Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
თემურ წიკლაურს შვილიშვილი ქეიფებშიც დაჰყავს
თემურ წიკლაურს შვილიშვილი ქეიფებშიც დაჰყავს

თე­მურ წიკ­ლა­ურ­სა და მის შვი­ლიშ­ვილ ან­დრია გო­გი­ბე­დაშ­ვილს მომ­ღერ­ლის ვარ­სკვლა­ვის გახ­სნი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში შევ­ხვდით. ბა­ბუა-შვი­ლიშ­ვი­ლი ერთ ჭერ­ქვეშ ცხოვ­რობს. ერ­თად მსა­ხუ­რო­ბენ სტი­ქა­როს­ნე­ბად "ლურჯ მო­ნას­ტერ­ში". ბა­ტო­ნი თე­მუ­რი ამ­ბობს, რომ შვი­ლიშ­ვი­ლის­თვის არა­სო­დეს აუ­წე­ვია ხმა, უბ­რა­ლოდ, შე­იძ­ლე­ბა, მკაც­რად უთხრას რამე, თუ ის დიდ დროს და­უთ­მობს კომ­პი­უ­ტერს. შეხ­ვედ­რი­სას, ბა­ბუა-შვი­ლიშ­ვი­ლის ურ­თერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე სა­უ­ბარ­თან ერ­თად, მომ­ღერ­ლის ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის თე­მა­საც შე­ვე­ხეთ....

- ან­დრია, სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლის გარ­და, რით ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი? გვი­ამ­ბე შენს ინ­ტე­რე­სებ­ზე...

- გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრას ვსწავ­ლობ და ხან­და­ხან ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე ვუკ­რავ. ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე არ მიც­დია რა­მის შექ­მნა, მაგ­რამ გი­ტა­რა­ზე ხან­და­ხან ვცდი­ლობ, აკორ­დე­ბი ერ­თმა­ნეთს და­ვუ­კავ­ში­რო. ძი­რი­თა­დად, უცხო ენე­ბის შეს­წავ­ლით ვარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. თა­მა­მად შე­მიძ­ლია თქმა, რომ რუ­სუ­ლი კარ­გად ვიცი, ასე­ვე ინ­გლი­სუ­რი. ახლა ჩი­ნურ­საც ვსწავ­ლობ. ჩი­ნუ­რის სწავ­ლა ბავ­შვო­ბი­დან­ვე მინ­დო­და, შემ­დეგ ბა­ბუ­ამ გა­და­წყვი­ტა, რომ ამ ენას სა­ფუძ­ვლი­ა­ნად და­ვუფ­ლე­ბო­დი და და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი წე­ლია ვემ­ზა­დე­ბი. საკ­მა­ოდ რთუ­ლი ენაა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნელ-ნელა მა­ტუ­ლობს ჩი­ნუ­რის მცოდ­ნე­თა რა­ო­დე­ნო­ბა. პრო­ფე­სია ჯერ არ მაქვს არ­ჩე­უ­ლი, ამ ეტაპ­ზე თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბა მინ­და, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვი­ფიქ­რო.

- მუ­სი­კით და­ინ­ტე­რე­სე­ბა, ალ­ბათ, ოჯა­ხის გავ­ლე­ნა­ცაა, თუმ­ცა ბავ­შვებს ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არ უყ­ვართ და სხვა­დას­ხვა მი­ზეზს ეძე­ბენ გაკ­ვე­თი­ლის გა­საც­დე­ნად...

- ბავ­შვო­ბა­ში მეც ასე ვი­ყა­ვი. "მარ­თვე­ში" დავ­დი­ო­დი, ძა­ლი­ან არ მიყ­ვარ­და იქ მის­ვლა, სულ ვცდი­ლობ­დი გაც­დე­ნას, მაგ­რამ როცა გა­ვი­ზარ­დე, მივ­ხვდი, რა დავ­კარ­გე. როცა გა­ვი­გე, რა არის მუ­სი­კა, დიდი სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, უფრო მეტი რამ მცოდ­ნო­და ამ სფე­რო­ში. ახლა დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბი­თა და გულ­მოდ­გი­ნე­ბით ვსწავ­ლობ ყვე­ლა­ფერს.

- ბე­ბია-ბა­ბუა მღე­რის, დე­დაც, მამა - და­ვით გო­გი­ბე­დაშ­ვი­ლი, ლექ­სებს წერს, თქვენც ხომ არ წერთ?

- არა. ბავ­შვო­ბა­ში რა­ღაც უმ­ნიშ­ვნე­ლო ლექ­სე­ბი კი და­მი­წე­რია, მაგ­რამ ახლა არ ვწერ.

- ბა­ბუა-შვი­ლიშ­ვი­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მინ­და გკი­თხო, სად და­დი­ხართ და რა დროს ატა­რებთ ერ­თად?

- ბავ­შვო­ბა­ში ყველ­გან ერ­თად დავ­დი­ო­დით: ცირ­კში, ზო­ო­პარკში, ვა­კის პარკ-ში. დი­დად არც ახლა შეც­ვლი­ლა სი­ტუ­ა­ცია. სულ ერ­თად ვართ. მათ შო­რის: რეს­ტორ­ნებ­ში, კა­ფე­ებ­ში, ხან­და­ხან ბა­ბუ­ას ქე­ი­ფებ­შიც დავ­ყა­ვარ (იღი­მის).

- ან­დრია, რა მოგ­წონს ბა­ბუ­ას თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- მათ­მა თა­ო­ბამ ძა­ლი­ან ძნე­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­ი­ა­რა. ვფიქ­რობ, ახა­ლი თა­ო­ბა კრე­ა­ტი­უ­ლია, მაგ­რამ მა­შინ­დე­ლი უფრო მე­ტად იყო. თან კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა მა­შინ იბა­დე­ბო­და, ასე ვთქვათ, პირ­ველ ნა­ბი­ჯებს დგამ­და. ახალ თა­ო­ბა­ში კი ეს თვი­სე­ბა თით­ქმის ყვე­ლა­ში "ზის" და ეს უმ­თავ­რე­სად წინა თა­ო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, მათ მო­ი­ტა­ნეს ეს ყვე­ლა­ფე­რი აქამ­დე.

- ბა­ტო­ნო თე­მურ, თქვენ რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებთ ახალ თა­ო­ბას?

- ვფიქ­რობ, ჩვენ დროს უფრო მძლავ­რი და ღრმა ცოდ­ნის მომ­ცვე­ლი სკო­ლის პროგ­რა­მა გვქონ­და. იმა­ვეს ვერ ვი­ტყვი ახალ პროგ­რა­მებ­ზე. თუ ახალ­მა თა­ო­ბამ თვით­გან­ვი­თა­რე­ბას არ მიჰ­ყო ხელი და მხო­ლოდ ჭო­რი­კა­ნა გახ­და, რო­გორც კომ­პი­უ­ტე­რი და ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­აა, მა­შინ ვე­რა­ფერს მი­აღ­წევს. ჩარ­თეთ ტე­ლე­ვი­ზო­რი და ნა­ხავთ, რომ იქი­დან ჭო­რა­ო­ბი­სა და ერ­თმა­ნე­თის ლან­ძღვის მეტი არა­ფე­რი ის­მის. დი­ლით გა­და­ცე­მა იწყე­ბა იმით, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა და არა და­დე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვთქვათ, რა გა­იხ­სნა ან ვინ რა წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. შე­იძ­ლე­ბა, ასე არ გიყ­ვარ­დეს შენი ქვე­ყა­ნა?! ხომ შე­იძ­ლე­ბა, რამე პო­ზი­ტი­უ­რი ეძე­ბო ადა­მი­ან­ში და არა პი­რი­ქით?! ახა­ლი თა­ო­ბა ამ მა­გა­ლით­ზე იზ­რდე­ბა, ამი­ტომ მინ­და, ისი­ნი რა­ღა­ცით და­ინ­ტე­რეს­დნენ და სხვა კუ­თხით გან­ვი­თარ­დეს მათი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

თემურ წიკლაურს შვილიშვილი ქეიფებშიც დაჰყავს

თემურ წიკლაურს შვილიშვილი ქეიფებშიც დაჰყავს

თემურ წიკლაურსა და მის შვილიშვილ ანდრია გოგიბედაშვილს მომღერლის ვარსკვლავის გახსნიდან რამდენიმე დღეში შევხვდით. ბაბუა-შვილიშვილი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს. ერთად მსახურობენ სტიქაროსნებად „ლურჯ მონასტერში“. ბატონი თემური ამბობს, რომ შვილიშვილისთვის არასოდეს აუწევია ხმა, უბრალოდ, შეიძლება, მკაცრად უთხრას რამე, თუ ის დიდ დროს დაუთმობს კომპიუტერს. შეხვედრისას, ბაბუა-შვილიშვილის ურთერთდამოკიდებულებაზე საუბართან ერთად, მომღერლის ვარსკვლავის გახსნის თემასაც შევეხეთ....

- ანდრია, სკოლაში სიარულის გარდა, რით ხარ დაკავებული? გვიამბე შენს ინტერესებზე...

- გიტარაზე დაკვრას ვსწავლობ და ხანდახან ფორტეპიანოზე ვუკრავ. ფორტეპიანოზე არ მიცდია რამის შექმნა, მაგრამ გიტარაზე ხანდახან ვცდილობ, აკორდები ერთმანეთს დავუკავშირო. ძირითადად, უცხო ენების შესწავლით ვარ დაინტერესებული. თამამად შემიძლია თქმა, რომ რუსული კარგად ვიცი, ასევე ინგლისური. ახლა ჩინურსაც ვსწავლობ. ჩინურის სწავლა ბავშვობიდანვე მინდოდა, შემდეგ ბაბუამ გადაწყვიტა, რომ ამ ენას საფუძვლიანად დავუფლებოდი და დაახლოებით ხუთი წელია ვემზადები. საკმაოდ რთული ენაა, მაგრამ საქართველოში ნელ-ნელა მატულობს ჩინურის მცოდნეთა რაოდენობა. პროფესია ჯერ არ მაქვს არჩეული, ამ ეტაპზე თეატრალურ უნივერსიტეტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება მინდა, მაგრამ შეიძლება გადავიფიქრო.

- მუსიკით დაინტერესება, ალბათ, ოჯახის გავლენაცაა, თუმცა ბავშვებს ხშირ შემთხვევაში არ უყვართ და სხვადასხვა მიზეზს ეძებენ გაკვეთილის გასაცდენად...

- ბავშვობაში მეც ასე ვიყავი. „მართვეში“ დავდიოდი, ძალიან არ მიყვარდა იქ მისვლა, სულ ვცდილობდი გაცდენას, მაგრამ როცა გავიზარდე, მივხვდი, რა დავკარგე. როცა გავიგე, რა არის მუსიკა, დიდი სურვილი გამიჩნდა, უფრო მეტი რამ მცოდნოდა ამ სფეროში. ახლა დიდი სიამოვნებითა და გულმოდგინებით ვსწავლობ ყველაფერს.

- ბებია-ბაბუა მღერის, დედაც, მამა - დავით გოგიბედაშვილი, ლექსებს წერს, თქვენც ხომ არ წერთ?

- არა. ბავშვობაში რაღაც უმნიშვნელო ლექსები კი დამიწერია, მაგრამ ახლა არ ვწერ.

- ბაბუა-შვილიშვილის დამოკიდებულებაზე მინდა გკითხო, სად დადიხართ და რა დროს ატარებთ ერთად?

- ბავშვობაში ყველგან ერთად დავდიოდით: ცირკში, ზოოპარკში, ვაკის პარკ-ში. დიდად არც ახლა შეცვლილა სიტუაცია. სულ ერთად ვართ. მათ შორის: რესტორნებში, კაფეებში, ხანდახან ბაბუას ქეიფებშიც დავყავარ (იღიმის).

- ანდრია, რა მოგწონს ბაბუას თაობის წარმომადგენლებში ყველაზე მეტად?

- მათმა თაობამ ძალიან ძნელი პერიოდი გამოიარა. ვფიქრობ, ახალი თაობა კრეატიულია, მაგრამ მაშინდელი უფრო მეტად იყო. თან კრეატიულობა მაშინ იბადებოდა, ასე ვთქვათ, პირველ ნაბიჯებს დგამდა. ახალ თაობაში კი ეს თვისება თითქმის ყველაში „ზის“ და ეს უმთავრესად წინა თაობის დამსახურებაა, მათ მოიტანეს ეს ყველაფერი აქამდე.

- ბატონო თემურ, თქვენ როგორ დაახასიათებთ ახალ თაობას?

- ვფიქრობ, ჩვენ დროს უფრო მძლავრი და ღრმა ცოდნის მომცველი სკოლის პროგრამა გვქონდა. იმავეს ვერ ვიტყვი ახალ პროგრამებზე. თუ ახალმა თაობამ თვითგანვითარებას არ მიჰყო ხელი და მხოლოდ ჭორიკანა გახდა, როგორც კომპიუტერი და ჩვენი ტელევიზიაა, მაშინ ვერაფერს მიაღწევს. ჩართეთ ტელევიზორი და ნახავთ, რომ იქიდან ჭორაობისა და ერთმანეთის ლანძღვის მეტი არაფერი ისმის. დილით გადაცემა იწყება იმით, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა და არა დადებითი ინფორმაციით, ვთქვათ, რა გაიხსნა ან ვინ რა წარმატებას მიაღწია. შეიძლება, ასე არ გიყვარდეს შენი ქვეყანა?! ხომ შეიძლება, რამე პოზიტიური ეძებო ადამიანში და არა პირიქით?! ახალი თაობა ამ მაგალითზე იზრდება, ამიტომ მინდა, ისინი რაღაცით დაინტერესდნენ და სხვა კუთხით განვითარდეს მათი მსოფლმხედველობა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება