მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა აუკრძალა ექიმმა ვახო ბიჭიკაშვილს
რა აუკრძალა ექიმმა ვახო ბიჭიკაშვილს

ვახო ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე სოფო რე­ვია "ქლაბ შოუს" გა­და­ღე­ბა­ზე ჩავ­წე­რეთ, წყვი­ლი "კო­მე­დი არ­ხმა" სტუმ­რის სტა­ტუ­სით მი­იწ­ვია ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ გა­და­ცე­მა­ში, თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, არც ვახო და არც სოფო ამ დღეს არ აღი­ა­რე­ბენ, მი­იჩ­ნე­ვენ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლის დღე არ­სე­ბობ­დეს, ვი­ნა­ი­დან მათ­თვის ყვე­ლა დღე სიყ­ვა­რუ­ლი­საა. ცოლ-ქმარ­თან სა­უ­ბა­რი ოჯა­ხუ­რი ამ­ბე­ბით და­ვი­წყეთ.

ვახო:

- ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით ვცხოვ­რობთ. ვარ­ჯი­ში და­ვი­წყეთ. მე აუზ­ზე დავ­დი­ვარ, სო­ფოც სტუმ­რობს სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბაზს. ან­დრი­აც ვარ­ჯი­შობს უკვე, ოღონდ სახ­ლში. წლი­სა და 8 თვი­საა. ახლა ეც­ნო­ბა სამ­ყა­როს. აინ­ტე­რე­სებს ყვე­ლა­ფე­რი, რაც იღე­ბა, იკე­ტე­ბა.

- კვლავ მის პა­ტივ­სა­ცე­მად იც­ვამთ სახ­ლში? მახ­სოვს, მულ­ტფილ­მის გმი­რე­ბის ტა­ნი­სა­მოსს იც­ვამ­დით...

- რა თქმა უნდა. მხი­ა­რუ­ლად და კონ­ტექ­სტის მი­ხედ­ვით ვიც­ვამთ. ახ­ლა­ხან სა­ზღვარ­გა­რეთ ვი­ყა­ვი და ყვე­ლას­თვის მხი­ა­რუ­ლი, კომ­ფორ­ტუ­ლი ტან­საც­მე­ლი ჩა­მო­ვი­ტა­ნე. გვაქვს ერ­თნა­ი­რი სტი­ლის ბო­ტა­სე­ბი, სხვა­დას­ხვა ფე­რის.

- სად იყა­ვი? და­ის­ვე­ნე თუ საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტი იყო?

- მე და სოფო პა­რიზ­ში ჩვე­ნი მე­გობ­რის ქორ­წილ­ში გახ­ლდით. მაგ­რამ ეს იყო ქორ­წი­ლუ­რი საფ­რან­გე­თი, ვე­რაფ­რის ნახ­ვა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ვი­დეთ ხელ­მე­ო­რედ, რომ რა­ი­მე და­ვათ­ვა­ლი­ე­როთ.

- ან­დრია ვის და­უ­ტო­ვეთ?

სოფო:

- დე­და­ჩემს. ახლა არ ვმუ­შა­ობ და თა­ვა­დაც აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი ბავ­შვის აღ­ზრდის სა­კი­თხებ­ში. სექ­ტემ­ბერს ვე­ლო­დე­ბი, რომ ან­დრია ბაღ­ში მი­ვიყ­ვა­ნო და მეც სამ­სა­ხუ­რი და­ვი­წყო.

- მე­ო­რე ბავ­შვზე ხომ არ ფიქ­რობთ?

ვახო:

- არა, ჯერ ან­დრი­ა­ში ვდებთ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს. ბავ­შვი სწო­რად უნდა აღი­ზარ­დოს.

- მა­მას რა როლი აქვს ამ მხრივ?

სოფო:

- ძი­რი­თა­დად ფი­ნან­სუ­რი. სა­ღა­მო­ო­ბით ორ სა­ათს ატა­რებს ბავ­შვთან და შა­ბათ-კვი­რას მთლი­ა­ნად გვით­მობს. ძი­რი­თა­დად, გას­ვლი­თი დღე­ე­ბი გვაქვს ხოლ­მე "უი­ქენ­დზე".

ვახო:

- ბავ­შვი კა­ნონ­ზო­მი­ე­რია, ჯერ ან­ბა­ნი ის­წავ­ლა და ბგე­რებს გა­მოთ­ქვამს. ახლა მთე­ლი ოჯა­ხი, ჩემი და სო­ფოს მშობ­ლე­ბი, ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი ვე­ლო­დე­ბით, რო­დის ამო­ი­ღებს ხმას, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რას გვე­ტყვის, თუ უნდა გვა­გი­ნოს (იცი­ნი­ან), ბუთ­ქუ­ნა და­მი­ძა­ხოს, თა­ნახ­მა ვარ ამა­ზეც. ტე­ლე­ვი­ზორ­ში მცნობს. თუ სახ­ლში ვარ ამ დროს, ხან მე გა­მომ­ხე­დავს, ხან - ტე­ლე­ეკ­რანს. ცოტა გა­ო­ცე­ბუ­ლია ხოლ­მე ამ დროს.

- სოფო, იმ "პრო­ფილ­ზე" მინ­და გკი­თხო, იუნა შა­ფა­თა­ვას რომ ანდე ქმა­რი. რო­გორ და­თან­ხმდი ამ პრო­ვო­კა­ცი­ას?

- ვა­ხო­საც აქვს მსგავ­სი გა­და­ცე­მა "კო­მე­დი არხზე" - "მახე" - და ვი­ცო­დი, ამ ხუმ­რო­ბას გა­გე­ბით მო­ე­კი­დე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა გახ­დას და უხერ­ხულ მო­მენ­ტებს, მის­მა რე­აქ­ცი­ამ და­მა­ინ­ტე­რე­სა. ვი­ცო­დი, რომ არ მი­ახ­ტე­ბო­და, ბო­ლოს და ბო­ლოს, კა­მე­რე­ბი და ხალ­ხი იყო იქ. სხვა­თა შო­რის, ყვე­ლა მე­კი­თხე­ბო­და, ეს რო­გორ გა­ა­კე­თე, მე შე­მე­შინ­დე­ბო­და, ჩემი ქმა­რი მი­ახ­ტე­ბო­დაო. ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ასე არ მო­იქ­ცე­ო­და. იქ იყო კა­მე­რე­ბი, იყ­ვნენ ოპე­რა­ტო­რე­ბი, თან ქალ­მა უთხრა, გა­და­ცე­მას ვი­ღე­ბო. ამ შემ­თხვე­ვა­შიც თუ არ მო­იქ­ცე­ო­და კარ­გად, ჩემ­თვის ნა­თე­ლი გახ­დე­ბო­და, რომ არ არის ნორ­მა­ლუ­რი და შე­იძ­ლე­ბა, და­მენგრია კი­დეც ოჯა­ხი (იცი­ნის).

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

რა აუკრძალა ექიმმა ვახო ბიჭიკაშვილს

რა აუკრძალა ექიმმა ვახო ბიჭიკაშვილს

ვახო ბიჭიკაშვილი და მისი მეუღლე სოფო რევია ''ქლაბ შოუს'' გადაღებაზე ჩავწერეთ, წყვილი ''კომედი არხმა'' სტუმრის სტატუსით მიიწვია ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილ გადაცემაში, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არც ვახო და არც სოფო ამ დღეს არ აღიარებენ, მიიჩნევენ, რომ არ შეიძლება, სიყვარულის დღე არსებობდეს, ვინაიდან მათთვის ყველა დღე სიყვარულისაა. ცოლ-ქმართან საუბარი ოჯახური ამბებით დავიწყეთ.

ვახო:

- ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობთ. ვარჯიში დავიწყეთ. მე აუზზე დავდივარ, სოფოც სტუმრობს სატრენაჟორო დარბაზს. ანდრიაც ვარჯიშობს უკვე, ოღონდ სახლში. წლისა და 8 თვისაა. ახლა ეცნობა სამყაროს. აინტერესებს ყველაფერი, რაც იღება, იკეტება.

- კვლავ მის პატივსაცემად იცვამთ სახლში? მახსოვს, მულტფილმის გმირების ტანისამოსს იცვამდით...

- რა თქმა უნდა. მხიარულად და კონტექსტის მიხედვით ვიცვამთ. ახლახან საზღვარგარეთ ვიყავი და ყველასთვის მხიარული, კომფორტული ტანსაცმელი ჩამოვიტანე. გვაქვს ერთნაირი სტილის ბოტასები, სხვადასხვა ფერის.

- სად იყავი? დაისვენე თუ საქმიანი ვიზიტი იყო?

- მე და სოფო პარიზში ჩვენი მეგობრის ქორწილში გახლდით. მაგრამ ეს იყო ქორწილური საფრანგეთი, ვერაფრის ნახვა ვერ მოვახერხეთ. აუცილებლად უნდა ჩავიდეთ ხელმეორედ, რომ რაიმე დავათვალიეროთ.

- ანდრია ვის დაუტოვეთ?

სოფო:

- დედაჩემს. ახლა არ ვმუშაობ და თავადაც აქტიურად ვარ ჩართული ბავშვის აღზრდის საკითხებში. სექტემბერს ველოდები, რომ ანდრია ბაღში მივიყვანო და მეც სამსახური დავიწყო.

- მეორე ბავშვზე ხომ არ ფიქრობთ?

ვახო:

- არა, ჯერ ანდრიაში ვდებთ ინვესტიციებს. ბავშვი სწორად უნდა აღიზარდოს.

- მამას რა როლი აქვს ამ მხრივ?

სოფო:

- ძირითადად ფინანსური. საღამოობით ორ საათს ატარებს ბავშვთან და შაბათ-კვირას მთლიანად გვითმობს. ძირითადად, გასვლითი დღეები გვაქვს ხოლმე ''უიქენდზე''.

ვახო:

- ბავშვი კანონზომიერია, ჯერ ანბანი ისწავლა და ბგერებს გამოთქვამს. ახლა მთელი ოჯახი, ჩემი და სოფოს მშობლები, ჩვენი მეგობრები ველოდებით, როდის ამოიღებს ხმას, მნიშვნელობა არ აქვს, რას გვეტყვის, თუ უნდა გვაგინოს (იცინიან), ბუთქუნა დამიძახოს, თანახმა ვარ ამაზეც. ტელევიზორში მცნობს. თუ სახლში ვარ ამ დროს, ხან მე გამომხედავს, ხან - ტელეეკრანს. ცოტა გაოცებულია ხოლმე ამ დროს.

- სოფო, იმ ''პროფილზე'' მინდა გკითხო, იუნა შაფათავას რომ ანდე ქმარი. როგორ დათანხმდი ამ პროვოკაციას?

- ვახოსაც აქვს მსგავსი გადაცემა ''კომედი არხზე'' - ''მახე'' - და ვიცოდი, ამ ხუმრობას გაგებით მოეკიდებოდა. რაც შეეხება გახდას და უხერხულ მომენტებს, მისმა რეაქციამ დამაინტერესა. ვიცოდი, რომ არ მიახტებოდა, ბოლოს და ბოლოს, კამერები და ხალხი იყო იქ. სხვათა შორის, ყველა მეკითხებოდა, ეს როგორ გააკეთე, მე შემეშინდებოდა, ჩემი ქმარი მიახტებოდაო. ნორმალური ადამიანი ასე არ მოიქცეოდა. იქ იყო კამერები, იყვნენ ოპერატორები, თან ქალმა უთხრა, გადაცემას ვიღებო. ამ შემთხვევაშიც თუ არ მოიქცეოდა კარგად, ჩემთვის ნათელი გახდებოდა, რომ არ არის ნორმალური და შეიძლება, დამენგრია კიდეც ოჯახი (იცინის).

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება