26 იანვარს ვენერა რეტრო ურანთან და რეტრო მარსთან ჰარმონიულ კონფიგურაციას აყალიბებს. იქნება ვნების, კრეატიულობისა და მოულოდნელობების ენერგია, რაც იძლევა კავშირების დამყარების, გაუგებრობების გარკვევისა და საერთო ენის პოვნის შანსს. მერკური აყალიბებს ჰარმონიულ ასპექტს ნეპტუნთან ამ დღეს, რაც აძლიერებს ინტუიციურ აღქმას და კრეატიულობას. ეს არის შთაგონების, მოულოდნელი შანსებისა და სენსორულ-ემოციურ სფეროში ჩაღრმავების დრო.
28 იანვარს მერკური გადადის მერწყულში და მაშინვე უერთდება პლუტონს. ეს ასპექტი ხელს უწყობს იმის გაცნობიერებას, თუ სად და როგორი ტრანსფორმაციებია საჭირო. შეიძლება მოვისმინოთ მოულოდნელი განცხადებები ან ცვლილებები. სასურველია ჩაუღრმავდეთ თქვენს ემოციებს და გაიგოთ, რა გაწუხებთ სინამდვილეში. ეს ასევე შეიძლება იყოს კარგი დრო ხანგრძლივი კონფლიქტების მოსაგვარებლად ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.
29 იანვარს, 16:36 საათზე გველოდება ახალმთვარეობა მერწყულში და ამავე დღეს იწყება აღმოსავლური ახალი წელი. ამ მომენტიდან, წლის მბრძანებელი მწვანე ხის გველი ხდება და იმეფებს 2026 წლის 17 თებერვლამდე. ტრადიციულად გველის წელი სიბრძნისა და პროგრესის დროა, ხელსაყრელია ბიზნესისა და მეწარმეობისთვის, ასევე სამყაროს შესასწავლად ინტუიციისა და საკუთარ თავზე მუშაობისთვის. ჩინურ ზოდიაქოში გველი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და ღრმა ნიშნად, ის ინტუიციის, იდუმალებისა და მისტიკის სიმბოლოა.
30 იანვარს მზე ჰარმონიულ ასპექტშია რეტრო იუპიტერთან. ადამიანები ხდებიან უფრო კეთილები და გულუხვები. უმეტესობას განწყობა პოზიტიურია, მიდრეკილია დახმარებისა და თანაგრძნობისკენ. ამ დღეს ხელსაყრელია უცხოეთთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, ფინანსური დახმარებისა და მფარველობის ძიება და მიღება.
31 იანვარს ვენერასა და ნეპტუნის ასპექტს მოაქვს სასიამოვნო ემოციური გამოცდილება, სიხარული და ჰარმონია. კონფლიქტური ვითარება განმუხტულია, შესაძლებელია საინტერესო რომანტიკული თავგადასავლები და კრეატიული შეხედულებები.
30 იანვრიდან 2 თებერვლამდე ხელსაყრელი დღეებია. კვირის მეორე ნახევარი შთაგაგონებთ, რომ დანერგოთ სიახლეები, გამოიჩინოთ ორიგინალურობა და გამბედაობა თქვენი იდეების გამოხატვისას. ენერგეტიკული ფონი ხელს უწყობს გარდაქმნებს და ღრმა ცვლილებებს, რომლებიც ხდება ნაზად და ორგანულად.
ბედნიერ კვირას გისურვებთ!