საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ხარჯავს მინისტრობისას ნარმანია?
რას ხარჯავს მინისტრობისას ნარმანია?

"ალი­ას" ფი­ნან­სის­ტი, "მე­წარ­მე­თა უფა­სო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გი­ორ­გი ჩა­ხა­ია ესა­უბ­რა:

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას სწავ­ლობ­დით. რა შე­დე­გი მი­ი­ღეთ, დიდი ხარ­ჯე­ბი აქვთ?

- სა­მი­ნის­ტროს, მისი ქვე­უ­წყე­ბე­ბი­სა და მის მარ­თვა­ში მყო­ფი სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ, 2013 წლის­თვის გა­წე­უ­ლი ზო­გი­ერ­თი ტი­პის ხარ­ჯის მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლი­ზის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა, რომ სო­ლი­დუ­რი თან­ხე­ბია და­ხარ­ჯუ­ლი შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით: ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, ტექ­მომ­სა­ხუ­რე­ბის, საწ­ვა­ვის, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კის, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის აპა­რა­ტე­ბი­სა და ავე­ჯის შე­სა­ძე­ნად.

- და­ვი­წყოთ მან­ქა­ნე­ბით...

- 2013 წლის­თვის, სა­მი­ნის­ტრომ შე­ი­ძი­ნა 1 989 161 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. მათ შო­რის შე­ძე­ნილ იქნა შემ­დე­გი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ე.წ. ჯი­პე­ბი: სა­მი­ნის­ტროს აპა­რა­ტის მიერ - ახა­ლი "ტო­ი­ო­ტა ლენდკ­რუ­ი­ზერ პრა­დო" 84 545 ლა­რად და სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი სა­ხელ­მწი­ფო სა­წარ­მო "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის" მიერ - "ტო­ი­ო­ტა ლენდკ­რუ­ი­ზერ 200" 127 866 ლა­რად. 84 545 ლა­რიც სრუ­ლე­ბით ზედ­მე­ტია ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­სა­ძე­ნად, მით უმე­ტეს 127 866-ლა­რი­ა­ნი ჯი­პის გა­რე­შეც უნდა შეძ­ლოს თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ეფექ­ტი­ა­ნად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ეს რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ 2013 წელს შე­ძე­ნილ ავ­ტო­მო­ბი­ლებს. გარ­და ამი­სა, მინ­და მო­გა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში შე­ძე­ნი­ლი სხვა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ, 2012 წლის ბოლო თვე­ებ­ში, 53 635 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 17 ერ­თე­უ­ლი ძვე­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლია 472 814 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 17 ერ­თე­უ­ლი ახა­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით (თითო ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­შუ­ა­ლოდ, 27 800 ლარი). 2014 წლის და­სა­წყის­ში, "მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" მიერ, 29 100 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 8 ერ­თე­უ­ლი ძვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლია 246 608 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 8 ერ­თე­უ­ლი ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით (თითო ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­შუ­ა­ლოდ, 30 800 ლარი). გარ­და ამი­სა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნია 491 000 ლა­რის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა­ზე აწარ­მო­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბას და ამ­ზა­დებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მომ­წო­დე­ბელ­თან.

- მან­ქა­ნე­ბის ტექ­მომ­სა­ხუ­რე­ბა, ბენ­ზი­ნი?..

- დიახ, სა­მი­ნის­ტრო­სა და მისი უწყე­ბე­ბის მიერ, და­ი­დო 524 147 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ტექ­მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და რე­ცხვა­ზე, ხოლო 6 046 984 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი საწ­ვა­ვის შე­ძე­ნა­ზე. არა­ერ­თხელ მით­ქვამს და, კვლავ და­ვა­ფიქ­სი­რებ ჩემს მო­საზ­რე­ბას, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­ძე­ნა­ზე დიდი თან­ხე­ბის და­ხარ­ჯვა ერთი კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მაა და, ასე­ვე, ცალ­კე პრობ­ლე­მაა ამ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­სა და საწ­ვავ­ზე და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა შე­იგ­ნოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა, ამ რა­ო­დე­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბი იხარ­ჯე­ბო­დეს ავ­ტო­პარ­კის გა­ნახ­ლე­ბა­სა და შე­ნახ­ვა­ზე.

- რო­მელ სა­მი­ნის­ტრო­ებ­ზეც აქამ­დე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ მო­ნა­ცე­მე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნი­კა­სა და მო­ბი­ლუ­რებ­ზე საკ­მაო თან­ხე­ბი და­ხარ­ჯეს. ნარ­მა­ნი­ას სა­მი­ნის­ტროს შემ­თხვე­ვა­ში რა ხდე­ბა?

- ზო­გა­დად, სა­ო­ფი­სე ტექ­ნი­კა­სა და, მათ შო­რის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კის, ასე­ვე მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის აპა­რა­ტე­ბის შე­ძე­ნა­ზე, მარ­თლაც შთამ­ბეჭ­და­ვი თან­ხე­ბია და­ხარ­ჯუ­ლი. სა­მი­ნის­ტრომ და მის­მა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა, 2013 წელს შე­ი­ძი­ნეს 53 218 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კა, 572 640 ლა­რის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და, 32 364 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის აპა­რა­ტე­ბი. ამოვ­წე­რე რამ­დე­ნი­მე კონ­კრე­ტუ­ლი შე­ძე­ნის ფაქ­ტი. რაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო აღ­მოჩ­ნდა, და­ვუშ­ვათ, შე­ძე­ნი­ლია "სო­ნის" ვი­დე­ო­კა­მე­რა 10 493 ლა­რად, ფო­ტო­ა­პა­რა­ტი "ქე­ნო­ნი" 5 955 ლა­რად, 3660-ლა­რი­ა­ნი "სო­ნის" ფირ­მის ე.წ. ლეპ­ტო­პი, 3935-ლა­რი­ა­ნი პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი, 4100-ლა­რი­ა­ნი ნო­უთ­ბუ­ქი "მაკბუქ პრო", იგი­ვე "მაკბუქ პრო" 3850 ლა­რად, 9 ცალი "მაკბუქ ეარი", სა­ცა­ლო ღი­რე­ბუ­ლე­ბით 1889 ლარი, 2 ცალი "მაკბუქ პრო" სა­ცა­ლო ღი­რე­ბუ­ლე­ბით 3785 ლარი, ასე­ვე მა­გი­დის კომ­პი­უ­ტე­რი "აი მაკი", ღი­რე­ბუ­ლე­ბით 2999 ლარი.

- მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი არ შე­უ­ძე­ნი­ათ?

- რაც შე­ე­ხე­ბა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის აპა­რა­ტებს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც შთამ­ბეჭ­და­ვი შე­ნა­ძე­ნე­ბი გა­კეთ­და. შე­ძე­ნი­ლია: ერთი 1800-ლა­რი­ა­ნი "აი­ფონ 5", 2 ცალი "აი­ფონ 4" - სა­ცა­ლო ფა­სით 1150 ლარი, "აი­ფონ 5" - სა­ცა­ლო ღი­რე­ბუ­ლე­ბით 2098 ლარი. და­ბო­ლოს, ცალ­კე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის მიერ, ერთი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით შე­ძე­ნი­ლია 30 ცალი "სამ­სუნგ" "გა­ლაქ­სი", სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბით 24 000 ლარი.

- ავე­ჯი არ შე­იც­ვა­ლა?

- სულ სა­მი­ნის­ტრომ და უწყე­ბებ­მა, 2013 წელს შე­ი­ძი­ნეს 81 749 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ავე­ჯი. მინ­და გა­მოვ­ყო ორი შე­ნა­ძე­ნი: ტყა­ვის სა­მე­უ­ლი 4290 ლა­რად და ხელ­მძღვა­ნე­ლის სა­კა­ბი­ნე­ტო მა­გი­და 3400 ლა­რად. მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ტყა­ვის სა­მე­უ­ლე­ბის და "ხელ­მძღვა­ნე­ლის" სა­მუ­შაო მა­გი­დე­ბის გა­რე­შეც ხომ ად­ვი­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბა.

- რეს­ტორ­ნე­ბი? სხვა სა­მი­ნის­ტრო­ებს საკ­მაო ხარ­ჯე­ბი ჰქონ­დათ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- ერ­თა­დერ­თი და­დე­ბი­თი, რაც ამ ხარ­ჯებ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე, ის არის, რომ სა­მი­ნის­ტრო­სა და მის უწყე­ბებს, სხვა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­რეს­ტორ­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და ფურ­შე­ტებ­ზე, რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დიდი ხარ­ჯი არ აქვთ გა­წე­უ­ლი. სულ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­ხარ­ჯა 36 492 ლარი. ასე­ვე შე­მიძ­ლია, მო­გა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, სას­მე­ლე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნის შე­სა­ხებ. სულ 2013 წლის­თვის და­ი­დო 35 053 ლა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. მათ შო­რის, შე­ძე­ნილ იქნა 105 კი­ლოგ­რა­მი ყავა და ცხე­ლი შო­კო­ლა­დი, სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბით 6270 ლარი.

ჟანა ასა­ნი­ძე

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რას ხარჯავს მინისტრობისას ნარმანია?

რას ხარჯავს მინისტრობისას ნარმანია?

"ალიას" ფინანსისტი, "მეწარმეთა უფასო დახმარების ცენტრის" დამფუძნებელი გიორგი ჩახაია ესაუბრა:

- ბატონო გიორგი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დოკუმენტაციას სწავლობდით. რა შედეგი მიიღეთ, დიდი ხარჯები აქვთ?

- სამინისტროს, მისი ქვეუწყებებისა და მის მართვაში მყოფი სახელმწიფო კომპანიების მიერ, 2013 წლისთვის გაწეული ზოგიერთი ტიპის ხარჯის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ სოლიდური თანხებია დახარჯული შემდეგი მიმართულებებით: ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ტექმომსახურების, საწვავის, კომპიუტერული ტექნიკის, მობილური ტელეფონის აპარატებისა და ავეჯის შესაძენად.

- დავიწყოთ მანქანებით...

- 2013 წლისთვის, სამინისტრომ შეიძინა 1 989 161 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები. მათ შორის შეძენილ იქნა შემდეგი ძვირადღირებული ე.წ. ჯიპები: სამინისტროს აპარატის მიერ - ახალი "ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო" 84 545 ლარად და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო საწარმო "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მიერ - "ტოიოტა ლენდკრუიზერ 200" 127 866 ლარად. 84 545 ლარიც სრულებით ზედმეტია ავტომობილის შესაძენად, მით უმეტეს 127 866-ლარიანი ჯიპის გარეშეც უნდა შეძლოს თანამდებობის პირმა საკუთარი უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელება. ეს რაც შეეხება უშუალოდ 2013 წელს შეძენილ ავტომობილებს. გარდა ამისა, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, ახალი ხელისუფლების პირობებში შეძენილი სხვა ავტომობილების შესახებაც. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, 2012 წლის ბოლო თვეებში, 53 635 ლარის ღირებულების 17 ერთეული ძველი ავტოსატრანსპორტო საშუალება ჩანაცვლებულია 472 814 ლარის ღირებულების 17 ერთეული ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებით (თითო ავტომობილი, საშუალოდ, 27 800 ლარი). 2014 წლის დასაწყისში, "მუნიციპალური განვითარების ფონდის" მიერ, 29 100 ლარის ღირებულების 8 ერთეული ძველი ავტომობილი, ჩანაცვლებულია 246 608 ლარის ღირებულების 8 ერთეული ახალი ავტომობილით (თითო ავტომობილი, საშუალოდ, 30 800 ლარი). გარდა ამისა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 491 000 ლარის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე აწარმოებს მოლაპარაკებას და ამზადებს ხელშეკრულებას მომწოდებელთან.

- მანქანების ტექმომსახურება, ბენზინი?..

- დიახ, სამინისტროსა და მისი უწყებების მიერ, დაიდო 524 147 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექმომსახურებასა და რეცხვაზე, ხოლო 6 046 984 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები საწვავის შეძენაზე. არაერთხელ მითქვამს და, კვლავ დავაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას, რომ ავტომობილების შეძენაზე დიდი თანხების დახარჯვა ერთი კონკრეტული პრობლემაა და, ასევე, ცალკე პრობლემაა ამ ავტომობილების მოვლა-პატრონობასა და საწვავზე დახარჯული თანხების რაოდენობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნოს ხელისუფლებამ, რომ არ შეიძლება, ამ რაოდენობის სახელმწიფო სახსრები იხარჯებოდეს ავტოპარკის განახლებასა და შენახვაზე.

- რომელ სამინისტროებზეც აქამდე გამოვაქვეყნეთ მონაცემები, კომპიუტერულ ტექნიკასა და მობილურებზე საკმაო თანხები დახარჯეს. ნარმანიას სამინისტროს შემთხვევაში რა ხდება?

- ზოგადად, საოფისე ტექნიკასა და, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკის, ასევე მობილური ტელეფონის აპარატების შეძენაზე, მართლაც შთამბეჭდავი თანხებია დახარჯული. სამინისტრომ და მისმა დაწესებულებებმა, 2013 წელს შეიძინეს 53 218 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნიკა, 572 640 ლარის კომპიუტერული ტექნიკა და, 32 364 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონის აპარატები. ამოვწერე რამდენიმე კონკრეტული შეძენის ფაქტი. რაც ჩემთვის ძალიან სამწუხარო აღმოჩნდა, დავუშვათ, შეძენილია "სონის" ვიდეოკამერა 10 493 ლარად, ფოტოაპარატი "ქენონი" 5 955 ლარად, 3660-ლარიანი "სონის" ფირმის ე.წ. ლეპტოპი, 3935-ლარიანი პერსონალური კომპიუტერი, 4100-ლარიანი ნოუთბუქი "მაკბუქ პრო", იგივე "მაკბუქ პრო" 3850 ლარად, 9 ცალი "მაკბუქ ეარი", საცალო ღირებულებით 1889 ლარი, 2 ცალი "მაკბუქ პრო" საცალო ღირებულებით 3785 ლარი, ასევე მაგიდის კომპიუტერი "აი მაკი", ღირებულებით 2999 ლარი.

- მობილური ტელეფონები არ შეუძენიათ?

- რაც შეეხება მობილური ტელეფონის აპარატებს, ამ მიმართულებითაც შთამბეჭდავი შენაძენები გაკეთდა. შეძენილია: ერთი 1800-ლარიანი "აიფონ 5", 2 ცალი "აიფონ 4" - საცალო ფასით 1150 ლარი, "აიფონ 5" - საცალო ღირებულებით 2098 ლარი. დაბოლოს, ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, ერთი ხელშეკრულებით შეძენილია 30 ცალი "სამსუნგ" "გალაქსი", საერთო ღირებულებით 24 000 ლარი.

- ავეჯი არ შეიცვალა?

- სულ სამინისტრომ და უწყებებმა, 2013 წელს შეიძინეს 81 749 ლარის ღირებულების ავეჯი. მინდა გამოვყო ორი შენაძენი: ტყავის სამეული 4290 ლარად და ხელმძღვანელის საკაბინეტო მაგიდა 3400 ლარად. მაღალი ხარისხის ტყავის სამეულების და "ხელმძღვანელის" სამუშაო მაგიდების გარეშეც ხომ ადვილად შესაძლებელია საჯარო სამსახურში მუშაობა.

- რესტორნები? სხვა სამინისტროებს საკმაო ხარჯები ჰქონდათ ამ მიმართულებით?

- ერთადერთი დადებითი, რაც ამ ხარჯებში აღმოვაჩინე, ის არის, რომ სამინისტროსა და მის უწყებებს, სხვა სამინისტროებისგან განსხვავებით, სარესტორნო მომსახურებასა და ფურშეტებზე, რამე განსაკუთრებული დიდი ხარჯი არ აქვთ გაწეული. სულ, ამ მიმართულებით დაიხარჯა 36 492 ლარი. ასევე შემიძლია, მოგაწოდოთ ინფორმაცია, სასმელებისა და სხვადასხვა საკვები პროდუქტების შეძენის შესახებ. სულ 2013 წლისთვის დაიდო 35 053 ლარის ხელშეკრულებები ამ მიმართულებით. მათ შორის, შეძენილ იქნა 105 კილოგრამი ყავა და ცხელი შოკოლადი, საერთო ღირებულებით 6270 ლარი.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა