საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისი "თავი აქვს" უკრაინას რუსეთთან ომის შემთხვევაში
რისი "თავი აქვს" უკრაინას რუსეთთან ომის შემთხვევაში

რუ­სე­თი და უკ­რა­ი­ნა ომის ზღვარ­ზე არი­ან... შეძ­ლე­ბენ თუ არა კი­ევ­ში სიმ­შვი­დის ბო­ლომ­დე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და რო­გორ აი­სა­ხე­ბა მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის პირ­და­პი­რი თუ ირი­ბი გან­ცხა­დე­ბე­ბი პუ­ტინ­ზე, ამას უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში ვნა­ხავთ. მა­ნამ­დე კი, რა რე­სურ­სი აქვს უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, ამის შე­სა­ხებ ანა­ლი­ტი­კურ ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს:

- და­ვი­წყოთ იქი­დან, რომ პირ­ვე­ლი ტყვი­ის გა­ვარ­დნა რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის, ისე­ვე რო­გორც 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს შე­დი­ო­და. მას ერთი სული აქვს, და­ი­წყოს სა­ინ­ფორ­მა­ციო ომი, რომ პირ­ველ­მა უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ის­რო­ლეს და პუ­ტი­ნის რუ­სე­თი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ყი­რიმ­ში რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­ეც­ვა. თუმ­ცა, მა­ნამ­დე რუ­სეთ­მა თა­ვი­სას მა­ინც მი­აღ­წია, - თით­ქმის ყვე­ლა სა­ჭი­რო სტრა­ტე­გი­უ­ლი ერ­თე­უ­ლი გა­და­ის­რო­ლა ყი­რიმ­ში. ახლა ის იმის­თვის იღწ­ვის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით ჩა­ა­ტა­როს უკ­რა­ი­ნი­დან გა­მო­ყო­ფა­ზე რე­ფე­რენ­დუ­მი ყი­რიმ­ში, მარ­ტის ბო­ლოს­თვის და წი­ნას­წარ გა­სა­გე­ბია, რა შე­დე­გიც იქ­ნე­ბა.

თუმ­ცა, სა­ინ­ფორ­მა­ციო ომი რუ­სეთს უკვე წა­გე­ბუ­ლი აქვს, რად­გან აქ­ტი­უ­რი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მათ შო­რის ჯა­რე­ბის შეყ­ვა­ნა, ისე გან­ხორ­ცი­ელ­და, რომ უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს არა­თუ უს­ვრია, ად­გი­ლობ­რი­ვი რუ­სის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფაც კი არ მი­უ­ყე­ნე­ბია. სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წლის ომის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­დე­საც 7 აგ­ვის­ტოს, სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა ქარ­თუ­ლი არ­ტი­ლე­რი­ის ცე­ცხლი პირ­და­პირ ეთერ­ში აჩ­ვე­ნეს. ამი­ტომ რუ­სებ­მა მოგ­ვი­გეს და გა­ნა­ცხა­დეს, აი, ქარ­თვე­ლებ­მა მძი­ნა­რე ცხინ­ვალს და­არ­ტყე­სო...

- რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ ბრძო­ლამ­დე მი­ვი­და საქ­მე, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ 15 ათა­სი რუსი სამ­ხედ­როა ყი­რიმ­ში...

- შავი ზღვის ფლო­ტის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ბი ისე­დაც იყ­ვნენ დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი ყი­რიმ­ში, სე­ვას­ტო­პოლ­ში, მაგ­რამ ისი­ნი გა­მო­ვიდ­ნენ თა­ვი­ან­თი ნა­წი­ლე­ბი­დან და სტრა­ტე­გი­უ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი და­ი­კა­ვეს. ორი დღის წინ, ნო­ვო­რო­სი­ის­კი­დან ყი­რიმ­ში სას­წრა­ფოდ გა­და­ის­რო­ლეს მე-7 სა­ჰა­ე­რო მო­ი­ე­რი­შე ბრი­გა­და, რო­მე­ლიც 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დებ­და. ჯერ ოჩამ­ჩი­რე­ში გად­მოჯ­და, შემ­დეგ კი ზუგ­დიდ­ში, იქი­დან კი, სე­ნაკ­ში გად­მო­ვი­და. ასე რომ, უკ­რა­ი­ნის მიერ სა­ჰა­ე­რო სივ­რცის და­ხურ­ვა უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია. უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი 180 ათა­სამ­დეა, მაგ­რამ მათ მო­ტი­ვა­ცია აკ­ლი­ათ, რად­გან სა­ვალ­დე­ბუ­ლოს ჯა­რის­კა­ცე­ბი ძი­რი­თა­დად ნაკ­ლე­ბად­მო­ტი­ვი­რე­ბულ­ნი არი­ან, ანუ რუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა არ აქვთ და უმე­ტე­სო­ბა, უბ­რა­ლოდ არ გა­ის­ვრის. მით უმე­ტეს, ბევ­რი ახალ­წვე­უ­ლი, აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნი­დან არის და თა­ვა­დაც რუ­სე­ბი არი­ან. ამი­ტო­მაც გა­დი­ან ყი­რი­მის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი­დან და ია­რაღს ტო­ვე­ბენ.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

რისი "თავი აქვს" უკრაინას რუსეთთან ომის შემთხვევაში

რისი "თავი აქვს" უკრაინას რუსეთთან ომის შემთხვევაში

რუსეთი და უკრაინა ომის ზღვარზე არიან... შეძლებენ თუ არა კიევში სიმშვიდის ბოლომდე შენარჩუნებას და როგორ აისახება მსოფლიო ლიდერების პირდაპირი თუ ირიბი განცხადებები პუტინზე, ამას უახლოეს ხანებში ვნახავთ. მანამდე კი, რა რესურსი აქვს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის წინააღმდეგ, ამის შესახებ ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი საუბრობს:

- დავიწყოთ იქიდან, რომ პირველი ტყვიის გავარდნა რუსეთის ინტერესებში შედის, ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შედიოდა. მას ერთი სული აქვს, დაიწყოს საინფორმაციო ომი, რომ პირველმა უკრაინელებმა ისროლეს და პუტინის რუსეთი იძულებული გახდა, ყირიმში რუსეთის მოქალაქეები დაეცვა. თუმცა, მანამდე რუსეთმა თავისას მაინც მიაღწია, - თითქმის ყველა საჭირო სტრატეგიული ერთეული გადაისროლა ყირიმში. ახლა ის იმისთვის იღწვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარებული წესით ჩაატაროს უკრაინიდან გამოყოფაზე რეფერენდუმი ყირიმში, მარტის ბოლოსთვის და წინასწარ გასაგებია, რა შედეგიც იქნება.

თუმცა, საინფორმაციო ომი რუსეთს უკვე წაგებული აქვს, რადგან აქტიური სამხედრო მოქმედებები, მათ შორის ჯარების შეყვანა, ისე განხორციელდა, რომ უკრაინულ მხარეს არათუ უსვრია, ადგილობრივი რუსისთვის შეურაცხყოფაც კი არ მიუყენებია. საქართველოს 2008 წლის ომისგან განსხვავებით, როდესაც 7 აგვისტოს, სახელმწიფო ტელევიზიებმა ქართული არტილერიის ცეცხლი პირდაპირ ეთერში აჩვენეს. ამიტომ რუსებმა მოგვიგეს და განაცხადეს, აი, ქართველებმა მძინარე ცხინვალს დაარტყესო...

- რაც შეეხება იმას, თუ ბრძოლამდე მივიდა საქმე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 15 ათასი რუსი სამხედროა ყირიმში...

- შავი ზღვის ფლოტის სამხედრო მოსამსახურები ისედაც იყვნენ დისლოცირებული ყირიმში, სევასტოპოლში, მაგრამ ისინი გამოვიდნენ თავიანთი ნაწილებიდან და სტრატეგიული პოზიციები დაიკავეს. ორი დღის წინ, ნოვოროსიისკიდან ყირიმში სასწრაფოდ გადაისროლეს მე-7 საჰაერო მოიერიშე ბრიგადა, რომელიც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა. ჯერ ოჩამჩირეში გადმოჯდა, შემდეგ კი ზუგდიდში, იქიდან კი, სენაკში გადმოვიდა. ასე რომ, უკრაინის მიერ საჰაერო სივრცის დახურვა უკვე დაგვიანებულია. უკრაინის შეიარაღებული ძალები 180 ათასამდეა, მაგრამ მათ მოტივაცია აკლიათ, რადგან სავალდებულოს ჯარისკაცები ძირითადად ნაკლებადმოტივირებულნი არიან, ანუ რუსების წინააღმდეგ საბრძოლო განწყობა არ აქვთ და უმეტესობა, უბრალოდ არ გაისვრის. მით უმეტეს, ბევრი ახალწვეული, აღმოსავლეთ უკრაინიდან არის და თავადაც რუსები არიან. ამიტომაც გადიან ყირიმის სამხედრო ნაწილებიდან და იარაღს ტოვებენ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

კორონავირუსის გამოსავლენი ხელსაწყო, რომლის გამოყენებაც სახლი პირობებშია შესაძლებელი - აშშ-მა მისი გამოყენება დაუშვა

მოლდოვის პირველი ქალი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის ისტორიის ახალი და განსხვავებული თავის დაწერას იწყებს - ვინ არის მაია სანდუ

იტალიაში ვულკანი სტრომბოლი ამოიფრქვა - სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები და შიშის მომგვრელი სანახაობა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"