მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თელავის თეატრი დახურვის საფრთხის წინაშე
თელავის თეატრი დახურვის საფრთხის წინაშე

თე­ლა­ვის ვაჟა-ფშა­ვე­ლას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს 14 თე­ატრს შო­რის პირ­ველ ად­გილ­ზეა. თე­ატ­რში, ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 7 სპექ­ტაკ­ლი და­იდ­გა, რაც წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­მა­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, თე­ლა­ვის თე­ატ­რი ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის გამო და­ხურ­ვის საფრ­თხის წი­ნა­შე დგას. და­ფი­ნან­სე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო, დასი ახა­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბის დად­გმას ვერ ახერ­ხებს. მათ ბი­უ­ჯეტ­ში არც კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის თან­ხა რჩე­ბა, რო­მე­ლიც ზამ­თარ­ში 3000 ლარს შე­ად­გენს. თე­ატ­რის მმარ­თვე­ლი პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფომ, თე­ატ­რის დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით, გარ­კვე­უ­ლი ზო­მე­ბი უნდა მი­ი­ღოს.

"ჩვე­ნი ბი­უ­ჯე­ტი არ გაზ­რდი­ლა. თე­ატრს წლი­უ­რად 180 ათა­სი ლარი ერი­ცხე­ბა, ამას სა­შე­მო­სავ­ლო აკ­ლდე­ბა და 144 ათა­სი ლარი გვრჩე­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ხელ­ფა­სე­ბის­თვი­საა გან­სა­ზღვრუ­ლი. შეხ­ვედ­რას ვგეგ­მავ ბა­ტონ ნო­დარ ხა­დურ­თან. მისი ძა­ლის­ხმე­ვით, შარ­შან კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ 64 ათა­სი ლარი გა­მო­ყო. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო ამ­ბობს, რომ ჩვენ სუბ­სი­დი­ა­ზე ვართ და კა­ნო­ნი არ იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, თე­ატრს ორ­მა­გი და­ფი­ნან­სე­ბა მის­ცეს. და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ უნდა მი­ი­ღოს, და­ა­მა­ტოს კონ­კრე­ტუ­ლი ხარ­ჯი ან ად­გი­ლობ­რი­ვი რე­სურ­სი­დან რა­ი­მე თან­ხა გა­მო­ი­ძებ­ნოს. ამ მხრივ, ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. მი­ზე­ზად თან­ხის უქონ­ლო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ", - ამ­ბობს გუ­ლი­აშ­ვი­ლი.

გუ­ლი­აშ­ვი­ლის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თგზის მცდე­ლო­ბი­სა, ამ დრომ­დე მან კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რა ვერ მო­ა­ხერ­ხა. მი­სი­ვე თქმით, მა­შინ, რო­დე­საც ბო­ლოს გუ­რამ ოდი­შა­რია თე­ლავ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, იგი თე­ატ­რშიც იყო მიწ­ვე­უ­ლი, სა­დაც მთე­ლი დასი ელო­და, მაგ­რამ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა თე­ატ­რში მის­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხა.

"ამ წლის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის 25 დე­კემ­ბერს შე­ვი­ტა­ნე, არც კი გან­ხი­ლუ­ლა. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე რო­გორ ვი­ლა­პა­რა­კო, თუმ­ცა ბევრ სა­ინ­ტე­რე­სოს ვგეგ­მავ. ხალ­ხი, რო­მე­ლიც 15-30 ათას ლარს იღებს, მე მი­ზე­რუ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ მთან­ხმდე­ბა, ავთო ვარ­სი­მაშ­ვი­ლი 2500 ლარ­ზე დამ­თან­ხმდა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს მცი­რე­დიც არ გვაქვს", - აცხა­დებს თე­ატ­რის მმარ­თვე­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

"კა­ხე­თის ხმა"

თელავის თეატრი დახურვის საფრთხის წინაშე

თელავის თეატრი დახურვის საფრთხის წინაშე

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დადგმული სპექტაკლების რაოდენობით საქართველოს 14 თეატრს შორის პირველ ადგილზეა. თეატრში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 7 სპექტაკლი დაიდგა, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვანი შედეგია.

აღნიშნული წარმატების პარალელურად, თელავის თეატრი ფინანსური კრიზისის გამო დახურვის საფრთხის წინაშე დგას. დაფინანსების არარსებობის გამო, დასი ახალი სპექტაკლების დადგმას ვერ ახერხებს. მათ ბიუჯეტში არც კომუნალური გადასახადების თანხა რჩება, რომელიც ზამთარში 3000 ლარს შეადგენს. თეატრის მმართველი პაატა გულიაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთ ვითარებაში სახელმწიფომ, თეატრის დახმარების მიზნით, გარკვეული ზომები უნდა მიიღოს.

"ჩვენი ბიუჯეტი არ გაზრდილა. თეატრს წლიურად 180 ათასი ლარი ერიცხება, ამას საშემოსავლო აკლდება და 144 ათასი ლარი გვრჩება, რომელიც მხოლოდ ხელფასებისთვისაა განსაზღვრული. შეხვედრას ვგეგმავ ბატონ ნოდარ ხადურთან. მისი ძალისხმევით, შარშან კულტურის სამინისტრომ 64 ათასი ლარი გამოყო. კულტურის სამინისტრო ამბობს, რომ ჩვენ სუბსიდიაზე ვართ და კანონი არ იძლევა საშუალებას, თეატრს ორმაგი დაფინანსება მისცეს. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ უნდა მიიღოს, დაამატოს კონკრეტული ხარჯი ან ადგილობრივი რესურსიდან რაიმე თანხა გამოიძებნოს. ამ მხრივ, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. მიზეზად თანხის უქონლობას ასახელებენ", - ამბობს გულიაშვილი.

გულიაშვილის თქმით, მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, ამ დრომდე მან კულტურის მინისტრთან შეხვედრა ვერ მოახერხა. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ბოლოს გურამ ოდიშარია თელავში იმყოფებოდა, იგი თეატრშიც იყო მიწვეული, სადაც მთელი დასი ელოდა, მაგრამ კულტურის მინისტრმა თეატრში მისვლა ვერ მოახერხა.

"ამ წლის პროექტი, რომელიც კულტურის სამინისტროში ჯერ კიდევ გასული წლის 25 დეკემბერს შევიტანე, არც კი განხილულა. ასეთ ვითარებაში სამომავლო გეგმებზე როგორ ვილაპარაკო, თუმცა ბევრ საინტერესოს ვგეგმავ. ხალხი, რომელიც 15-30 ათას ლარს იღებს, მე მიზერული თანხის სანაცვლოდ მთანხმდება, ავთო ვარსიმაშვილი 2500 ლარზე დამთანხმდა, მაგრამ ჯერჯერობით, ეს მცირედიც არ გვაქვს", - აცხადებს თეატრის მმართველი.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია