კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები

31 მარტს დაბადებულ ადამიანებს აქვთ უნარი დიდი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვით იმუშაონ

31 მარტს დაბადებულ ადამიანებს აქვთ უნარი დიდი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვით იმუშაონ

მარტი (ლათ. Martius) გრიგორიანული კალენდრის მესამე თვეა. სახელწოდება ომის რომაული ღვთაების მარსის მიხედვით ეწოდა, რომელიც იმ დროს ასევე გაზაფხულისა და მიწათმოქმედების ღმერთად ითვლებოდა. იანვრისა და თებერვლის დამატებამდე მარტი იყო კალენდრის პირველი თვე. მარტის ძველქართული სახელწოდებაა მირკანი. მარტის თვე ორ რადიკალურად განსხვავებული ბუნების ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს - თევზებს და ვერძს. თევზები სენსიტიური, რბილი, დამყოლი ნიშანია. ვერძი კი შემტევი, აქტიური და გარკვეულწილად აგრესიული.

  • როგორია 31 მარტს დაბადებული ადამიანი

31 მარტს დაბადებული ადამიანები ძალიან პრაქტიკულები და შრომისმოყვარეები არიან. მათ აქვთ უნარი, ხანგრძლივი დროის მანძილზე, საკმაოდ დიდი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვით იმუშაონ სასურველი მიზნის მისაღწევად. თუმცა ჯგუფში მუშაობა უფრო უადვილდებათ, ვიდრე ინდივიდუალური გზით სიარული.