პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კატო" და "კოტე"- ახალი დუეტი "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემქმნელებისგან
"კატო" და "კოტე"- ახალი დუეტი "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემქმნელებისგან

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი ახა­ლი პრო­ექ­ტის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ცეკ­ვი­დან ახლა სიმ­ღე­რა­ზე გა­და­ვიდ­ნენ და "ორი ვარ­სკვლა­ვის" სა­შუ­ა­ლე­ბით, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა აამ­ღე­რონ. მათ­გან ერთ-ერთი, მსა­ხი­ო­ბი ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძეა. მას პარტნი­ო­რო­ბას მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი ნიკო ბე­რი­ძე გა­უ­წევს.

ნი­ნოს ძა­ლი­ან მოს­წონს პრო­ექ­ტი და მონ­დო­მე­ბით ემ­ზა­დე­ბა, რომ მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე ახალ ამ­პლუ­ა­ში ღირ­სე­უ­ლად წარ­სდგეს:

- ამ პრო­ექ­ტამ­დე შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი­დან" მქონ­და, მაგ­რამ იმის გამო, რომ სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბი არ მი­ზი­დავს და თან, ამ ყვე­ლა­ფერს სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბაც უნდა, უარი ვუ­თხა­რი. ერთი სი­ტყვით, არ ვი­ყა­ვი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის­თვის" მომ­ზა­დე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ექტს - "ორი ვარ­სკვლა­ვი," ჩემი მე­გობ­რე­ბის­გან (კოტე თო­ლორ­და­ვა და განო მე­ლი­თა­უ­რი) გა­ვი­გე. გა­ნომ მი­თხრა, მას­ში კოტე მო­ნა­წი­ლე­ობს და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ შენც მი­ი­ღებ მიწ­ვე­ვას ამ პრო­ექ­ტი­დან და ჩა­ერ­თვე­ბიო. ამ თე­მა­ზე დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ გვქონ­და ლა­პა­რა­კი, რომ "იმე­დი­დან" და­მი­რე­კეს და "ორ ვარ­სკვლავ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს: იქ­ნებ და­ფიქ­რდე­თო. იმის გამო, რომ სიმ­ღე­რას­თან "მე­გობ­რუ­ლი" და­მო­კი­დებ­ლე­ბა მაქვს, ბავ­შვო­ბა­ში გუნდში ვმღე­რო­დი, მუ­სი­კა­ლუ­რი შვიდ­წლე­დი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი,მო­ლედ, უარი არ მით­ქვამს და არც ბევ­რი მი­ფიქ­რია.

- ამას­თან, მუ­სი­კო­სის შვი­ლიც ხართ (მამა გივი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე).

- კი და მუ­სი­კო­სის დაც ვარ (თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე) და რო­გორც უკვე ვთქვი, მუ­სი­კას­თან მქონ­და შე­ხე­ბა, მაგ­რამ დიდი ხა­ნია, არ მიმ­ღე­რია. ამი­ტომ ჩემი ხმის იო­გე­ბი და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლია, რის­თვი­საც ახლა უკვე ბევ­რს ვმუ­შა­ობთ. რაც მთა­ვა­რია, მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­წყვი­ლე, ნიკო ბე­რი­ძე. იმის გამო, რომ ბა­თუმ­ში ცხოვ­რობს, "აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში" მუ­შა­ობს, ახლა აქ არ არის, მაგ­რამ ორ დღე­ში ჩა­მო­ვა. ნიკო მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის სპექ­ტაკლში - "ქეთო და კოტე" მო­ნა­წი­ლე­ობ­და და კო­ტეს პარ­ტი­ას ას­რუ­ლებ­და.

- "ჯე­ოს­ტა­რის" კონ­კურ­სან­ტიც იყო.

- კი და მახ­სოვს, რომ ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი. გული დამ­წყდა, პრო­ექ­ტი ადრე რომ და­ტო­ვა. ახალ რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს და­წყვი­ლე­ბას და პარტნი­ო­რო­ბას, მგო­ნია, რომ ცუდი დუ­ე­ტი არ უნდა გა­მო­ვი­დეს. ნიკო მა­ღალ დო­ნე­ზე შე­ას­რუ­ლებს სიმ­ღე­რებს და ღირ­სე­ულ პარტნი­ო­რო­ბას გა­მი­წევს.

- ძა­ლე­ბი ერ­თად უკვე მო­სინ­ჯეთ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ "სკა­ი­პის"დახ­მა­რე­ბით, ვი­ნა­ი­დან აქ არ არის. ზეგ უკვე თბი­ლის­ში იქ­ნე­ბა და პირ­ველ რე­პე­ტი­ცი­ას გა­ვივ­ლით.

- რო­გორ გგო­ნი­ათ, ად­ვი­ლად დაძ­ლევთ ნე­ბის­მი­ე­რი ჟან­რის მუ­სი­კა­ლურ ნა­მუ­შე­ვარს?

- მა­გა­ლი­თად, ქა­ლა­ქუ­რი ჟან­რის­გან შორს ვარ, რად­გან მუ­სი­კის ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა დი­დად არ აღ­მაფრ­თო­ვა­ნებს, მაგ­რამ შე­ვეც­დე­ბი, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რი ცოდ­ნა გა­მო­მავ­ლი­ნო. რაც მთა­ვა­რია, ისე­თი კარ­გი პე­და­გო­გე­ბი გვყავს (რუსა მორ­ჩი­ლა­ძე, ნინო გუ­ლი­აშ­ვი­ლი და ქეთი გა­ბი­სი­ა­ნი), რომ ამით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ. ბევ­რს გვა­ვარ­ჯი­შე­ბენ და ზედ გვყვე­ბი­ან. მათი დახ­მა­რე­ბის დიდი იმე­დი მაქვს. რო­დე­საც პარტნი­ო­რი­სა და პე­და­გო­გის­გან ხელ­შე­წყო­ბა გაქვს, ნაკ­ლე­ბად გე­ში­ნია. მთა­ვა­რია, ასე­ვე მა­ყუ­რებ­ლის მხარ­და­ჭე­რაც...

მე­უბ­ნე­ბი­ან, მა­ყუ­რე­ბელს მო­ე­ნატ­რეო და თუ მო­ვე­ნატ­რე, აი, ახლა გა­მოვ­ჩნდე­ბი ეკ­რან­ზე. იმე­დი მაქვს, რომ დაგ­ვი­მე­სი­ჯე­ბენ.

- ისე, შენი "კატო" მარ­თლა ძა­ლი­ან უყ­ვართ...

- კი, ვიცი და მად­ლო­ბე­ლი ვარ ამის­თვის. მოკ­ლედ, ჩემი მა­ყუ­რებ­ლის იმე­დი მექ­ნე­ბა, ასე­ვე კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რი­საც. ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, მაგ­რამ რამ­დენ ტურს გა­დავ­ლა­ხავთ, არ ვიცი. ეს ღმერ­თმა გა­და­წყვი­ტოს.

- თქვენს შან­სებს კონ­კურ­სის მსვლე­ლო­ბი­სას გან­სა­ზღვრავს ის კონ­კრე­ტუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, რო­მელ­შიც აღ­მოჩ­ნდე­ბით და რო­გორც წარ­მო­ა­ჩენთ სა­კუ­თარ თა­ვებს.

- რა თქმა უნდა, ასეა. ჩვენ­ზე ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რაც მთა­ვა­რია, სცე­ნა­ზე არ უნდა და­ვიბ­ნეთ, დაბ­ნე­ვა არ მჩვე­ვია, 21 წლი­დან სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ, თუ არ ჩავ­თვლით, ბავ­შვო­ბა­ში პა­ტა­რა კონ­ცერ­ტებს, რომ­ლებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. 2003 წლი­დან მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ვარ, მაგ­რამ ეს ცოტა სხვა სფე­როა, სხვა სცე­ნას­თან გვაქვს საქ­მე. მომ­ღერ­ლის ამ­პლუ­ა­ში თუ არ და­ვიბ­ნე­ვი, კარ­გია. შე­ვეც­დე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვიკ­რი­ბო ენერ­გია, ყუ­რა­დღე­ბა და ვაჩ­ვე­ნო სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი.

- მა­მამ რა გი­თხრა?

- მა­მა­ჩე­მი ჩემს ყო­ველ ახალ წა­მო­წყე­ბას სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს. რო­დე­საც ამ პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ვუ­თხა­რი, გა­ე­ცი­ნა, მანდ რა უნდა გა­ა­კე­თოო? მაგ­რამ დე­და­ჩემ­მა და ჩემ­მა დამ, თა­კომ მხა­რი ამი­ბეს, თაკო ჩემს შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში მე­ტად არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი. მა­მაც მეხ­მა­რე­ბა რა­ღა­ცებ­ში, მაგ­რამ ხომ გი­თხა­რით, აღ­ტა­ცე­ბით არ შეხ­ვედ­რია ამ ყვე­ლა­ფერს, თუმ­ცა დე­და­ჩე­მის­გან მეტი მხარ­და­ჭე­რა მაქვს.

- ასე რომ, "კატო"ამ­ღერ­და...

- კი, "კატო" "კო­ტეს­თან" ერ­თად ამ­ღერ­და (სი­ცი­ლით ამ­ბობს). ეს იქ­ნე­ბა "კატო და კო­ტეს" ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო დუ­ე­ტი. ორი­ვე შე­ვეც­დე­ბით, მა­ყუ­რე­ბელს იმე­დე­ბი არ გა­ვუც­რუ­ვოთ.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"კატო" და "კოტე"- ახალი დუეტი "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემქმნელებისგან

"კატო" და "კოტე"- ახალი დუეტი "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემქმნელებისგან

"ცეკვავენ ვარსკვლავების" შემოქმედებითი ჯგუფი ახალი პროექტისთვის ემზადება. ცეკვიდან ახლა სიმღერაზე გადავიდნენ და "ორი ვარსკვლავის" საშუალებით, ცნობილი ადამიანები უნდა აამღერონ. მათგან ერთ-ერთი, მსახიობი ნინო გაჩეჩილაძეა. მას პარტნიორობას მსახიობი და მომღერალი ნიკო ბერიძე გაუწევს.

ნინოს ძალიან მოსწონს პროექტი და მონდომებით ემზადება, რომ მაყურებლის წინაშე ახალ ამპლუაში ღირსეულად წარსდგეს:

- ამ პროექტამდე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" მქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ სამეჯლისო ცეკვები არ მიზიდავს და თან, ამ ყველაფერს სერიოზული ფიზიკური მომზადებაც უნდა, უარი ვუთხარი. ერთი სიტყვით, არ ვიყავი "ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის" მომზადებული. რაც შეეხება პროექტს - "ორი ვარსკვლავი," ჩემი მეგობრებისგან (კოტე თოლორდავა და განო მელითაური) გავიგე. განომ მითხრა, მასში კოტე მონაწილეობს და კარგი იქნება, თუ შენც მიიღებ მიწვევას ამ პროექტიდან და ჩაერთვებიო. ამ თემაზე დასრულებული არ გვქონდა ლაპარაკი, რომ "იმედიდან" დამირეკეს და "ორ ვარსკვლავში" მონაწილეობა შემომთავაზეს: იქნებ დაფიქრდეთო. იმის გამო, რომ სიმღერასთან "მეგობრული" დამოკიდებლება მაქვს, ბავშვობაში გუნდში ვმღეროდი, მუსიკალური შვიდწლედი მაქვს დამთავრებული,მოლედ, უარი არ მითქვამს და არც ბევრი მიფიქრია.

- ამასთან, მუსიკოსის შვილიც ხართ (მამა გივი გაჩეჩილაძე).

- კი და მუსიკოსის დაც ვარ (თაკო გაჩეჩილაძე) და როგორც უკვე ვთქვი, მუსიკასთან მქონდა შეხება, მაგრამ დიდი ხანია, არ მიმღერია. ამიტომ ჩემი ხმის იოგები დასამუშავებელია, რისთვისაც ახლა უკვე ბევრს ვმუშაობთ. რაც მთავარია, მყავს არაჩვეულებრივი მეწყვილე, ნიკო ბერიძე. იმის გამო, რომ ბათუმში ცხოვრობს, "აჭარის ტელევიზიაში" მუშაობს, ახლა აქ არ არის, მაგრამ ორ დღეში ჩამოვა. ნიკო მუსიკისა და დრამის თეატრის სპექტაკლში - "ქეთო და კოტე" მონაწილეობდა და კოტეს პარტიას ასრულებდა.

- "ჯეოსტარის" კონკურსანტიც იყო.

- კი და მახსოვს, რომ ვგულშემატკივრობდი. გული დამწყდა, პროექტი ადრე რომ დატოვა. ახალ რაც შეეხება ჩვენს დაწყვილებას და პარტნიორობას, მგონია, რომ ცუდი დუეტი არ უნდა გამოვიდეს. ნიკო მაღალ დონეზე შეასრულებს სიმღერებს და ღირსეულ პარტნიორობას გამიწევს.

- ძალები ერთად უკვე მოსინჯეთ?

- ჯერჯერობით მხოლოდ "სკაიპის"დახმარებით, ვინაიდან აქ არ არის. ზეგ უკვე თბილისში იქნება და პირველ რეპეტიციას გავივლით.

- როგორ გგონიათ, ადვილად დაძლევთ ნებისმიერი ჟანრის მუსიკალურ ნამუშევარს?

- მაგალითად, ქალაქური ჟანრისგან შორს ვარ, რადგან მუსიკის ეს მიმართულება დიდად არ აღმაფრთოვანებს, მაგრამ შევეცდები, რომ მაქსიმალური ცოდნა გამომავლინო. რაც მთავარია, ისეთი კარგი პედაგოგები გვყავს (რუსა მორჩილაძე, ნინო გულიაშვილი და ქეთი გაბისიანი), რომ ამით აღფრთოვანებული ვარ. ბევრს გვავარჯიშებენ და ზედ გვყვებიან. მათი დახმარების დიდი იმედი მაქვს. როდესაც პარტნიორისა და პედაგოგისგან ხელშეწყობა გაქვს, ნაკლებად გეშინია. მთავარია, ასევე მაყურებლის მხარდაჭერაც...

მეუბნებიან, მაყურებელს მოენატრეო და თუ მოვენატრე, აი, ახლა გამოვჩნდები ეკრანზე. იმედი მაქვს, რომ დაგვიმესიჯებენ.

- ისე, შენი "კატო" მართლა ძალიან უყვართ...

- კი, ვიცი და მადლობელი ვარ ამისთვის. მოკლედ, ჩემი მაყურებლის იმედი მექნება, ასევე კომპეტენტური ჟიურისაც. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ რამდენ ტურს გადავლახავთ, არ ვიცი. ეს ღმერთმა გადაწყვიტოს.

- თქვენს შანსებს კონკურსის მსვლელობისას განსაზღვრავს ის კონკრეტული სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდებით და როგორც წარმოაჩენთ საკუთარ თავებს.

- რა თქმა უნდა, ასეა. ჩვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. რაც მთავარია, სცენაზე არ უნდა დავიბნეთ, დაბნევა არ მჩვევია, 21 წლიდან სცენაზე ვდგავარ, თუ არ ჩავთვლით, ბავშვობაში პატარა კონცერტებს, რომლებშიც ვმონაწილეობდი. 2003 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვარ, მაგრამ ეს ცოტა სხვა სფეროა, სხვა სცენასთან გვაქვს საქმე. მომღერლის ამპლუაში თუ არ დავიბნევი, კარგია. შევეცდები მაქსიმალურად მოვიკრიბო ენერგია, ყურადღება და ვაჩვენო საუკეთესო შედეგი.

- მამამ რა გითხრა?

- მამაჩემი ჩემს ყოველ ახალ წამოწყებას სკეპტიკურად უყურებს. როდესაც ამ პროექტის შესახებ ვუთხარი, გაეცინა, მანდ რა უნდა გააკეთოო? მაგრამ დედაჩემმა და ჩემმა დამ, თაკომ მხარი ამიბეს, თაკო ჩემს შესაძლებლობებში მეტად არის დარწმუნებული. მამაც მეხმარება რაღაცებში, მაგრამ ხომ გითხარით, აღტაცებით არ შეხვედრია ამ ყველაფერს, თუმცა დედაჩემისგან მეტი მხარდაჭერა მაქვს.

- ასე რომ, "კატო"ამღერდა...

- კი, "კატო" "კოტესთან" ერთად ამღერდა (სიცილით ამბობს). ეს იქნება "კატო და კოტეს" ძალიან სახალისო დუეტი. ორივე შევეცდებით, მაყურებელს იმედები არ გავუცრუვოთ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება