მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აკურიდან სტალინის ბიუსტი გაუჩინარდა
აკურიდან სტალინის ბიუსტი გაუჩინარდა

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აკუ­რა­ში, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში და­ღუ­პულ­თა მე­მო­რი­ალ­ზე სტა­ლი­ნის ბი­უს­ტი აღარ დგას. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, ბი­უს­ტი 3 კვი­რის წინ, ღა­მით გა­უ­ჩი­ნარ­და, თუმ­ცა, ვინ წა­ი­ღო ძეგლი, აკუ­რე­ლე­ბის­თვის უც­ნო­ბია.

"დი­ლით გა­მო­ვე­დით და აღარ იყო, არა­ვინ იცის, სად წა­ი­ღეს ან ვინ. ვი­ღაც ქალ­ზე ამ­ბო­ბენ, იმან თქვა თე­ლავ­შიო, ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის გვერ­დით სტა­ლი­ნის ბი­უსტს რა უნ­დაო. თე­ლავ­ში რომ მოხ­სნეს სტა­ლი­ნის ძეგლი, 1 კვი­რა­ში აქაც მო­იხ­სნა. ე.ი. ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი იყო ეროვ­ნუ­ლი გმი­რი და სტა­ლი­ნი არა­ფე­რი იყო, ეგრე გა­მო­დის. ჩვენ გვინ­დო­და, რომ ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ვინ გვე­კი­თხე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს ად­გი­ლობ­რივ­მა სუ­ლი­კო დუ­იშ­ვილ­მა.

სტა­ლი­ნის ბი­უს­ტის კვარ­ცხლბე­კი­დან მოხ­სნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლო­ბენ სო­ფელ აკუ­რის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნო­სა და თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბა­ში.

"არ ვიცი, სად წა­ი­ღეს ან ვინ წა­ი­ღო, გამ­გე­ო­ბას გან­კარ­გუ­ლე­ბა არ მი­უ­ღია, რომ ბი­უს­ტის დე­მონ­ტა­ჟი მომ­ხდა­რი­ყო, არც საკ­რე­ბუ­ლოს უმსჯე­ლია ამ სა­კი­თხზე",- აღ­ნიშ­ნა გამ­გე­ბელ­მა გივი მეტ­რე­ველ­მა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

აკურიდან სტალინის ბიუსტი გაუჩინარდა

აკურიდან სტალინის ბიუსტი გაუჩინარდა

თელავის რაიონის სოფელ აკურაში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე სტალინის ბიუსტი აღარ დგას. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბიუსტი 3 კვირის წინ, ღამით გაუჩინარდა, თუმცა, ვინ წაიღო ძეგლი, აკურელებისთვის უცნობია.

"დილით გამოვედით და აღარ იყო, არავინ იცის, სად წაიღეს ან ვინ. ვიღაც ქალზე ამბობენ, იმან თქვა თელავშიო, ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით სტალინის ბიუსტს რა უნდაო. თელავში რომ მოხსნეს სტალინის ძეგლი, 1 კვირაში აქაც მოიხსნა. ე.ი. ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო ეროვნული გმირი და სტალინი არაფერი იყო, ეგრე გამოდის. ჩვენ გვინდოდა, რომ ყოფილიყო, მაგრამ ვინ გვეკითხება”, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივმა სულიკო დუიშვილმა.

სტალინის ბიუსტის კვარცხლბეკიდან მოხსნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ სოფელ აკურის ტერიტორიული ორგანოსა და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

"არ ვიცი, სად წაიღეს ან ვინ წაიღო, გამგეობას განკარგულება არ მიუღია, რომ ბიუსტის დემონტაჟი მომხდარიყო, არც საკრებულოს უმსჯელია ამ საკითხზე",- აღნიშნა გამგებელმა გივი მეტრეველმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია