მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11 მაისის ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან - რა ელის მსოფლიოს, საქართველოს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
11 მაისის ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან - რა ელის მსოფლიოს, საქართველოს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი 11 მა­ისს მო­სა­ლოდ­ნე­ლი ახალმთვა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ წერს და ზო­დი­ა­ქოს თი­თო­ე­ულ ნი­შანს რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლევს:

  • გა­სუ­ლი ახალმთვა­რე­ო­ბის ანა­ლი­ზი

სა­ნამ 11 მა­ი­სის ახალმთვა­რე­ო­ბას გან­ვი­ხი­ლავთ, მა­ნამ­დე გა­დავ­ხე­დოთ წინა, 12 აპ­რი­ლის ახალმთვა­რე­ო­ბის პე­რი­ოდს და ერ­თგვა­რი ანა­ლი­ზი გა­ვა­კე­თოთ.

გა­სუ­ლი, 12 აპ­რი­ლის ახალმთვა­რე­ო­ბა ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში იყო და რო­გორც დავ­წე­რე წინა პროგ­ნოზ­ში, ის "აგ­რე­სი­უ­ლი" და ხი­ფა­თი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და, ასეც მოხ­და. გა­სუ­ლი ახალმთვა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში მსოფ­ლი­ო­ში რამ­დე­ნი­მე "ხმა­უ­რი­ა­ნი" მოვ­ლე­ნა იყო:

• ხან­ძა­რი და აფეთ­ქე­ბა ბაღ­და­დის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში (მსხვერ­პლი: 82 ადა­მი­ა­ნი);

• ჭყლე­ტა ის­რა­ელ­ში ლაგ ბა-ომე­რის დღე­სას­წა­ულ­ზე (მსხვერ­პლი: 45 ადა­მი­ა­ნი);

• ინ­დო­ნე­ზი­ი­ის კუთ­ვნი­ლი წყალ­ქვე­შა ნა­ვის ჩა­ძირ­ვა კუნ­ძულ ბა­ლის­თან (მსხვერ­პლი: 53 ადა­მი­ა­ნი);

• ბრა­ზი­ლი­ა­ში პო­ლი­ცი­ა­სა და ნარ­კო­კარ­ტელს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა (მსხვერ­პლი: 22 ადა­მი­ა­ნი), რა­საც ბრა­ზი­ლი­ა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო უდი­დე­სი საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი მოჰ­ყვა;

• ინ­დო­ეთ­ში კო­ვი­დის გავ­რცე­ლე­ბის პიკი (მხო­ლოდ 24.04. -08.05 შუ­ა­ლედ­ში 5,5 მი­ლი­ონ­ზე მეტი ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა);

• ევ­რო­პი­სა და რუ­სე­თის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ომი.

  • მო­სა­ლოდ­ნე­ლი ახალმთვა­რე­ო­ბა

რაც შე­ე­ხე­ბა ახალმთვა­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც 11 მა­ისს (თბი­ლი­სის დრო­ით 23:00 სა­ათ­ზე) იქ­ნე­ბა. ეს ახალმთვა­რე­ო­ბა წინ უს­წრებს მთვა­რი­სა და მზის დაბ­ნე­ლე­ბე­ბის "დე­რე­ფანს" (მთვა­რე - 26 მა­ისს, ხოლო მზის - 10 ივ­ნისს დაბ­ნელ­დე­ბა). ას­ტრო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით მსგავ­სი პე­რი­ო­დი ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ეს არის ასე ვთქვათ, დაბ­ნე­ლე­ბე­ბის წინა, "მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი" პე­რი­ო­დია (თუ ახალმთვა­რე­ო­ბის გავ­ლე­ნა და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა, მზის ან მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბით უკვე ექ­ვსთვი­ა­ნი პე­რი­ო­დის მო­სა­ლოდ­ნელ ას­ტრო­ლო­გი­ურ ტენ­დენ­ცი­ებ­ზე შეგ­ვიძ­ლია ვიმ­სჯე­ლოთ). აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს მი­ნი­მუმ 2021 წლის ნო­ემ­ბრამ­დე შექ­მნილ პო­ლი­ტი­კურ თუ ეკო­ნო­მი­კურ პრო­ცე­სებ­ზე.

  • ახალმთვა­რე­ო­ბა და მსოფ­ლიო

11 მა­ი­სის ახალმთვა­რე­ო­ბა კუ­როს ზო­დი­ა­ქოს 22-ე გრა­დუს­ში იქ­ნე­ბა. ეს მი­ა­ნიშ­ნებს ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის და­მუხ­რუ­ჭე­ბას და ფი­ნან­სებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის გამ­ძაფ­რე­ბას. ბევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა. წინ წა­მო­ი­წევს ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი, აშ­კა­რა გაჩ­ნდე­ბა კრი­ზი­სის ნიშ­ნე­ბი, ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ბა­ზარ­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ინ­დექ­სე­ბის დაბ­ლა და­წე­ვა ან სე­რი­ო­ზუ­ლი ვარ­დნა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეკო­ნი­მი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი და ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი დიდი ყუ­რა­დღე­ბით უნდა იმარ­თოს, რის­კზე წას­ვლა გო­ნივ­რუ­ლად უნდა მოხ­დეს, რად­გან წინ­და­უ­ხე­დავ ნა­ბი­ჯებს ეკო­ნო­მი­კა­ში, ბიზ­ნეს­ში თუ კო­მერ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში მო­მენ­ტა­ლუ­რი ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა.

ეს ახალმთვა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით ნე­გა­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა შემ­დე­გი ქვეყ­ნე­ბის­თვის და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის­თვის:

• ჩრდი­ლო­ე­თი ამე­რი­კა: ჰა­ვაი, ალი­ას­კა და კა­ლი­ფორ­ნია;

• სამ­ხრეთ ამე­რი­კა: ბრა­ზი­ლია;

• ევ­რო­პა: ჩრდი­ლო­ეთ ინ­გლი­სი, შოტ­ლან­დია და სკან­დი­ნა­ვი­უ­რი ქვეყ­ნე­ბის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წი­ლი;

• აფ­რი­კა: სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა, ბოსტვა­ნა, ზიმ­ბაბ­ვე, ზამ­ბია, ტან­ზა­ნია, კე­ნია, ეთი­ო­პია, ჯი­ბუ­ტი, მა­და­გას­კა­რი;

• აზია: იე­მე­ნი, სა­უ­დის არა­ბე­თი, ირა­ნი, რუ­სე­თი (ციმ­ბი­რი, შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თი), თურ­ქმე­ნე­თი, ყა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი, ტა­ჯი­კე­თი, აღ­მო­სავ­ლეთ ავ­ღა­ნე­თი, და­სავ­ლეთ პა­კის­ტა­ნი, აღ­მო­სავ­ლეთ ნე­პა­ლი, ინ­დო­ე­თი, ია­პო­ნია (ჰო­კა­ი­დო, ჩრდი­ლო­ეთ ჰონ­სიუ)

• ავ­სტრა­ლია, ახა­ლი ზე­ლან­დია, სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლე­ბი

  • ახალმთვა­რე­ო­ბა და სა­ქარ­თვე­ლო

სა­ქარ­თვე­ლოს მუნ­და­ნურ ჰო­როს­კოპ­ში ეს ახალმთვა­რე­ო­ბა მე-11 სახ­ლში იქ­ნე­ბა, ამი­ტომ უახ­ლე­სი ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ბევ­რი სი­ახ­ლე ვი­ხი­ლოთ არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო მუ­შა­ო­ბა­ში, არა­მედ სა­ქა­ლა­ქო და სა­სოფ­ლო მუ­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში. არ გა­მო­ი­რი­ცხე­ბა მა­ი­სის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ან ივ­ნი­სის პირ­ველ დე­კა­და­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­მე­ლი­მე მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნი­დან საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის ვი­ზი­ტიც ვი­ხი­ლოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

11 მაისის ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან - რა ელის მსოფლიოს, საქართველოს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

11 მაისის ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან - რა ელის მსოფლიოს, საქართველოს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ასტროლოგი რამაზ გიგაური 11 მაისს მოსალოდნელი ახალმთვარეობის შესახებ წერს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს რეკომენდაციას აძლევს:

  • გასული ახალმთვარეობის ანალიზი

სანამ 11 მაისის ახალმთვარეობას განვიხილავთ, მანამდე გადავხედოთ წინა, 12 აპრილის ახალმთვარეობის პერიოდს და ერთგვარი ანალიზი გავაკეთოთ.

გასული, 12 აპრილის ახალმთვარეობა ვერძის ზოდიაქოში იყო და როგორც დავწერე წინა პროგნოზში, ის „აგრესიული“ და ხიფათიანი იქნებოდა, ასეც მოხდა. გასული ახალმთვარეობის პერიოდში მსოფლიოში რამდენიმე „ხმაურიანი“ მოვლენა იყო:

• ხანძარი და აფეთქება ბაღდადის ერთ-ერთ საავადმყოფოში (მსხვერპლი: 82 ადამიანი);

• ჭყლეტა ისრაელში ლაგ ბა-ომერის დღესასწაულზე (მსხვერპლი: 45 ადამიანი);

• ინდონეზიიის კუთვნილი წყალქვეშა ნავის ჩაძირვა კუნძულ ბალისთან (მსხვერპლი: 53 ადამიანი);

• ბრაზილიაში პოლიციასა და ნარკოკარტელს შორის შეიარაღებული დაპირისპირება (მსხვერპლი: 22 ადამიანი), რასაც ბრაზილიაში ხელისუფლების საწინააღმდეგო უდიდესი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა;

• ინდოეთში კოვიდის გავრცელების პიკი (მხოლოდ 24.04. -08.05 შუალედში 5,5 მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევა);

• ევროპისა და რუსეთის დიპლომატიური ომი.

  • მოსალოდნელი ახალმთვარეობა

რაც შეეხება ახალმთვარეობას, რომელიც 11 მაისს (თბილისის დროით 23:00 საათზე) იქნება. ეს ახალმთვარეობა წინ უსწრებს მთვარისა და მზის დაბნელებების „დერეფანს“ (მთვარე - 26 მაისს, ხოლო მზის - 10 ივნისს დაბნელდება). ასტროლოგიური თვალსაზრისით მსგავსი პერიოდი ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ასე ვთქვათ, დაბნელებების წინა, „მოსამზადებელი“ პერიოდია (თუ ახალმთვარეობის გავლენა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გრძელდება, მზის ან მთვარის დაბნელებით უკვე ექვსთვიანი პერიოდის მოსალოდნელ ასტროლოგიურ ტენდენციებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ). აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში განვითარებული მოვლენები გავლენას მოახდენს მინიმუმ 2021 წლის ნოემბრამდე შექმნილ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე.

  • ახალმთვარეობა და მსოფლიო

11 მაისის ახალმთვარეობა კუროს ზოდიაქოს 22-ე გრადუსში იქნება. ეს მიანიშნებს ეკონომიკური პროცესების დამუხრუჭებას და ფინანსებთან მიმართებაში გარკვეული კრიზისული სიტუაციების გამძაფრებას. ბევრი სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მოსალოდნელია სისტემური პრობლემების შექმნა. წინ წამოიწევს ეკონომიკური საკითხები, აშკარა გაჩნდება კრიზისის ნიშნები, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მოსალოდნელია ინდექსების დაბლა დაწევა ან სერიოზული ვარდნა. აქედან გამომდინარე ეკონიმიკური პროცესები და ფინანსური საკითხები დიდი ყურადღებით უნდა იმართოს, რისკზე წასვლა გონივრულად უნდა მოხდეს, რადგან წინდაუხედავ ნაბიჯებს ეკონომიკაში, ბიზნესში თუ კომერციულ გარიგებებში მომენტალური ნეგატიური შედეგი მოჰყვება.

ეს ახალმთვარეობა შედარებით ნეგატიური იქნება შემდეგი ქვეყნებისთვის და ტერიტორიებისთვის:

• ჩრდილოეთი ამერიკა: ჰავაი, ალიასკა და კალიფორნია;

• სამხრეთ ამერიკა: ბრაზილია;

• ევროპა: ჩრდილოეთ ინგლისი, შოტლანდია და სკანდინავიური ქვეყნების ჩრდილოეთ ნაწილი;

• აფრიკა: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ბოსტვანა, ზიმბაბვე, ზამბია, ტანზანია, კენია, ეთიოპია, ჯიბუტი, მადაგასკარი;

• აზია: იემენი, საუდის არაბეთი, ირანი, რუსეთი (ციმბირი, შორეული აღმოსავლეთი), თურქმენეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, აღმოსავლეთ ავღანეთი, დასავლეთ პაკისტანი, აღმოსავლეთ ნეპალი, ინდოეთი, იაპონია (ჰოკაიდო, ჩრდილოეთ ჰონსიუ)

• ავსტრალია, ახალი ზელანდია, სოლომონის კუნძულები

  • ახალმთვარეობა და საქართველო

საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში ეს ახალმთვარეობა მე-11 სახლში იქნება, ამიტომ უახლესი ერთი თვის განმავლობაში მოსალოდნელია ბევრი სიახლე ვიხილოთ არა მხოლოდ საქართველოს საპარლამენტო მუშაობაში, არამედ საქალაქო და სასოფლო მუციპალიტეტებში. არ გამოირიცხება მაისის მეორე ნახევარში ან ივნისის პირველ დეკადაში საქართველოში რომელიმე მეგობარი ქვეყნიდან საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირის ვიზიტიც ვიხილოთ.

ფული, ჯანმრთელობა და პირადი ცხოვრება - როგორია მაისის სასიყვარულო და ფინანსური ასტროპროგნოზი

27 აპრილის ვარდისფერი სუპერსავსემთვარეობა - რას უნდა ველოდეთ მისგან და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი - რას ურჩევენ ასტროლოგები ზოდიაქო ნიშნებს