პოლიტიკა
კონფლიქტები
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შოკის მომგვრელი სამედიცინო ისტორიები
 შოკის მომგვრელი სამედიცინო ისტორიები

მე­დი­ცი­ნის ის­ტო­რი­ა­ში იმ­დე­ნი უც­ნა­უ­რი ფაქ­ტი, სას­წა­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის იმ­დე­ნი შემ­თხვე­ვაა აღ­ნუს­ხუ­ლი, რომ მათ შე­სა­ხებ ათა­სო­ბით ნაშ­რო­მი და­ი­წე­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, მრა­ვა­ლი სა­ი­დუმ­ლო ჯერ კი­დევ ამო­უხ­სნე­ლია, ყო­ველ­თვის ვერ ხერ­ხდე­ბა და­მა­ინ­ტრი­გე­ბე­ლი გა­მო­ცა­ნის ცალ­კე­უ­ლი ფაქ­ტე­ბის ერთ სუ­რა­თად შეკ­ვრა. ადა­მი­ა­ნი თან­და­თან მი­დის იმ დას­კვნამ­დე, რომ მან ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ არ იცის სა­კუ­თა­რი ორ­გა­ნიზ­მის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც აქამ­დე სავ­სე­ბით შეს­წავ­ლი­ლი ეგო­ნა. ზე­მოთ­ქმუ­ლის მა­გა­ლი­თად გა­მოდ­გე­ბა ის მარ­თლაც შო­კის მომ­გვრე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კი­დევ ერთხელ ამ­ტკი­ცებს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის იდუ­მა­ლე­ბა­სა და უსა­ზღვრო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს.

დაბ­რუ­ნე­ბა 19 წლის შემ­დეგ

უგო­ნოდ მყო­ფი პა­ცი­ენ­ტი მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ კო­მი­დან გა­მო­ვი­და - თით­ქოს არა­ფე­რია და­უ­ჯე­რე­ბე­ლი, მაგ­რამ ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი გა­ო­ცე­ბას მა­ინც იწ­ვევს: ადა­მი­ა­ნი ხომ ამ დროს თით­ქოს დრო­ში გა­და­ად­გილ­დე­ბა. ასე მო­უ­ვი­და პო­ლო­ნელ რკი­ნიგ­ზელს, რო­მე­ლიც 19 წელი იყო უგო­ნოდ. ის­ტო­რია მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ოთხმო­ცი­ან წლებ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც პო­ლო­ნეთს ჯერ კი­დევ კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მი მარ­თავ­და. არე­ულ ქვე­ყა­ნა­ში უკვე სი­ღა­რი­ბე და შიმ­ში­ლი სუ­ფევ­და, რო­დე­საც რკი­ნიგ­ზელ­მა იან გრჟებსკიმ თა­ვის მძი­მე ტრავ­მა მი­ი­ღო. ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ექი­მებ­მა მის ოჯახს სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი ამ­ცნეს: მე­ქა­ნი­კურ და­ზი­ა­ნე­ბას­თან ერ­თად იანს თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნეც აღ­მო­აჩ­ნდა. მა­მა­კა­ცი კო­მა­ში ჩა­ვარ­და. ექი­მე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ის სამ წე­ლი­წად­ზე მეტ ხანს ვერ გაძ­ლებ­და, ცოლ­სა და ნა­თე­სა­ვებს კი სას­წა­უ­ლის იმე­დი ჰქონ­დათ. ის­ტო­რია მარ­თლაც სას­წა­უ­ლით დამ­თავ­რდა - ბა­ტო­ნი გრჟებსკი 2007 წლის 12 აპ­რილს გონს მო­ვი­და. ექი­მებს მხრე­ბის აჩეჩ­ვის გარ­და აღა­რა­ფე­რი დარ­ჩე­ნო­დათ. სამ­ყა­რო კი ირ­გვლივ უკვე კა­პი­ტა­ლის­ტუ­რი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გამ­ხდა­რი­ყო. უნდა გე­ნა­ხათ მუ­შის გა­ო­ცე­ბა, რო­დე­საც გა­ი­გო, რომ კო­მუ­ნიზ­მი თვრა­მე­ტი წლის წინ და­ემ­ხო, შინ კი თერ­თმე­ტი შვი­ლიშ­ვი­ლი ელო­და. იან­მა ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა: "დღეს ძა­ლი­ან მა­ო­ცებს, რომ ყვე­ლა, ვინც მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით ხელ­ში და­დის გარ­შე­მო, გა­მუდ­მე­ბით რა­ღა­ცა­ზე წუ­წუ­ნებს. მე კი რაღა მაქვს სა­წუ­წუ­ნო?" მარ­თლაც - იმას, რაც გვაქვს, ხში­რად მა­ნამ­დე არ ვა­ფა­სებთ, სა­ნამ არ დავ­კარ­გავთ.

დე­ნის გამ­ტა­რი ადა­მი­ა­ნი

ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას იმით იპყრო­ბენ, რომ აცხა­დე­ბენ, თით­ქოს ელექტრო­დე­ნის მარ­თვა შე­უძ­ლი­ათ. ერთ-ერთი ასე­თი "ჯა­დო­ქა­რი" პუ­ერ­ტო­რი­კო­ე­ლი ხოსე რა­ფა­ელ მარ­კეს აია­ლაა. ეს ზე­გამ­ტა­რი ადა­მი­ა­ნი ისე ატა­რებს სხე­ულ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ელექტრულ დენს, იო­ტის ოდე­ნა ზი­ა­ნიც არ ად­გე­ბა. მე­ტიც - მას ხე­ლის თი­თე­ბით ქა­ღალ­დის­თვის ცე­ცხლის წა­კი­დე­ბაც შე­უძ­ლია.

ბავ­შვე­ბი მაქ­ცი­ის სინ­დრო­მით

ინ­დო­ე­ლი ბი­ჭუ­ნა პრით­ვი­რაჯ პა­ტი­ლი და ტა­ი­ლან­დე­ლი გო­გო­ნა სუ­პატ­რა სა­სუ­პა­ნი სხვა ბავ­შვე­ბი­ვით ოც­ნე­ბო­ბენ, მათ­სა­ვით უყ­ვართ თა­მა­ში და ცურ­ვა, ხატ­ვა და ნა­ყი­ნი. მაგ­რამ თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან მათ თან­და­ყო­ლი­ლი და­ა­ვა­დე­ბა - ჰი­პერტრი­ქო­ზი გა­ნას­ხვა­ვებთ, რო­მელ­საც ზოგ­ჯერ მაქ­ცი­ის სინ­დრომ­საც უწო­დე­ბენ. ეს იშ­ვი­ა­თი და უჩ­ვე­უ­ლო და­ა­ვა­დე­ბაა. 1638 წლი­დან მისი მხო­ლოდ 50 შემ­თხვე­ვაა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ბავ­შვე­ბი არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი გათ­მო­ვა­ნე­ბით იტან­ჯე­ბი­ან. მათ თავ­სა და სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლებს ცხო­ვე­ლის ბალ­ნის მსგავ­სი ჯა­გა­რი (მსხვი­ლი და უხე­ში თმა) ფა­რავს. ვერც მე­დი­ცი­ნამ, ვერც სხვა მეც­ნი­ე­რე­ბამ ამ ანო­მა­ლი­ას ახ­სნა ვერ მო­უ­ძებ­ნა. ძა­ლი­ან გულ­სატ­კე­ნია, რო­დე­საც გა­ზეთ­ში ასეთ ბავ­შვებ­ზე და­წე­რილ სტა­ტი­ებს ამ­გვა­რად ასა­თა­უ­რე­ბენ: "ნა­ხევ­რად ადა­მი­ა­ნი, ნა­ხევ­რად მხე­ცი", "ნამ­დვი­ლი პა­ტა­რა მგე­ლი"... სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს ბავ­შვე­ბი მაქ­ცი­ის სინ­დრო­მის­გან კი არა, უფრო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სას­ტი­კი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან იტან­ჯე­ბი­ან.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

შოკის მომგვრელი სამედიცინო ისტორიები

 შოკის მომგვრელი სამედიცინო ისტორიები

მედიცინის ისტორიაში იმდენი უცნაური ფაქტი, სასწაულებრივი გამოჯანმრთელების იმდენი შემთხვევაა აღნუსხული, რომ მათ შესახებ ათასობით ნაშრომი დაიწერება. სამწუხაროდ, მრავალი საიდუმლო ჯერ კიდევ ამოუხსნელია, ყოველთვის ვერ ხერხდება დამაინტრიგებელი გამოცანის ცალკეული ფაქტების ერთ სურათად შეკვრა. ადამიანი თანდათან მიდის იმ დასკვნამდე, რომ მან ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცის საკუთარი ორგანიზმის შესახებ, რომელიც აქამდე სავსებით შესწავლილი ეგონა. ზემოთქმულის მაგალითად გამოდგება ის მართლაც შოკის მომგვრელი სამედიცინო ისტორიები, რომლებიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ადამიანის ორგანიზმის იდუმალებასა და უსაზღვრო შესაძლებლობებს.

დაბრუნება 19 წლის შემდეგ

უგონოდ მყოფი პაციენტი მრავალი წლის შემდეგ კომიდან გამოვიდა - თითქოს არაფერია დაუჯერებელი, მაგრამ ასეთი შემთხვევები გაოცებას მაინც იწვევს: ადამიანი ხომ ამ დროს თითქოს დროში გადაადგილდება. ასე მოუვიდა პოლონელ რკინიგზელს, რომელიც 19 წელი იყო უგონოდ. ისტორია მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში დაიწყო, როდესაც პოლონეთს ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმი მართავდა. არეულ ქვეყანაში უკვე სიღარიბე და შიმშილი სუფევდა, როდესაც რკინიგზელმა იან გრჟებსკიმ თავის მძიმე ტრავმა მიიღო. ის საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ექიმებმა მის ოჯახს სამწუხარო ამბავი ამცნეს: მექანიკურ დაზიანებასთან ერთად იანს თავის ტვინის სიმსივნეც აღმოაჩნდა. მამაკაცი კომაში ჩავარდა. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ის სამ წელიწადზე მეტ ხანს ვერ გაძლებდა, ცოლსა და ნათესავებს კი სასწაულის იმედი ჰქონდათ. ისტორია მართლაც სასწაულით დამთავრდა - ბატონი გრჟებსკი 2007 წლის 12 აპრილს გონს მოვიდა. ექიმებს მხრების აჩეჩვის გარდა აღარაფერი დარჩენოდათ. სამყარო კი ირგვლივ უკვე კაპიტალისტური და დემოკრატიული გამხდარიყო. უნდა გენახათ მუშის გაოცება, როდესაც გაიგო, რომ კომუნიზმი თვრამეტი წლის წინ დაემხო, შინ კი თერთმეტი შვილიშვილი ელოდა. იანმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "დღეს ძალიან მაოცებს, რომ ყველა, ვინც მობილური ტელეფონით ხელში დადის გარშემო, გამუდმებით რაღაცაზე წუწუნებს. მე კი რაღა მაქვს საწუწუნო?" მართლაც - იმას, რაც გვაქვს, ხშირად მანამდე არ ვაფასებთ, სანამ არ დავკარგავთ.

დენის გამტარი ადამიანი

ზოგჯერ ადამიანები საზოგადოების ყურადღებას იმით იპყრობენ, რომ აცხადებენ, თითქოს ელექტროდენის მართვა შეუძლიათ. ერთ-ერთი ასეთი "ჯადოქარი" პუერტორიკოელი ხოსე რაფაელ მარკეს აიალაა. ეს ზეგამტარი ადამიანი ისე ატარებს სხეულში დიდი რაოდენობით ელექტრულ დენს, იოტის ოდენა ზიანიც არ ადგება. მეტიც - მას ხელის თითებით ქაღალდისთვის ცეცხლის წაკიდებაც შეუძლია.

ბავშვები მაქციის სინდრომით

ინდოელი ბიჭუნა პრითვირაჯ პატილი და ტაილანდელი გოგონა სუპატრა სასუპანი სხვა ბავშვებივით ოცნებობენ, მათსავით უყვართ თამაში და ცურვა, ხატვა და ნაყინი. მაგრამ თანატოლებისგან მათ თანდაყოლილი დაავადება - ჰიპერტრიქოზი განასხვავებთ, რომელსაც ზოგჯერ მაქციის სინდრომსაც უწოდებენ. ეს იშვიათი და უჩვეულო დაავადებაა. 1638 წლიდან მისი მხოლოდ 50 შემთხვევაა რეგისტრირებული. ბავშვები არაკონტროლირებადი გათმოვანებით იტანჯებიან. მათ თავსა და სხეულის სხვა ნაწილებს ცხოველის ბალნის მსგავსი ჯაგარი (მსხვილი და უხეში თმა) ფარავს. ვერც მედიცინამ, ვერც სხვა მეცნიერებამ ამ ანომალიას ახსნა ვერ მოუძებნა. ძალიან გულსატკენია, როდესაც გაზეთში ასეთ ბავშვებზე დაწერილ სტატიებს ამგვარად ასათაურებენ: "ნახევრად ადამიანი, ნახევრად მხეცი", "ნამდვილი პატარა მგელი"... სინამდვილეში ეს ბავშვები მაქციის სინდრომისგან კი არა, უფრო საზოგადოების სასტიკი დამოკიდებულებისგან იტანჯებიან.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს