მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იწყება ცხოვრების ახალი ციკლი, ჩამოწერეთ სურვილები და თარიღები, როდის გსურთ, რომ აგისრულდეთ..." - რა გველის 10 ივნისის მზის დაბნელების შემდეგ
"იწყება ცხოვრების ახალი ციკლი, ჩამოწერეთ სურვილები და თარიღები, როდის გსურთ, რომ აგისრულდეთ..." - რა გველის 10 ივნისის მზის დაბნელების შემდეგ

10 ივ­ნისს მზის დაბ­ნე­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბით, თბი­ლი­სის დრო­ით 14:42-ზე, ტყუ­პის მე-20 გრა­დუს­ში. 26 მა­ისს მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა გვქონ­და. ახლა დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფან­ში ვიმ­ყო­ფე­ბით. ამ პე­რი­ოდ­ში თი­თო­ე­ულ დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თვა და მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. და სა­სურ­ვე­ლია, ამ პე­რი­ოდ­ში არ და­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი, თა­ნაც, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის, სწავ­ლი­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბის პლა­ნე­ტა, მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლია. უმ­ჯო­ბე­სია, უკვე და­წყე­ბუ­ლე­ბი და­ას­რუ­ლოთ. ახა­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის კი გა­მო­ი­ყე­ნეთ პე­რი­ო­დი 25 ივ­ნი­სი­დან 26 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით.

მზის დაბ­ნე­ლე­ბა ყო­ველ­თვის ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე ხდე­ბა. ამ­ჯე­რად მზის წრი­უ­ლი დაბ­ნე­ლე­ბა გვე­ლო­დე­ბა. ამ დღეს ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ციკ­ლი იწყე­ბა. სა­სურ­ვე­ლია, ეს დღე პო­ზი­ტი­უ­რად გა­ა­ტა­როთ, რომ მო­მა­ვა­ლიც ასე­თი გქონ­დეთ. არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა და­ი­ნა­ხავთ თუ არა მზის დაბ­ნე­ლე­ბას, ის ყვე­ლა­ზე მოქ­მე­დებს და გან­სა­კუ­თე­ბით მათ­ზე, ვი­საც არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა და გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი აწუ­ხებს. ამი­ტომ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად იყა­ვით. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა დაღ­ლი­ლო­ბა ან თავ­ბრუს­ხვე­ვა იგ­რძნონ. იმა­ტებს შფო­თი, ემო­ცი­უ­რო­ბა. სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ სა­ჭეს­თან, ტრავ­მუ­ლო­ბაც მო­მა­ტე­ბუ­ლია. ის­წავ­ლეთ თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბის, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდო­მა­რე­ო­ბის მარ­თვა.

დაბ­ნე­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე და შემ­დე­გაც და­აკ­ვირ­დით თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და­ფიქ­რე­ბუ­ლად მი­ი­ღეთ. შე­იძ­ლე­ბა და­გე­ბა­დოთ ახა­ლი იდე­ე­ბი, მო­გინ­დეთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გან­ვი­თა­რე­ბა. ზო­გი­ერთს მო­მა­ტე­ბუ­ლი ექ­ნე­ბა შეგ­რძნე­ბე­ბი, ხილ­ვე­ბი.

მზის დაბ­ნე­ლე­ბის დღემ­დე კარ­გად და­ა­ლა­გეთ სახ­ლი, პი­რა­დი ნივ­თე­ბი, მო­ი­ცი­ლეთ ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლი, გა­მო­უ­სა­დე­გა­რი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. გა­მო­უ­თა­ვი­სუფ­ლეთ ად­გი­ლი ახალს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. არა­ვის­თან იკონ­ფლიქ­ტოთ, პი­რი­ქით, ეცა­დეთ, ღი­მი­ლით შე­ხე­დოთ ყვე­ლა­ფერს, ემო­ცი­ებს არ აჰ­ყვეთ. ის, რა­საც ფიქ­რობთ, გრძნობთ და გა­ნიც­დით, აყა­ლი­ბებს თქვენს მო­მა­ვალს, ფი­ზი­კურ და ემო­ცი­ურ ჯან­მრთე­ლო­ბას. გირ­ჩევთ, დაბ­ნე­ლე­ბამ­დე 2-3 დღით ადრე უარი თქვათ ალ­კოჰოლ­ზე და არ მი­ირ­თვათ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, გა­ის­ტუმ­რეთ ვა­ლე­ბი. თუ მავ­ნე ჩვე­ვის­გან (სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა) გსურთ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, დაბ­ნე­ლე­ბამ­დე 10 წუ­თით ადრე, გა­აზ­რე­ბუ­ლად მოს­წი­ეთ ბოლო ღერი, და­ფიქ­რდით, რომ სა­ბო­ლო­ოდ და­ემ­შვი­დო­ბე­ბით ამ მავ­ნე ჩვე­ვას. დაბ­ნე­ლე­ბის დროს იფიქ­რეთ მშვი­დო­ბა­ზე, ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, სიყ­ვა­რულ­ზე თქვენს გულ­ში, სახ­ლში და მთელ მსოფ­ლი­ო­ში. შე­იქ­მე­ნით ჰარ­მო­ნი­უ­ლი გან­წყო­ბა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­უ­დე­ქით სა­მო­მავ­ლო სურ­ვი­ლე­ბის ჩა­მო­წე­რას. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ის, რაც გსურთ და თა­რი­ღიც მი­უ­თი­თეთ, რო­დის გსურთ, რომ აგის­რულ­დეთ. კონ­კრე­ტუ­ლი სურ­ვი­ლი ჩა­მო­წე­რეთ პუნ­ქტე­ბად, რა და­გეხ­მა­რე­ბათ (ქმე­დე­ბა, ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბა, კავ­ში­რე­ბი) მის ას­რუ­ლე­ბა­ში. ეცა­დეთ, თქვენ­მა სურ­ვილ­მა ზი­ა­ნი არ მი­ა­ყე­ნოს არც ეკო­ლო­გი­ას და არც გარ­შე­მო მყო­ფებს. სურ­ვი­ლი უნდა იყოს კონ­კრე­ტუ­ლი, ნა­წი­ლა­კის "არა" გა­რე­შე. მა­გა­ლი­თად (2021 წლის 21 დე­კემ­ბერს მე ვი­ყი­დე ბინა და ახალ წელს ჩემს სახ­ლში შევ­ხვდი). წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ვერა ხართ!
1

მზის დაბნელება, არა შუშუტი. თუ საქართველოში არ ჩანს, მაშინ რას ტეხთ ალიაქოთს. დგას ხალხი და პირღია შესცქერიან ცას.(თან მომავალ ფულებს ითვლიან).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"იწყება ცხოვრების ახალი ციკლი, ჩამოწერეთ სურვილები და თარიღები, როდის გსურთ, რომ აგისრულდეთ..." - რა გველის 10 ივნისის მზის დაბნელების შემდეგ

"იწყება ცხოვრების ახალი ციკლი, ჩამოწერეთ სურვილები და თარიღები, როდის გსურთ, რომ აგისრულდეთ..." - რა გველის 10 ივნისის მზის დაბნელების შემდეგ

10 ივნისს მზის დაბნელებას ველოდებით, თბილისის დროით 14:42-ზე, ტყუპის მე-20 გრადუსში. 26 მაისს მთვარის დაბნელება გვქონდა. ახლა დაბნელებების დერეფანში ვიმყოფებით. ამ პერიოდში თითოეულ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. და სასურველია, ამ პერიოდში არ დაიწყოთ ახალი საქმეები, თანაც, კომუნიკაციების, სწავლისა და გადაადგილებების პლანეტა, მერკური რეტროგრადულია. უმჯობესია, უკვე დაწყებულები დაასრულოთ. ახალი საქმეებისთვის კი გამოიყენეთ პერიოდი 25 ივნისიდან 26 სექტემბრის ჩათვლით.

მზის დაბნელება ყოველთვის ახალმთვარეობაზე ხდება. ამჯერად მზის წრიული დაბნელება გველოდება. ამ დღეს ადამიანების ცხოვრებაში ცხოვრების ახალი ციკლი იწყება. სასურველია, ეს დღე პოზიტიურად გაატაროთ, რომ მომავალიც ასეთი გქონდეთ. არა აქვს მნიშვნელობა დაინახავთ თუ არა მზის დაბნელებას, ის ყველაზე მოქმედებს და განსაკუთებით მათზე, ვისაც არტერიული წნევა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს. ამიტომ, მაქსიმალურად ფრთხილად იყავით. ზოგმა შეიძლება დაღლილობა ან თავბრუსხვევა იგრძნონ. იმატებს შფოთი, ემოციურობა. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან, ტრავმულობაც მომატებულია. ისწავლეთ თქვენი ემოციების, ფსიქოლოგიური მდომარეობის მართვა.

დაბნელებამდე რამდენიმე დღით ადრე და შემდეგაც დააკვირდით თქვენს ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს, გადაწყვეტილებები დაფიქრებულად მიიღეთ. შეიძლება დაგებადოთ ახალი იდეები, მოგინდეთ შემოქმედებითი განვითარება. ზოგიერთს მომატებული ექნება შეგრძნებები, ხილვები.

მზის დაბნელების დღემდე კარგად დაალაგეთ სახლი, პირადი ნივთები, მოიცილეთ ყველაფერი ძველი, გამოუსადეგარი და დაზიანებული. გამოუთავისუფლეთ ადგილი ახალს თქვენს ცხოვრებაში. არავისთან იკონფლიქტოთ, პირიქით, ეცადეთ, ღიმილით შეხედოთ ყველაფერს, ემოციებს არ აჰყვეთ. ის, რასაც ფიქრობთ, გრძნობთ და განიცდით, აყალიბებს თქვენს მომავალს, ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას. გირჩევთ, დაბნელებამდე 2-3 დღით ადრე უარი თქვათ ალკოჰოლზე და არ მიირთვათ ხორცპროდუქტები. შეძლებისდაგვარად, გაისტუმრეთ ვალები. თუ მავნე ჩვევისგან (სიგარეტის მოწევა) გსურთ გათავისუფლება, დაბნელებამდე 10 წუთით ადრე, გააზრებულად მოსწიეთ ბოლო ღერი, დაფიქრდით, რომ საბოლოოდ დაემშვიდობებით ამ მავნე ჩვევას. დაბნელების დროს იფიქრეთ მშვიდობაზე, ჯანმრთელობაზე, სიყვარულზე თქვენს გულში, სახლში და მთელ მსოფლიოში. შეიქმენით ჰარმონიული განწყობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით სამომავლო სურვილების ჩამოწერას. წარმოიდგინეთ ის, რაც გსურთ და თარიღიც მიუთითეთ, როდის გსურთ, რომ აგისრულდეთ. კონკრეტული სურვილი ჩამოწერეთ პუნქტებად, რა დაგეხმარებათ (ქმედება, ცოდნა-გამოცდილება, კავშირები) მის ასრულებაში. ეცადეთ, თქვენმა სურვილმა ზიანი არ მიაყენოს არც ეკოლოგიას და არც გარშემო მყოფებს. სურვილი უნდა იყოს კონკრეტული, ნაწილაკის "არა" გარეშე. მაგალითად (2021 წლის 21 დეკემბერს მე ვიყიდე ბინა და ახალ წელს ჩემს სახლში შევხვდი). წაიკითხეთ სრულად

6-თვიანი პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის მზის დაბნელების მიხედვით - ვინ მიიღებს ახალ სამსახურს, ვინ გაიცნობს მნიშვნელოვან ადამიანს და რა მოვლენები გელით შემოდგომის ბოლომდე

"მზის დაბნელება ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებსა და დიდი ორგანიზაციის ხელმძღვანელებზე ახდენს გავლენას" - რას წერს ასტროლოგი 10 ივნისის მზის დაბნელებაზე

"ფული "წავა" თქვენგან... ზოგი დაშორებას გადაწყვეტს" - მომდევნო ორი კვირის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, მთვარის კალენდრის მიხედვით