პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანთან რომანი შეიძლება იქცეს თქვენთვის "თავის ტკივილად"
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანთან  რომანი შეიძლება იქცეს თქვენთვის "თავის ტკივილად"

და­მე­თან­ხმე­ბით ალ­ბათ, არ­სე­ბობს ამ­ქვეყ­ნად სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ე­ბი, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ ფა­ტა­ლიზმს ეფუძ­ნე­ბა. ორი ადა­მი­ა­ნი ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე ვერ ძლებს, თუმ­ცა, ერ­თად ყოფ­ნაც მათ­თვის დიდი ომი და გა­მოწ­ვე­ვაა. დღეს გვინ­და ზუს­ტად ასეთ წყვი­ლებ­ზე გე­სა­უბ­როთ და გი­თხრათ, ვის­თან შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს თქვენ­თვის რო­მა­ნი სა­ბე­დის­წე­რო.

ვერ­ძი - მო­რი­ე­ლი

უძ­ლი­ე­რე­სი სექ­სუ­ა­ლუ­რი მი­ზი­დუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამ წყვილ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია მუდ­მი­ვი ომი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გამო. ეჭ­ვი­ა­ნი მო­რი­ე­ლი და თავ­ნე­ბა ვერ­ძი აუ­ცი­ლებ­ლად და­ე­ჯა­ხე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს "რქე­ბით", რაც სა­ბო­ლო­ოდ მო­რი­ე­ლის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­დე­ბა.

კურო - მშვილ­დო­სა­ნი

მე­სა­კუთ­რე, სტა­ბი­ლუ­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი კურო წყო­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იყ­ვა­ნოს თავ­ქა­რი­ან­მა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკონ­ტრო­ლო მშვილ­დო­სან­მა. მათი სიყ­ვა­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს მძაფ­რი, ინ­ტენ­სი­უ­რი, მაგ­რამ ერთ ჭერ­ქვეშ ცხოვ­რე­ბა ამ წყვილს ნაკ­ლე­ბად გა­მო­უ­ვა ხა­სი­ა­თებ­ში მკვეთ­რი გან­სხვა­ვე­ბის გამო.

ტყუ­პი - თხის რქა

ერთ-ერთი რთუ­ლი წყვი­ლია. თავ­ქა­რი­ან, მარ­ტივ ტყუპს თხის რქა ათას­ნა­ირ შე­ზღუდ­ვებს და­უ­წე­სებს. ის აუ­ცი­ლებ­ლად ეც­დე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე მო­ირ­გოს ტყუ­პი, რაც, რაღა თქმა უნდა, უშე­დე­გო მცდე­ლო­ბაა.

კირჩხი­ბი - მერ­წყუ­ლი

მათ შო­რის და­წყე­ბუ­ლი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ხში­რად სი­ძულ­ვილ­ში გა­და­იზ­რდე­ბა. მერ­წყუ­ლი თა­ვი­დან­ვე შე­ეც­დე­ბა მარ­თოს კირჩხი­ბი, რაც ამ უკა­ნას­კნელ­ში ეჭ­ვებ­სა და გა­უ­ცხო­ე­ბას გა­მო­იწ­ვევს. მერ­წყუ­ლი ვე­რა­სო­დეს შეძ­ლებს გა­ი­გოს კირჩხი­ბის სენ­სი­ტი­უ­რი ბუ­ნე­ბა და ხში­რად მი­ა­ყე­ნებს მას გა­მო­უს­წო­რე­ბელ დარ­ტყმას თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე.

ლომი - თევ­ზე­ბი

ამ ორის ურ­თი­ერ­თო­ბა "ცივი ომის" ფონ­ზე ვი­თარ­დე­ბა. ამა­ყი და ცოტა უტაქ­ტო ლომი, ხში­რად მი­ა­ყე­ნებს ტკი­ვილს ემო­ცი­უ­რად ლა­ბი­ლურ თევ­ზებს. ის კი თა­ვის მხრივ აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ი­კე­ტე­ბა და ომს დუ­მი­ლის ფონ­ზე გა­მო­უ­ცხა­დებს, რის გა­მოც ლომი თავს სა­შინ­ლად დამ­ნა­შა­ვედ იგ­რძნობს. თუმ­ცა, მათ არა­სო­დეს მი­ე­ცე­მათ გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ქალ­წუ­ლი - ვერ­ძი

ქალ­წუ­ლი ბუ­ნე­ბით მშე­ნე­ბე­ლი და შემგრო­ვე­ბე­ლია, ვერ­ძი კი თა­ვის მხრივ ყო­ველ­თვის "და­ან­გრევს" მის აგე­ბულს; რო­გორც პირ­და­პი­რი, ისე გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით. ამას­თან ერ­თად, ვერ­ძი ქალ­წუ­ლის მეწვრილ­მა­ნე­ო­ბას გა­მოჰ­ყავს წყო­ბი­დან, ქალ­წულს კი არა­სო­დეს ელე­ვა შე­ნიშ­ვნე­ბი ვერ­ძის ინ­ფან­ტი­ლუ­რო­ბის გამო.

სას­წო­რი - კურო

მათ ერ­თად ყოფ­ნას არ აქვს პერ­სპექ­ტი­ვა. იმი­ტომ რომ, არა­სო­დეს გა­მოს­დით პრობ­ლე­მებს გა­უმკლავ­დნენ შე­თან­ხმე­ბუ­ლად და ერ­თობ­ლი­ვად. მათი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

მო­რი­ე­ლი - ტყუ­პი

ტყუ­პი მო­რი­ე­ლის­თვის ვექ­ტო­რუ­ლად "ბა­ტო­ნია", ამი­ტომ ასე­თი კავ­ში­რი მო­რი­ე­ლის­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლია ჯო­ჯო­ხე­თად იქ­ცეს. ისი­ნი შე­საძ­ლოა ვნე­ბი­ან­მა რო­მან­მა და­ა­კავ­ში­როს, მაგ­რამ თავ­ქა­რი­ა­ნი და არას­ტა­ბი­ლუ­რი ტყუ­პი მო­რი­ელს სე­რი­ო­ზულ ნერ­ვულ აშ­ლი­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვანს.

მშვილ­დო­სა­ნი - კირჩხი­ბი

ფა­ტა­ლუ­რი რო­მა­ნი ამ ორს შო­რის გარ­და­უ­ვა­ლია. კირჩხი­ბი, რო­მე­ლიც ბუ­ნე­ბით მე­სა­კუთ­რე და ეჭ­ვი­ა­ნია, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ეც­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე მშვილ­დოს­ნის­თვის "ეჟ­ვა­ნის შებ­მას", რაც აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა დიდი კონ­ფლიქ­ტით.

თხის რქა - ლომი

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ თა­ვი­სე­ბუ­რი შე­ნე­ლე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის ბომ­ბია ეს კავ­ში­რი. წყვილს შო­რის ძალ­ზე ხში­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყო­ფი­თი წვრილ­მა­ნე­ბის გამო წარ­მო­იქ­მნე­ბა უთან­ხმო­ე­ბა. ლომი ვერ იღებს ცივი თხის რქის­გან საკ­მა­რის სით­ბოს, თხის რქას კი სა­შინ­ლად აღი­ზი­ა­ნებს ლო­მის ეგო­ის­ტუ­რი გა­მოხ­დო­მე­ბი.

მერ­წყუ­ლი - ქალ­წუ­ლი

რთუ­ლი და ორი­ვე მხა­რის­თვის სა­ხი­ფა­თო კავ­ში­რია. მერ­წყუ­ლი ქალ­წულ­ზე ისე მოქ­მე­დებს, რო­გორც ენერ­გო­ვამ­პი­რი. შე­დე­გად ვი­ღებთ მუდ­მი­ვად ერ­თმა­ნე­თით უკ­მა­ყო­ფი­ლო წყვილს, რო­მე­ლიც ვერც შორ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს და ვერც მშვი­დად თა­ნა­არ­სე­ბობს.

თევ­ზე­ბი - სას­წო­რი

ამ წყვილ­ში თევ­ზებს დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბა ელო­დე­ბა. სას­წორს არ ეს­მის თევ­ზე­ბის ემო­ცი­უ­რი ბუ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, იგი მალე ცივ­დე­ბა პარტნი­ო­რის მი­მართ. თევ­ზე­ბი კი თა­ვის მხრივ ის­ტე­რი­უ­ლად ეჭი­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რის გა­დარ­ჩე­ნის მცდე­ლო­ბას.

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანთან რომანი შეიძლება იქცეს თქვენთვის "თავის ტკივილად"

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანთან  რომანი შეიძლება იქცეს თქვენთვის "თავის ტკივილად"

დამეთანხმებით ალბათ, არსებობს ამქვეყნად სასიყვარულო ისტორიები, რომელიც გარკვეულ ფატალიზმს ეფუძნება. ორი ადამიანი ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებს, თუმცა, ერთად ყოფნაც მათთვის დიდი ომი და გამოწვევაა. დღეს გვინდა ზუსტად ასეთ წყვილებზე გესაუბროთ და გითხრათ, ვისთან შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის რომანი საბედისწერო.

ვერძი - მორიელი

უძლიერესი სექსუალური მიზიდულობის მიუხედავად, ამ წყვილში მოსალოდნელია მუდმივი ომი ძალაუფლების გამო. ეჭვიანი მორიელი და თავნება ვერძი აუცილებლად დაეჯახებიან ერთმანეთს "რქებით", რაც საბოლოოდ მორიელის გამარჯვებით დასრულდება.

კურო - მშვილდოსანი

მესაკუთრე, სტაბილურობის მოყვარული კურო წყობიდან შეიძლება გამოიყვანოს თავქარიანმა და აბსოლუტურად უკონტროლო მშვილდოსანმა. მათი სიყვარული შეიძლება იყოს მძაფრი, ინტენსიური, მაგრამ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ამ წყვილს ნაკლებად გამოუვა ხასიათებში მკვეთრი განსხვავების გამო.

ტყუპი - თხის რქა

ერთ-ერთი რთული წყვილია. თავქარიან, მარტივ ტყუპს თხის რქა ათასნაირ შეზღუდვებს დაუწესებს. ის აუცილებლად ეცდება საკუთარ თავზე მოირგოს ტყუპი, რაც, რაღა თქმა უნდა, უშედეგო მცდელობაა.

კირჩხიბი - მერწყული

მათ შორის დაწყებული დიდი სიყვარული ხშირად სიძულვილში გადაიზრდება. მერწყული თავიდანვე შეეცდება მართოს კირჩხიბი, რაც ამ უკანასკნელში ეჭვებსა და გაუცხოებას გამოიწვევს. მერწყული ვერასოდეს შეძლებს გაიგოს კირჩხიბის სენსიტიური ბუნება და ხშირად მიაყენებს მას გამოუსწორებელ დარტყმას თავმოყვარეობაზე.

ლომი - თევზები

ამ ორის ურთიერთობა "ცივი ომის" ფონზე ვითარდება. ამაყი და ცოტა უტაქტო ლომი, ხშირად მიაყენებს ტკივილს ემოციურად ლაბილურ თევზებს. ის კი თავის მხრივ აუცილებლად ჩაიკეტება და ომს დუმილის ფონზე გამოუცხადებს, რის გამოც ლომი თავს საშინლად დამნაშავედ იგრძნობს. თუმცა, მათ არასოდეს მიეცემათ გულახდილად საუბრის საშუალება.

ქალწული - ვერძი

ქალწული ბუნებით მშენებელი და შემგროვებელია, ვერძი კი თავის მხრივ ყოველთვის "დაანგრევს" მის აგებულს; როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ამასთან ერთად, ვერძი ქალწულის მეწვრილმანეობას გამოჰყავს წყობიდან, ქალწულს კი არასოდეს ელევა შენიშვნები ვერძის ინფანტილურობის გამო.

სასწორი - კურო

მათ ერთად ყოფნას არ აქვს პერსპექტივა. იმიტომ რომ, არასოდეს გამოსდით პრობლემებს გაუმკლავდნენ შეთანხმებულად და ერთობლივად. მათი ცხოვრებისეული ფასეულობები და პრიორიტეტებიც აბსოლუტურად განსხვავებულია.

მორიელი - ტყუპი

ტყუპი მორიელისთვის ვექტორულად "ბატონია", ამიტომ ასეთი კავშირი მორიელისთვის შესაძლებელია ჯოჯოხეთად იქცეს. ისინი შესაძლოა ვნებიანმა რომანმა დააკავშიროს, მაგრამ თავქარიანი და არასტაბილური ტყუპი მორიელს სერიოზულ ნერვულ აშლილობამდე მიიყვანს.

მშვილდოსანი - კირჩხიბი

ფატალური რომანი ამ ორს შორის გარდაუვალია. კირჩხიბი, რომელიც ბუნებით მესაკუთრე და ეჭვიანია, აუცილებლად შეეცდება თავისუფლებისმოყვარე მშვილდოსნისთვის "ეჟვანის შებმას", რაც აუცილებლად დასრულდება დიდი კონფლიქტით.

თხის რქა - ლომი

შეიძლება ითქვას, რომ თავისებური შენელებული მოქმედების ბომბია ეს კავშირი. წყვილს შორის ძალზე ხშირად აბსოლუტურად ყოფითი წვრილმანების გამო წარმოიქმნება უთანხმოება. ლომი ვერ იღებს ცივი თხის რქისგან საკმარის სითბოს, თხის რქას კი საშინლად აღიზიანებს ლომის ეგოისტური გამოხდომები.

მერწყული - ქალწული

რთული და ორივე მხარისთვის სახიფათო კავშირია. მერწყული ქალწულზე ისე მოქმედებს, როგორც ენერგოვამპირი. შედეგად ვიღებთ მუდმივად ერთმანეთით უკმაყოფილო წყვილს, რომელიც ვერც შორდება ერთმანეთს და ვერც მშვიდად თანაარსებობს.

თევზები - სასწორი

ამ წყვილში თევზებს დიდი იმედგაცრუება ელოდება. სასწორს არ ესმის თევზების ემოციური ბუნება, შესაბამისად, იგი მალე ცივდება პარტნიორის მიმართ. თევზები კი თავის მხრივ ისტერიულად ეჭიდება არსებული კავშირის გადარჩენის მცდელობას.

როგორ ეწყობა მერწყული ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი საუკეთესო პარტნიორი და ვისთან ელის მას სირთულეები

როგორ ეწყობა თევზები ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვის ესმის მისი უსიტყვოდ და ვინ არის საუკეთესო პარტნიორი

როგორ ეთავსება თხის რქა ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - როგორი პარტნიორია ის სიყვარულში და ვინაა მისი საუკეთესო მეწყვილე