მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკერდის გამოჩენით დაძლეული კომპლექსი
მკერდის გამოჩენით დაძლეული კომპლექსი

22 წლის მო­დის ჟურ­ნა­ლის­ტი და ბლო­გე­რი, მერ­სი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი ცოტა ხნის წინ ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სჯის ობი­ექ­ტად მისი ეპა­ტა­ჟუ­რი, თა­მა­მი ჩაც­მუ­ლო­ბის გამო იქცა. მერ­სი ტე­ლე­კომ­პა­ნია "მი­უ­ზიკ ბოქ­სის" ეთერ­ში უძღვე­ბა გა­და­ცე­მას - "ფე­შენ თა­ი­მი" და მისი ყო­ვე­ლი გა­მო­ჩე­ნა ეკ­რან­ზე, რბი­ლად რომ ვთქვათ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს. ახ­ლა­ხან გამჭვირ­ვა­ლე ზე­და­ტა­ნი­თა და თა­მა­მი გან­ცხა­დე­ბე­ბით სხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი გა­და­ცე­მის მა­ყუ­რე­ბე­ლიც სახ­ტად და­ტო­ვა.

- მერ­სი, ეპა­ტა­ჟუ­რად გა­მოჩ­ნდი ეკ­რან­ზე. ეს თვით­მი­ზა­ნი იყო, რომ მა­ყუ­რებ­ლის­თვის ასე­თი თა­მა­მი ჩაც­მუ­ლო­ბით გა­გეც­ნო თავი თუ გა­და­ცე­მის ფორ­მა­ტი მო­ი­თხოვ­და?

- იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩემი გა­და­ცე­მა არის მო­და­ზე და ვარ მო­დის სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მი­მაჩ­ნია, რომ ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნა­წი­ლობ­რივ მეც უნდა მი­ვა­წო­დო ის, რა­საც მსოფ­ლიო მოდა გვთა­ვა­ზობს.

- მსოფ­ლიო მოდა მხო­ლოდ სი­შიშ­ვლეს ით­ვა­ლის­წი­ნებს?

- არა, ჩემს ჩაც­მუ­ლო­ბას სი­შიშ­ვლედ მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი აღიქ­ვამს. მე ვერ შევ­ქმნი ახალ ამე­რი­კას, ვერც ვე­რა­ფერს გა­მო­ვი­გო­ნებ თა­ვი­დან. წელს აქ­ტუ­ა­ლუ­რია სექ­სუ­ა­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბი, მაგ­რამ სექ­სუ­ა­ლუ­რი დე­ტა­ლი არ ნიშ­ნავს ვულ­გა­რულ, გა­მომ­წვევ სა­მოსს.

- ვიდ­რე ტე­ლე­ეკ­რან­ზე გა­მოჩ­ნდე­ბო­დი, რას საქ­მი­ა­ნობ­დი?

- მო­დის სფე­როს­თან ბავ­შვო­ბი­დან მაქვს შე­ხე­ბა. ყო­ველ­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ვიც­ვამ­დი. ჩემი ჩაც­მის სტი­ლი ოჯა­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ყო­ველ­თვის და­მო­უ­კი­დებ­ლად ვი­ღებ­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რა და რო­გორ ჩა­მეც­ვა. პირ­ველ დღეს სკო­ლა­ში ყვე­ლას თეთ­რი პე­რან­გი რომ ეცვა, მე ველ­ვე­ტის ქვე­და­ბო­ლო­თი და წი­თე­ლი პე­რან­გით მი­ვე­დი. ის, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მეც­ვა, ბავ­შვებ­ში აგ­რე­სი­ას იწ­ვევ­და.

- რა სა­ხის აგ­რე­სი­ას იწ­ვევ­და?

- ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლი ვი­ყა­ვი და მიყ­ვარ­და ლა­პა­რა­კი ჩემს სა­მოს­ზე: თუ რა ბრენ­დი მეც­ვა, რა ღი­რე­ბუ­ლე­ბის. ყვე­ლა მი­იჩ­ნევ­და, რომ ამით "ვმა­რი­ა­ჟობ­დი". სი­ნამ­დვი­ლე­ში, ასე არ იყო. 90-იან წლებ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­ლდათ ლი­ლოს ბაზ­რო­ბა. თუმ­ცა, ჩემს მშობ­ლებს ამ ბაზ­რო­ბა­ზე ტა­ნი­სა­მო­სი არას­დროს უყი­დი­ათ. ყვე­ლა­ზე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მა­ღა­ზია, სა­დაც რა­ი­მე შე­მი­ძე­ნია, იყო "პა­სა­ჟი".

- ამით რისი თქმა გინ­და? შენი მე­გობ­რე­ბი, კლა­სე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ლი­ლოს ბაზ­რო­ბა­ზე და­დი­ოდ­ნენ და ტა­ნი­სა­მოსს იქ ყი­დუ­ლობ­დნენ, და­ბალ ფე­ნას მი­ე­კუთ­ვნე­ბოდ­ნენ?

- არა, არა. იმის თქმა მინ­და, რომ ბავ­შვო­ბი­დან ოჯახ­მა ხა­რის­ხი­ა­ნი­სა და უხა­რის­ხოს გარ­ჩე­ვა მას­წავ­ლა. ლი­ლო­ში ნა­ყი­დი უხა­რის­ხო ტა­ნი­სა­მო­სი, რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც უნდა იყოს, ჯან­მრთე­ლო­ბას ვნებს... გული მწყდე­ბა იმის გამო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან გა­მიც­ნო, რად­გან კადრს მიღ­მა ბევ­რი კარ­გი რამ მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. ვი­თა­ნამ­შრომ­ლე ენ­ციკ­ლო­პე­დი­ას­თან, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს 8 ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­დის - "წლის სა­ხე­ლე­ბი", სა­დაც დავ­წე­რე ავ­თან­დი­ლის პა­რიზ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა­ზე, შე­ვა­ფა­სე ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სი. ამ გა­მო­ცე­მას­თან დღემ­დე ვთა­ნამ­შრომ­ლობ. ვმუ­შა­ობ­დი ჟურ­ნალ "ბო­მონდში", რაც ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლია ჩემ­თვის. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დღეს ხარ, ხვალ - აღარ იქ­ნე­ბი. არ­ქი­ვის­თვის უფრო ღი­რე­ბუ­ლია ის, რა­საც და­წერ. ასე­ვე, მაქვს ჩემი ბლო­გი.

- ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სი შე­ვა­ფა­სეო, - მი­თხა­რი. რო­გორ აც­ვი­ათ ქარ­თველ მომ­ღერ­ლებს? ამ მხრივ ვის გა­მო­არ­ჩევ?

- ახ­ლა­ხან "ოს­კა­რე­ბის" და­ჯილ­დო­ე­ბას ვუ­ყუ­რე. თით­ქმის ყვე­ლა ვარ­სკვლა­ვი უგე­მოვ­ნოდ იყო შე­მო­სი­ლი. გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად ჩაც­მა მარ­ტო ბრენ­დზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მთა­ვა­რია, მოხ­დე­ნა. ძა­ლი­ან მომ­წონს ლელა წურ­წუ­მია. მას სა­კუ­თა­რი სტი­ლი აქვს. ასე­ვე, მომ­წონს კრის­ტი ყიფ­ში­ძე. შე­იძ­ლე­ბა გა­გიკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ მომ­წონს ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლის სტი­ლი. მა­მა­კა­ცე­ბი­დან კი და­ვა­სა­ხე­ლებ მარ­კუს მეტ­რე­ველს.

- მარ­კუს­მა ახ­ლა­ხან "ფე­ის­ბუკ­ზე" ცო­ლო­ბა გთხო­ვა, ამი­ტომ ხომ არ მოხ­ვდა გე­მოვ­ნე­ბი­ან მა­მა­კაც­თა სი­ა­ში?

- არა, ამის გამო ნამ­დვი­ლად არ და­მი­სა­ხე­ლე­ბია!

- ამ­ბო­ბენ, რომ ქა­ლე­ბიც მოგ­წონს. ქალ­თან სექ­სი გქო­ნია?

- (იცი­ნის) რა თქმა უნდა, არა.

- ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვი, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ბო­იფ­რენ­დი არას­დროს გყო­ლია...

- ასეა. ერთი-ორი დღე მომ­წო­ნე­ბია ვი­ღაც, მაგ­რამ მე­სა­მე დღეს - აღარ. ამას წი­ნათ "პრო­ფილ­ში" იყო თემა - ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი. მი­მაჩ­ნია, რომ ეს თემა სა­ჯა­როდ გან­სა­ხილ­ვე­ლი არ უნდა იყოს. ვი­საც უნდა, იყოს ქა­ლიშ­ვი­ლი, ვი­საც არ უნდა, ნუ იქ­ნე­ბა.

- შენ გინ­და, რომ იყო ქა­ლიშ­ვი­ლი?

- (იცი­ნის) ეს ძა­ლი­ან პი­რა­დი სა­კი­თხია. მხო­ლ­ოდ ერთს ვი­ტყვი: ვცხოვ­რობ ისე, რო­გორც მინ­და.

- ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­ზე რას ფიქ­რობ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე, რო­გორც ბევრ სხვა ქვე­ყა­ნა­ში, ღი­რე­ბუ­ლია ოჯ­ახი. მეც მი­მაჩ­ნია, რომ ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლია, სხვა ყვე­ლა­ფე­რი კი დრო­ე­ბი­თი გახ­ლავთ.

- შენი ოჯა­ხი რამ­დე­ნი წევ­რის­გან შედ­გე­ბა?

- მე და დედა ვართ. მა­მას­თან აღარ მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა.

- რა­ტომ?

- არ მიყ­ვარს, ტე­ლე­შო­უ­ებ­ში ოჯა­ხით რომ მა­ნი­პუ­ლი­რე­ბენ, სენ­ტი­მენ­ტა­ლურ ამ­ბებს ჰყვე­ბი­ან და ამით მა­ყუ­რე­ბელს თავს აცო­დე­ბენ.

- მა­მას­თან გან­შო­რე­ბა შენ­თვის მტკივ­ნე­უ­ლი არ იყო?

- არა. მას "მა­მა­საც" არ ვუ­წო­დებ. ზოგ­ჯერ, მე და დედა რომ ვკა­მა­თობთ, მე­უბ­ნე­ბა, - სულ­ხა­ნიშ­ვი­ლებ­თან უნდა გაზ­რდი­ლი­ყა­ვი და მერე ნა­ხავ­დიო... მამა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა სტე­რე­ო­ტი­პე­ბით ცხოვ­რობს.

- კერ­ძოდ?

- მის­თვის ასე ჩაც­მა მი­უ­ღე­ბე­ლია. მი­უ­ღე­ბე­ლია ისიც, რომ 1.800 ლარი გა­და­ი­ხა­დო ჩექ­მა­ში ან ხელ­ჩან­თა­ში.

- შენ გარ­შე­მო სხვა არა­ვინ აპ­რო­ტეს­ტებს შენს ასეთ ჩაც­მუ­ლო­ბას?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემს ახ­ლობ­ლებ­ში ასე­თი არა­ვინ მო­ი­ძებ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მა­ყუ­რე­ბელს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას: არ შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლას მო­ვე­წო­ნო. ქარ­თვე­ლე­ბი ასე­თე­ბი ვართ, ჩვენ­სას არ ვა­ფა­სებთ. გახ­დი­ლი უცხო­ე­ლე­ბი მოგ­ვწონს, ქარ­თვე­ლე­ბი - არა. ამას წი­ნათ ფო­ტოგ­რაფ­მა, ირაკ­ლი პირ­ველ­მა ისე­თი მა­გა­რი ფოტო გა­და­მი­ღო, ბევ­რი უცხო­ე­ლი მო­დე­ლის ფო­ტოს მირ­ჩევ­ნია.

- ეს ფო­ტო­ე­ბი "ფე­ის­ბუკ­ზე" რომ გა­მო­ფი­ნე, არ გი­ფიქ­რია იმა­ზე, რას იტყვის ხალ­ხი?

- არა. მე ფო­ტო­ში ვხე­დავ ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუშს და არა - შიშ­ველ სხე­ულს. "პრო­ფი­ლის" დარ­ბაზ­ში მსხდომ­მა ქა­ლებ­მა ჩემს გა­მო­ჩე­ნა­ზე თვა­ლებ­ზე ხე­ლე­ბი აი­ფა­რეს. ამას რა ჰქვია, არც ვიცი. ეს გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბის პრობ­ლე­მაა, ალ­ბათ. დე­დამ ძა­ლი­ან თა­ვი­სუფ­ლად გამ­ზარ­და. არას­დროს უთ­ქვამს, - წიგ­ნი გა­და­შა­ლე და წა­ი­კი­თხეო. თა­ვად ვი­ცო­დი, სწავ­ლა რომ და­მი­ფას­დე­ბო­და.

- პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტი ხარ, არა?

- კი. ალა­სა­ნი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე.

- მკერ­დის გა­მო­ჩე­ნა სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებს?

- სხვა­თა შო­რის, სულ მე­გო­ნა, რომ ცუდი მკერ­დი მქონ­და - ეს ჩემი კომ­პლექ­სი იყო. იმი­ტო­მაც გა­მო­ვა­ჩი­ნე, რომ კომ­პლექ­სი და­მეძ­ლია. ჰოდა, დავძლიე. მომ­წონს, როცა მკერ­დის გამო კომ­პლი­მენტს მე­უბ­ნე­ბი­ან.

- დღეს რისი კომ­პლექ­სი გაქვს?

- (ფიქ­რობს) ალ­ბათ კომ­პლექ­სია ისიც, როცა გინ­და, ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე. ალ­ბათ და­მა­კომ­პლექ­სებს, სად­მე ჩემ­ნა­ი­რად ჩაც­მუ­ლი გოგო რომ ვნა­ხო. სხვა­თა შო­რის, ასე­თი შემ­თხვე­ვა მქო­ნია, მაგ­რამ მე ისე მცმია, რომ თვი­თო­ნაც ვერ მიხ­ვედ­რი­ლა, ერ­თნა­ი­რი სა­მო­სი რომ გვეც­ვა.

- სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე რას მე­ტყვი?

- "Central Saint Martins"-ში მინ­და წა­ვი­დე, მო­დის ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში ავი­მაღ­ლო ცოდ­ნა და კი­დევ უფრო დიდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე. სა­ტე­ლე­ვი­ზიო და მო­დის სფე­რო­შიც ჩემი სი­ტყვა მინ­და, რომ ვთქვა.

იხი­ლეთ ვი­დეო

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

მკერდის გამოჩენით დაძლეული კომპლექსი

მკერდის გამოჩენით დაძლეული კომპლექსი

22 წლის მოდის ჟურნალისტი და ბლოგერი, მერსი სულხანიშვილი ცოტა ხნის წინ ქართველი საზოგადოების განსჯის ობიექტად მისი ეპატაჟური, თამამი ჩაცმულობის გამო იქცა. მერსი ტელეკომპანია "მიუზიკ ბოქსის" ეთერში უძღვება გადაცემას - "ფეშენ თაიმი" და მისი ყოველი გამოჩენა ეკრანზე, რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოების გაოცებას იწვევს. ახლახან გამჭვირვალე ზედატანითა და თამამი განცხადებებით სხვა ტელეკომპანიის ერთ-ერთი გადაცემის მაყურებელიც სახტად დატოვა.

- მერსი, ეპატაჟურად გამოჩნდი ეკრანზე. ეს თვითმიზანი იყო, რომ მაყურებლისთვის ასეთი თამამი ჩაცმულობით გაგეცნო თავი თუ გადაცემის ფორმატი მოითხოვდა?

- იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი გადაცემა არის მოდაზე და ვარ მოდის სფეროს წარმომადგენელი, მიმაჩნია, რომ ქართველ საზოგადოებას ნაწილობრივ მეც უნდა მივაწოდო ის, რასაც მსოფლიო მოდა გვთავაზობს.

- მსოფლიო მოდა მხოლოდ სიშიშვლეს ითვალისწინებს?

- არა, ჩემს ჩაცმულობას სიშიშვლედ მხოლოდ ქართველი მაყურებელი აღიქვამს. მე ვერ შევქმნი ახალ ამერიკას, ვერც ვერაფერს გამოვიგონებ თავიდან. წელს აქტუალურია სექსუალური დეტალები, მაგრამ სექსუალური დეტალი არ ნიშნავს ვულგარულ, გამომწვევ სამოსს.

- ვიდრე ტელეეკრანზე გამოჩნდებოდი, რას საქმიანობდი?

- მოდის სფეროსთან ბავშვობიდან მაქვს შეხება. ყოველთვის განსხვავებულად ვიცვამდი. ჩემი ჩაცმის სტილი ოჯახის დამსახურებაა. ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებდი გადაწყვეტილებას, რა და როგორ ჩამეცვა. პირველ დღეს სკოლაში ყველას თეთრი პერანგი რომ ეცვა, მე ველვეტის ქვედაბოლოთი და წითელი პერანგით მივედი. ის, რომ განსხვავებულად მეცვა, ბავშვებში აგრესიას იწვევდა.

- რა სახის აგრესიას იწვევდა?

- ყოველთვის ძალიან გულწრფელი ვიყავი და მიყვარდა ლაპარაკი ჩემს სამოსზე: თუ რა ბრენდი მეცვა, რა ღირებულების. ყველა მიიჩნევდა, რომ ამით "ვმარიაჟობდი". სინამდვილეში, ასე არ იყო. 90-იან წლებში პოპულარული გახლდათ ლილოს ბაზრობა. თუმცა, ჩემს მშობლებს ამ ბაზრობაზე ტანისამოსი არასდროს უყიდიათ. ყველაზე ჩვეულებრივი მაღაზია, სადაც რაიმე შემიძენია, იყო "პასაჟი".

- ამით რისი თქმა გინდა? შენი მეგობრები, კლასელები, რომლებიც ლილოს ბაზრობაზე დადიოდნენ და ტანისამოსს იქ ყიდულობდნენ, დაბალ ფენას მიეკუთვნებოდნენ?

- არა, არა. იმის თქმა მინდა, რომ ბავშვობიდან ოჯახმა ხარისხიანისა და უხარისხოს გარჩევა მასწავლა. ლილოში ნაყიდი უხარისხო ტანისამოსი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჯანმრთელობას ვნებს... გული მწყდება იმის გამო, რომ საზოგადოებამ ტელეეკრანიდან გამიცნო, რადგან კადრს მიღმა ბევრი კარგი რამ მაქვს გაკეთებული. ვითანამშრომლე ენციკლოპედიასთან, რომელიც მსოფლიოს 8 ქვეყანაში გამოდის - "წლის სახელები", სადაც დავწერე ავთანდილის პარიზში მოღვაწეობაზე, შევაფასე ქართული შოუბიზნესი. ამ გამოცემასთან დღემდე ვთანამშრომლობ. ვმუშაობდი ჟურნალ "ბომონდში", რაც ძალიან ღირებულია ჩემთვის. ტელევიზიაში დღეს ხარ, ხვალ - აღარ იქნები. არქივისთვის უფრო ღირებულია ის, რასაც დაწერ. ასევე, მაქვს ჩემი ბლოგი.

- ქართული შოუბიზნესი შევაფასეო, - მითხარი. როგორ აცვიათ ქართველ მომღერლებს? ამ მხრივ ვის გამოარჩევ?

- ახლახან "ოსკარების" დაჯილდოებას ვუყურე. თითქმის ყველა ვარსკვლავი უგემოვნოდ იყო შემოსილი. გემოვნებიანად ჩაცმა მარტო ბრენდზე არ არის დამოკიდებული, მთავარია, მოხდენა. ძალიან მომწონს ლელა წურწუმია. მას საკუთარი სტილი აქვს. ასევე, მომწონს კრისტი ყიფშიძე. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მომწონს ნინა წკრიალაშვილის სტილი. მამაკაცებიდან კი დავასახელებ მარკუს მეტრეველს.

- მარკუსმა ახლახან "ფეისბუკზე" ცოლობა გთხოვა, ამიტომ ხომ არ მოხვდა გემოვნებიან მამაკაცთა სიაში?

- არა, ამის გამო ნამდვილად არ დამისახელებია!

- ამბობენ, რომ ქალებიც მოგწონს. ქალთან სექსი გქონია?

- (იცინის) რა თქმა უნდა, არა.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, რომ შეყვარებული, ბოიფრენდი არასდროს გყოლია...

- ასეა. ერთი-ორი დღე მომწონებია ვიღაც, მაგრამ მესამე დღეს - აღარ. ამას წინათ "პროფილში" იყო თემა - ქალიშვილობის ინსტიტუტი. მიმაჩნია, რომ ეს თემა საჯაროდ განსახილველი არ უნდა იყოს. ვისაც უნდა, იყოს ქალიშვილი, ვისაც არ უნდა, ნუ იქნება.

- შენ გინდა, რომ იყო ქალიშვილი?

- (იცინის) ეს ძალიან პირადი საკითხია. მხო­ლ­ოდ ერთს ვიტყვი: ვცხოვრობ ისე, როგორც მინდა.

- ქართულ ტრადიციებზე რას ფიქრობ?

- საქართველოში, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვე­ყანაში, ღირებულია ოჯ­ახი. მეც მიმაჩნია, რომ ოჯახი და მეგობრები ყველაზე ღირებულია, სხვა ყველაფერი კი დროებითი გახლავთ.

- შენი ოჯახი რამდენი წევრისგან შედგება?

- მე და დედა ვართ. მამასთან აღარ მაქვს ურთიერთობა.

- რატომ?

- არ მიყვარს, ტელეშოუებში ოჯახით რომ მანიპულირებენ, სენტიმენტალურ ამბებს ჰყვებიან და ამით მაყურებელს თავს აცოდებენ.

- მამასთან განშორება შენთვის მტკივნეული არ იყო?

- არა. მას "მამასაც" არ ვუწოდებ. ზოგჯერ, მე და დედა რომ ვკამათობთ, მეუბნება, - სულხანიშვილებთან უნდა გაზრდილიყავი და მერე ნახავდიო... მამა აბსოლუტურად სხვა სტერეოტიპებით ცხოვრობს.

- კერძოდ?

- მისთვის ასე ჩაცმა მიუღებელია. მიუღებელია ისიც, რომ 1.800 ლარი გადაიხადო ჩექმაში ან ხელჩანთაში.

- შენ გარშემო სხვა არავინ აპროტესტებს შენს ასეთ ჩაცმულობას?

- საბედნიეროდ, ჩემს ახლობ­ლებში ასეთი არავინ მოიძებნება. რაც შეეხება მაყურებელს, საზოგადოებას: არ შეიძლება, ყველას მოვეწონო. ქართველები ასეთები ვართ, ჩვენსას არ ვაფასებთ. გახდილი უცხოელები მოგვწონს, ქართველები - არა. ამას წინათ ფოტოგრაფმა, ირაკლი პირველმა ისეთი მაგარი ფოტო გადამიღო, ბევრი უცხოელი მოდელის ფოტოს მირჩევნია.

- ეს ფოტოები "ფეისბუკზე" რომ გამოფინე, არ გიფიქრია იმაზე, რას იტყვის ხალხი?

- არა. მე ფოტოში ვხედავ ხელოვნების ნიმუშს და არა - შიშველ სხეულს. "პროფილის" დარბაზში მსხდომმა ქალებმა ჩემს გამოჩენაზე თვალებზე ხელები აიფარეს. ამას რა ჰქვია, არც ვიცი. ეს გაუნათლებლობის პრობლემაა, ალბათ. დედამ ძალიან თავისუფლად გამზარდა. არასდროს უთქვამს, - წიგნი გადაშალე და წაიკითხეო. თავად ვიცოდი, სწავლა რომ დამიფასდებოდა.

- პროფესიით ჟურნალისტი ხარ, არა?

- კი. ალასანიას უნივერსიტეტი და­ვამთავრე.

- მკერდის გამოჩენა სიამოვნებას განიჭებს?

- სხვათა შორის, სულ მეგონა, რომ ცუდი მკერდი მქონდა - ეს ჩემი კომპლექსი იყო. იმიტომაც გამოვაჩინე, რომ კომპლექსი დამეძლია. ჰოდა, დავძლიე. მომწონს, როცა მკერდის გამო კომპლიმენტს მეუბნებიან.

- დღეს რისი კომპლექსი გაქვს?

- (ფიქრობს) ალბათ კომპლექსია ისიც, როცა გინდა, ყველასგან განსხვავებულად გამოიყურებოდე. ალბათ დამაკომპლექსებს, სადმე ჩემნაირად ჩაცმული გოგო რომ ვნახო. სხვათა შორის, ასეთი შემთხვევა მქონია, მაგრამ მე ისე მცმია, რომ თვითონაც ვერ მიხვედრილა, ერთნაირი სამოსი რომ გვეცვა.

- სამომავლო გეგმებზე რას მეტყვი?

- "Central Saint Martins"-ში მინდა წავიდე, მოდის ჟურნალისტიკაში ავიმაღლო ცოდნა და კიდევ უფრო დიდ პროფესიონალად ჩამოვყალიბდე. სატელევიზიო და მოდის სფეროშიც ჩემი სიტყვა მინდა, რომ ვთქვა.

იხილეთ ვიდეო

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება