კუროს, რომელსაც ამ კვირაში შესაძლოა ყოფილი მოენატროს, ვარსკვლავები მკაცრად ურჩევენ, დაიმდაბლოს სიამაყე, სიჯიუტე, და დაურეკოს მას, ვის, გარეშეც ასე უჭირს ცხოვრება. ასეთი მარტივი ნაბიჯით შეძლებთ ცოტა ხნის წინ შერყეული ურთიერთობების გამოსწორებას; საჭირო გახდება მხოლოდ მათი შენარჩუნება სათანადო დონეზე, ჩხუბის გარეშე.
მორიელებს, რაც უფრო ასაკი ემატებათ, მით უფრო უჭირთ საერთო ენის პოვნა პოტენციურ პარტნიორებთან. თუმცა წლების განმავლობაში მათი ნაკადი არ იკლებს - მორიელები მიმზიდველები რჩებიან საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის ნებისმიერ ასაკში. დაფიქრდით, იქნებ ჯობია, მეტად ლმობიერი გახდეთ პოტენციური პარტნიორების მიმართ... თანაც, ასე უფრო ადვილად შეძლებთ სიმარტოვესთან ბრძოლას.
მშვილდოსანმა, რომელსაც სამსახურებრივი რომანი აქვს და თავითაა გადავარდნილი გრძნობებში, ცოტა მაინც უნდა მიმოიხედოს ირგვლივ. თქვენ გჭირდებათ პაუზა, რათა იფიქროთ, რა უნდა გააკეთოთ როდესაც ვნებიანი და მშფოთვარე, მაგრამ, სავარაუდოდ, მოკლევადიანი რომანი დასრულდება. შეძლებთ თუ არა ამის შემდეგ ერთად მუშაობას ისევე მშვიდად, თუ მოგიწევთ სამსახურისთვის თავის დანებება?