პოლიტიკა
კონფლიქტები
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოდიაქოს პატარძლები
ზოდიაქოს პატარძლები

ვერ­ძი

- და­ბა­დე­ბი­დან კა­რი­ე­რის­ტი და აქ­ტი­უ­რია, ძა­ლი­ან უყ­ვარს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, ამი­ტომ კაცი რო­მე­ლიც მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას შე­ზღუ­დავს, ან ამ ფაქ­ტით და­ე­მუქ­რე­ბა მა­ინც, მის­თვის მძი­მე ბორ­კი­ლებ­თან ასო­ცირ­დე­ბა. სა­ი­მი­სოდ რომ იგი თქვენს მა­ხე­ში გა­ა­ბათ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქორ­წი­ნე­ბამ­დე მა­ინც და­უ­ფიქ­სი­როთ ის, რომ პა­ტივს სცემთ მის პი­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ბავ­შვე­ბის გა­ჩე­ნის შემ­დე­გაც არ და­ა­ძა­ლებთ სახ­ლში ჯდო­მას და დი­ა­სახ­ლი­სის ფუნ­ქცი­ე­ბის შე­თავ­სე­ბას. სა­ქორ­წი­ნო კაბა ექ­სტრა­ორ­დი­ნა­ლუ­რი და გა­მორ­ჩე­უ­ლი უნდა იყოს. უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს არას­ტან­დარ­ტულ მო­დე­ლებს.

Astrologia

კურო - მის­თვის ოჯა­ხის დე­დო­ბა და დი­ა­სახ­ლი­სო­ბა ორ­გა­ნუ­ლი და ბუ­ნებ­რი­ვი რა­მაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იგი კა­რი­ე­რა­საც არა­ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით იკე­თებს, საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის და მო­მა­ვა­ლი ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის შე­უძ­ლია, უარი თქვას აქ­ტი­ურ სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ზე და სა­ნი­მუ­შო დი­ა­სახ­ლი­სის როლი ოს­ტა­ტუ­რად მო­ირ­გოს. მოს­წონს სტა­ბი­ლუ­რი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და სო­ლი­დუ­რი მა­მა­კა­ცე­ბი. ანუ ისი­ნი, ვი­საც მი­წა­ზე მყა­რად დგო­მის პრობ­ლე­მა არ გა­აჩ­ნია. სა­ქორ­წი­ნო კაბა ტრა­დი­ცი­უ­ლი, მდიდ­რუ­ლი ფაქ­ტუ­რის მქო­ნე და რაც მთა­ვა­რია ისე­თი უნდა იყოს რომ მის ქა­ლურ ფორ­მებს ხაზი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­უს­ვას და გა­მოკ­ვე­თოს.

Astrologia

ტყუ­პე­ბი - თავ­ქა­რი­ა­ნი, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე, მრა­ვალ­მხრი­ვი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რია. ქორ­წი­ნე­ბა ამ სი­ტყვის ტრა­დი­ცი­უ­ლი გა­გე­ბით, მას­ში ზრდას­რულ ასა­კამ­დე შო­კურ-ფსი­ქო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბას იწ­ვევს. ეს იმი­ტომ, რომ პა­ნი­კუ­რად ეში­ნია ოჯა­ხუ­რი რუ­ტი­ნის და ერ­თფე­როვ­ნე­ბის, რო­მე­ლიც მისი აზ­რით თა­ვად ქორ­წი­ნე­ბის ფაქტს მოს­დევს უკან და მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში თან­ხმდე­ბა უღელ­ში თა­ვის გა­ყო­ფას, თუკი მე­უღ­ლე მა­სა­ვით მრა­ვალ­მხრი­ვი და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდე­ბა. სა­ქორ­წი­ნო კაბა მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი უნდა იყოს, რათა ხელი არ შე­უ­შა­ლოს ტყუპ ქალს, სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ა­ლი­სას თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა­სა და ცეკ­ვა-თა­მაშ­ში.

კირჩხი­ბი

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მო­წო­დე­ბით დედა, დი­ა­სახ­ლი­სი და ცო­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქორ­წი­ნე­ბა მის­თვის ისე­თი­ვე ბუ­ნებ­რი­ვი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი რა­მაა, რო­გორც დი­ლის ყავა ან ლან­ჩი შეს­ვე­ნე­ბი­სას. ოჯა­ხის გა­რე­შე თავს სრულ­ფა­სო­ვან ქა­ლად იშ­ვი­ა­თად მი­იჩ­ნევს და თუ წვრილ­შვი­ლი­ა­ნი დე­დის როლს, მა­ინც არ­ჩევს კა­რი­ე­რა გა­ი­კე­თოს, ეს იმი­ტომ რომ მის გარ­შე­მო შე­სა­ფე­რი­სი "კან­დი­და­ტუ­რა" ჯერ არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. სა­ქორ­წი­ნო კა­ბას დიდი მონ­დო­მე­ბით და პრე­ტენ­ზი­ით არ­ჩევს, ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდ იყოს მე­უღ­ლის, დე­დის, დე­ი­დის, დე­დამ­თი­ლის, მუ­ლის და სხვა დი­დად პა­ტივ­ცე­მულ ნა­თე­სა­ვებ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი მო­დე­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი გრძე­ლი შლე­ი­ფით, ფა­ტით და ა.შ

Astrologia

ლომი

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ბა­დე­ბი­დან აღ­მერ­თებს ყო­ველ­გვა­რი სა­ხის ხმა­უ­რი­ან დღე­სას­წა­უ­ლებს და ლა­მა­ზად გა­ფორ­მე­ბულ, პომ­პე­ზურ ცე­რე­მო­ნი­ებს, უღელ­ში შებ­მას იშ­ვი­თად ჩქა­რობს. ეს იმი­ტომ, რომ მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ცხოვ­რე­ბა­ში რა­ი­მე სა­ხის სტა­ტუსს მი­აღ­წი­ოს, ხოლო მარ­ტო­ო­დენ ვი­ღა­ცის ცო­ლო­ბა და შტამ­პი პას­პორ­ტში ნამ­დვი­ლად არ არის ჭეშ­მა­რი­ტი ძუ ლო­მის­თვის ოც­ნე­ბე­ბის ზღვა­რი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ იგი უკვე შემ­დგა­რი კა­რე­ი­ე­რის მქო­ნე გა­და­წყვეტს და­ქორ­წინ­დეს საყ­ვა­რელ მა­მა­კაც­ზე, მისი ქორ­წი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის შე­დევ­რი, რო­გორც ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ისე სცე­ნოგ­რა­ფი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით. სა­ქორ­წი­ნო კაბა კი, უძ­ვირ­ფა­სე­სი მა­სა­ლის და ბრენ­დუ­ლი ხა­რის­ხის.

Astrologia

ქალ­წუ­ლი

- მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლის შერ­ჩე­ვის სა­კითხს ისე ეკი­დე­ბა, რო­გორც მარ­კეტ­ში საღი რძის პრო­დუქ­ტის ყიდ­ვის პრო­ცე­დუ­რას. ღმერ­თმა ნუ ქნას ვა­და­გა­სუ­ლი, უხა­რის­ხო ან უგე­მუ­რი რომ შე­მო­ა­ჩე­ჩონ ხელ­ში, მერე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უნდა და­ი­ტან­ჯოს გუ­ლის რე­ვის შეგ­რძნე­ბით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ მას პო­ტენ­ცი­უ­რი მე­ო­რე ნა­ხევ­რის სი­ჯან­სა­ღე­ში ეჭვი არ ეპა­რე­ბა, მთე­ლი მონ­დო­მე­ბით და მე­თო­დუ­რო­ბით შე­უდ­გე­ბა მო­მა­ვა­ლი სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ა­ლის­თვის მზა­დე­ბას. სა­კუ­თა­რი ხე­ლით მორ­თავს მა­გი­დებს სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ, იზ­რუ­ნებს სუფ­რის სერ­ვი­რე­ბა­სა და ათას­გვარ წვრილ­მან-მსხვილ­მან დე­ტალ­ზე. მათ შო­რის კა­ბა­ზეც, რომ­ლის ხა­რისხსაც ნა­კე­რე­ბის სი­ზუს­ტით და ქსო­ვი­ლის ფაქ­ტუ­რის ქი­მი­ურ-ბი­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის ანა­ლი­ზით გა­და­ა­მოწ­მებს.

Astrologia

სას­წო­რი - მის­თვის პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა უფე­რუ­ლი და მო­სა­წყე­ნია. ამი­ტომ იგი ყო­ველ­თვის ცდი­ლობს იყოს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ოჯა­ხის შექ­მნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე ად­ვი­ლად ვე­რა­სო­დეს მი­დის, სა­კუ­თა­რი მერ­ყე­ვი ხა­სი­ა­თის გამო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი მო­რი­გი "ლოვ-სთო­რის" წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბა, მთლი­ა­ნად პარტნი­ო­რის ინი­ცი­ა­ტი­ვი­ა­ნო­ბას და პრინ­ცი­პუ­ლო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სა­მა­გი­ე­როდ, თუ ეს პუნ­ქტი უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ მოგ­ვადრდა, სას­წო­რის ნიჭი ყვე­ლა­ფერ­ში ჰარ­მო­ნია და სი­ლა­მა­ზე ეძე­ბოს, სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ა­ლის და­გეგვმა­სა და ჰა­ე­რო­ვა­ნი, მო­დის უკა­ნას­კნე­ლი ტენ­დეც­ნი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი კა­ბის არ­ჩე­ვა­ში სრულ­ფა­სოვ­ნად გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

Astrologia

მო­რი­ე­ლი

- მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტე­ბის (მარ­სი-პლუ­ტო­ნი) მიერ ნა­ბო­ძებ მა­მა­კა­ცუ­რი ხა­სი­ა­თის შტრი­ხებს, ქალი მო­რი­ე­ლი სა­კუ­თა­რი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბის და მაგ­ნე­ტიზ­მის ნიღ­ბის უკან ოს­ტა­ტუ­რად მა­ლავს. თუმ­ცა საკ­მა­რი­სია ჰო­რი­ზონტზე მის­თვის შე­სა­ფე­რი­სი მა­მა­კა­ცი გა­მოჩ­ნდეს, რომ იგი მის მო­სა­ნა­დი­რებ­ლად "მძი­მე არ­ტი­ლე­რი­ა­საც" აქ­ტი­უ­რად ჩარ­თავს. ამი­ტომ სა­ბო­ლო­ოდ ვინ, ვის აი­ძუ­ლა და­ქორ­წი­ნე­ბა ძნე­ლი გა­სარ­კვე­ვი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ამას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არც აქვს, მთა­ვა­რია ის, რომ მი­სით "ტო­ტა­ლუ­რად მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი" მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი აქ­ტი­უ­რად შე­უდ­გე­ბა სა­ქორ­წი­ნო სამ­ზა­დისს, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად დი­ნა­მი­უ­რი, ხმა­უ­რი­ა­ნი და არას­ტან­დარ­ტუ­ლი უნდა იყოს, კაბა კი რაც შე­იძ­ლე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი, ეფექ­ტუ­რი და მდიდ­რუ­ლი.

მშვილ­დო­სან ი - მას რომ ჰკი­თხოთ ქორ­წი­ნე­ბა არაფ­რის მომ­ცე­მი და მძი­მე ტვირ­თია, რო­მელ­საც რა­ტომ­ღაც ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით იკი­დე­ბენ ზურ­გზე ჩერ­ჩე­ტი ქა­ლე­ბი, მათ შო­რის თვი­თონ. თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ფაქ­ტი ფაქ­ტად რჩე­ბა, მშვილ­დო­სა­ნი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა­ში, ქორ­წი­ნე­ბის ფაქტს არა ერთხელ ან ორ­ჯერ, ხან­და­ხან სამ­ჯე­რაც კი აქვს ად­გი­ლი, თუმ­ცა სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ა­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის რო­გორც წესი, მას დრო არა­სო­დეს რჩე­ბა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში სა­კურ­თხე­ველ­თან, ნაც­ვლად ელე­გან­ტუ­რი მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლი­სა, იგი სუ­ლაც კე­დე­ბით გა­მო­ცხად­დეს.

Astrologia

თხის რქა

- სა­ი­მი­სოდ რომ მა­მა­კა­ცის მი­მართ სე­რი­ო­ზუ­ლი გრძნო­ბა გა­უჩ­ნდეს, რა­მაც თა­ვის მხრივ ქორ­წი­ნე­ბამ­დე უნდა მი­იყ­ვა­ნოს საქ­მე, თხის რქას ამ უკა­ნას­კნე­ლის სა­ბან­კო ანაგ­რი­შის და კა­რი­ე­რულ სარ­ბი­ელ­ზე სიმ­ყა­რის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბი ესა­ჭი­რო­ე­ბა. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ფიქ­რდე­ბა იგი, სით­ბო­თი და ყუ­რა­დღე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვოს არამ­ხო­ლოდ თა­ვი­სი გუ­ლისს­წო­რი, არა­მედ ამ უკა­ნას­კნე­ლის ოჯა­ხი და მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სა­ნა­თე­სა­ოც. სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე კი, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის რო­მე­ლი­მე ფე­შე­ნე­ბე­ლურ რეს­ტო­რან­ში გა­ი­მარ­თე­ბა, მთე­ლი მისი კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ოფი­ცი­ო­ზი უნდა იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით. რათა სა­მო­მავ­ლოდ, პა­ტარ­ძლის უზა­დო გე­მოვ­ნე­ბით შერ­ჩე­უ­ლი კონ­სერ­ვა­ტო­რუ­ლი სტი­ლის მქო­ნე , მაგ­რამ მდიდ­რუ­ლი კა­ბით მო­ხიბ­ლულ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ხან­გრძლი­ვად ილა­პა­რა­კონ ამ მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ.

Astrologia

მერ­წყუ­ლი

- სა­ი­მი­სოდ რომ ეს ქალი "სა­ქორ­წი­ნო მა­ხე­ში" შე­ი­ტყუ­ოს, საკ­მა­ოდ დიდი ფან­ტა­ზი­ის ნიჭი და წლო­ბით გამ­ყა­რე­ბუ­ლი მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი უნდა გა­აჩ­ნდეს ადა­მი­ანს. საქ­მე ისაა, რომ მერ­წყუ­ლი ქალი თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით ეკუთ­ვნის ყვე­ლას, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად არა­ვის. ამი­ტომ კაცს, რო­მე­ლიც მე­სა­კუთ­რუ­ლი გრძნო­ბე­ბით იტან­ჯე­ბა სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ, მერ­წყუ­ლი ცო­ლად არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მო­ად­გე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, თუკი თქვენც მა­სა­ვით ექ­სტრა­ორ­დი­ნა­ლურ ჭრილ­ში უყუ­რებთ ცხოვ­რე­ბას და ყო­ველ­თვის მზად ხართ მო­ულ­დო­ნე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, შე­საძ­ლოა ერთ დღეს თქვე­ნი და თქვე­ნი მერ­წყუ­ლის ქორ­წი­ნე­ბა, ეი­ფე­ლის კოშ­კის კენ­წე­რო­ზე შედ­გეს, პა­ტარ­ძალს კი მუ­ლენ-რუ­ჟის მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის სტილ­ში გა­და­წყვე­ტი­ლი კაბა ეც­მე­ვა, რომ­ლის შლე­ი­ფა­დაც, ჰა­ერ­ში მო­ლივ­ლი­ვე ფე­რა­დი ბუშ­ტე­ბი იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

Astrologia

თევ­ზე­ბი

- სა­თუ­თი, ჰა­ე­რო­ვა­ნი და ნა­ზია. ნე­ბის­მი­ერ სა­მოსს უჩ­ვე­უ­ლო მოხ­დე­ნი­ლო­ბით ირ­გებს, მათ შო­რის რაღა თქმა უნდა სა­ქორ­წი­ნო კა­ბა­საც, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად ფა­ქი­ზი, გამჭვირ­ვა­ლე ქსო­ვი­ლის­გან უნდა იყოს შე­კე­რი­ლი და ასე­თი­ვე გამჭვირ­ვა­ლე ვუ­ა­ლით გა­ფორ­მე­ბუ­ლი. პრინ­ციპ­ში არც მა­მა­კა­ცებ­ზე "მორ­გე­ბის" სა­კი­თხში გა­აჩ­ნია ამ ქალს არ­სე­ბი­თი პრობ­ლე­მა, ამი­ტომ გა­საკ­ვი­რი არ არის, რა­ტომ აჩე­რე­ბენ ძლი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი საკ­მა­ოდ მალე, ამ ნაზ ქმნი­ლე­ბა­ზე სა­კუ­თარ არ­ჩე­ვანს, მას ხომ გა­სა­ო­ცა­რი უნა­რი გა­აჩ­ნია, იდე­ა­ლუ­რი ემო­ცი­უ­რი კომ­ფორ­ტი შე­უქ­მნას ადა­მი­ანს, მდრიდ­რუ­ლი ქორ­წი­ლის და უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სა­მო­მავ­ლო ცხოვ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ.

Astrologia

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ზოდიაქოს პატარძლები

ზოდიაქოს პატარძლები

ვერძი

- დაბადებიდან კარიერისტი და აქტიურია, ძალიან უყვარს დამოუკიდებლობა, ამიტომ კაცი რომელიც მის დამოუკიდებლობას შეზღუდავს, ან ამ ფაქტით დაემუქრება მაინც, მისთვის მძიმე ბორკილებთან ასოცირდება. საიმისოდ რომ იგი თქვენს მახეში გააბათ, აუცილებელია ქორწინებამდე მაინც დაუფიქსიროთ ის, რომ პატივს სცემთ მის პირად თავისუფლებას და ბავშვების გაჩენის შემდეგაც არ დააძალებთ სახლში ჯდომას და დიასახლისის ფუნქციების შეთავსებას. საქორწინო კაბა ექსტრაორდინალური და გამორჩეული უნდა იყოს. უპირატესობას ანიჭებს არასტანდარტულ მოდელებს.

Astrologia

კურო - მისთვის ოჯახის დედობა და დიასახლისობა ორგანული და ბუნებრივი რამაა. მიუხედავად იმისა, რომ იგი კარიერასაც არანაკლები წარმატებით იკეთებს, საყვარელი მამაკაცის და მომავალი ოჯახის ინტერესებისთვის შეუძლია, უარი თქვას აქტიურ სოციალურ ცხოვრებაზე და სანიმუშო დიასახლისის როლი ოსტატურად მოირგოს. მოსწონს სტაბილური, ჩამოყალიბებული და სოლიდური მამაკაცები. ანუ ისინი, ვისაც მიწაზე მყარად დგომის პრობლემა არ გააჩნია. საქორწინო კაბა ტრადიციული, მდიდრული ფაქტურის მქონე და რაც მთავარია ისეთი უნდა იყოს რომ მის ქალურ ფორმებს ხაზი მაქსიმალურად გაუსვას და გამოკვეთოს.

Astrologia

ტყუპები - თავქარიანი, ცნობისმოყვარე, მრავალმხრივი და კომუნიკაბელურია. ქორწინება ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით, მასში ზრდასრულ ასაკამდე შოკურ-ფსიქოზურ მდგომარეობას იწვევს. ეს იმიტომ, რომ პანიკურად ეშინია ოჯახური რუტინის და ერთფეროვნების, რომელიც მისი აზრით თავად ქორწინების ფაქტს მოსდევს უკან და მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდება უღელში თავის გაყოფას, თუკი მეუღლე მასავით მრავალმხრივი და საინტერესო ადამიანი აღმოჩნდება. საქორწინო კაბა მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს, რათა ხელი არ შეუშალოს ტყუპ ქალს,  საქორწინო ცერემონიალისას თავისუფლად გადაადგილებასა და ცეკვა-თამაშში.

კირჩხიბი

- შეიძლება ითქვას, რომ მოწოდებით დედა, დიასახლისი და ცოლია. აქედან გამომდინარე, ქორწინება მისთვის ისეთივე ბუნებრივი და აუცილებელი რამაა, როგორც დილის ყავა ან ლანჩი შესვენებისას. ოჯახის გარეშე თავს სრულფასოვან ქალად იშვიათად მიიჩნევს და თუ წვრილშვილიანი დედის როლს, მაინც არჩევს კარიერა გაიკეთოს, ეს იმიტომ რომ მის გარშემო შესაფერისი „კანდიდატურა“ ჯერ არ გამოჩენილა. საქორწინო კაბას დიდი მონდომებით და პრეტენზიით არჩევს, ეს აუცილებლად უნდ იყოს მეუღლის, დედის, დეიდის, დედამთილის, მულის და სხვა დიდად პატივცემულ ნათესავებთან შეთანხმებული მოდელი, ტრადიციული გრძელი შლეიფით, ფატით და ა.შ

Astrologia

ლომი

- მიუხედავად იმისა, რომ დაბადებიდან აღმერთებს ყოველგვარი სახის ხმაურიან დღესასწაულებს და ლამაზად გაფორმებულ, პომპეზურ ცერემონიებს, უღელში შებმას იშვითად ჩქარობს. ეს იმიტომ, რომ მისთვის აუცილებელია ცხოვრებაში რაიმე სახის სტატუსს მიაღწიოს, ხოლო მარტოოდენ ვიღაცის ცოლობა და შტამპი პასპორტში ნამდვილად არ არის ჭეშმარიტი ძუ ლომისთვის ოცნებების ზღვარი. აქედან გამომდინარე, თუ იგი უკვე შემდგარი კარეიერის მქონე გადაწყვეტს დაქორწინდეს საყვარელ მამაკაცზე, მისი ქორწილი აუცილებლად იქნება ხელოვნების შედევრი, როგორც ქორეოგრაფიული ისე სცენოგრაფიული თვალსაზრისით. საქორწინო კაბა კი, უძვირფასესი მასალის და ბრენდული ხარისხის.

Astrologia

ქალწული

- მომავალი მეუღლის შერჩევის საკითხს ისე ეკიდება, როგორც მარკეტში საღი რძის პროდუქტის ყიდვის პროცედურას. ღმერთმა ნუ ქნას ვადაგასული, უხარისხო ან უგემური რომ შემოაჩეჩონ ხელში, მერე მთელი ცხოვრება უნდა დაიტანჯოს გულის რევის შეგრძნებით. აქედან გამომდინარე, თუ მას პოტენციური მეორე ნახევრის სიჯანსაღეში ეჭვი არ ეპარება, მთელი მონდომებით და მეთოდურობით შეუდგება მომავალი საქორწინო ცერემონიალისთვის მზადებას. საკუთარი ხელით მორთავს მაგიდებს სადღესასწაულოდ, იზრუნებს სუფრის სერვირებასა და ათასგვარ წვრილმან-მსხვილმან დეტალზე. მათ შორის კაბაზეც, რომლის ხარისხსაც ნაკერების სიზუსტით და ქსოვილის ფაქტურის ქიმიურ-ბიოლოგიური ექსპერტიზის ანალიზით გადაამოწმებს.

Astrologia

სასწორი - მისთვის პარტნიორული ურთიერთობების გარეშე ცხოვრება უფერული და მოსაწყენია. ამიტომ იგი ყოველთვის ცდილობს იყოს შეყვარებული, თუმცა ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებამდე ადვილად ვერასოდეს მიდის, საკუთარი მერყევი ხასიათის გამო. აქედან გამომდინარე, მისი მორიგი „ლოვ-სთორის“ წარმატებით დასრულების ალბათობა, მთლიანად პარტნიორის ინიციატივიანობას და პრინციპულობაზეა დამოკიდებული. სამაგიეროდ, თუ ეს პუნქტი უმტკივნეულოდ მოგვადრდა, სასწორის ნიჭი ყველაფერში ჰარმონია და სილამაზე ეძებოს, საქორწინო ცერემონიალის დაგეგვმასა და ჰაეროვანი, მოდის უკანასკნელი ტენდეცნიების გათვალისწინებული კაბის არჩევაში სრულფასოვნად გამოვლინდება.

Astrologia

მორიელი

- მმართველი პლანეტების (მარსი-პლუტონი) მიერ ნაბოძებ მამაკაცური ხასიათის შტრიხებს, ქალი მორიელი საკუთარი მომხიბვლელობის და მაგნეტიზმის ნიღბის უკან ოსტატურად მალავს. თუმცა საკმარისია ჰორიზონტზე მისთვის შესაფერისი მამაკაცი გამოჩნდეს, რომ იგი მის მოსანადირებლად „მძიმე არტილერიასაც“ აქტიურად ჩართავს. ამიტომ საბოლოოდ ვინ, ვის აიძულა დაქორწინება ძნელი გასარკვევი იქნება, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს, მთავარია ის, რომ მისით „ტოტალურად მოჯადოებული“ მეორე ნახევარი აქტიურად შეუდგება საქორწინო სამზადისს, რომელიც აუცილებლად დინამიური, ხმაურიანი და არასტანდარტული უნდა იყოს, კაბა კი რაც შეიძლება სექსუალური, ეფექტური და მდიდრული.

მშვილდოსან ი - მას რომ ჰკითხოთ ქორწინება არაფრის მომცემი და მძიმე ტვირთია, რომელსაც რატომღაც ნებაყოფლობით იკიდებენ ზურგზე ჩერჩეტი ქალები, მათ შორის თვითონ. თუმცა მიუხედავად ამისა, ფაქტი ფაქტად რჩება, მშვილდოსანი ქალის ცხოვრებაში, ქორწინების ფაქტს არა ერთხელ ან ორჯერ, ხანდახან სამჯერაც კი აქვს ადგილი, თუმცა საქორწინო ცერემონიალის ორგანიზებისთვის როგორც წესი, მას დრო არასოდეს რჩება, აქედან გამომდინარე გამორიცხული არაა, საკუთარ ქორწილში საკურთხეველთან, ნაცვლად ელეგანტური მაღალქუსლიანი ფეხსაცმლისა, იგი სულაც კედებით გამოცხადდეს.

Astrologia

თხის რქა

- საიმისოდ რომ მამაკაცის მიმართ სერიოზული გრძნობა გაუჩნდეს, რამაც თავის მხრივ ქორწინებამდე უნდა მიიყვანოს საქმე, თხის რქას ამ უკანასკნელის საბანკო ანაგრიშის და კარიერულ სარბიელზე სიმყარის დამამტკიცებელი საბუთები ესაჭიროება. მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდება იგი, სითბოთი და ყურადღებით დააჯილდოვოს არამხოლოდ თავისი გულისსწორი, არამედ ამ უკანასკნელის ოჯახი და მრავალრიცხოვანი სანათესაოც. საქორწინო ცერემონიალზე კი, რომელიც ქალაქის რომელიმე ფეშენებელურ რესტორანში გაიმართება, მთელი მისი კორპორატიული ოფიციოზი უნდა იყოს წარმოდგენილი სრული შემადგენლობით. რათა სამომავლოდ, პატარძლის უზადო გემოვნებით შერჩეული კონსერვატორული სტილის მქონე , მაგრამ მდიდრული კაბით მოხიბლულმა თანამშრომლებმა, ხანგრძლივად ილაპარაკონ ამ მოვლენის შესახებ.

Astrologia

მერწყული

- საიმისოდ რომ ეს ქალი „საქორწინო მახეში“ შეიტყუოს, საკმაოდ დიდი ფანტაზიის ნიჭი და წლობით გამყარებული მოთმინების უნარი უნდა გააჩნდეს ადამიანს. საქმე ისაა, რომ მერწყული ქალი თავისი ბუნებით ეკუთვნის ყველას, მაგრამ კონკრეტულად არავის. ამიტომ კაცს, რომელიც მესაკუთრული გრძნობებით იტანჯება სუსტი სქესის წარმომადგენლების მიმართ, მერწყული ცოლად არავითარ შემთხვევაში არ გამოადგება. სამაგიეროდ, თუკი თქვენც მასავით ექსტრაორდინალურ ჭრილში უყურებთ ცხოვრებას და ყოველთვის მზად ხართ მოულდონელი ექსპერიმენტის ჩასატარებლად, შესაძლოა ერთ დღეს თქვენი და თქვენი მერწყულის ქორწინება, ეიფელის კოშკის კენწეროზე შედგეს, პატარძალს კი მულენ-რუჟის მოცეკვავეების სტილში გადაწყვეტილი კაბა ეცმევა, რომლის შლეიფადაც, ჰაერში მოლივლივე ფერადი ბუშტები იქნება გამოყენებული.

Astrologia

თევზები

- სათუთი, ჰაეროვანი და ნაზია. ნებისმიერ სამოსს უჩვეულო მოხდენილობით ირგებს, მათ შორის რაღა თქმა უნდა საქორწინო კაბასაც, რომელიც აუცილებლად ფაქიზი, გამჭვირვალე ქსოვილისგან უნდა იყოს შეკერილი და ასეთივე გამჭვირვალე ვუალით გაფორმებული. პრინციპში არც მამაკაცებზე „მორგების“ საკითხში გააჩნია ამ ქალს არსებითი პრობლემა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ აჩერებენ ძლიერი სქესის წარმომადგენლები საკმაოდ მალე, ამ ნაზ ქმნილებაზე საკუთარ არჩევანს, მას ხომ გასაოცარი უნარი გააჩნია, იდეალური ემოციური კომფორტი შეუქმნას ადამიანს, მდრიდრული ქორწილის და უზრუნველყოფილი სამომავლო ცხოვრების სანაცვლოდ.

Astrologia

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?