ავტორი:

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული თევზებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული თევზებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

თევზები - ხარი

მოთმინებით აღიჭურვეთ, გამოავლინეთ შრომისმოყვარება, იყავით დაკვირვებული. გარშემო მყოფების, საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორების თვალში იდეალურად უნდა გამოიყურებოდეთ. დაარეგულირეთ დამოკიდებულება მათთან, ვისთანაც ადრე კონფლიქტი გქონდათ. მეგობრული იყავით უფროსთან, კოლეგებთან. გამოიყენეთ გავლენიანი ახლობლების მხარდაჭერა, რომ წარმატებას მიაღწიოთ. მარტოხელები იყავით მიზანმიმართული, რომ დაწყვილდეთ. დაქორწინებულებმა მოინდომეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში იდილიამ დაისადგუროს.

თევზები - დრაკონი

სიურპრიზებით აღსავსე წელი გელით, მოსაწყენად ვერ მოიცლით. მოემზადეთ კარდინალური ცვლილებებისთვის. შეხვედრების, მიმოსვლების წელი დაგიდგათ. დაისახეთ მიზანი, რომელიც წარმატებას მოგიტანთ. ყოველ თვეში შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. პირად ცხოვრებაში იყავით დამთმობი და მოსიყვარულე. ეს მარტოხელებსაც გეხებათ და დაწყვილებულებსაც. დაარწმუნეთ პარტნიორი, რომ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა უკეთესი იქნება ორივესთვის.

თევზები - ცხენი

სტაბილური წელი დაგიდგათ. თუ შიშებს დაძლევთ და მზად იქნებით სიახლეებისთვის, არც მწვერვალების დაპყრობა გაგიჭირდებათ. სამსახურში კონცენტრირებული უნდა იყოთ, ეცადეთ, კოლეგებიც აიყოლიოთ, რომ უკეთესი შედეგი მიიღოთ. სასურველს რომ მიაღწიოთ, ხანდახან კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდეთ. საყვარელი ადამიანის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. დაქორწინებულების ცხოვრებაში იდილია დაისადგურებს. მარტოხელები საიმედო, მოსიყვარულე და ყურადღებიან მეორე ნახევარს შეხვდებით.

თევზები - ვეფხვი

თავდაჯერებულად და მიზანმიმართულად უნდა იმოქმედოთ. აკონტროლეთ ემოციები, იყავით მეგობრული. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და კარიერაში წარმატებასაც მიაღწევთ. გახსოვდეთ, რომ საქმეები ბევრ დროს წაგართმევთ და ეცადეთ, დრო და ძალა სწორად გადაანაწილოთ. მარტოხელებს პირად ცხოვრებაში შეიძლება ხშირად მოგიწიოთ პარტნიორების შეცვლამ. თქვენი ბრალი არაა, სტაბილური ურთიერთობების ძიებაში ხართ. დაქორწინებულებს რომანტიკული თავგადასავლები და მეუღლის ღალატი შეიძლება ცუდად შემოგიბრუნდეთ.

თევზები - ძაღლი

თამამად მოირგეთ ლიდერის, ხელმძღვანლის პოზიცია. გწამდეთ საკუთარი ძალების და მიზანმიმართულად იმოქმედეთ. საკმაოდ ჭკვიანი და გამოცდილი ხართ და ახალ ჩრდილში დგომის დრო არაა. გაიმყარეთ პოზიცია. შეიძლება პერიოდულად ახლობების დახმარებაც მოგიწიოთ. ხანდახან კი ისეთი საქმის კეთება მოგიწევთ, რაც ადრე არარეალურად მიგაჩნდათ. თუ სირთულეების ბარიერებს გადალახავთ, მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწევთ. თან სითბო და მოფერება გსურთ და თან პირველი ნაბიჯის გადადგმის გეშინიათ. გამოავლინეთ ინიციატივა, რისკი გამართლებულია.

თევზები - თხა

პირადი ცხოვრება წლის უმთავრესი საზრუნავი გახდება. როცა სიყვარულში იდილიაა, საქმეებსაც კარგად უმკლავდებით, მაგრამ... თუ მატერიალური კეთილდღეობის მიღწევა გსურთ და დაწინაურება, გრძნობები ცოტა ხნით გვერდზე უნდა ჩააჩოჩოთ. სასურველის მისაღწევად გამოიყენეთ გავლენიანი მეგობრების მხარდაჭერა. გახშირდება შეხვედრები, მივლინება, არ იზარმაცოთ და არ თქვათ უარი. გამონახეთ დრო თვითგანვითარებისთვის. წვრილი უსიამოვების გამო ხელს ნუ ჩაიქნევთ მიზანზე. წლის მმართველს მშრომელი და მიზანმიმართული ხალხი უყვარს. ვნების ქარცეცხლში აღმოჩნდებით. მარტოხელებს რომანტიკული თავგადასავლები გელით. დაოჯახებულები მეორე თფლობის თვეს მოიწყობთ.

თევზები - კურდღელი

მიზანმიმართულ და შრომისმოყვარე ნიშნებს გამარჯვების შესაძლებლობა გეძლევათ. იყავით დაკვირვებული, გათვალეთ თითოეული ნაბიჯი უნდა შეგეძლოთ სიტუაციის მიხედვით მოქმედება. კომუნიკაბელურობა და დეტალებზე დაკვირვება დაგეხმარებათ, რომ კარიერულ წინსვლას მიაღწიოთ. შანსი მოგეცემათ, განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები. მარტოხელები მოემზადეთ მეწყვილის ძიებისთვის. მზრუნველებს მიანიჭეთ უპირატესობა. დაწყვილებულება მეტი დრო გაატარეთ ერთად, თბილად და ტკბილად.

თევზები - მამალი

დაივიწყეთ ყველა მავნე ჩვევა, ნუ მოუსმენთ მოშურნეებს, არ მიაქციოთ ყურადღება "რას იტყვის ხალხი" და აკეთეთ ის, რაც თქვენი წარმატებისთვის, მიზნების განხორციელბისთვის, ბედნიერებისთვაა კარგი. თვითდისციპლინას ცუდი ჯერ არავისთვის მოუტანია. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გავლენიან ახლობლებთან, იზრუნეთ, რომ დაიმეგობროთ საჭირო ადამიანები. მოიმატებს საქმიანი შეხვედრები, შემოთავაზებები, მივლინება. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. შეგეცვლებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისდამი. შეიძლება რომანი გააჩაღოთ დიდი ხნის მეგობართან. დაოჯახებულების ცხოვრებაში იდილია დაისადგურებს.

თევზები - ვირთხა

ცნობისმოყვარეობა გამოავლინეთ, იყავით მიზნამიმართული, რომ განვითარდეთ, დაწინაურდეთ, მიიღოთ სასურველი. იმუშავეთ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე. მეტად გამოავლინეთ თქვენი ერუდიცია, უნდა შეგეძლოთ სიტუაციაში სწრაფად და დაკვირვებულად მოქმედება. მარტოხელებს რომანტიკული, მაგრამ სერიოზული ურთიერთობების დაწყება მოგინდებათ. ნუ ეძებთ იდეალს, უნდა შეგეძლოთ ადამიანის მისი უარყოფითი თვისებებით მიღება.

თევზები - გველი

კარდინალური ცვლილებების დრო დაგიდგათ და რაც მთავარია, თავად მზად ხართ მოქმედებისთვის. იყავით მობილიზებული, რომ განახორციელოთ გრანდიოზული, ორიგინალური პროექტები. სამსახურში გაიმყარეთ პოზიციები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უფროსთან, კოლეგებთან. კონკურენტებს დიპლომატიურად, გონივრულად ებრძოლეთ. უნდა შეგეძლოთ სიტუაციაში ლავირება. რაც უფრო მომთმენი იქნებით საყვარელი ადამიანის მიმართ, მით გაგიუმჯობესდებათ მასთან დამოკიდებულება. მოემზადეთ, წლის ბოლოს სიყვარულის დღესასწაული ქორწინებით უნდა დააგვირგვინოთ.

თევზები - ღორი

პირველ ეტაპზე სოციალური აქტიურობა გადიდგა. თქვენ კარგად გრძნობთ გარშემო მყოფების განწყობას, გაქვთ თანადგომის უნარი და ეს ბევრ რამეში დაგეხმარებათ. გააქტიურდით, რომ განახორციელოთ ახალი პროექტები, რეალიზდეთ და თანაც, საზოგადოებაში პოპულარობა მოიპოვოთ. ეცადეთ, გაააუმჯობესოთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. შეთახმებულად იმუშავეთ ახალ პროექტებზე, იყავით მომართული გამარჯვებაზე. მარტოხელებს დაწყვილება არ გაგიჭირდებათ. დაქორწინებულები შთამომავლების გამრავლებაზე დაფიქრდებით. ზოგი კი უკვე 2021-შო გახდება მშობელი.

თევზები - მაიმუნი

მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. იყავით აქტიური, მზად სიახლეებისთვის, ახალი მწვერვალების დაპყრობისთვის. მოერიდეთ საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების მოტყუებას. არც იზარმაცოთ. ნებისმიერ სიტუაციაში იმოქმედეთ სამართლიანად. არ გირჩევთ, საკუთარი საქმეების მოგვარების სხვებისთვის გადაბარებას. ნუ მიითვისებთ სხვის გამარჯვებას. თუ ფულის ფლანგვას გადაეჩვევით, კაპიტალის დაგროვებას შეძლებთ. პირად ცხოვრებაში უსიამოვნებები მხოლოდ დაუფიქრებლობის გამო შეიძლება მოგივიდეთ. იყავით მობილიზებული, რომ რომანტიკულმა სფერომ სიამოვნება მოგანიჭოთ.

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული მერწყულებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული მშვილდოსნებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული ლომებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი