პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"თეატრალური კვარტეტის" წევრმა ჟურნალისტზე იქორწინა
 "თეატრალური კვარტეტის" წევრმა ჟურნალისტზე იქორწინა

"თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტის" ბანი, ოთო კოვ­ზი­რი­ძე და­ო­ჯახ­და. კვარ­ტე­ტის სხვა წევ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ოთო დიდ­ხანს იყო მარ­ტო, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე თვის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის ჟურ­ნა­ლისტ ეკა ჩიკ­ვა­ი­ძე­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ოთო და ეკა ერ­თმა­ნეთს დიდი ხნის მან­ძილ­ზე ხვდე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ დღემ­დე ამ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ამ­ბავს სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავ­დნენ. გუ­შინ კი წყვილ­მა ჯვა­რი და­ი­წე­რა და გრან­დი­ო­ზუ­ლი, თე­ატ­რა­ლუ­რი ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. ჩვენ ოთო კოვ­ზი­რი­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- ეკა ოთხი წლის წინ გა­ვი­ცა­ნი გიზო ნიშ­ნი­ა­ნი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბით სა­ღა­მო­ზე ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში. ის ჟურ­ნა­ლის­ტი იყო, მე კი ვმღე­რო­დი კონ­ცერ­ტზე. ჩემ­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა და პირ­ვე­ლად სწო­რედ მა­შინ მო­მე­წო­ნა, მა­საც მო­ვე­წო­ნე და გუ­შინ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეზო­ში, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში ჯვა­რი და­ვი­წე­რეთ.

- ვინ იყ­ვნენ მეჯ­ვა­რე­ე­ბი?

- ჩემი მეჯ­ვა­რე იყო "თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტის" წევ­რი და ჩემი მე­გო­ბა­რი ივა ჭყო­ნია.

- ოთხი წელი მა­ლავ­დით სიყ­ვა­რულს?

- პე­რი­ო­დუ­ლად შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ხში­რად ვშორ­დე­ბო­დით. ძა­ლი­ან მომ­ხიბ­ლა მის­მა გა­რეგ­ნო­ბამ და მხი­ა­რულ­მა ხა­სი­ათ­მა.

- რა მი­ზე­ზე­ბით შორ­დე­ბო­დით?

- მე ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მა­შინ, რო­გორც ყვე­ლა გო­გოს, მა­საც არ მოს­წონ­და ჩემი და­კა­ვე­ბუ­ლო­ბა და ამი­ტომ ხში­რად ვშორ­დე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. შემ­დეგ კი ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი და გა­დავ­წყვი­ტეთ და­ქორ­წი­ნე­ბა.

- დიდ­ხანს ფიქ­რობ­დი და­ო­ჯა­ხე­ბა­ზე?

- სა­ნამ ადა­მი­ა­ნი ოჯა­ხის შექ­მნას გა­და­წყვეტს მა­ნამ­დე უნდა და­ფიქ­რდეს, ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეს, კარ­გად იც­ნობ­დეს, შემ­დეგ ოჯახს როცა შექ­მნი, პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე რომ არ დად­გე. ის ჟურ­ნა­ლის­ტია, მე მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი. ასე რომ, სა­ინ­ტე­რე­სო წყვი­ლი ვართ.

- ქორ­წი­ლის გა­დახ­დას გეგ­მავთ?

- ვგეგ­მავთ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლის გა­დახ­დას. ეს იქ­ნე­ბა კოს­ტუ­მი­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ლი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

"თეატრალური კვარტეტის" წევრმა ჟურნალისტზე იქორწინა

 "თეატრალური კვარტეტის" წევრმა ჟურნალისტზე იქორწინა

"თეატრალური კვარტეტის" ბანი, ოთო კოვზირიძე დაოჯახდა. კვარტეტის სხვა წევრებისგან განსხვავებით, ოთო დიდხანს იყო მარტო, თუმცა რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ის ჟურნალისტ ეკა ჩიკვაიძეზე იყო შეყვარებული. ოთო და ეკა ერთმანეთს დიდი ხნის მანძილზე ხვდებოდნენ, მაგრამ დღემდე ამ სასიყვარულო ამბავს საიდუმლოდ ინახავდნენ. გუშინ კი წყვილმა ჯვარი დაიწერა და გრანდიოზული, თეატრალური ქორწილისთვის ემზადებიან. ჩვენ ოთო კოვზირიძეს დავუკავშირდით:

- ეკა ოთხი წლის წინ გავიცანი გიზო ნიშნიანიძის შემოქმედებით საღამოზე ფილარმონიაში. ის ჟურნალისტი იყო, მე კი ვმღეროდი კონცერტზე. ჩემთან ინტერვიუ ჩაწერა და პირველად სწორედ მაშინ მომეწონა, მასაც მოვეწონე და გუშინ უნივერსიტეტის ეზოში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში ჯვარი დავიწერეთ.

- ვინ იყვნენ მეჯვარეები?

- ჩემი მეჯვარე იყო "თეატრალური კვარტეტის" წევრი და ჩემი მეგობარი ივა ჭყონია.

- ოთხი წელი მალავდით სიყვარულს?

- პერიოდულად შეყვარებულები ვიყავით, მაგრამ ხშირად ვშორდებოდით. ძალიან მომხიბლა მისმა გარეგნობამ და მხიარულმა ხასიათმა.

- რა მიზეზებით შორდებოდით?

- მე ძალიან დაკავებული ვიყავი მაშინ, როგორც ყველა გოგოს, მასაც არ მოსწონდა ჩემი დაკავებულობა და ამიტომ ხშირად ვშორდებოდით ერთმანეთს. შემდეგ კი ჩამოვყალიბდი და გადავწყვიტეთ დაქორწინება.

- დიდხანს ფიქრობდი დაოჯახებაზე?

- სანამ ადამიანი ოჯახის შექმნას გადაწყვეტს მანამდე უნდა დაფიქრდეს, ადამიანთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება უნდა ჰქონდეს, კარგად იცნობდეს, შემდეგ ოჯახს როცა შექმნი, პრობლემების წინაშე რომ არ დადგე. ის ჟურნალისტია, მე მსახიობი და მომღერალი. ასე რომ, საინტერესო წყვილი ვართ.

- ქორწილის გადახდას გეგმავთ?

- ვგეგმავთ უახლოეს მომავალში გრანდიოზული ქორწილის გადახდას. ეს იქნება კოსტუმირებული ქორწილი.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება