პარასკევი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 12:24-ზე, მთვარე სასწორშია
ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ მოწევას, სმას. კარგია პლასტიკური ოპერაციების ჩატარება, კბილებზე მკურნალობა. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
ვერძი
ვინმემ შეიძლება გთხოვოთ დახმარება. უარს ნუ იტყვით, თუ შესაძლებლობა გაქვთ: ეს გაგიძლიერებთ ავტორიტეტს და გამბედაობას მოგცემთ. სამსახურში ყველაფერი კარგად მიდის. შეიძლება შემოგთავაზონ საინტერესო, პერსპექტიული პროექტები. წვრილმან პრობლემებს სწრაფად და ეფექტურად მოაგვარებთ.
კურო
დღეს შინაგან თავისუფლებას და სიმსუბუქეს იგრძნობთ. არ დაივიწყოთ თქვენი პასუხისმგებლობა, შეასრულეთ დანაპირები. ვარსკვლავები არ გირჩევენ სესხის აღებას ან ინვესტიციების განხორციელებას. საინტერესო იქნება კომუნიკაცია და ახალი ნაცნობობა.
ტყუპი
იმისათვის, რომ უფრო ეფექტურად იმუშაოთ, დაიცავით წესები და არ გასცდეთ დადგენილ საზღვრებს. ნუ იტყვით უარს თქვენს გეგმებზე, თუ ყველაფერი პირველ ჯერზე არ გამოგივათ. დაჟინებულობა და მონდომება სირთულეების გადალახვაში და მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
მეტი დრო დაუთმეთ თქვენს გარეგნობას. გარშემო მყოფები ამას დღეს დიდ ყურადღებას მიაქცევენ, ამიტომ თავი თავდაჯერებულად და მშვიდად უნდა იგრძნოთ. იფიქრეთ თქვენს სიტყვებსა და ქმედებებზე, ნუ იმოქმედებთ იმპულსურად. კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად.
ლომი
დაიცავით ყველა შეთანხმება და წესი, ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს თქვენს საქმიანობაში. თუნდაც სირთულეების გადალახვამ მოგიწიოთ, შემაწუხებელ შეფერხებებს დადებითად მოეპყარით და ყველაფერში სარგებელი ეძებეთ. სჯობს ემოციებს აკონტროლოთ და კომუნიკაციაში უფრო თავშეკავებული იყოთ. ნუ დაიწყებთ კამათს, იყავით თავაზიანი.
ქალწული
მიჰყევით მითითებებს, დაიცავით წესები. პრობლემების მოსაგვარებლად ძალისხმევა მოგიწევთ, მაგრამ დღეს დიდი ძალა და ენერგია გაქვთ. 12 ივლისს ინტუიცია მაღალ დონეზეა, ამიტომ უნდა მოუსმინოთ მას. კარგი დროა საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბრისთვის.
სასწორი
იმისთვის, რომ დღემ კარგად ჩაიაროს, გამოიყენეთ ნაცნობი მეთოდები და არ დაარღვიოთ შეთანხმებები. გამოიყენეთ თქვენი ხიბლი სასარგებლო კონტაქტების დასამყარებლად და ახალი თანამოაზრეების მოსაძებნად. დღეს შეგიძლიათ დაიწყოთ ვარჯიში და ჩაეწეროთ სასწავლო კურსებზე.
მორიელი
დღე არ არის შესაფერისი ექსპერიმენტებისთვის ან რაიმე სიახლეებისთვის. განაგრძეთ ჩვეული მეთოდით მუშაობა კომფორტული ტემპში. შედეგისადმი თქვენი ინტერესი და აქტიური პოზიცია მოიზიდავს სწორ, პროფესიონალ ადამიანებს. დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან.
მშვილდოსანი
უნდა იყოთ პასუხისმგებლიანი და სერიოზულად მოეკიდოთ თქვენს საქმეს. პერიოდულად დაისვენეთ და მოუსმინეთ რას გრძნობთ, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი დატვირთვა და შეინარჩუნოთ ენერგიულობა. თქვენი მხიარული განწყობა კომუნიკაციაში დაგეხმარებათ.
თხის რქა
დღეს უფრო ეკონომიურად უნდა დახარჯოთ ფული და აიცილოთ ფუჭი ხარჯები. იგივე ეხება თქვენს შიდა რესურსებს: გაუმკლავდით მხოლოდ აუცილებელ საკითხებს, ნუ ეცდებით რაც შეიძლება მეტის გაკეთებას. ყურადღება მიაქციეთ პატარა დეტალებს: ისინი მნიშვნელოვანი იქნება.
მერწყული
აკონტროლეთ ყველა პროცესი, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები და არ დაარღვიოთ გრაფიკი. შეეცადეთ დაიცვათ ყველა შეთანხმება და არ დაარღვიოთ დადგენილი წესები. ვარსკვლავები გირჩევენ, მოუსმინოთ საუბრებს: შეგიძლიათ გაიგოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. საღამო ოჯახთან ერთად გაატარეთ.
თევზები
მოგიწევთ დიდი დრო დაუთმოთ სხვისი პრობლემების გადაჭრას და სხვისი შეცდომების გამოსწორებას. ეს არ იქნება რთული და ის ასევე შეგმატებთ თავდაჯერებულობას და აგიმაღლებთ ავტორიტეტს. ზედმეტმა სტრესმა შეიძლება განწყობის გაუარესება გამოიწვიოს. ასე რომ არ დაივიწყოთ დასვენება.