შაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 09:02-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 15:50-ზე
საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა კამათში, მაშინაც კი, თუ თემა გაინტერესებთ და, რაც მთავარია, სათქმელი გაქვთ: ემოციების სიმძაფრემ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი, რომელიც ძვირად დაგიჯდებათ.
არ უნდა აიძულოთ საკუთარი თავი, რომ შეასრულოთ ის იმუშაო მაშინ, როცა ეს აბსოლუტურად არ გსურთ, თუნდაც ეს მხოლოდ საშინაო ვალდებულებებს ეხებოდეს: როცა თავს დაღლილად გრძნობთ, მიატოვეთ ყველაფერი და დაისვენეთ.
დღეს მნიშვნელოვანია, თავი შეიკაოთ უარყოფითი სიტყვებისა და აზრებისგან: მათ შეუძლიათ მატერიალიზება, ვინმესთვის ზიანის მიყენება, შემდეგ კი ენერგეტიკული ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ.
ახალი - საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური - პროექტების განხორციელება დღეს არ უნდა დაიწყოთ - მიუხედავად დასვენების დღისა - ამისთვის არახელსაყრელი გარემოებები იქნება, ამიტომ ჯობია დღე დაუთმოთ დასვენებას.
შეეცადეთ არ შეექმნათ კონფლიქტი საყვარელ ადამიანებთან, მაშინაც კი, თუ მოგეჩვენებათ, რომ ისინი ცუდად იქცევიან: ისინი დიდი ხნით დაიმახსოვრებენ წყენას და რომ მოგინდეთ, სწრაფად ვერ დაამყარებთ მათთან მშვიდობას.
კატეგორიულად არ არის რეკომენდებული რეაგირება ახლობლების კრიტიკულ შენიშვნებზე და არც მათზე, ვისაც არ იცნობთ: მათ არაფერი იციან თქვენს რეალურ ძლიერ და სუსტ მხარეებთან.
არასასურველია ზოგიერთი მეგობრის სხვებთან განხილვა და დაგმობა: გაიხსენეთ ადამიანური ფაქტორი, რის შედეგადაც ყველაფერი, რასაც ამბობთ, თითქმის მაშინვე გახდება ცნობილი დაინტერესებული მხარისთვის.
აუცილებლად უნდა მოძებნოთ ისეთი აქტივობა, რომელიც გაგიფანტავთ უსიამოვნო ფიქრებს. გააკეთეთ ის, რასაც სასიამოვნო ემოციები მოაქვს, რაც დღის ნეგატივს პოზიტივით ჩაანაცვლებს.
დღეს გონებრივი და ფიზიკური აქტიურობა ერთმანეთს უნდა შეუნაცვლოთ. როცა ერთით დაიღლებით, მეორეს მიუბრუნდით და ასე საღამომდე. საღამოს ყველა საქმე მოითავეთ, რომ თქვენს ნიშანში ახალმთვარეობას მსუბუქად შეხვდეთ.
როგორც არ უნდა წარიმართოს თქვენი ცხოვრება ამ დღეს, დაუთმეთ ის ბიზნესს: რა თქმა უნდა, დასვენების დღეა, მაგრამ ეს ფაქტორი არასოდეს ყოფილა თქვენთვის შემაფერხებელი და გარდა ამისა, დღეს იმუშავებთ მარტივად და სიამოვნებით.
სისუსტე, რომელსაც დილით იგრძნობთ, დაღლილობის გამოა: ბოლო დროს ძალიან ბევრს შრომობდით, ამიტომ დღევანდელი დღე დასვენებას უნდა დაუთმოთ.
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევა სხვა დროისთვის უნდა გადაიტანოთ: დღევანდელი დღის ენერგიები ისეთია, რომ ერთმანეთთან საერთო ენას ვერ იპოვით და ერთმანეთს დიდი ხნით დაცილდებით.