ეს შემზარავი ინციდენტი სიდნეიში მოხდა. 22 წლის იაკობ ვანდერშოტმა საკუთარ ძაღლს, სახელად ბოუნსერს ყელი გამოჭრა და ცხოველი ეზოში დატოვა. მიუხედავად ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისა, იაკობს პატიმრობის ნაცვლად, 1 წლიანი გამოსასწორებელი ვადა მისცეს. ექიმებმა ძაღლის გადარჩენა შეძლეს. როგორც ამბობენ, ასეთი საშინელი ჭრილობა უსუსურ არსებაზე არასდროს უნახავთ.
ბოუნსერი მეზობლებმა გადაარჩინეს. როგორც ინციდენტის გახსენებისას ამბობენ, ძაღლს ყელიდან სისხლი სდიოდა და მიწაზე იწვა, თუმცა ადგილობრივ ვეტერინალურ კლინიკაში სწრაფად გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა მოასწრეს.
ძაღლი ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია Animal Welfare League-ში ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიოდა. გამოჯანმრთელებულ ცხოველს მალე სხვა პატრონს ჩააბარებენ.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.