Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
რა დაავადებები გემუქრებათ, თუ ოფისში მუშაობთ
რა დაავადებები გემუქრებათ, თუ ოფისში მუშაობთ

"სა­ო­ფი­სე და­ა­ვა­დე­ბე­ბის" შე­სა­ხებ აქ­ტი­უ­რი მსჯე­ლო­ბა მე­დი­კო­სებ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის წინ და­ი­წყეს, მას შემ­დეგ, რაც სა­ო­ფი­სე საქ­მე და კომ­პი­უ­ტე­რი, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ნუ­ყო­ფელ ცნე­ბე­ბად იქცა.

"მშრა­ლი თვა­ლის სინ­დრო­მი", ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა, მშრა­ლი ხვე­ლა, ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის სინ­დრო­მი, "კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­გუ­ნას სინ­დრო­მი" - ხე­ლის მტევ­ნე­ბის და­ძაბ­ვა, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, სქო­ლი­ო­ზი და ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზი - ეს იმ და­ა­ვა­დე­ბა­თა მოკ­ლე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­თა რის­კის ქვეშ წლე­ბის მან­ძილ­ზე ოფის­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

კონ­კრე­ტუ­ლად რა რისკ ფაქ­ტო­რე­ბი იწ­ვევს ჩა­მოთ­ვლილ და­ა­ვა­დე­ბებს და რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ, რომ ისი­ნი თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ? - ამ კი­თხვე­ბით AMBEBI.GE-მ შრო­მის, მე­დი­ცი­ნი­სა და ეკო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორს, რუ­სუ­დან ჯა­ვა­ხა­ძეს მი­მარ­თა.

- რა იწ­ვევს ოფის­ში მო­მუ­შა­ვე­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას და რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი?

- ოფი­სებ­ში მუ­შა­ო­ბი­სას მო­მუ­შა­ვე­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის რისკ ფაქ­ტო­რე­ბია: მავ­ნე ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი (რო­მელ­თა ოფი­სის ჰა­ერ­ში მოხ­ვედ­რის წყა­რო შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­რე­დან შე­მოღ­წე­უ­ლი ჰა­ე­რი, ოფის­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბი, ავე­ჯი, საწ­მენ­დი ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, აპა­რა­ტუ­რა - კომ­პი­უ­ტე­რი, პრინ­ტე­რი, ასლგა­დამ­ღე­ბი ტექ­ნი­კა, თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა, ადა­მი­ა­ნი და სხვა), მტვე­რი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბი (ბაქ­ტე­რი­ე­ბი, სო­კო­ე­ბი და ა.შ.), ჰა­ე­რის იო­ნი­ზა­ცია, არა­ხელ­საყ­რე­ლი მიკ­როკ­ლი­მა­ტი (ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა, ფარ­დო­ბი­თი ტე­ნი­ა­ნო­ბა, ჰა­ე­რის მოძ­რა­ო­ბის სიჩ­ქა­რე), გა­ნა­თე­ბა, ხმა­უ­რი, სა­ო­ფი­სე ტექ­ნი­კის ელექტრო­მაგ­ნი­ტუ­რი გა­მოს­ხი­ვე­ბა, მა­ი­ო­ნე­ბე­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბა;

ასე­ვე ერ­გო­ნო­მი­კა - შრო­მის ინ­ტენ­სი­უ­რო­ბა და და­ძა­ბუ­ლო­ბა - იძუ­ლე­ბი­თი მჯდო­მა­რე სა­მუ­შაო პოზა;

ჰი­პო­დი­ნა­მია - მო­ნი­ტო­რის წინ მხედ­ვე­ლო­ბის მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი და­ძაბ­ვა, კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ხე­ლე­ბის სტა­ტი­კურ-დი­ნა­მი­უ­რი და­ძაბ­ვა და სხვა;

ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი - სა­მუ­შაო ად­გილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ისე­თი ფაქ­ტო­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა პერ­სო­ნა­ლუ­რი სა­მუ­შაო სივ­რცის მო­ცუ­ლო­ბა, გან­მარ­ტო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­მუ­შაო ად­გი­ლის მდე­ბა­რე­ო­ბა და დი­ზა­ი­ნი, მო­მუ­შა­ვე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ერ­გო­ნო­მი­უ­ლად და ეს­თე­ტი­კუ­რად მი­სა­ღე­ბი ავე­ჯი, ინ­ვენ­ტა­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ხედი ფან­ჯრი­დან და სხვა.

ზო­გა­დი ფაქ­ტო­რე­ბი - სა­მუ­შა­ო­თი კმა­ყო­ფი­ლე­ბა, სტრე­სის დონე, თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა, მო­ტი­ვა­ცი­ის და ხელ­ფა­სის დონე, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და კო­ლექ­ტი­ვის ურ­თი­ერ­თო­ბა, ურ­თი­ერ­თდახ­მა­რე­ბა, მუ­შა­ო­ბის და შვე­ბუ­ლე­ბის გრა­ფი­კი, სრულ­ყო­ფი­ლი კვე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა.

- რას ურ­ჩევ­დით ოფის­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს ამ რისკ-ფაქ­ტო­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად?

- ჰა­ერ­ში არ­სე­ბუ­ლი მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გავ­ლე­ნის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, ოფი­სის ჰა­ე­რი ყო­ველ ორ სა­ათ­ში ერთხელ, 30 წუ­თით ფან­ჯრე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ა­ნი­ა­ვეთ.

ვი­ნა­ი­დან ოფი­სის მუ­შა­კე­ბი სა­მუ­შაო დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს ატა­რე­ბენ მჯდო­მა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში კომ­პი­უ­ტე­რის მო­ნი­ტორ­თან, ამი­ტომ მხედ­ვე­ლო­ბის გა­და­ძაბ­ვის მო­სახ­სნე­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­მუ­შაო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ას­რუ­ლოთ თვა­ლის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი კუნ­თე­ბის გა­სა­მაგ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სუ­რი ვარ­ჯი­შე­ბი. ყო­ვე­ლი 30-40 წუ­თის შემ­დეგ ეცა­დეთ ორი წუ­თით მზე­რა კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რა­ნი­დან რაც შე­იძ­ლე­ბა შორ მან­ძილ­ზე გა­და­ი­ტა­ნოთ.

ჯდო­მი­თი რე­ჟი­მის დროს ყვე­ლა­ზე დიდი დატ­ვირ­თვა ხერ­ხე­მალ­ზე მო­დის და იზ­რდე­ბა ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი. ეცა­დეთ, სამ­სა­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბამ­დე არ­სე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი წუთი გა­მო­ი­ყე­ნოთ. თუნ­დაც უმ­ნიშ­ვნე­ლო მოძ­რა­ო­ბა, ოფი­სის კო­რი­დორ­ში სე­ირ­ნო­ბაც კი თქვენს და­ძა­ბულ სხე­ულს შვე­ბას მოჰ­გვრის. დი­ლით 15 წუ­თით ადრე გა­იღ­ვი­ძეთ და სხე­უ­ლი გა­მამ­ხნე­ვე­ლი ვარ­ჯი­შით გა­ი­კა­ჟეთ.

კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნი­კას­თან მო­მუ­შა­ვე­ე­ბის­თვის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია წი­ნას­წა­რი (სა­მუ­შა­ო­ზე მი­ღე­ბი­სას) და წე­ლი­წად­ში ერთხელ, პე­რი­ო­დუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო გა­სინ­ჯვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, თე­რა­პევ­ტის, ნევ­რო­პა­თო­ლო­გის, თვა­ლის ექი­მის აუ­ცი­ლებ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და სპე­ცი­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბით.

წე­ლი­წად­ში 2-ჯერ, გა­ზა­ფხულ­სა და გვი­ან შე­მოდ­გო­მა­ზე, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია პო­ლი­ვი­ტა­მი­ნო თე­რა­პი­ის კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა. არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ორ­სუ­ლი და მე­ძუ­ძუ­რი ქა­ლე­ბის კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნი­კას­თან მუ­შა­ო­ბა.

ამ­რი­გად, თუკი დრო­ის მოკ­ლე მო­ნაკ­ვეთ­ში ვერ შე­ვიც­ვლით თა­ნამ­დე­ბო­ბას, ხედს ფან­ჯრი­დან, ხელ­ფა­სის დო­ნეს ან, თუნ­დაც, სა­მუ­შაო კო­ლექ­ტივს, სა­მუ­შაო არ­ცთუ ისე სტრე­სუ­ლი და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­რის­კო მოგ­ვეჩ­ვე­ნე­ბა, თუკი ამ რჩე­ვებს პე­რი­ო­დუ­ლად მა­ინც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ხოლ­მე.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი

Ambebi.ge

რა დაავადებები გემუქრებათ, თუ ოფისში მუშაობთ

რა დაავადებები გემუქრებათ, თუ ოფისში მუშაობთ

"საოფისე დაავადებების" შესახებ აქტიური მსჯელობა მედიკოსებმა დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყეს, მას შემდეგ, რაც საოფისე საქმე და კომპიუტერი, ფაქტობრივად, განუყოფელ ცნებებად იქცა.

"მშრალი თვალის სინდრომი", ჰაერის უკმარისობა, მშრალი ხველა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, "კომპიუტერული თაგუნას სინდრომი" - ხელის მტევნების დაძაბვა, ნერვული სისტემის დაავადებები, სქოლიოზი და ოსტეოქონდროზი - ეს იმ დაავადებათა მოკლე ჩამონათვალია, რომელთა რისკის ქვეშ წლების მანძილზე ოფისში მომუშავე ადამიანები არიან.

კონკრეტულად რა რისკ ფაქტორები იწვევს ჩამოთვლილ დაავადებებს და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ისინი თავიდან ავიცილოთ? - ამ კითხვებით AMBEBI.GE-მ შრომის, მედიცინისა და ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, რუსუდან ჯავახაძეს მიმართა.

- რა იწვევს ოფისში მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და რომელია ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებები?

- ოფისებში მუშაობისას მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკ ფაქტორებია: მავნე ქიმიური ნივთიერებები (რომელთა ოფისის ჰაერში მოხვედრის წყარო შეიძლება იყოს გარედან შემოღწეული ჰაერი, ოფისში გამოყენებული მოსაპირკეთებელი მასალები, ავეჯი, საწმენდი ქიმიური საშუალებები, აპარატურა - კომპიუტერი, პრინტერი, ასლგადამღები ტექნიკა, თამბაქოს მოწევა, ადამიანი და სხვა), მტვერი, ბიოლოგიური დამაბინძურებლები (ბაქტერიები, სოკოები და ა.შ.), ჰაერის იონიზაცია, არახელსაყრელი მიკროკლიმატი (ჰაერის ტემპერატურა, ფარდობითი ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე), განათება, ხმაური, საოფისე ტექნიკის ელექტრომაგნიტური გამოსხივება, მაიონებელი გამოსხივება;

ასევე ერგონომიკა - შრომის ინტენსიურობა და დაძაბულობა - იძულებითი მჯდომარე სამუშაო პოზა;

ჰიპოდინამია - მონიტორის წინ მხედველობის მრავალსაათიანი დაძაბვა, კლავიატურაზე მუშაობისას ხელების სტატიკურ-დინამიური დაძაბვა და სხვა;

ფსიქოსოციალური ფაქტორები - სამუშაო ადგილთან დაკავშირებული ისეთი ფაქტორები, როგორიცაა პერსონალური სამუშაო სივრცის მოცულობა, განმარტოების შესაძლებლობა, სამუშაო ადგილის მდებარეობა და დიზაინი, მომუშავეთა რაოდენობა, ერგონომიულად და ესთეტიკურად მისაღები ავეჯი, ინვენტარით უზრუნველყოფა, ხედი ფანჯრიდან და სხვა.

ზოგადი ფაქტორები - სამუშაოთი კმაყოფილება, სტრესის დონე, თანამდებობრივი მდგომარეობა, მოტივაციის და ხელფასის დონე, ხელმძღვანელობისა და კოლექტივის ურთიერთობა, ურთიერთდახმარება, მუშაობის და შვებულების გრაფიკი, სრულყოფილი კვების ხელმისაწვდომობა.

- რას ურჩევდით ოფისში მომუშავე ადამიანებს ამ რისკ-ფაქტორების თავიდან ასაცილებლად?

- ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებების გავლენის შემცირების მიზნით, ოფისის ჰაერი ყოველ ორ საათში ერთხელ, 30 წუთით ფანჯრების გამოყენებით გაანიავეთ.

ვინაიდან ოფისის მუშაკები სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ მჯდომარე მდგომარეობაში კომპიუტერის მონიტორთან, ამიტომ მხედველობის გადაძაბვის მოსახსნელად აუცილებელია სამუშაო დღის განმავლობაში შეასრულოთ თვალის მამოძრავებელი კუნთების გასამაგრებელი კომპლექსური ვარჯიშები. ყოველი 30-40 წუთის შემდეგ ეცადეთ ორი წუთით მზერა კომპიუტერის ეკრანიდან რაც შეიძლება შორ მანძილზე გადაიტანოთ.

ჯდომითი რეჟიმის დროს ყველაზე დიდი დატვირთვა ხერხემალზე მოდის და იზრდება ოსტეოქონდროზის განვითარების რისკი. ეცადეთ, სამსახურის დასრულებამდე არსებული ნებისმიერი თავისუფალი წუთი გამოიყენოთ. თუნდაც უმნიშვნელო მოძრაობა, ოფისის კორიდორში სეირნობაც კი თქვენს დაძაბულ სხეულს შვებას მოჰგვრის. დილით 15 წუთით ადრე გაიღვიძეთ და სხეული გამამხნეველი ვარჯიშით გაიკაჟეთ.

კომპიუტერულ ტექნიკასთან მომუშავეებისთვის რეკომენდებულია წინასწარი (სამუშაოზე მიღებისას) და წელიწადში ერთხელ, პერიოდული სამედიცინო გასინჯვების ჩატარება, თერაპევტის, ნევროპათოლოგის, თვალის ექიმის აუცილებლი მონაწილეობით და სპეციალური ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარებით.

წელიწადში 2-ჯერ, გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე, რეკომენდებულია პოლივიტამინო თერაპიის კურსის ჩატარება. არ არის რეკომენდებული ორსული და მეძუძური ქალების კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობა.

ამრიგად, თუკი დროის მოკლე მონაკვეთში ვერ შევიცვლით თანამდებობას, ხედს ფანჯრიდან, ხელფასის დონეს ან, თუნდაც, სამუშაო კოლექტივს, სამუშაო არცთუ ისე სტრესული და ჯანმრთელობისთვის სარისკო მოგვეჩვენება, თუკი ამ რჩევებს პერიოდულად მაინც გავითვალისწინებთ ხოლმე.

სალომე შიხაშვილი

Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია