მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბავშვო ბაღი საპირფარეშოს გარეშე
საბავშვო ბაღი საპირფარეშოს გარეშე

სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის პრობ­ლე­მა გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის თით­ქმის ყვე­ლა სო­ფელ­ში დგას. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა კარ­დე­ნა­ხის ერთ-ერთ ბაღ­ში, სა­დაც სა­პირ­ფა­რე­შოც კი არ არის. ჭე­რის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად კი ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ინ­ვა­ლიდ­და.

სო­ფელ კარ­დე­ნახ­ში ორი სა­ბავ­შვო ბა­ღია და ორი­ვე მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი. რო­გორც პე­და­გო­გი ხა­თუ­ნა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი ამ­ბობს, სა­მუ­შა­ოდ ელე­მენ­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბიც კი არ გა­აჩ­ნი­ათ.

"ოჯა­ხი არ არ­სე­ბობს, რომ ბავ­შვე­ბი ბაღ­ში არ დაჰ­ყავ­დეს. შარ­შან ერთ-ერთ ბაღ­ში ჭერი ჩა­მო­ინ­გრა, ამის გამო თა­ნამ­შრო­მელ­მა ტრავ­მა მი­ი­ღო და დღე­საც ინ­ვა­ლი­დია. ჭერი იმ­დე­ნად არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, რომ წვი­მის დროს ოთახ­ში "ტაშ­ტე­ბი" გვიდ­გას. არ არის ტუ­ა­ლე­ტი და ბავ­შვებს ძა­ლი­ან მძი­მე და ცუდ პი­რო­ბებ­ში უხ­დე­ბათ ყოფ­ნა. სოფ­ლის კრე­ბა­ზე პირ­ველ პრობ­ლე­მად ხალ­ხმა გა­ნა­თე­ბა და წყა­ლი და­ა­სა­ხე­ლა, ეტყო­ბა ისი­ნი ბავ­შვე­ბის სი­ცო­ცხლე­ზე უფრო აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ყო­ველ წე­ლი­წადს, რო­დე­საც სო­ფელ­ზე ფული ირი­ცხე­ბა, სულ წყალ­ზე იხარ­ჯე­ბა, სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის­თვის კი არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა", - აღ­ნიშ­ნა მან.

სო­ფელ კარ­დე­ნა­ხის რწმუ­ნე­ბუ­ლის, ალექ­სან­დრე ტუ­რი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ სა­კი­თხებს შო­რის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბად ორი­ვე სა­ბავ­შვო ბა­ღის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია შე­ირ­ჩა და სა­მუ­შა­ო­ე­ბიც მოკ­ლე დრო­ში და­ი­წყე­ბა.

"ქვე­მოთ ფი­ლი­ა­ლი მარ­თლა ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ჯერ კი­დევ კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს გა­და­ი­ხუ­რა და მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. მე­ო­რე ბაღი 2010 წელ­ში შე­რე­მონტდა და იქაც რა­ღა­ცე­ბია შე­სა­კე­თე­ბე­ლი."სოფ­ლის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის" ფარ­გლებ­ში ორი­ვე ბა­ღის რე­მონ­ტი ჩაჯ­და. კარ­დე­ნა­ხის­თვის 84 ათა­სია გა­მო­ყო­ფი­ლი. რა თქმა უნდა, ეს ნე­ბის­მი­ერ სა­მუ­შა­ოს არ გას­წვდე­ბა, მაგ­რამ რა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბიც გა­და­წყდა, ამ თან­ხას მიზ­ნობ­რი­ვად გავ­ხარ­ჯავთ, ყვე­ლა­ფერ­ზე შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­და­ვა­ნა­წი­ლებთ", - ამ­ბობს რწმუ­ნე­ბუ­ლი.

ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მას ასა­ხე­ლე­ბენ სო­ფელ ჭან­დრის ბაგა-ბაღ­შიც. რო­გორც ბა­ღის მე­ნე­ჯერ­მა, მა­რი­კა ბი­ღი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რაა.

"შე­ნო­ბა­ში არ გვაქვს ბუ­ნებ­რი­ვი აირი, წყლის რე­ზერ­ვუ­ა­რი, შე­საც­ვლე­ლია ია­ტა­კი, ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლია კოს­მე­ტი­კუ­რი რე­მონ­ტი. კრე­ბა­ზე ეს სა­კი­თხი და­ვა­ყე­ნე და მო­სახ­ლე­ო­ბა­მაც მხა­რი და­მი­ჭი­რა. ჩვე­ნი ძა­ლე­ბით რა­ღა­ცე­ბი გა­ვა­კე­თეთ, მაგ­რამ ეს არის წლო­ბით დაგ­რო­ვი­ლი პრობ­ლე­მა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია," - გა­ნა­ცხა­და მან.

სო­ფელ ჭან­დრის რწმუ­ნე­ბუ­ლის, მა­რი­ამ თევ­დო­რაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, წელს სოფ­ლის­თვის 38 ათა­სი ლა­რია გა­მო­ყო­ფი­ლი.

"სო­ფელ­მა კრე­ბა­ზე ერ­თხმად მი­ი­ღო გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ ბა­ღის­თვის 5 ათა­სი ლარი გა­მოგ­ვე­ყო, რი­თაც გარ­კვე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა. მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან მცი­რე თან­ხაა, მაგ­რამ რა­საც გას­წვდე­ბა, ყვე­ლა­ფერს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებთ."

რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს სო­ფელ ზემო კაჭ­რე­თის სა­ბავ­შვო ბა­ღიც. შე­სა­კე­თე­ბე­ლია შე­ნო­ბის სა­ხუ­რა­ვი, ოთა­ხე­ბი და სამ­ზა­რე­უ­ლო, მო­სა­წყო­ბია სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი. გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სო­ფელ ზემო კაჭ­რე­თის სა­ბავ­შვო ბაღს ეს­ტუმ­რა და იქ არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს ად­გილ­ზე გა­ეც­ნო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "სოფ­ლის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის" ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ სა­ერ­თო კრე­ბა­ზე მო­სახ­ლე­ო­ბამ ძი­რი­თად პრი­ო­რი­ტე­ტად სწო­რედ სა­ბავ­შვო ბა­ღის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და­ა­სა­ხე­ლა.

გამ­გე­ო­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რის, ეკო­ნო­მი­კი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ირაკ­ლი მინ­დი­აშ­ვი­ლის თქმით, სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბა­ლანსზეა. თი­თო­ე­უ­ლი სოფ­ლი­დან ოქ­მის წარ­მოდ­გე­ნი­სა­თა­ნა­ვე მოხ­დე­ბა ტექ­ნი­კუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­სა­ტა­ნად, ხოლო დამ­ტკი­ცე­ბის­თა­ნა­ვე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყე­ბა.

წყა­რო: speqtri.ge

"სპექტრი"

საბავშვო ბაღი საპირფარეშოს გარეშე

საბავშვო ბაღი საპირფარეშოს გარეშე

საბავშვო ბაღების პრობლემა გურჯაანის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში დგას. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კარდენახის ერთ-ერთ ბაღში, სადაც საპირფარეშოც კი არ არის. ჭერის ჩამონგრევის შედეგად კი ერთ-ერთი თანამშრომელი დაინვალიდდა.

სოფელ კარდენახში ორი საბავშვო ბაღია და ორივე მოუწესრიგებელი. როგორც პედაგოგი ხათუნა მირიანაშვილი ამბობს, სამუშაოდ ელემენტარული პირობებიც კი არ გააჩნიათ.

"ოჯახი არ არსებობს, რომ ბავშვები ბაღში არ დაჰყავდეს. შარშან ერთ-ერთ ბაღში ჭერი ჩამოინგრა, ამის გამო თანამშრომელმა ტრავმა მიიღო და დღესაც ინვალიდია. ჭერი იმდენად არის დაზიანებული, რომ წვიმის დროს ოთახში "ტაშტები" გვიდგას. არ არის ტუალეტი და ბავშვებს ძალიან მძიმე და ცუდ პირობებში უხდებათ ყოფნა. სოფლის კრებაზე პირველ პრობლემად ხალხმა განათება და წყალი დაასახელა, ეტყობა ისინი ბავშვების სიცოცხლეზე უფრო აუცილებელია. ყოველ წელიწადს, როდესაც სოფელზე ფული ირიცხება, სულ წყალზე იხარჯება, საბავშვო ბაღებისთვის კი არაფერი გაკეთებულა", - აღნიშნა მან.

სოფელ კარდენახის რწმუნებულის, ალექსანდრე ტურიაშვილის განცხადებით, მოსახლეობის მიერ დასახელებულ საკითხებს შორის პრიორიტეტებად ორივე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია შეირჩა და სამუშაოებიც მოკლე დროში დაიწყება.

"ქვემოთ ფილიალი მართლა ცუდ მდგომარეობაშია, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს გადაიხურა და მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. მეორე ბაღი 2010 წელში შერემონტდა და იქაც რაღაცებია შესაკეთებელი."სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ორივე ბაღის რემონტი ჩაჯდა. კარდენახისთვის 84 ათასია გამოყოფილი. რა თქმა უნდა, ეს ნებისმიერ სამუშაოს არ გასწვდება, მაგრამ რა პრიორიტეტებიც გადაწყდა, ამ თანხას მიზნობრივად გავხარჯავთ, ყველაფერზე შეძლებისდაგვარად გადავანაწილებთ", - ამბობს რწმუნებული.

ანალოგიური პრობლემას ასახელებენ სოფელ ჭანდრის ბაგა-ბაღშიც. როგორც ბაღის მენეჯერმა, მარიკა ბიღიაშვილმა აღნიშნა, ძირითადი პრობლემა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა.

"შენობაში არ გვაქვს ბუნებრივი აირი, წყლის რეზერვუარი, შესაცვლელია იატაკი, ჩასატარებელია კოსმეტიკური რემონტი. კრებაზე ეს საკითხი დავაყენე და მოსახლეობამაც მხარი დამიჭირა. ჩვენი ძალებით რაღაცები გავაკეთეთ, მაგრამ ეს არის წლობით დაგროვილი პრობლემა და ხელისუფლების დახმარება აუცილებელია," - განაცხადა მან.

სოფელ ჭანდრის რწმუნებულის, მარიამ თევდორაშვილის განმარტებით, წელს სოფლისთვის 38 ათასი ლარია გამოყოფილი.

"სოფელმა კრებაზე ერთხმად მიიღო გადაწვეტილება, რომ ბაღისთვის 5 ათასი ლარი გამოგვეყო, რითაც გარკვეული სამუშაოები ჩატარდება. მართალია, ძალიან მცირე თანხაა, მაგრამ რასაც გასწვდება, ყველაფერს აუცილებლად გავაკეთებთ."

რეაბილიტაციას საჭიროებს სოფელ ზემო კაჭრეთის საბავშვო ბაღიც. შესაკეთებელია შენობის სახურავი, ოთახები და სამზარეულო, მოსაწყობია სველი წერტილები. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა სოფელ ზემო კაჭრეთის საბავშვო ბაღს ესტუმრა და იქ არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გამართულ საერთო კრებაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტად სწორედ საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაასახელა.

გამგეობის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის ირაკლი მინდიაშვილის თქმით, საბავშვო ბაღები გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. თითოეული სოფლიდან ოქმის წარმოდგენისათანავე მოხდება ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა მთავრობის სხდომაზე გასატანად, ხოლო დამტკიცებისთანავე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

წყარო: speqtri.ge

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა