პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ პუტინი - ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ნატო-მ ჩვენს ღობესთან იბატონოს
ვლადიმერ პუტინი - ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ნატო-მ ჩვენს ღობესთან იბატონოს

ჩვენ არ და­ვუშ­ვებთ, რომ სამ­ხედ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ჩვენს ღო­ბეს­თან იბა­ტო­ნოს. ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ნატო-უკ­რა­ი­ნის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ არ ვართ ნატო-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი, სუ­ლაც არა. ჩვენ იმის წი­ნა­აღ­მდე­გი ვართ, რომ სამ­ხედ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ჩვენ ღო­ბეს­თან, ჩვენს სახ­ლთან, ჩვენს ის­ტო­რი­ულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე იბა­ტო­ნოს. ვერც კი და­ვუშ­ვებ იმის წარ­მოდ­გე­ნას, რომ სტუმ­რად ვივ­ლით სე­ვას­ტო­პოლ­ში ნა­ტო­ელ მე­სა­ზღვრე­ებ­თან, რომ­ლე­ბიც შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბი­ჭე­ბი არი­ან, მაგ­რამ უმ­ჯო­ბე­სია, თვი­თონ ჩა­მო­ვიდ­ნენ სტუმ­რად ჩვენ­თან სე­ვას­ტო­პოლ­ში", - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ კი­ევ­ში უკვე გა­ის­მის გან­ცხა­დე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნის ნატო-ში შეს­ვლის თა­ო­ბა­ზე უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში.

"რისი მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბო­და ეს პერ­სპექ­ტი­ვა ყი­რი­მი­სა და სე­ვას­ტო­პო­ლის­თვის? იმას, რომ რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო დი­დე­ბის ქა­ლაქ­ში გაჩ­ნდე­ბო­და ნატო-ს ფლო­ტი და რუ­სე­თის მთე­ლი სამ­ხრე­თის­თვის რა­ი­მე ეფე­მე­რუ­ლი კი არა, რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე გაჩ­ნდე­ბო­და. და რომ არა ყი­რი­მე­ლე­ბის არ­ჩე­ვა­ნი, ეს ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლუ­რად მოხ­დე­ბო­და. დიდი მად­ლო­ბა მათ ამის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ფე­დე­რა­ლუ­რი საბ­ჭოს წი­ნა­შე სი­ტყვით გა­მოს­ვლას ეს­წრე­ბი­ან ყი­რი­მის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი სერ­გეი აქ­სი­ო­ნო­ვი, ყი­რი­მის უმაღ­ლე­სი რა­დას სპი­კე­რი ვლა­დი­მერ კონ­სტან­ტი­ნო­ვი, ყი­რი­მის პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რი რუს­ტამ ტე­მირ­გა­ლი­ე­ვი, ასე­ვე ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ვლადიმერ პუტინი - ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ნატო-მ ჩვენს ღობესთან იბატონოს

ვლადიმერ პუტინი - ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ნატო-მ ჩვენს ღობესთან იბატონოს

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სამხედრო ორგანიზაციამ ჩვენს ღობესთან იბატონოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნატო-უკრაინის თანამშრომლობაზე საუბრისას განაცხადა.

"ჩვენ არ ვართ ნატო-სთან თანამშრომლობის წინააღმდეგი, სულაც არა. ჩვენ იმის წინააღმდეგი ვართ, რომ სამხედრო ორგანიზაციამ ჩვენ ღობესთან, ჩვენს სახლთან, ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებზე იბატონოს. ვერც კი დავუშვებ იმის წარმოდგენას, რომ სტუმრად ვივლით სევასტოპოლში ნატოელ მესაზღვრეებთან, რომლებიც შესანიშნავი ბიჭები არიან, მაგრამ უმჯობესია, თვითონ ჩამოვიდნენ სტუმრად ჩვენთან სევასტოპოლში", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ კიევში უკვე გაისმის განცხადებები უკრაინის ნატო-ში შესვლის თაობაზე უახლოეს ხანებში.

"რისი მომტანი იქნებოდა ეს პერსპექტივა ყირიმისა და სევასტოპოლისთვის? იმას, რომ რუსული სამხედრო დიდების ქალაქში გაჩნდებოდა ნატო-ს ფლოტი და რუსეთის მთელი სამხრეთისთვის რაიმე ეფემერული კი არა, რეალური საფრთხე გაჩნდებოდა. და რომ არა ყირიმელების არჩევანი, ეს ყველაფერი რეალურად მოხდებოდა. დიდი მადლობა მათ ამისთვის", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის ფედერალური საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლას ესწრებიან ყირიმის პრემიერ-მინისტრი სერგეი აქსიონოვი, ყირიმის უმაღლესი რადას სპიკერი ვლადიმერ კონსტანტინოვი, ყირიმის პირველი ვიცე-პრემიერი რუსტამ ტემირგალიევი, ასევე ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა