომბერი - მეტად მიზანმიმართული უნდა იყოთ. დაიკავეთ სწორი პოზიცია.

ნოემბერი - იყავით მეტად თავდაჯერებული და ცოტაც... რომანტიკული.

დეკემბერი - ამოისუნთქეთ, დატკბით წლის შედეგებით.

"დღეს 16:30-ზე მზე გადის მიდფოინთს " - რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი

2020 წლის აღმოსავლური პროგნოზი  კატა/კურდღლის წელიწადში დაბადებულებისთვის - ნამდვილ სიყვარულთან შეხვედრა გელით

როგორი იქნება  2020 ცხენის წელში დაბადებულებისთვის - აღმოსავლური პროგნოზი სტიქიების მიხედვით