მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკემბერის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი მორიელებისთვის: “მომართული იქნებით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“
დეკემბერის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი მორიელებისთვის: “მომართული იქნებით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“

2023 წლის ბოლო თვე ბევ­რი მო­რი­ე­ლის­თვის აქ­ტი­უ­რი, ნა­ყო­ფი­ე­რი მუ­შა­ო­ბის პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა. კონ­კუ­რენ­ტე­ბის გას­წრე­ბის შან­სი არ­სე­ბობს, რად­გან წლის ბო­ლოს დაგ­რო­ვი­ლი დაღ­ლი­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თქვე­ნი ენერ­გი­ის მა­რა­გი საკ­მა­ოდ მა­ღალ დო­ნე­ზე იქ­ნე­ბა. გა­ა­ნა­წი­ლეთ დრო ყვე­ლა თქვენს საქ­მე­სა და საზ­რუ­ნავ­ზე, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ახალ წლამ­დე გა­სა­კე­თე­ბელ ყვე­ლა საქ­მეს. დე­კემ­ბერ­შის მზე გა­და­ვა თქვე­ნი ჰო­როს­კო­პის მე­ო­რე სახ­ლში, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ფი­ნან­სებ­ზე. ეს ნიშ­ნავს, რომ მო­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბით მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. მო­გი­წევთ დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ თქვენს შე­მო­სა­ვალს და მო­ძებ­ნოთ შე­მო­სავ­ლის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი.

დე­კემ­ბრის ფი­ნან­სე­ბი

ვე­ნე­რა, რო­მე­ლიც სიყ­ვა­რულ­თან ერ­თად ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ფულ­საც გა­ნა­გებს, მოძ­რა­ობს თქვენს ნი­შან­ში. ამი­ტომ ფი­ნან­სუ­რი წარ­მა­ტე­ბა და შე­მო­სავ­ლის დონე პირ­და­პირ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი თქვენს ძა­ლის­ხმე­ვა­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე. ნუ ელით, რომ მი­ი­ღებთ დიდ ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას სხვე­ბის­გან ან ვინ­მე გა­ჩუ­ქებთ ფულს. ახლა მხო­ლოდ თქვენ შე­გიძ­ლი­ათ გა­აძ­ლი­ე­როთ თქვე­ნი კე­თილ­დღე­ო­ბა. და­ე­თან­ხმეთ, თუ შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ და­მა­ტე­ბით სა­მუ­შა­ოს ან ფუ­ლის შოვ­ნის სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ამ დროს შე­გიძ­ლი­ათ ყვე­ლა სა­კა­მა­თო ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა და წლის შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბა. თქვე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი არ შემ­ცირ­დე­ბა და ხან­და­ხან ოდ­ნავ გა­იზ­რდე­ბა კი­დეც. მე­ო­რე მხრივ, ხარ­ჯე­ბიც გა­იზ­რდე­ბა. ხარ­ჯე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ოჯახს, შვი­ლებს და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს მოხ­მარ­დე­ბა.

ბიზ­ნე­სი და კა­რი­ე­რა

ვარ­სკვლა­ვე­ბი თვის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში პრო­ფე­სი­ულ წარ­მა­ტე­ბას გპირ­დე­ბი­ან. ბევ­რი სა­კი­თხი სწრა­ფად გა­და­წყდე­ბა, დიდი პრობ­ლე­მე­ბი არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი. თუმ­ცა, 2024 წლის 13 დე­კემ­ბრი­დან 2 იან­ვრამ­დე მერ­კუ­რი იწყებს უკან მოძ­რა­ო­ბას, რაც სამ­სა­ხურ­ში დუნე პე­რი­ოდს აღ­ნიშ­ნავს. ბევ­რი რამ, რაც უკვე გა­კეთ­და, უნდა გა­და­ი­ხე­დოს, შე­იც­ვა­ლოს ან გა­მოს­წორ­დეს. თუ გყავთ პარტნი­ო­რე­ბი ან გაქვთ ბიზ­ნე­სი სხვა რე­გი­ო­ნებ­ში ან ქა­ლა­ქებ­ში, კი­დევ უფრო ფრთხი­ლად შე­ა­მოწ­მეთ ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბი ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი. თვის ბო­ლოს და­გეგ­მი­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი ან მივ­ლი­ნე­ბე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე უფრო ფრთხი­ლად უნდა და­ი­გეგ­მოს: შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლე­ბე­ბი ან დაგ­ვი­ა­ნე­ბე­ბი. რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რი ყუ­რა­დღე­ბას გა­გა­მახ­ვი­ლე­ბი­ნებთ წარ­სულ კავ­ში­რებ­სა და კონ­ტაქ­ტე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე. თქვენ­თვის სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რა, ვის­თა­ნაც წარ­სულ­ში გქონ­დათ ბიზ­ნე­სი, კო­მუ­ნი­კა­ცია. დე­კემ­ბრის ბო­ლოს შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ ფული იმ სა­მუ­შა­ოს­თვის, რო­მე­ლიც ადრე გა­ა­კე­თეთ. ზო­გი­ერ­თმა შე­საძ­ლოა სხვა სა­მუ­შა­ოს ძებ­ნა და­ი­წყოთ.

სიყ­ვა­რუ­ლი

თქვე­ნი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ამ თვე­ში მშვი­დი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი გახ­დე­ბა და ძი­რი­თა­დად, ეს თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მო­ე­რი­დეთ პარტნი­ორ­თან და­ძა­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებს და თა­ვი­დან აი­ცი­ლეთ კონ­ფლიქ­ტე­ბი. თუ გა­სულ თვე­ში თქვენ შო­რის რა­ი­მე სა­კა­მა­თო სა­კი­თხი იყო, ახლა წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თმევთ მას თავს. ეს თა­ნაბ­რად ეხე­ბა შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­საც და და­ქორ­წი­ნე­ბულ წყვი­ლებ­საც. ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მო­ი­თხოვს თქვენს უშუ­ა­ლო აქ­ტი­უ­რო­ბას, ყუ­რა­დღე­ბას და მა­ტე­რი­ა­ლურ ხარ­ჯებს. წყვი­ლებს, რომ­ლებ­მაც ახ­ლა­ხან და­ი­წყეს ურ­თი­ერ­თო­ბა, შე­საძ­ლოა იყოს გარ­თუ­ლე­ბე­ბი, ზოგ­მა შეხ­ვედ­რე­ბიც კი და­ას­რუ­ლოს. სევ­დი­ა­ნი და­სას­რუ­ლის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, უნდა იფიქ­როთ იმა­ზე, თუ რა გსურთ თქვე­ნი პარტნი­ო­რის­გან და ურ­თი­ერ­თო­ბის­გან და რის გა­ღე­ბას აპი­რებთ თა­ვად. თვის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში სა­სარ­გებ­ლოა ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­მოვ­ლე­ნა: შე­გიძ­ლი­ათ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ესა­უბ­როთ გრძნო­ბებ­ზე, მო­ა­წყოთ რო­მან­ტი­კუ­ლი პა­ემ­ნე­ბი ან შეხ­ვედ­რე­ბი. დე­კემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შე­საძ­ლოა გა­მოჩ­ნდეს ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც ოდეს­ღაც ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ. თქვენ გა­და­სა­წყვე­ტია, გა­ნა­ახ­ლებთ თუ არა ძველ კავ­შირს.

ჯან­მრთე­ლო­ბა

დე­კემ­ბერ­ში თქვე­ნი ენერ­გია აღ­დგე­ბა, ამი­ტომ საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად უნდა გა­მო­ნა­ხოთ დრო დას­ვე­ნე­ბის­თვის. ჯან­მრთე­ლო­ბი­სა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ამ თვე­ში მთა­ვა­რი მი­ზა­ნი უნდა გახ­დეს. პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა და მხი­ა­რუ­ლი გან­წყო­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ გა­უმკლავ­დეთ ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნას. კვე­ბაც არა­ნაკ­ლებ როლს ას­რუ­ლებს: მი­ირ­თვით ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი, უარი თქვით ცხი­მი­ან და ცხა­რე საკ­ვებ­ზე და ფას­ტფუდ­ზე. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ეს რჩე­ვა სა­სარ­გებ­ლოა მათ­თვის, ვი­საც აქვს კუ­ჭის ან ღვიძ­ლის პრობ­ლე­მე­ბი, ან კუჭ-ნაწ­ლა­ვის სხვა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. მო­წამ­ვლის ან ზედ­მე­ტი ჭა­მის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბის­თა­ნა­ვე მი­ი­ღეთ ექი­მის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. გირ­ჩევთ, ამინ­დის მი­ხედ­ვით ჩაც­მას და ფე­ხე­ბის დათ­ბილ­ვას. მო­რი­ელ­მა მან­დი­ლოს­ნებ­მა გა­ით­ვალ­სი­წი­ნეთ, რომ მუდ­მი­ვად მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლის ტა­რე­ბა აზი­ა­ნებს ფე­ხებს. მა­მა­კა­ცებ­მა დე­კემ­ბერ­ში შე­გიძ­ლი­ათ აირ­ჩი­ოთ ახა­ლი დი­ე­ტა და და­ი­წყოთ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი.

13 დე­კემ­ბე­რის შემ­დეგ გა­გიჩ­ნდე­ბათ თქვე­ნი შე­მო­სავ­ლის გაზ­რდის სურ­ვი­ლი და ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც გა­მოჩ­ნდე­ბა. თუ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თის შე­ძე­ნას გეგ­მავთ, მა­შინ გა­მოთ­ვა­ლეთ კარ­გი დღე­ე­ბი და, რაც მთა­ვა­რია, და­ფიქ­რდით, ნამ­დვი­ლად გჭირ­დე­ბათ თუ არა იგი. შე­საძ­ლოა მალე ინა­ნოთ თქვე­ნი ახა­ლი შე­ნა­ძე­ნის გამო. ასე­ვე ამ დღე­ებ­ში სა­სარ­გებ­ლოა ძვე­ლი ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­და­ხედ­ვა და და­ლა­გე­ბა, ყვე­ლა გა­და­სა­ხა­დის და ქვით­რის გა­დახ­და და მო­მა­ვა­ლი ბი­უ­ჯე­ტის და­გეგ­მვა.

27 დე­კემ­ბე­რის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ სი­ახ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­იწ­ვევს დიდ კა­მათს ან უსი­ა­მოვ­ნო რთულ სი­ტუ­ა­ცი­ას. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ თქვენს მიერ შედ­გე­ნილ ან ხელ­მო­წე­რილ დო­კუ­მენ­ტებს. სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა იყოთ, თუ რა არის აღ­წე­რი­ლი ამ დო­კუ­მენ­ტში და რა შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს მას. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მი­ი­ღეთ იუ­რი­დი­უ­ლი რჩე­ვა. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­უქ­მდეს ან გა­და­ი­დოს ადრე და­გეგ­მი­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა, ან გა­და­ი­ხე­დოს ძვე­ლი გეგ­მა. შე­საძ­ლოა, ახა­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­მო­გიჩ­ნდეთ და მო­გი­წი­ოთ შეც­ვა­ლოთ თქვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და სხვაგ­ვა­რად იმოქ­მე­დოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

დეკემბერის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი მორიელებისთვის: “მომართული იქნებით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“

დეკემბერის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი მორიელებისთვის: “მომართული იქნებით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“

2023 წლის ბოლო თვე ბევრი მორიელისთვის აქტიური, ნაყოფიერი მუშაობის პერიოდი იქნება. კონკურენტების გასწრების შანსი არსებობს, რადგან წლის ბოლოს დაგროვილი დაღლილობის მიუხედავად, თქვენი ენერგიის მარაგი საკმაოდ მაღალ დონეზე იქნება. გაანაწილეთ დრო ყველა თქვენს საქმესა და საზრუნავზე, ყურადღება მიაქციეთ ახალ წლამდე გასაკეთებელ ყველა საქმეს. დეკემბერშის მზე გადავა თქვენი ჰოროსკოპის მეორე სახლში, რომელიც პასუხისმგებელია ფინანსებზე. ეს ნიშნავს, რომ მომართული იქნებით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მოგიწევთ დიდი ყურადღება მიაქციოთ თქვენს შემოსავალს და მოძებნოთ შემოსავლის ალტერნატიული წყაროები.

დეკემბრის ფინანსები

ვენერა, რომელიც სიყვარულთან ერთად ასტროლოგიაში ფულსაც განაგებს, მოძრაობს თქვენს ნიშანში. ამიტომ ფინანსური წარმატება და შემოსავლის დონე პირდაპირ იქნება დამოკიდებული თქვენს ძალისხმევასა და შესაძლებლობებზე. ნუ ელით, რომ მიიღებთ დიდ ფინანსურ მხარდაჭერას სხვებისგან ან ვინმე გაჩუქებთ ფულს. ახლა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ თქვენი კეთილდღეობა. დაეთანხმეთ, თუ შემოგთავაზებენ დამატებით სამუშაოს ან ფულის შოვნის სხვა შესაძლებლობებს. ამ დროს შეგიძლიათ ყველა საკამათო ფინანსური საკითხის მოგვარება და წლის შედეგების შეჯამება. თქვენი შემოსავალი არ შემცირდება და ხანდახან ოდნავ გაიზრდება კიდეც. მეორე მხრივ, ხარჯებიც გაიზრდება. ხარჯების უმეტესი ნაწილი ოჯახს, შვილებს და საყვარელი ადამიანების საჭიროებებს მოხმარდება.

ბიზნესი და კარიერა

ვარსკვლავები თვის პირველ ნახევარში პროფესიულ წარმატებას გპირდებიან. ბევრი საკითხი სწრაფად გადაწყდება, დიდი პრობლემები არ არის მოსალოდნელი. თუმცა, 2024 წლის 13 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მერკური იწყებს უკან მოძრაობას, რაც სამსახურში დუნე პერიოდს აღნიშნავს. ბევრი რამ, რაც უკვე გაკეთდა, უნდა გადაიხედოს, შეიცვალოს ან გამოსწორდეს. თუ გყავთ პარტნიორები ან გაქვთ ბიზნესი სხვა რეგიონებში ან ქალაქებში, კიდევ უფრო ფრთხილად შეამოწმეთ ფინანსური დოკუმენტები ან ხელშეკრულებები. თვის ბოლოს დაგეგმილი მოგზაურობები ან მივლინებები ჩვეულებრივზე უფრო ფრთხილად უნდა დაიგეგმოს: შესაძლებელია სხვადასხვა გართულებები ან დაგვიანებები. რეტროგრადული მერკური ყურადღებას გაგამახვილებინებთ წარსულ კავშირებსა და კონტაქტების განახლებაზე. თქვენთვის სასარგებლო იქნება იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვისთანაც წარსულში გქონდათ ბიზნესი, კომუნიკაცია. დეკემბრის ბოლოს შეგიძლიათ მიიღოთ ფული იმ სამუშაოსთვის, რომელიც ადრე გააკეთეთ. ზოგიერთმა შესაძლოა სხვა სამუშაოს ძებნა დაიწყოთ.

სიყვარული

თქვენი პირადი ურთიერთობები ამ თვეში მშვიდი და ჰარმონიული გახდება და ძირითადად, ეს თქვენი დამსახურებაა. მოერიდეთ პარტნიორთან დაძაბულ სიტუაციებს და თავიდან აიცილეთ კონფლიქტები. თუ გასულ თვეში თქვენ შორის რაიმე საკამათო საკითხი იყო, ახლა წარმატებით გაართმევთ მას თავს. ეს თანაბრად ეხება შეყვარებულებსაც და დაქორწინებულ წყვილებსაც. ბავშვებთან ურთიერთობა მოითხოვს თქვენს უშუალო აქტიურობას, ყურადღებას და მატერიალურ ხარჯებს. წყვილებს, რომლებმაც ახლახან დაიწყეს ურთიერთობა, შესაძლოა იყოს გართულებები, ზოგმა შეხვედრებიც კი დაასრულოს. სევდიანი დასასრულის თავიდან ასაცილებლად, უნდა იფიქროთ იმაზე, თუ რა გსურთ თქვენი პარტნიორისგან და ურთიერთობისგან და რის გაღებას აპირებთ თავად. თვის პირველ ნახევარში სასარგებლოა ინიციატივის გამოვლენა: შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს ესაუბროთ გრძნობებზე, მოაწყოთ რომანტიკული პაემნები ან შეხვედრები. დეკემბრის მეორე ნახევარში შესაძლოა გამოჩნდეს ადამიანი, ვისთანაც ოდესღაც ურთიერთობა გქონდათ. თქვენ გადასაწყვეტია, განაახლებთ თუ არა ძველ კავშირს.

ჯანმრთელობა

დეკემბერში თქვენი ენერგია აღდგება, ამიტომ საქმეების კეთების პარალელურად უნდა გამონახოთ დრო დასვენებისთვის. ჯანმრთელობისა გაუმჯობესება ამ თვეში მთავარი მიზანი უნდა გახდეს. პროდუქტიულობა და მხიარული განწყობა დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ყოველდღიურ რუტინას. კვებაც არანაკლებ როლს ასრულებს: მიირთვით ჯანსაღი საკვები, უარი თქვით ცხიმიან და ცხარე საკვებზე და ფასტფუდზე. უპირველეს ყოვლისა, ეს რჩევა სასარგებლოა მათთვის, ვისაც აქვს კუჭის ან ღვიძლის პრობლემები, ან კუჭ-ნაწლავის სხვა ქრონიკული დაავადებები. მოწამვლის ან ზედმეტი ჭამის პირველი ნიშნებისთანავე მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. გირჩევთ, ამინდის მიხედვით ჩაცმას და ფეხების დათბილვას. მორიელმა მანდილოსნებმა გაითვალსიწინეთ, რომ მუდმივად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება აზიანებს ფეხებს. მამაკაცებმა დეკემბერში შეგიძლიათ აირჩიოთ ახალი დიეტა და დაიწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი.

13 დეკემბერის შემდეგ გაგიჩნდებათ თქვენი შემოსავლის გაზრდის სურვილი და ამის შესაძლებლობებიც გამოჩნდება. თუ ძვირად ღირებული ნივთის შეძენას გეგმავთ, მაშინ გამოთვალეთ კარგი დღეები და, რაც მთავარია, დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა იგი. შესაძლოა მალე ინანოთ თქვენი ახალი შენაძენის გამო. ასევე ამ დღეებში სასარგებლოა ძველი ფინანსური დოკუმენტების გადახედვა და დალაგება, ყველა გადასახადის და ქვითრის გადახდა და მომავალი ბიუჯეტის დაგეგმვა.

27 დეკემბერის შემდეგ შეიძლება მიიღოთ სიახლეები, რომლებიც გამოიწვევს დიდ კამათს ან უსიამოვნო რთულ სიტუაციას. ყურადღება მიაქციეთ თქვენს მიერ შედგენილ ან ხელმოწერილ დოკუმენტებს. სრულიად დარწმუნებული უნდა იყოთ, თუ რა არის აღწერილი ამ დოკუმენტში და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას. საჭიროების შემთხვევაში, მიიღეთ იურიდიული რჩევა. ასევე შეიძლება გაუქმდეს ან გადაიდოს ადრე დაგეგმილი მოგზაურობა, ან გადაიხედოს ძველი გეგმა. შესაძლოა, ახალი მოულოდნელი გარემოებები გამოგიჩნდეთ და მოგიწიოთ შეცვალოთ თქვენი პრიორიტეტები და სხვაგვარად იმოქმედოთ.