მომღერალმა ქეთა თოფურიამ შვილებისთვის ორი უჩვეულო მაიმუნი შეიძინა. ამის შესახებ მომღერალმა გადაცემაში "შენ არ დაიჯერებ!" განაცხადა.
თოფურიას ძალიან უყვარს ცხოველები, ამიტომ მათ ყურადღებით ეპყრობა. მან ახალი შინაური ცხოველები დიდ ტერარიუმში მოათავსა, რათა ბავშვებს მათთვის ზიანი არ მიეყენებინათ. მომღერლის თქმით, მის შვილებს იმედი ჰქონდათ, რომ მაიმუნები მოშინაურებულები იქნებოდნენ და მათთან ერთად ითამაშებდნენ, მაგრამ "რაღაც არ გამოვიდა".
"მე ძალიან მიყვარს ცხოველები, ამიტომ ძალიან არ მინდოდა, შეეშინებინათ, ზიანი მიეყენებინათ, რადგან ისინი (ბავშვები) მაშინვე დაიწყებდნენ მათზე ხელით შეხებას, ხელში აყვანას. ამიტომ მინდოდა ზრდასრულები შემეძინა, რომლებიც თავად შეძლებდნენ თავის დაცვას. პრინციპში, ასეც მოხდა", - გააზიარა არტისტმა.
თოფურიას თქმით, მაიმუნებს სპეციალურად შემუშავებული მენიუ აქვთ: საუზმეზე ფაფასა და ხაჭოს ჭამენ, სადილზე - მოხარშულ კვერცხებს და ქათმის ხორცს ბოსტნეულით, დესერტად - ვაშლებს, ბანანებს და მსხლებს.
"ისინი ძალიან საყვარლები არიან. არ არიან მოშინაურებულები, არ უყვართ თამაში. მაგრამ უყვართ შორიდან დაკვირვება, მულტფილმების ყურება. ისინი პირდაპირ ბავშვებივით არიან. ერთი ერთში", - განაცხადა შემსრულებელმა.
მომღერალმა ცოტა ხნის წინ, რუსულ მედიასთან ისაუბრა, რომ ოთხწლიანი მშენებლობის შემდეგ, მოსკოვის გარეუბანში მათი სახლი დასრულდა და მალე ახალმოსახლეობას იზეიმებს. ადგილობრივი მედია წერს, რომ "მიშა და გრიშამ, სწორედ ამ ზღაპრულ ვილაში დაიდეს ბინა, სადაც თოფურია ჟურნალისტებს მალე უმასპინძლებს".
თოფურია 2020 წლიდან დაქორწინებულია ბიზნესმენ ლევ დენგოვზე. 2021 წელს წყვილს ვაჟი ადამი შეეძინა. მომღერალს ასევე ჰყავს ქალიშვილი ოლივია ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან პირველი ქორწინებიდან. 2024 წლის ივლისში მომღერალმა მეორე ქალიშვილი ნიკოლი გააჩინა.
წაიკითხეთ ასევე: