ავტორი:

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული ქალწულებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული ქალწულებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

ქალწული - ხარი

წარმატებული წელი გელით, განსაკუთრებით, თუ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ხართ. მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი. გარშემო მყოფების აზრი მოისმინეთ და გაანალიზეთ ცივი გონებით. ითამაშეთ წესების გათვალისწინებით, მაგრამ საკუთარი თავი არ დააზარალოთ. კარგი წელი დაგიდგათ მათ, ვინც მაღალი თანამდებობის დაკავებას, პირადი ბიზნესის დაწყებას ფიქრობთ. სამსახურში პასუხისმგებლობა მოგემატებათ. ნებისმიერი დავალება პასუხისმგებლიანად შეასრულეთ. თავისუფალი დრო შინ გაატარეთ. იყავით მობილიზებული, რომ შინ ჰარმონიამ დაისადგუროს.

ქალწული - ცხენი

რაც უფრო მიზანმიმართული და შრომისმოყვარე იქნებით, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ. ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნეთ ხალისიანი განწყობა. იყავით პრაქტიკული, რაც დაგეხმარებათ, გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. დაგროვილი ფული დააბანდეთ ბინის რემონტში, სახლში კომფორტის შექმნაში. ხშირად იყავთ ახლობლების გვერდით. ოჯახთან ერთად დაისვენეთ, ხშირად გაანებივრეთ სიურპრიზებით. სასიყვარულო ურთიერთობის შესანარჩუნებლად მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს.

ქალწული - დრაკონი

რაც გსურთ, ყველაფერს მშვიდად და ნაკლები შრომით მიიღებთ. ზოგიერთს ცხოვრების გასაუმჯობესებელი შანსი მოგეცემათ. სამსახურის საქმეებში ნურავის ენდობით, საკუთარ თავის გარდა. ფული დაუგეგმავ საყიდლებზეც კი გეყოფათ. წარმატება ელით სამსახურის მაძიებლებს, შესაფერის ადგილს მიიღებთ. საყვარელი ადამიანი გაანებივრეთ სიურპრიზებით. მარტოხელები მზად იყავით რომანტიკული ნაცნობობისთვის.

ქალწული - ვირთხა

გარშემო მყოფების პატივისცემას დაიმსახურებთ. მეტად გამოავლინეთ დახვეწილი მანერები, დაეხმარეთ შეძლებისდაგვარად. მიუხედავად იმისა რომ სიმართლის თქმა გიყვართ, დიპლომატიურობა ჯობია. მიღებულ ინფორმაციას სხვების საზიანოდ ნუ გამოიყენებთ. გამოიყენეთ ყველა საშუალება, რომ დაწინაურდეთ. პირად ცხოვრებაში ნუ ეძებთ იდეალებს, დაატკბეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

ქალწული - გველი

მეტად მომთმენი უნდა გახდეთ. დავალებები პასუხისმგებლობით შეასრულეთ, რთული ვალდებულებების შერულებას ნუ შეუშინდებით, თქვენ ყველაფერი გამოგივათ. შეიკავეთ ემოციები, როცა გარშემო მყოფები ჭკუას გარიგებენ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უფროსთან, კოლეგებთან. ინტუიციას ენდეთ და მტრებს და აფერისტებს მარტივად გაუმკლავდებით. გაუფრთხილდით თქვენს სიყვარულს. მარტოხელები ისეთ ადამიანს შეხვდებით, ვის გამო თავისუფლებას დაემშვიდობებით.

ქალწული - კურდღელი

ცხოვრების გამხიარულება და ხანდახან რისკიც კი მოგინდებათ. საქმეები არსად გაგექცევათ, უარს ნუ იტყვით სრულყოფილ დასვენებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხელფასს წამში ხარჯავთ, ფინანსურად მყარად იქნებით. თუ გსურთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ჰარმონიული გაგიხდეთ, გაითვალისწინეთ მისი სურვილები.

ქალწული - თხა

ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ. ნუ შეგეშინდებათ კონკურენციის, თქვენ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება გაქვთ, რომ სასურველს მიაღწიოთ. კარიერული წინსვლა პირველ ადგილზე დააყენეთ. ფულს ნუ გაფლანგავთ. გათვალეთ თითოეული ნაბიჯი და თითოეული თეთრიც. გსურთ, რომ გვერდით ერთგული პარტნიორი გყავდეთ და სავარაუდოდ, ასეთს წელს შეხვდებით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ჰარმონიული გახდება, ისევე როგორც მის ნათესავებთან.

ქალწული - ძაღლი

გარშემო მყოფები აღფრთოვანებული არიან თქვენი უნარით, როგორ შეგიძლიათ აკონტროლოთ ემოციები და შეინარჩუნოთ სიმშვიდე. გირჩევთ, წელსაც ასე გააგრძელოთ. გულწრფელობა და ლოიალურობა ბევრს მიგაღწევინებთ. თამამი პროექტების რეალიზების წელი დაგიდგათ. ზოგიერთს მაღალ თანამდებობასაც კი შესთავაზებენ. თავისუფალი დრო ჰობის დაუთმეთ. მოწყდით სამუშაოს და ხშირად გადით ქუჩაში. გაიჩინეთ ახალი მეგობრები. პირად ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები არ გელით. შეინარჩუნეთ არსებული რომანტიკული ურთიერთობა.

ქალწული - მაიმუნი

სიცოცხლის ხალისიანობა და ოპტიმისტური განწყობა უამრავ დაბრკოლებას გადაგალახვინებთ. წვრილ-წვრილი უსიამოვნებები დაუყოვნებლივ მოაგვარეთ. სამსახურში მეტად გამოავლინეთ პროფესიონალიზმი, ინტელექტი. ხშირად დაგებადებათ საინტერესო იდეები და მათ განხორციელებას ნუ გადადებთ. პირად ცხოვრებაში ნურაფრის გეშინიათ, მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებული ხართ, დაქორწინებას არ ჩქარობთ.

ქალწული - ვეფხვი

სამსახურის საქმეებზე იქნებით კონცენტრირებული. სანამ ახალ საქმეს დაიწყებდეთ, ყველა დეტალი გათვალეთ; ყველა წვრილმანი გაითვალისწინეთ. ზოგჯერ ისიც კი უნდა "დაინახოთ" რა იქნება მომდევნო ნაბიჯის შემდეგ. ფული გექნებათ, თუ არ გაფლანგავთ. უქმეებზე მოიწყვეთ დასვენება, გაისეირნეთ ბუნებაში, მოინახულეთ საინტერესო. დაქორწინებულებმა ოჯახთან ერთად. მარტოხელები კი გააქტიურდით, რომ დაწყვილდეთ და ბედნიერებას მიაგნოთ.

ქალწული - მამალი

მოერიდეთ გარშემო მყოფების კრიტიკას, მათთან კამათს. დიპლომატიურად დაიცავით თქვენი მოსაზრება და ეცადეთ, არ გაიფუჭოთ არავისთან დამოკიდებულება. ნათესავები მუდმივად ეცდებიან თქვენს დახმარებას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, მეტად დააფასეთ. მარტოხელებს არ გაგიჭირდებათ სასურველი პიროვნების გულის მოგება. იყავით ორიენტირებული სერიოზულ ურთიერთობაზე.

ქალწული - ღორი

ფინანსურ სფეროში საქმე იდეალურად გაქვთ. წლის ბოლოს მცირე კაპიტალის დაგროვებასაც კი შეძლებთ. დახარჯეთ დანაზოგი საბინაო საკითხების მოგვარებაზე. შეიძლება ახლობლების დახმარება მოგიწიოთ. მეტად მოინდომეთ, რომ დაწინაურდეთ, მიიღოთ სასურველი თანამდებობა. ყველაზე ბედნიერად თავს საყვარელი ადამიანისა და ერთგული მეგობრების გვერდით იგრძნობთ. თქვენი სახლი თქვენი ციხესიმაგრე გახდება, სადაც სიმშვიდე და ბედნიერება გელოდებათ.

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული სასწორებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული კუროებისთვის - აღმოსავლური ჰოროსკოპი

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული თხის რქებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი