მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები, რა ცვლილებებს გვიმზადებენ პლანეტები საახალწლოდ
დეკემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები, რა ცვლილებებს გვიმზადებენ პლანეტები საახალწლოდ

22 ნო­ემ­ბრი­დან (22 დე­კემ­ბრამ­დე) მზე მშვილ­დო­სან­შია. მშვილ­დო­სა­ნი არის თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბის, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის, სუ­ლი­ე­რი მო­ძღვრე­ბის, უცხო­ე­თის, სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბის სიმ­ბო­ლო და ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ეს სფე­რო­ე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. 22-ში მზე ერთი თვით გა­და­ვა თხის რქა­ში. 22 დე­კემ­ბე­რი არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე. 7:28-ზე და­ი­წყე­ბა ზამ­თრის მზე­ბუ­დო­ბა ; ეს არის წე­ლი­წა­დის ყვე­ლა­ზე გრძე­ლი ღამე და ყვე­ლა­ზე მოკ­ლე დღე. ამ დღი­დან დღე თან­და­თან და­ი­წყებს მა­ტე­ბას. მზის თხის რქა­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნე­ბი გახ­დე­ბი­ან მე­ტად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლე­ბი. მო­მარ­თუ­ლე­ბი კა­რი­ე­რულ წინსვლა­ზე, გა­მო­ავ­ლე­ნენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. მო­უნ­დე­ბათ ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბა. და­ი­ცა­ვენ დედ­ლა­ინს.

დე­კემ­ბერ­ში კარ­გი ისაა, რომ დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი წლის ბო­ლოს რესტროგ­რა­დუ­ლი სვლი­დან დი­რექ­ტულს უბ­რუნ­დე­ბათ, რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლი­დან გა­მო­დი­ან ნეპ­ტუ­ნიც და ქი­რო­ნიც თუმ­ცა, მივ­ყვეთ მოვ­ლე­ნებს თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლად.

პირ­ვე­ლი-23 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით მერ­კუ­რი თხის რქა­შია. მისი გავ­ლე­ნით მო­ი­მა­ტებს მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი­ზი, ტარ­დი­ცი­ე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი. საქ­მე­ე­ბი შეს­რულ­დე­ბა ზუს­ტად დათ­ქმულ დრო­ში. მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლით (13 დე­კემ­ბრი­დან 4 იან­ვრამ­დე), დაბ­რუნ­დე­ბა მშვილ­დო­სან­ში და მერე ისევ გა­და­ვა თხის რქა­ში 2024 წლის 4 იან­ვარს და დარ­ჩე­ბა 5 თე­ბერ­ვლამ­დე. მშვილ­დოს­ნი­სე­უ­ლი მერ­კუ­რი მო­მარ­თუ­ლია უცხო ენე­ბის შეს­წავ­ლა­ზე, ზო­გა­დად, ცოდ­ნის მი­ღე­ბა­ზე, ფი­ლო­სო­ფი­ურ სა­უბ­რებ­ზე, უყ­ვარს მჭევ­რმე­ტყვე­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში შეხ­ვდეთ თქვენს მას­წავ­ლე­ბელს, გუ­რუს, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბა­ში.

ვე­ნე­რა მო­რი­ელშ ი გა­და­ვა 4 დე­კემ­ბერს და დარ­ჩე­ბა 29-მდე. სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში მო­ი­მა­ტებს ეჭ­ვი­ა­ნო­ბა, შუ­რი­ა­ნო­ბა, ვნე­ბი­ა­ნო­ბა. გრძნო­ბე­ბი გახ­დე­ბა უფრო ძლი­ე­რი და ღრმა. სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა მსუ­ბუქ დრა­მას და­ემ­სგავ­სოს. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ პარტნი­ორ­ში მო­ი­მა­ტებს მე­სა­კუთ­რე­ო­ბა; სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვა კი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს აგ­რე­სი­უ­ლი, მო­რი­ე­ლუ­რად შხა­მი­ა­ნი. ვე­ნე­რა მშვილ­დო­სანს ეს­ტუმ­რე­ბა 29 დე­კემ­ბერს და დარ­ჩე­ბა 23 იან­ვრამ­დე. მო­ი­მა­ტებს ინ­ტე­რე­სი ლა­მა­ზი, დახ­ვე­წი­ლი ნივ­თე­ბი­სად­მი. მო­გინ­დე­ბათ ბრენ­დუ­ლი სა­მო­სის შე­ძე­ნა, ისე­თი ნივ­თე­ბის, რაც თქვენს სტა­ტუსს გა­უს­ვამს ხაზს. კარ­გი იქ­ნე­ბა ელი­ტურ წვე­უ­ლე­ბებ­ზე დას­წრე­ბა, გა­მო­ფე­ნე­ბი­სა და თე­ატ­რე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, გა­ა­ბათ რო­მა­ნი უცხო­ელ­თან. გა­გიჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი და­ა­გე­მოვ­ნოთ ეგ­ზო­ტი­კუ­რი პრო­დუქ­ტე­ბი.

მარ­სი მშვილ­დო­სან­ში იქ­ნე­ბა მთე­ლი დე­კემ­ბრის გან­მავ­ლო­ბა­ში (გა­და­ვი­და 24 ნო­ემ­ბერს და დარ­ჩე­ბა 4 იან­ვრამ­დე). მშვილ­დოს­ნი­სე­უ­ლი მარ­სი არის ცე­ცხლო­ვა­ნი, ენერ­გი­უ­ლი. მო­უნ­დე­ბა ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბა, ახა­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­პყრო­ბა. კარ­გი დროა საქ­მე­ე­ბის, იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, უცხო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის. მი­მარ­თეთ თქვე­ნი ენერ­გია კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა­ზე.

ნეპ­ტუ­ნი დი­რექ­ტულს სვლას და­უბ­რუნ­დე­ბა 6 დე­კემ­ბერს, ხოლო რეტ­როგ­რა­დულ სვლა­ში გა­და­ვა 2024 წლის 2 ივ­ლისს. თუ კირჩხი­ბის ან მო­რი­ე­ლის 25-30 გრა­დუ­სებ­ში გყავთ პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი საქ­მე­ებს უფრო იო­ლად მო­აგ­ვა­რებთ. შე­და­რე­ბით და­ძა­ბუ­ლი პე­რი­ო­დის გა­და­ლახ­ვა მო­უ­წევთ მათ, ვი­საც ტყუ­პის, ქალ­წუ­ლის მშვილ­დოს­ნი­სა და თევ­ზე­ბის 25-30 გრა­დუ­სებ­ში გყავთ პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი. თქვენ მე­ტად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი უნდა იყოთ, რომ არა­ვინ მო­გა­ტყუ­ოთ. მო­ე­რი­დეთ ბუნ­დო­ვა­ნე­ბას, მათ­რო­ბე­ლა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის, ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას.

ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 13 დე­კემ­ბერს, 3:32-ზე, მშვილ­დოს­ნის 21 გრა­დუს­ში. მო­ი­მა­ტებს სი­ახ­ლე­ე­ბი უცხო­ეთ­თან, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ მეტი სუ­ლი­ე­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა. თუ სა­ზღვარ­გა­რეთ გსურ­დათ გამ­გზავ­რე­ბა მი­ი­ღებთ სა­ჭი­რო დო­კუ­მუნ­ტა­ცი­ას. ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს ოპ­ტი­მიზ­მი, გან­წყო­ბაც გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 27 დე­კემ­ბერს 4:34-ზე კირჩხი­ბის მე­ხუ­თე გრა­დუს­ში. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ წელი და­ი­წყო სავ­სემ­თვა­რე­ო­ბით კირჩხიბ­ში (2023 წლის 6 იან­ვარს) და სრულ­დე­ბა ისევ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბით და ისევ კირჩხიბ­ში. ამას­თან, 27-ში იქ­ნე­ბა მე­ცა­მე­ტე სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა. რო­გორც წესი, თვე­ში ერთი ახალმთვა­რე­ო­ბა და ერთი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვაქვს, მაგ­რამ წელს გვქონ­და ლურ­ჯი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ეს არის მოვ­ლე­ნა, როცა ერთ თვე­ში გვაქვს ორი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა და ასე­თი იყო აგ­ვის­ტო­ში. 27-ში კირჩხიბ­ში ვე­ლო­დე­ბით სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას. ამ პე­რი­ო­დი­დან ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს სიყ­ვა­რუ­ლი ოჯა­ხი­სად­მი. მო­გინ­დე­ბათ მეტი დრო­ის გა­ტა­რე­ბა შინ, ოჯა­ხის წევ­რებ­თან, მათ­ზე ზრუნ­ვა, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ერ­თგუ­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვა; ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის აღ­დგე­ნა, ნა­თე­სა­ვებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია. გა­მო­ნა­ხეთ დრო სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. მო­აგ­ვა­რეთ და და­ას­რუ­ლეთ ში­ნა­უ­რუ­ლი საქ­მე­ე­ბი, რად­გან 2024 წლის 11 იან­ვარს გვე­ლო­დე­ბა ახალმთვა­რე­ო­ბა თხის რქა­ში და ამ დღი­დან სრუ­ლად გა­და­ვარ­დე­ბით კა­რი­ე­რა­ში, ბიზ­ნეს­სა და საქ­მე­ებ­ში და ოჯა­ხის­თვის დრო აღარ დაგ­რჩე­ბათ.

ქი­რო­ნი დი­რექ­ტუ­ლი გახ­დე­ბა 27 დე­კემ­ბერს. ის, რაც იყო რთუ­ლი და ძნე­ლად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, გახ­დე­ბა იოლი და მარ­ტი­ვად მი­საღ­წე­ვი. უნდა მი­ი­ღოთ ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად. ნუ იქ­ნე­ბით ტრი­ვი­ა­ლუ­რი.

და დე­კემ­ბრის ბოლო, ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო ას­პექ­ტი - კუ­რო­ში მყო­ფი იუ­პი­ტე­რი დი­რექ­ტუ­ლი გახ­დე­ბა 31 დე­კემ­ბერს და სწორ სვლა­ში იქ­ნე­ბა 2024 წლის 9 ოქ­ტომ­ბრამ­დე. თუ უცხო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­ფერ­ხე­ბე­ბი გქონ­დათ, ყვე­ლა სირ­თუ­ლე მოგ­ვარ­დე­ბა. სა­უ­კე­თე­სო დროა უცხო ენე­ბის შე­სას­წავ­ლად, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად უცხო­ელ საქ­მი­ან და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რებ­თან. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დეთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ან გა­მო­გიჩ­ნდეთ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის წყა­რო.

ბედ­ნი­ერ დე­კემ­ბერს გი­სურ­ვებთ!

gaga
36

პლანეტები არ გვაინტერესებს, ბიძინა რას უპირებს საქართველოს ეს გვითხარი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

დეკემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები, რა ცვლილებებს გვიმზადებენ პლანეტები საახალწლოდ

დეკემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები, რა ცვლილებებს გვიმზადებენ პლანეტები საახალწლოდ

22 ნოემბრიდან (22 დეკემბრამდე) მზე მშვილდოსანშია. მშვილდოსანი არის თვალსაწიერის გაფართოების, უმაღლესი განათლების, სულიერი მოძღვრების, უცხოეთის, საზღვარგარეთ მოგზაურობის სიმბოლო და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ეს სფეროები გააქტიურდება თქვენს ცხოვრებაში. 22-ში მზე ერთი თვით გადავა თხის რქაში. 22 დეკემბერი არის განსაკუთრებული დღე. 7:28-ზე დაიწყება ზამთრის მზებუდობა ; ეს არის წელიწადის ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე. ამ დღიდან დღე თანდათან დაიწყებს მატებას. მზის თხის რქაში გადასვლის შემდეგ ადამიანები გახდებიან მეტად მიზანმიმართულები. მომართულები კარიერულ წინსვლაზე, გამოავლენენ პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობას. მოუნდებათ ბიზნესის გაფართოება. დაიცავენ დედლაინს.

დეკემბერში კარგი ისაა, რომ დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი წლის ბოლოს რესტროგრადული სვლიდან დირექტულს უბრუნდებათ, რეტროგრადული სვლიდან გამოდიან ნეპტუნიც და ქირონიც თუმცა, მივყვეთ მოვლენებს თანამიმდევრულად.

პირველი-23 დეკემბრის ჩათვლით მერკური თხის რქაშია. მისი გავლენით მოიმატებს მიზანდასახულობა, პრაქტიკულობა, პროფესიონალიზი, ტარდიციებისადმი ინტერესი. საქმეები შესრულდება ზუსტად დათქმულ დროში. მერკური რეტროგრადული სვლით (13 დეკემბრიდან 4 იანვრამდე), დაბრუნდება მშვილდოსანში და მერე ისევ გადავა თხის რქაში 2024 წლის 4 იანვარს და დარჩება 5 თებერვლამდე. მშვილდოსნისეული მერკური მომართულია უცხო ენების შესწავლაზე, ზოგადად, ცოდნის მიღებაზე, ფილოსოფიურ საუბრებზე, უყვარს მჭევრმეტყველება. შეიძლება სწორედ ამ პერიოდში შეხვდეთ თქვენს მასწავლებელს, გურუს, რომელიც დაგეხმარებათ თვალსაწიერის გაფართოებაში.

ვენერა მორიელშ ი გადავა 4 დეკემბერს და დარჩება 29-მდე. სასიყვარულო სფეროში მოიმატებს ეჭვიანობა, შურიანობა, ვნებიანობა. გრძნობები გახდება უფრო ძლიერი და ღრმა. სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება მსუბუქ დრამას დაემსგავსოს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ პარტნიორში მოიმატებს მესაკუთრეობა; სიყვარულის გამოხატვა კი შეიძლება გახდეს აგრესიული, მორიელურად შხამიანი. ვენერა მშვილდოსანს ესტუმრება 29 დეკემბერს და დარჩება 23 იანვრამდე. მოიმატებს ინტერესი ლამაზი, დახვეწილი ნივთებისადმი. მოგინდებათ ბრენდული სამოსის შეძენა, ისეთი ნივთების, რაც თქვენს სტატუსს გაუსვამს ხაზს. კარგი იქნება ელიტურ წვეულებებზე დასწრება, გამოფენებისა და თეატრების მონახულება. არაა გამორიცხული, გააბათ რომანი უცხოელთან. გაგიჩნდებათ სურვილი დააგემოვნოთ ეგზოტიკური პროდუქტები.

მარსი მშვილდოსანში იქნება მთელი დეკემბრის განმავლობაში (გადავიდა 24 ნოემბერს და დარჩება 4 იანვრამდე). მშვილდოსნისეული მარსი არის ცეცხლოვანი, ენერგიული. მოუნდება ახალი ცოდნის მიღება, ახალი ტერიტორიების დაპყრობა. კარგი დროა საქმეების, იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სულიერი განვითარებისთვის, უცხოეთში მოგზაურობისთვის. მიმართეთ თქვენი ენერგია კეთილი საქმეების კეთებაზე.

ნეპტუნი დირექტულს სვლას დაუბრუნდება 6 დეკემბერს, ხოლო რეტროგრადულ სვლაში გადავა 2024 წლის 2 ივლისს. თუ კირჩხიბის ან მორიელის 25-30 გრადუსებში გყავთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები საქმეებს უფრო იოლად მოაგვარებთ. შედარებით დაძაბული პერიოდის გადალახვა მოუწევთ მათ, ვისაც ტყუპის, ქალწულის მშვილდოსნისა და თევზების 25-30 გრადუსებში გყავთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები. თქვენ მეტად დაკვირვებული უნდა იყოთ, რომ არავინ მოგატყუოთ. მოერიდეთ ბუნდოვანებას, მათრობელა ნივთიერებების, ალკოჰოლის მიღებას.

ახალმთვარეობას ველოდებით 13 დეკემბერს, 3:32-ზე, მშვილდოსნის 21 გრადუსში. მოიმატებს სიახლეები უცხოეთთან, უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებით. ადამიანებს მოუნდებათ მეტი სულიერების გამოვლენა. თუ საზღვარგარეთ გსურდათ გამგზავრება მიიღებთ საჭირო დოკუმუნტაციას. ადამიანებში მოიმატებს ოპტიმიზმი, განწყობაც გაუმჯობესდება.

სავსემთვარეობას ველოდებით 27 დეკემბერს 4:34-ზე კირჩხიბის მეხუთე გრადუსში. საინტერესო ისაა, რომ წელი დაიწყო სავსემთვარეობით კირჩხიბში (2023 წლის 6 იანვარს) და სრულდება ისევ სავსემთვარეობით და ისევ კირჩხიბში. ამასთან, 27-ში იქნება მეცამეტე სავსემთვარეობა. როგორც წესი, თვეში ერთი ახალმთვარეობა და ერთი სავსემთვარეობა გვაქვს, მაგრამ წელს გვქონდა ლურჯი სავსემთვარეობა ეს არის მოვლენა, როცა ერთ თვეში გვაქვს ორი სავსემთვარეობა და ასეთი იყო აგვისტოში. 27-ში კირჩხიბში ველოდებით სავსემთვარეობას. ამ პერიოდიდან ადამიანებში მოიმატებს სიყვარული ოჯახისადმი. მოგინდებათ მეტი დროის გატარება შინ, ოჯახის წევრებთან, მათზე ზრუნვა, სიყვარულისა და ერთგულების გამოხატვა; ოჯახური ტრადიციების აღდგენა, ნათესავებთან კომუნიკაცია. გამონახეთ დრო საოჯახო ვალდებულებების შესასრულებლად. მოაგვარეთ და დაასრულეთ შინაურული საქმეები, რადგან 2024 წლის 11 იანვარს გველოდება ახალმთვარეობა თხის რქაში და ამ დღიდან სრულად გადავარდებით კარიერაში, ბიზნესსა და საქმეებში და ოჯახისთვის დრო აღარ დაგრჩებათ.

ქირონი დირექტული გახდება 27 დეკემბერს. ის, რაც იყო რთული და ძნელად განსახორციელებელი, გახდება იოლი და მარტივად მისაღწევი. უნდა მიიღოთ ორიგინალური გადაწყვეტილებები სასურველის მისაღწევად. ნუ იქნებით ტრივიალური.

და დეკემბრის ბოლო, ყველაზე სასიამოვნო ასპექტი - კუროში მყოფი იუპიტერი დირექტული გახდება 31 დეკემბერს და სწორ სვლაში იქნება 2024 წლის 9 ოქტომბრამდე. თუ უცხოეთში მოგზაურობის შეფერხებები გქონდათ, ყველა სირთულე მოგვარდება. საუკეთესო დროა უცხო ენების შესასწავლად, ურთიერთობების დასამყარებლად უცხოელ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. არაა გამორიცხული გაგიუმჯობესდეთ მატერიალური მდგომარეობა ან გამოგიჩნდეთ დამატებითი შემოსავლის წყარო.

ბედნიერ დეკემბერს გისურვებთ!