სარემონტო სამუშაოების გამო, ჩუღურეთის ნაწილს, ხვალ, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, 10:00 საათიდან, 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ელენე ახვლედიანის ხევის, ელენე ახვლედიანის აღმართის და ელენე ახვლედიანის ქუჩის მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.