წყალტუბოში მკვლელობა მოხდა. 55 წლის ტაქსის მძღოლი საკუთარ ავტომობილში, გუშინ დღის საათებში მოკლეს.
შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, წყალტუბოში მომხდარი მკვლელობა სამართალდამცავებმა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში გახსნეს და ეჭვმიტანილი დააკავეს.