საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11-სულიანი ოჯახის გასაჭირი და მომავლის იმედი
11-სულიანი ოჯახის გასაჭირი და მომავლის იმედი

ხიბ­ლაშ­ვი­ლე­ბის 11-სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი გლ­დან­ში, უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობს. და­ვი­თი და სო­ფიო 8 შვილ­სა და 2 შვი­ლიშ­ვილს ზრდი­ან. ქალ­ბა­ტო­ნი სო­ფიო ივა­ნა­უ­რი გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი სე­ნით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი... მათი ოჯა­ხის შე­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბაა. მი­უ­ხე­და­ვად გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­სა, მო­მა­ვალს იმე­დით უყუ­რე­ბენ და ფიქ­რო­ბენ, რომ ადრე თუ გვი­ან, ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სად ექ­ნე­ბათ.

ბა­ტო­ნი და­ვი­თი:

- მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ოჯა­ხი სიყ­ვა­რუ­ლით შევ­ქმე­ნით და 9 შვი­ლი გაგ­ვიჩ­ნდა. ერთი ვაჟი 4 წლის ასაკ­ში, ავად­მყო­ფო­ბის გამო დაგ­ვე­ღუ­პა, რის შე­დე­გა­დაც ცხა­დია, მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ დიდი ტრავ­მა მი­ვი­ღეთ. დღეს ის 18 წლის იქ­ნე­ბო­და. ტკი­ვი­ლი ერ­თმა­ნე­თის მხარ­ში ამოდ­გო­მით შე­ვიმ­სუ­ბუ­ქეთ. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ, კი­დევ ერთი ბიჭი გაგ­ვე­ჩი­ნა. სულ 2 ბიჭი გვყავს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი გო­გო­ნე­ბი არი­ან.

- უფ­რო­სი შვი­ლი რამ­დე­ნი წლის არის?

- უფ­რო­სი გო­გო­ნა 24 წლი­საა. ის უკვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და ერთ-ერთ რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობს. მე­ო­რე გო­გო­ნა - ნა­თია 22 წლის გახ­ლავთ. ისიც ნა­ად­რე­ვად გა­თხოვ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ქმა­რი არ გა­მო­ად­გა. ჩვენს სი­ძეს და­ლე­ვა უყ­ვარ­და, სულ მთვრა­ლი იყო და რა­საც შო­უ­ლობ­და, ამ­ხა­ნა­გებ­ში ხარ­ჯავ­და, ცოლ-შვი­ლი კი სახ­ლში მში­ე­რი ჰყავ­და. ათას­ჯერ და­ვა­რი­გე, - შვი­ლო, ასე ნუ იქ­ცე­ვი, ოჯახს მი­ხე­დე-მეთ­ქი, მაგ­რამ ჩემი და­რი­გე­ბა არ შე­ის­მი­ნა. ბო­ლოს და ბო­ლოს, მისი საქ­ცი­ე­ლი ყელ­ში ამოგ­ვი­ვი­და და რო­გორც ხე­დავთ, ახლა ნა­თია თა­ვის ორ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად, ჩვენ­თან ცხოვ­რობს. თოთო ბავ­შვე­ბით ხელ­ში მარ­ტო დარ­ჩა და აბა, რა უნდა ქნას? მეც არ მაქვს იმ­დე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი, რომ ის ყვე­ლა­ფე­რი მივ­ცე, რაც სჭირ­დე­ბა - ამის გამო გული ძა­ლი­ან მტკი­ვა.

- ეს ბინა, სა­დაც ახლა ცხოვ­რობთ, მთავ­რო­ბამ გად­მოგ­ცათ, რო­გორც მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახს?

- ჩვენ ადრე ნა­ხა­ლოვ­კა­ში, ჯავ­რის ქუ­ჩა­ზე, გო­რაკ­ზე ვცხოვ­რობ­დით. 7 წლის წინ, ჩვე­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი მი­წისძვრამ და­ან­გრია და ქუ­ჩა­ში აღ­მოვ­ჩნდით. მა­შინ ად­გი­ლობ­რი­ვი გამ­გე­ო­ბა ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა და სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს ეს სახ­ლი სიმ­ბო­ლუ­რად, ერთ ლა­რად გად­მოგ­ვცეს. ბი­ნის გად­მო­ცე­მის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი მა­შინ ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც გა­ა­შუ­ქეს.

- დიდი ფარ­თო­ბია, არა?

- სულ 77 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია.

- ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან ვინ­მე მუ­შა­ობს?

- ჩემი მე­უღ­ლე მძი­მე ავად­მყო­ფია. მას კიბო აღ­მო­აჩ­ნდა და ერთი თვის წინ მკერ­დი მოჰ­კვე­თეს, მე კი დი­ა­ბე­ტი მაქვს. მოკ­ლედ, ჩემი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა არ შე­იძ­ლე­ბა... მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბაა ჩვე­ნი ყო­ველ­თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი. სამ­სა­ხუ­რი რომც შე­მომ­თა­ვა­ზონ, ჯან­მრთე­ლო­ბა არ მი­წყობს ხელს, რომ ვი­მუ­შაო.

- თქვენს ოჯახს დახ­მა­რე­ბის სა­ხით რამ­დე­ნი ლარი ერი­ცხე­ბა?

- 540 ლარს გვაძ­ლე­ვენ, მაგ­რამ 11-სუ­ლი­ან ოჯახს ეს ფული გა­მო­საკ­ვე­ბა­დაც არ გვყოფ­ნის და ხში­რად, უფა­სო სა­სა­დი­ლო­და­ნაც მოგ­ვაქვს ხოლ­მე საჭ­მე­ლი. თა­ნაც, საკ­ვე­ბის გარ­და სხვა რა­მეც ხომ გვჭირ­დე­ბა? - ჩვენც ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და თან, ოჯახ­ში პა­ტა­რე­ბი გვყავს...

- ზამ­თარ­ში რით თბე­ბით?

- შე­შის ღუმ­ლით. ამ კორ­პუს­ში ბუ­ნებ­რი­ვი აირი ჯერ არ შე­მო­უყ­ვა­ნი­ათ... ხომ გა­გი­გო­ნი­ათ, რომ ამ­ბო­ბენ, - სა­ბა­ნი სა­დამ­დეც გწვდე­ბა, ფე­ხიც იმის მი­ხედ­ვით უნდა გა­შა­ლოო... ბავ­შვებს ყვე­ლა­ფე­რი ენატ­რე­ბათ: ტკბი­ლე­უ­ლი, ლა­მა­ზი ტან­საც­მე­ლი, ნორ­მა­ლუ­რი საკ­ვე­ბი. ამის გამო გული მტკი­ვა, მაგ­რამ რა ვქნა, ხომ ვერ მო­ვი­პა­რავ?!

- რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს, ალ­ბათ ექი­მე­ბი უფა­სოდ გემ­სა­ხუ­რე­ბი­ან...

- და­ზღვე­ვა გვაქვს, მაგ­რამ ფული მა­ინც გვჭირ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, ჩემს მე­უღ­ლეს ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის 8 კურ­სი აქვს და­ნიშ­ნუ­ლი, თუმ­ცა ჯერ მხო­ლოდ ერთი ჩა­ვუ­ტა­რეთ. ამ პრო­ცე­დუ­რას ნა­წი­ლობ­რივ, სა­ხელ­მწი­ფო აფი­ნან­სებს, ნა­წი­ლი კი ჩვენ უნდა გა­და­ვი­ხა­დოთ. ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის ერთი კურ­სი 200 ლარი გვიჯ­დე­ბა და ამის გამო ვა­ლის აღე­ბაც მოგ­ვიხ­და...

- ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში ხომ და­დი­ან?

- რა თქმა უნდა და სხვა­თა შო­რის, კარ­გად სწავ­ლო­ბენ. ზარ­მა­ცი შვი­ლე­ბი ნამ­დვი­ლად არ მყავს.

- ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა რამ­დე­ნი წლის არის?

- რუ­სი­კო ჯერ სამი წლი­საა. ის სი­ბე­რე­ში შე­მოგ­ვე­პა­რა (იღი­მის). მე და ჩემი მე­უღ­ლე ვამ­ბობთ, რომ რუსო სი­ბე­რე­ში ჩვე­ნი პატ­რო­ნი იქ­ნე­ბა, უფ­რო­სე­ბი კი გა­იზ­რდე­ბი­ან და მერე, ყვე­ლა თა­ვის გზას მო­ძებ­ნის.

- სა­დილს ვინ ამ­ზა­დებს ხოლ­მე?

ქალ­ბა­ტო­ნი სო­ფიო:

- მე არაფ­რის კე­თე­ბა არ შე­მიძ­ლია. ექი­მებ­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მაფრ­თხი­ლეს, რომ მძი­მე არ ავ­წიო, ცივ წყალ­ში ხელი არ ჩავ­ყო, ამი­ტომ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა ნა­თი­ას უწევს... ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის ტან­საც­მლის ხე­ლით და­რე­ცხვა, თან - ცივ წყალ­ში, გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სია. ოც­ნე­ბად გვაქვს ქცე­უ­ლი სა­რე­ცხი მან­ქა­ნა.

- რამ­დე­ნი წლის იყა­ვით, როცა და­ქორ­წინ­დით?

ბა­ტო­ნი და­ვი­თი:

- 32 წლის ვი­ყა­ვი, ცოლი რომ შე­ვირ­თე. მა­შინ სხვა­ნა­ი­რი ცხოვ­რე­ბა იყო, ბავ­შვე­ბის გა­მოკ­ვე­ბის პრობ­ლე­მა არ გვქონ­და. თან, ერ­თმა­ნეთს ზრდიდ­ნენ. ადრე და­საქ­მე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, არა­ნა­ირ სა­მუ­შა­ოს არ ვთა­კი­ლობ­დი.

- ამ­ბო­ბენ, - ბევ­რი შვი­ლი ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­დიდ­რე­აო...

- ჩვენც ასე ვფიქ­რობ­დით და სწო­რედ ამი­ტომ გა­ვა­ჩი­ნეთ ამ­დე­ნი შვი­ლი... ახლა კი სხვა­ნა­ი­რად ვფიქ­რობთ. ბავ­შვე­ბი ხან რას ითხო­ვენ, ხან - რას. გვი­ჭირს გა­ვა­გე­ბი­ნოთ, თუ რა­ტომ არ შეგ­ვიძ­ლია, მათი სურ­ვი­ლე­ბი და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ...

- სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბი საკ­მა­რი­სი გაქვთ?

- საკ­მა­რი­სი თეფ­შე­ბიც კი არ გვაქვს. ბავ­შვე­ბი "ხმელ კუ­შეტ­კა­ზე", ლე­ი­ბის და საბ­ნის გა­რე­შე წვა­ნან. მი­ი­ფა­რე­ბენ ხოლ­მე ერთ პლედს და იძი­ნე­ბენ.

- ამ ყინ­ვა­ში მხო­ლოდ პლე­დი ახუ­რავთ?

- ასეა. სცი­ვათ, მაგ­რამ რა ვქნათ, საკ­მა­რი­სი ლე­ი­ბი და სა­ბა­ნი არ გვაქვს. ბი­ჭე­ბი ჯენტლმე­ნო­ბას იჩე­ნენ და დებს უთ­მო­ბენ რბილ სა­წოლს.

- თქვენ­თან ძა­ლი­ან ცივა. ამის გამო პა­ტა­რე­ბი ხში­რად ავად­მყო­ფო­ბენ?

- ვიდ­რე ყინ­ვე­ბი და­ი­წყე­ბო­და, რა გვი­ჭირ­და, მაგ­რამ ახლა მარ­თლაც, ხში­რად გვი­წევს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სირ­ბი­ლი. შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ჯერ პა­ტა­რე­ბი არი­ან: უფ­რო­სი წლი­სა და 9 თვი­საა, უმ­ცრო­სი - 7 თვის. დახ­მა­რე­ბას რომ ავი­ღებთ, მივ­დი­ვართ ბა­ზარ­ში და ერთ ტო­მა­რა კარ­ტო­ფილს, ზეთს და მა­კა­რონს, რამ­დე­ნი­მე კი­ლოგ­რამ კომ­ბოს­ტოს ვყი­დუ­ლობთ და თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მის გა­მო­ზოგ­ვას ვცდი­ლობთ. ხორცსა და სხვა რა­ღა­ცებ­ზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია. თვე­ე­ბი ისე გა­დის, ჩემი შვი­ლე­ბი ხორცსა და ხილს გე­მო­საც ვერ უსინ­ჯა­ვენ.

ნა­თია:

- ჩემი შვი­ლე­ბი ჯერ ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი არი­ან და ყვე­ლა­ფერს ვერ ჭა­მენ. მათ სპე­ცი­ა­ლუ­რი საკ­ვე­ბი და პამ­პერ­სი სჭირ­დე­ბათ. იმ­დე­ნი ფული სად გვაქვს, რომ პა­ტა­რებს ყო­ველ­დღე ახალ-ახა­ლი პამ­პერ­სი ჩა­ვაც­ვა? ჰოდა, ძა­ლი­ან ვწვა­ლობთ, რომ თავი რო­გორ­მე გა­ვი­ტა­ნოთ.

ბა­ტო­ნი და­ვი­თი:

- ძი­რი­თა­დად მა­ინც, უფა­სო სა­სა­დი­ლო­ე­ბის იმე­დად ვართ. როცა საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის მა­რა­გი გვე­ლე­ვა, სა­დი­ლი იქი­დან მოგ­ვაქვს. ისე, ყო­ველ­დღი­უ­რად 5 პურს გვაძ­ლე­ვენ, მაგ­რამ არ გვყოფ­ნის. მო­ტა­ნის­თა­ნა­ვე, ბავ­შვე­ბი პურს ისე ესე­ვი­ან, რო­გორც მარ­წყვს.

- ბავ­შვებს ტა­ნი­სა­მო­სის პრობ­ლე­მაც აქვთ?

- ტან­საც­მლის ყიდ­ვას ვინ ჩი­ვის, მთა­ვა­რია, მშივ­რე­ბი არ იყ­ვნენ. სა­მოსს ძი­რი­თა­დად, მე­ზობ­ლე­ბი გვჩუქ­ნი­ან.

ნა­თია:

- ამ პა­ტა­რებს რა ვუყო, თო­რემ რა­ღაც სა­მუ­შა­ოს გა­მოვ­ძებ­ნი­დი. დედა მა­ინც რომ იყოს კარ­გად, რა გვი­ჭირ­და, მაგ­რამ რო­გორც ხე­დავთ, ახლა ცუდ დღე­ში ვართ... ჩემი და-ძმე­ბი სკო­ლი­დან რომ მო­დი­ან, წუ­წუნს იწყე­ბენ: იმას ისე­თი კარ­გი ჩან­თა აქვს, ამას - ტან­საც­მე­ლიო. ყვე­ლა­ფერ ამას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, მაგ­რამ თავს ზე­მოთ ძალა არ არის...

ქალ­ბა­ტო­ნი სო­ფიო:

- ჩემი შვი­ლე­ბი ძნე­ლად აღ­საზ­რდე­ლი ბავ­შვე­ბი არ იყ­ვნენ. ჩემი ქმა­რი სულ მუ­შა­ობ­და. მარ­თა­ლია, ფუ­ფუ­ნე­ბა­ში არა­სო­დეს გვი­ცხოვ­რია, მაგ­რამ სხვე­ბის ხე­ლის შემ­ყუ­რეც არ ვყო­ფილ­ვართ. ოღონ­დაც ფული მი­ე­ცათ და არა­ნა­ირ სა­მუ­შა­ო­ზე არ ამ­ბობ­და უარს. ბავ­შვე­ბის გაზ­რდას, მათ კე­თილ­დღე­ო­ბას შე­ა­ლია სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბა. კა­ცია და თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა აქვს. ახლა წუხს, რომ ვე­რა­ფერს აკე­თებს და ბავ­შვებს უკე­თეს სა­ცხოვ­რე­ბელ პი­რო­ბას ვერ უქ­მნის.

ბა­ტო­ნი და­ვი­თი:

- კი­დევ კარ­გი, ძა­ლი­ან პრე­ტენ­ზი­უ­ლე­ბი არ არი­ან. დედა ეცო­დე­ბათ. იცი­ან, რომ მას გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად ბევ­რი ფული სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ ჩუ­მად არი­ან და უქონ­ლო­ბას ით­მე­ნენ.

- ღმერ­თმა გამ­ძლე­ო­ბა მოგ­ცეთ!

- გმად­ლობ! მო­მა­ვალს ჩვენც იმე­დის თვა­ლით ვუ­ყუ­რებთ.

P.S. თუკი ამ ინ­ტერ­ვი­უს წა­კი­თხვის შემ­დეგ ხიბ­ლაშ­ვი­ლე­ბის დიდი ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ, შე­გიძ­ლი­ათ დაგ­ვი­კავ­შირ­დეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(98) 79.74.91.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

11-სულიანი ოჯახის გასაჭირი და მომავლის იმედი

11-სულიანი ოჯახის გასაჭირი და მომავლის იმედი

ხიბლაშვილების 11-სულიანი ოჯახი გლდანში, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. დავითი და სოფიო 8 შვილსა და 2 შვილიშვილს ზრდიან. ქალბატონი სოფიო ივანაური განუკურნებელი სენით არის დაავადებული... მათი ოჯახის შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა. მიუხედავად გაჭირვებული ყოფისა, მომავალს იმედით უყურებენ და ფიქრობენ, რომ ადრე თუ გვიან, ყველაფერი უკეთესად ექნებათ.

ბატონი დავითი:

- მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი სიყვარულით შევქმენით და 9 შვილი გაგვიჩნდა. ერთი ვაჟი 4 წლის ასაკში, ავადმყოფობის გამო დაგვეღუპა, რის შედეგადაც ცხადია, მე და ჩემმა მეუღლემ დიდი ტრავმა მივიღეთ. დღეს ის 18 წლის იქნებოდა. ტკივილი ერთმანეთის მხარში ამოდგომით შევიმსუბუქეთ. მისი გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთი ბიჭი გაგვეჩინა. სულ 2 ბიჭი გვყავს, დანარჩენები გოგონები არიან.

- უფროსი შვილი რამდენი წლის არის?

- უფროსი გოგონა 24 წლისაა. ის უკვე დაოჯახებულია და ერთ-ერთ რაიონში ცხოვრობს. მეორე გოგონა - ნათია 22 წლის გახლავთ. ისიც ნაადრევად გათხოვდა. სამწუხაროდ, ქმარი არ გამოადგა. ჩვენს სიძეს დალევა უყვარდა, სულ მთვრალი იყო და რასაც შოულობდა, ამხანაგებში ხარჯავდა, ცოლ-შვილი კი სახლში მშიერი ჰყავდა. ათასჯერ დავარიგე, - შვილო, ასე ნუ იქცევი, ოჯახს მიხედე-მეთქი, მაგრამ ჩემი დარიგება არ შეისმინა. ბოლოს და ბოლოს, მისი საქციელი ყელში ამოგვივიდა და როგორც ხედავთ, ახლა ნათია თავის ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ჩვენთან ცხოვრობს. თოთო ბავშვებით ხელში მარტო დარჩა და აბა, რა უნდა ქნას? მეც არ მაქვს იმდენი შემოსავალი, რომ ის ყველაფერი მივცე, რაც სჭირდება - ამის გამო გული ძალიან მტკივა.

- ეს ბინა, სადაც ახლა ცხოვრობთ, მთავრობამ გადმოგცათ, როგორც მრავალშვილიან ოჯახს?

- ჩვენ ადრე ნახალოვკაში, ჯავრის ქუჩაზე, გორაკზე ვცხოვრობდით. 7 წლის წინ, ჩვენი საცხოვრებელი სახლი მიწისძვრამ დაანგრია და ქუჩაში აღმოვჩნდით. მაშინ ადგილობრივი გამგეობა ძალიან დაგვეხმარა და სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ეს სახლი სიმბოლურად, ერთ ლარად გადმოგვცეს. ბინის გადმოცემის ცერემონიალი მაშინ ტელევიზიითაც გააშუქეს.

- დიდი ფართობია, არა?

- სულ 77 კვადრატული მეტრია.

- ოჯახის წევრებიდან ვინმე მუშაობს?

- ჩემი მეუღლე მძიმე ავადმყოფია. მას კიბო აღმოაჩნდა და ერთი თვის წინ მკერდი მოჰკვეთეს, მე კი დიაბეტი მაქვს. მოკლედ, ჩემი ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება... მხოლოდ სოციალური დახმარებაა ჩვენი ყოველთვიური შემოსავალი. სამსახური რომც შემომთავაზონ, ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, რომ ვიმუშაო.

- თქვენს ოჯახს დახმარების სახით რამდენი ლარი ერიცხება?

- 540 ლარს გვაძლევენ, მაგრამ 11-სულიან ოჯახს ეს ფული გამოსაკვებადაც არ გვყოფნის და ხშირად, უფასო სასადილოდანაც მოგვაქვს ხოლმე საჭმელი. თანაც, საკვების გარდა სხვა რამეც ხომ გვჭირდება? - ჩვენც ადამიანები ვართ და თან, ოჯახში პატარები გვყავს...

- ზამთარში რით თბებით?

- შეშის ღუმლით. ამ კორპუსში ბუნებრივი აირი ჯერ არ შემოუყვანიათ... ხომ გაგიგონიათ, რომ ამბობენ, - საბანი სადამდეც გწვდება, ფეხიც იმის მიხედვით უნდა გაშალოო... ბავშვებს ყველაფერი ენატრებათ: ტკბილეული, ლამაზი ტანსაცმელი, ნორმალური საკვები. ამის გამო გული მტკივა, მაგრამ რა ვქნა, ხომ ვერ მოვიპარავ?!

- როგორც სოციალურად დაუცველებს, ალბათ ექიმები უფასოდ გემსახურებიან...

- დაზღვევა გვაქვს, მაგრამ ფული მაინც გვჭირდება. მაგალითად, ჩემს მეუღლეს ქიმიოთერაპიის 8 კურსი აქვს დანიშნული, თუმცა ჯერ მხოლოდ ერთი ჩავუტარეთ. ამ პროცედურას ნაწილობრივ, სახელმწიფო აფინანსებს, ნაწილი კი ჩვენ უნდა გადავიხადოთ. ქიმიოთერაპიის ერთი კურსი 200 ლარი გვიჯდება და ამის გამო ვალის აღებაც მოგვიხდა...

- ბავშვები სკოლაში ხომ დადიან?

- რა თქმა უნდა და სხვათა შორის, კარგად სწავლობენ. ზარმაცი შვილები ნამდვილად არ მყავს.

- ყველაზე პატარა რამდენი წლის არის?

- რუსიკო ჯერ სამი წლისაა. ის სიბერეში შემოგვეპარა (იღიმის). მე და ჩემი მეუღლე ვამბობთ, რომ რუსო სიბერეში ჩვენი პატრონი იქნება, უფროსები კი გაიზრდებიან და მერე, ყველა თავის გზას მოძებნის.

- სადილს ვინ ამზადებს ხოლმე?

ქალბატონი სოფიო:

- მე არაფრის კეთება არ შემიძლია. ექიმებმა კატეგორიულად გამაფრთხილეს, რომ მძიმე არ ავწიო, ცივ წყალში ხელი არ ჩავყო, ამიტომ საოჯახო საქმეების კეთება ნათიას უწევს... ამდენი ადამიანის ტანსაცმლის ხელით დარეცხვა, თან - ცივ წყალში, გმირობის ტოლფასია. ოცნებად გვაქვს ქცეული სარეცხი მანქანა.

- რამდენი წლის იყავით, როცა დაქორწინდით?

ბატონი დავითი:

- 32 წლის ვიყავი, ცოლი რომ შევირთე. მაშინ სხვანაირი ცხოვრება იყო, ბავშვების გამოკვების პრობლემა არ გვქონდა. თან, ერთმანეთს ზრდიდნენ. ადრე დასაქმებული ვიყავი, არანაირ სამუშაოს არ ვთაკილობდი.

- ამბობენ, - ბევრი შვილი ყველაზე დიდი სიმდიდრეაო...

- ჩვენც ასე ვფიქრობდით და სწორედ ამიტომ გავაჩინეთ ამდენი შვილი... ახლა კი სხვანაირად ვფიქრობთ. ბავშვები ხან რას ითხოვენ, ხან - რას. გვიჭირს გავაგებინოთ, თუ რატომ არ შეგვიძლია, მათი სურვილები დავაკმაყოფილოთ...

- საოჯახო ნივთები საკმარისი გაქვთ?

- საკმარისი თეფშებიც კი არ გვაქვს. ბავშვები "ხმელ კუშეტკაზე", ლეიბის და საბნის გარეშე წვანან. მიიფარებენ ხოლმე ერთ პლედს და იძინებენ.

- ამ ყინვაში მხოლოდ პლედი ახურავთ?

- ასეა. სცივათ, მაგრამ რა ვქნათ, საკმარისი ლეიბი და საბანი არ გვაქვს. ბიჭები ჯენტლმენობას იჩენენ და დებს უთმობენ რბილ საწოლს.

- თქვენთან ძალიან ცივა. ამის გამო პატარები ხშირად ავადმყოფობენ?

- ვიდრე ყინვები დაიწყებოდა, რა გვიჭირდა, მაგრამ ახლა მართლაც, ხშირად გვიწევს საავადმყოფოში სირბილი. შვილიშვილები ჯერ პატარები არიან: უფროსი წლისა და 9 თვისაა, უმცროსი - 7 თვის. დახმარებას რომ ავიღებთ, მივდივართ ბაზარში და ერთ ტომარა კარტოფილს, ზეთს და მაკარონს, რამდენიმე კილოგრამ კომბოსტოს ვყიდულობთ და თვის განმავლობაში მის გამოზოგვას ვცდილობთ. ხორცსა და სხვა რაღაცებზე ლაპარაკი ზედმეტია. თვეები ისე გადის, ჩემი შვილები ხორცსა და ხილს გემოსაც ვერ უსინჯავენ.

ნათია:

- ჩემი შვილები ჯერ ძალიან პატარები არიან და ყველაფერს ვერ ჭამენ. მათ სპეციალური საკვები და პამპერსი სჭირდებათ. იმდენი ფული სად გვაქვს, რომ პატარებს ყოველდღე ახალ-ახალი პამპერსი ჩავაცვა? ჰოდა, ძალიან ვწვალობთ, რომ თავი როგორმე გავიტანოთ.

ბატონი დავითი:

- ძირითადად მაინც, უფასო სასადილოების იმედად ვართ. როცა საკვები პროდუქტის მარაგი გველევა, სადილი იქიდან მოგვაქვს. ისე, ყოველდღიურად 5 პურს გვაძლევენ, მაგრამ არ გვყოფნის. მოტანისთანავე, ბავშვები პურს ისე ესევიან, როგორც მარწყვს.

- ბავშვებს ტანისამოსის პრობლემაც აქვთ?

- ტანსაცმლის ყიდვას ვინ ჩივის, მთავარია, მშივრები არ იყვნენ. სამოსს ძირითადად, მეზობლები გვჩუქნიან.

ნათია:

- ამ პატარებს რა ვუყო, თორემ რაღაც სამუშაოს გამოვძებნიდი. დედა მაინც რომ იყოს კარგად, რა გვიჭირდა, მაგრამ როგორც ხედავთ, ახლა ცუდ დღეში ვართ... ჩემი და-ძმები სკოლიდან რომ მოდიან, წუწუნს იწყებენ: იმას ისეთი კარგი ჩანთა აქვს, ამას - ტანსაცმელიო. ყველაფერ ამას ძალიან განვიცდი, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის...

ქალბატონი სოფიო:

- ჩემი შვილები ძნელად აღსაზრდელი ბავშვები არ იყვნენ. ჩემი ქმარი სულ მუშაობდა. მართალია, ფუფუნებაში არასოდეს გვიცხოვრია, მაგრამ სხვების ხელის შემყურეც არ ვყოფილვართ. ოღონდაც ფული მიეცათ და არანაირ სამუშაოზე არ ამბობდა უარს. ბავშვების გაზრდას, მათ კეთილდღეობას შეალია საკუთარი ჯანმრთელობა. კაცია და თავმოყვარეობა აქვს. ახლა წუხს, რომ ვერაფერს აკეთებს და ბავშვებს უკეთეს საცხოვრებელ პირობას ვერ უქმნის.

ბატონი დავითი:

- კიდევ კარგი, ძალიან პრეტენზიულები არ არიან. დედა ეცოდებათ. იციან, რომ მას გამოსაჯანმრთელებლად ბევრი ფული სჭირდება, ამიტომ ჩუმად არიან და უქონლობას ითმენენ.

- ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ!

- გმადლობ! მომავალს ჩვენც იმედის თვალით ვუყურებთ.

P.S. თუკი ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ ხიბლაშვილების დიდი ოჯახის დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 5(98) 79.74.91.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია