ვერძი
მთელი იანვრის განმავლობაში, იგრძნობთ ორი მძლავრი პლანეტის - მარსისა და მზის ენერგიის მოზღვავებას. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ უგულებელყოთ სხეულის სიგნალები. საახალწლო არდადეგების შემდეგ შესაძლოა გამწვავდეს კუჭ-ნაწლავის დაავადებები და დაღლილობა. დაიცავით ნაზი დიეტა. მსუბუქი კვება, ბოსტნეული და წვენები ფიზიკურად გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ არა მხოლოდ მოიმატებთ ჭარბ წონას, არამედ დაინახავთ ჭარბი ჭამის შედეგებს თქვენი კანის ხარისხზე. ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და ზედმეტი წონის მოსაცილებლად გირჩევთ სპორტული დარბაზის წევრობას. დაიწყეთ მავნე ჩვევებთან ბრძოლა, მეტი იმოძრავეთ, იარეთ ფეხით და დილით მსუბუქი ვარჯიშები გააკეთეთ.
კურო
მარსი მთელი იანვრის განმავლობაში იმოგზაურებს თქვენს მე-9 სახლში. ეს ნიშნავს, რომ ფიზიკური ძალა საკმარისი გაქვთ, მაგრამ ქმედებები შესაძლოა იყოს საკმარისზე სულელური და ალოგიკური. გირჩევთ, იყიდოთ სპორტული დარბაზის წევრობა და ივარჯიშოთ ინსტრუქტორთან ერთად. თუ გაქვთ წონის მომატების ტენდენცია, მოაწესრიგეთ თქვენი დიეტა. მეტად მიირთვით ხილი და ბოსტნეული. ყურადღება მიაქციეთ კუჭს, ღვიძლს და ნაწლავებს. ზოგიერთ ორგანოს დასჭირდება გაწმენდა. ასევე უარი თქვით ცხიმიან, შებოლილ და მარილიან საკვებზე. ნუ მიიყვანთ სიტუაციას უკიდურესობამდე. თუ თავს ცუდად გრძნობთ, მიმართეთ სპეციალისტს.
ტყუპი
იანვარში მეტი ენერგია გექნებათ ვარჯიშისთვის. შეიძლება იგრძნოთ მეტი მოტივაცია, დაიცვათ დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც დადებითად იმოქმედებს თქვენს კეთილდღეობაზე. მარსი - მოქმედების პლანეტა იქნება თხის რქაში და ეცადეთ, საკუთარი თავი უკიდურეს ზღვრამდე არ მიიყვანოთ, არ გადაიტვირთოთ, არც სახლში და არც სამსახურში, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა ან დაზიანება. შეიძლება ჩვეულებრივზე მეტად იგრძნოთ დაძაბულობა ან შფოთვა. თხის რქა დისციპლინისა და სტრუქტურის ნიშანია და როდესაც მარსი ამ ნიშანშია, ამან შეიძლება გაზარდოს კონტროლის სურვილი. აგრეთვე, იმედგაცრუების ან სტრესის განცდა, თუ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო. მნიშვნელოვანია დაუთმოთ დრო დასვენებისა და სტრესის განთავისუფლებას, ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ გონებრივი და ემოციური ჯანმრთელობა.
კირჩხიბი
თუ ოჯახში არ არის საკმარისი სითბო და კომფორტი, მაშინ იზრუნეთ სიტუაციის გამოსწორებაზე. ბევრს მოუწევს მეუღლის მკურნალობა და მოვლა. მეტი მზრუნველობა და ყურადღება გმართებთ მისი ჯანმრთელობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ჯანმრთელობა შესანიშნავია. სამწუხაროდ, არავინაა დაზღვეული დაავადებებისგან. ასე, რომ გაფრთხილდით. მანდილოსან კირჩხიბებს გჭირდებათ გინეკოლოგთან ვიზიტი, თუ ამ სფეროში პრობლემები გაქვთ. უარი თქვით სექსუალურ თავგადასავლებზე, განსაკუთრებით თუ დაქორწინებული ხართ. ინფექციის რისკი მაღალია და მკურნალობას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს. ჩაიცვით თბილად, ივლისი არაა, იანვარია! კარგი იქნება, თუ მთელ ოჯახს შეკრებთ, და საახალწლო არდადეგებს ერთად გაატარებთ ქალაქგარეთ.
ლომი
მზე თქვენი ჯანმრთელობის სექტორშია, ამიტომ უმნიშვნელო სიმპტომებიც კი არ უნდა იყოს იგნორირებული. სიტუაცია შეიძლება უფრო სერიოზული აღმოჩნდეს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ცივ პერიოდში აუცილებელია იმუნიტეტის მოვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამუდმებით გაცივდებით. მიიღეთ ვიტამინები და დაამატეთ ბოსტნეული, ხილი და წვენები თქვენს რაციონში. გირჩევთ, მენიუდან ამოიღოთ საკვები, რომელიც იწვევს წონის მატებას და კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამწვავებას. არსებობს ალკოჰოლით მოწამვლის საშიშროებაც. ჩაეწერეთ მასაჟზე. დილაობით მსუბუქად ივარჯიშეთ.
ქალწული
იანვარში კარგი ჯანმრთელობა ნებისმიერი საქმის კეთების საშუალებას მოგცემთ. მარსი მოგცემთ კოსმიურ აქტივობას და აგავსებთ ფიზიკური ძალით. იანვარში დაავადებისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალება - ოპტიმისტური დამოკიდებულებაა. მაგრამ მაინც, არ უნდა მიუდგეთ თქვენს ძვირფას ჯანმრთელობას მსუბუქად. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ თქვენი გაცივება, სურდო ან ხველა არ ექვემდებარება მკურნალობას. წლის პირველი თვე შესაფერისია სამედიცინო გამოკვლევისთვის. ძველი დაავადებების გამწვავების თავიდან ასაცილებლად, დანიშნეთ შეხვედრა თერაპევტთან. ყურადღება გაამახვილთ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ზომიერ ვარჯიშზე უარი არ უნდა თქვათ, მაგრამ ვარჯიშამდე უმჯობესია კარდიოლოგს მიმართოთ.
სასწორი
უნდა აკონტროლოთ თქვენი ფიზიკური მდგომარეობა. შემცირებული ტონუსი და ზოგადი დაღლილობა უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე. უნდა გაიძლიეროთ იმუნური სისტემა, მიიღოთ ვიტამინები და ფეხით ისეირნოთ ნებისმიერ ამინდში. კვება უნდა იყოს დაბალანსებული, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კუჭ-ნაწლავის ხანგრძლივი დაავადებები. დაიცავით დიეტა, მოერიდეთ საკვებს, რომელიც გაგრძნობინებთ დისკომფორტს და სიმძიმეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ თირკმელების მუშაობას. არ მიირთვათ ბევრი სითხე ან მარილიანი საკვები ღამით. განსაკუთრებით თუ შეშუპებისადმი გაქვთ მიდრეკილება. გენეტიკური დაავადებების გამწვავების თავიდან ასაცილებლად გაიარეთ გამოკვლევა. სასწორ ქალებს მამოლოგის მონახულება არ გაწყენთ. თუ ემოციურ მდგომარეობას ვერ აკონტროლებთ, მაშინ დანიშნეთ შეხვედრა ფსიქოლოგთან ან ნევროლოგთან. მეტად იზრუნეთ ხერხემალზე, დარეგისტრირდით მასაჟზე ან გააკეთეთ ვარჯიში ხერხემლისთვის.
მორიელი
იანვარში იგრძნობთ ფიზიკური ენერგიისა და მოტივაციის ამაღლებას. შეიძლება უფრო მეტად იყოთ ორიენტირებული დიეტასა და ვარჯიშზე. მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ, რომ არ გადააჭარბოთ, რადგან მარსმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და დაზიანება. უფრთხილდით ჰიპოთერმიას და ჩაიცვით თბილად. თქვენი იმუნური სისტემა დასუსტებულია, მიიღეთ ვიტამინები და მოერიდეთ ავადმყოფებთან კონტაქტს. მეტი იმოძრავეთ, კარგია ცურვა, ბუნებაში სეირნობა. არ დაივიწყოთ სპორტის ზამთრის სახეობები.
მშვილდოსანი
იანვარში ძალა და ენერგია არ გაკლიათ. ძლიერი იმუნური სისტემისა და ოპტიმიზმის წყალობით თავს კარგად იგრძნობთ. მოერიდეთ ჰიპოთერმიას და გაუფრთხილდით ყელს. თუ გრძნობთ, რომ ავად ხართ, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები. არ დაივიწყოთ დიეტა, მაშინაც კი, თუ ძალიან დაკავებული ხართ სამუშაოთი, დაუთმეთ დრო შესვენებას და ჯანსაღად ჭამას. დათვალეთ კალორიები, თუ არ გსურთ ჭარბი წონის მომატება.
თხის რქა
თუ დაბადების დღე დეკემბერში გაქვთ, მაშინ წლის დასაწყისში ენერგიული და პოზიტიური იქნებით. მაგრამ იანვარში დაბადებულთათვის რთული იქნება გარემომცველი რეალობის აღქმა. თქვენ იგრძნობთ დაღლილობას, ემოციურ და გონებრივ დაცლას. როგორც კი დაბადების დღე გაივლის, აქტიურობა და ენერგიულობა გაიზრდება. შესანიშნავი თვეა მათთვის, ვისაც დიდი ხანია სურდა სპორტული ცხოვრების წესის დანერგვა. მაგრამ ამისთვის თქვენ უნდა დაივიწყოთ ცუდი ჩვევები. ჩამონათვალში, რაც ხელს შეუწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას არის: ფიზიკური ვარჯიშები, დილის კონტრასტული შხაპი, სირბილი და ცურვა. თუ ამ ყველაფერს რეგულარულად გააკეთებთ, თქვენი ჯანმრთელობა მაღალ დონეზე იქნება. შეიძინეთ სპორტული დარბაზი ან ფიტნეს კლუბის წევრობა, მაგრამ სანამ ამას გააკეთებთ, გაიარეთ კონსულტაცია თერაპევტთან ვარჯიშის შესახებ. იანვარში მოსალოდნელია ყინვები, ამიტომ ჩაიცვით თბილად. არ არის გამორიცხული წნევის ცვლილებები, შაკიკი და ძილის პრობლემები. ამიტომ არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი, დროულად დაიწყეთ მკურნალობა.
მერწყული
იანვარში უნდა აკონტროლოთ თქვენი ჯანმრთელობა, ფიზიკურის და ფსიქიკურიც. თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ხშირად ხართ გაღიზიანებული, სწრაფად ბრაზდებით და პანიკაში ვარდებით უბრალო მიზეზითაც კი. არასტაბილურმა ემოციურმა ფონმა შეიძლება გამოიწვიოს ავადმყოფობა. უნდა გახდეთ უფრო ოპტიმისტური და ღიმილით გადალახოთ ცხოვრებისეული სირთულეები. ყველაფერი ისეთი საშინელი არ არის, როგორც წარმოგიდგენიათ. იანვარში მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა, თავის ტკივილი, აპათია და ჰიპერტენზია. არ არის გამორიცხული, კუჭ-ნაწლავების დაავადებებმა შეგახსენოთ თავი. გაატარეთ მეტი დრო სუფთა ჰაერზე, გადაიტანეთ ყურადღება პოზიტიური საქმიანობაზე. საკუთარი თავის მოწესრიგების კარგი საშუალებაა იოგა და მედიტაცია. ცურვა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც დადებითად მოქმედებს. ზამთრის პარკში სეირნობა და სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა ძალების აღდგენასა და განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
თევზები
შეზღუდეთ ცხიმის, შაქრისა და ნახშირწყლების მაღალი შემცველობის პროდუქტების მოხმარება. აგრეთვე ალკოჰოლის. ახალი წლის დღეებში ღვიძლი გადატვირთულია ყველა სახის კერძით, ამიტომ ალკოჰოლური სასმელები უნდა იყოს ზომიერად. კარგი იქნება, თუ დაიცავთ დიეტას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეგექმნებათ პანკრეასის და ნაწლავების მუშაობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ფიზიკურ დატვირთვას, აირჩიეთ ის, რაც თქვენს სხეულს ენერგიულად აღდგენაში ეხმარება. ზოგს სჭირდება სავარჯიშო დარბაზში სიარული, ზოგისთვის კი ძილი ჯადოსნური წამალია. იანვარი თევზებისთვის ტრავმული თვეა, ფრთხილად იყავით. შესაძლოა სახსრების პრობლემებმა შეგახსენოთ თავი.