24 დეკემბერს დაბადებულ ადამიანს აქვს სურვილი ყოველთვის მიიღოს უფრო მეტი

24 დეკემბერს დაბადებულ ადამიანს აქვს სურვილი ყოველთვის მიიღოს უფრო მეტი

დეკემბერი, მეათე თვეა რომაული კალენდრის მიხედვით (ლათინურად decem — ათი), გრეგორიანული კალენდრით კი მეთორმეტე თვედ ითვლება. მისით სრულდება წელიწადი. იგი გარკვეულწილად შემაჯამებელი თვეა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავხედოთ მთელი წლის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს და დასკვნები სწორად გამოვიტანოთ, საიმისოდ რომ მომდევნო წელი გაცილებით უფრო წარმატებული იყოს ჩვენთვის. დეკემბერი ქართული წარმართული კალენდრით — ტირისდენი, ქრისტიანობიდან მომდინარე ხალხური სახელწოდება — ქრისტეშობისთვეა. ასტროლოგიურად ეს თვე ორ, რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს - თავქარიან, ოპტიმისტ, მაწანწალა მშვილდოსანს და ფრთხილ, დაკვირვებულ, კონსერვატორ თხის რქას აერთიანებს. რომელთათვისაც საერთო ხასიათის თვისებად, მიზანსწრაფულობა შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა მიზნისკენ სავალი გზები და მეთოდები ორივესთვის სხვადასხვაა.

როგორია 24 დეკემბერს დაბადებული ადამიანი

24 დეკემბერს დაბადებული ადამიანები ცხოვრებისადმი ოპტიმისტური მიდგომითა და ენერგიულობით გამოირჩევიან. მათ უმრავლესობას გააჩნია კარგი ვერბალური კომუნიკაციის უნარი და ქარიზმა, რის ხარჯზეც ეს ხალხი ოსტატურად იკაფავს გზას კარიერულ კიბეზე. თუმცა, გადამეტებულმა ამბიციებმა და სურვილმა, ყოველთვის მიიღონ უფრო მეტი, შესაძლოა ამ ხალხის გარშემო პროფესიული მტრების დიდი რაოდენობა დააგროვოს.