პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს სამ­ლოც­ვე­ლო კუთხეს
რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს სამ­ლოც­ვე­ლო კუთხეს

პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის გან­მარ­ტე­ბით, ოჯა­ხი მცი­რე ეკ­ლე­სიაა, რაც იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ქრის­ტი­ა­ნულ ოჯახ­ში ცხოვ­რე­ბა ეკ­ლე­სი­უ­რი წე­სე­ბის დაც­ვით უნ­და წა­რი­მარ­თოს, ოჯა­ხი რომ მარ­თ­ლაც მცი­რე ეკ­ლე­სი­ად იქ­ცეს. რა­კი ეკ­ლე­სია უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სამ­ლოც­ვე­ლო სახ­ლია, ამი­ტომ ოჯახ­შიც - მცი­რე ეკ­ლე­სი­ა­შიც - აუცი­ლე­ბე­ლია, წმინ­და ეკ­ლე­სი­ის მი­ერ დად­გე­ნი­ლი ლოც­ვე­ბის აღ­ვ­ლე­ნა. ამ და სხვა წე­სე­ბის დაც­ვას­თან ერ­თად, რო­გორც ეკ­ლე­სია, ოჯა­ხიც შემ­კო­ბი­ლი უნ­და იყოს წმინ­და ხა­ტე­ბით, პა­ტი­ო­სა­ნი ჯვრი­თა თუ სხვა სიწ­მინ­დე­ე­ბით, მათ და­საბ­რ­ძა­ნებ­ლად მარ­თ­ლ­მორ­წ­მუ­ნე ქრის­ტი­ა­ნებს აღ­მო­სავ­ლე­თის მხა­რეს მო­წყო­ბი­ლი აქვთ სამ­ლოც­ვე­ლო კუ­თხე. რა სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვა აქვს სამ­ლოც­ვე­ლო კუ­თხის აღ­მო­სავ­ლე­თით მო­წყო­ბას? რა არის ამ კუ­თხის უმ­თავ­რე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა? რო­მე­ლი ხა­ტე­ბი უნ­და და­ვაბ­რ­ძა­ნოთ უპირ­ვე­ლე­სად და რო­გორ გან­ვა­ლა­გოთ ისი­ნი? ხა­ტე­ბი­სა და ჯვრის გარ­და კი­დევ რო­მე­ლი სა­ეკ­ლე­სიო სიწ­მინ­დე­ე­ბის მო­თავ­სე­ბაა სა­სურ­ვე­ლი?

არ­ქი­მან­დ­რი­ტი მა­კა­რი

(ა­ბე­სა­ძე):

- სამ­ლოც­ვე­ლო კუ­თხის წინ ძი­რი­თა­დად ლოც­ვი­თი კა­ნო­ნის აღ­ს­რუ­ლე­ბის დროს ვდგე­ბით. ლოც­ვა ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას, ცა­რი­ე­ლი კედ­ლის წი­ნა­შეც შე­იძ­ლე­ბა აღ­ვავ­ლი­ნოთ, მაგ­რამ სამ­ლოც­ვე­ლო კუ­თხე­ში დაბ­რ­ძა­ნე­ბუ­ლი ხა­ტე­ბი და სხვა სიწ­მინ­დე­ე­ბი ხელს გვი­წყობს გან­წყო­ბი­ლე­ბის შექ­მ­ნა­ში. ხა­ტის უმ­თავ­რე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ხომ სწო­რედ ისაა, რომ ადა­მი­ა­ნი უფ­რო კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი იყოს ლოც­ვის დროს, უფ­რო მე­ტი გო­ნე­ბით, ყუ­რა­დღე­ბი­თა და მო­წი­წე­ბით ვი­ლო­ცოთ. ამ­გ­ვა­რი ლოც­ვი­სას, მად­ლიც მე­ტად მოგ­ვე­ცე­მა ღვთის­გან. ეს არის სწო­რედ სამ­ლოც­ვე­ლო კუ­თხის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა.

- რო­გორ მო­ვა­წყოთ სამ­ლოც­ვე­ლო კუ­თხე?

- სა­სურ­ვე­ლია, სამ­ლოც­ვე­ლო კუ­თხე ცალ­კე ოთახ­ში მო­ვა­წყოთ, რად­გან ასე გა­ცი­ლე­ბით გაგ­ვი­ად­ვილ­დე­ბა გან­წყო­ბის შექ­მ­ნაც, აღარც ყუ­რა­დღე­ბა გაგ­ვე­ფან­ტე­ბა ლოც­ვი­სას და სიწ­მინ­დე­თა მი­მარ­თაც სა­თა­ნა­დო მოკ­რ­ძა­ლე­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ვი­ჩენთ. რო­დე­საც სამ­ლოც­ვე­ლო კუ­თხე მი­სა­ღებ­ში ან სა­ძი­ნე­ბელ­შია მო­წყო­ბი­ლი, ადა­მი­ა­ნებს, თუნ­დაც ოჯა­ხის არა­ეკ­ლე­სი­ურ თუ მცი­რედ მორ­წ­მუ­ნე წევ­რებს, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, მა­ინც უხ­დე­ბათ სიწ­მინ­დე­თა მი­მართ არა­სათ­ნომ­ყო­ფელ ქმე­დე­ბა­თა ჩა­დე­ნა. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ოთა­ხი, სა­დაც სამ­ლოც­ვე­ლო კუ­თხეა მო­წყო­ბი­ლი, - უხამ­სი სიტყ­ვე­ბის წარ­მოთ­ქ­მა, თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა, ზოგ­ჯერ კა­მა­თი, სა­ძი­ნე­ბელ­ში ხა­ტე­ბი­სა და სიწ­მინ­დე­ე­ბის წი­ნა­შე სა­მო­სის გა­მოც­ვ­ლა და ა.შ. მაგ­რამ თუ ბი­ნის ფარ­თო­ბი იმის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა, რომ სამ­ლოც­ვე­ლო კუ­თხე ცალ­კე ოთახ­ში მო­ვა­წყოთ და ამის გა­კე­თე­ბა მი­სა­ღებ­ში ან სა­ძი­ნე­ბელ­ში გვიხ­დე­ბა, სა­სურ­ვე­ლია, ის ფარ­დით გა­ი­მიჯ­ნოს. ამის გა­კე­თე­ბა მით უფ­რო აუცი­ლე­ბე­ლია, თუ მი­სი მო­წყო­ბა ცოლ-ქმრის სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში გვი­წევს.

- რა­ტომ არის სა­სურ­ვე­ლი სამ­ლოც­ვე­ლო კუ­თხის აღ­მო­სავ­ლე­თის მხა­რეს მო­წყო­ბა?

- წმინ­და მი­წა, - იერუ­სა­ლი­მი აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობს, სა­ი­და­ნაც აღ­მო­უბ­რ­წყინ­და კა­ცობ­რი­ო­ბას მზე სი­მარ­თ­ლი­სა, უფა­ლი გა­მოჩ­ნ­და ხორ­ცით. ამა­ვე დროს, უფ­ლის მე­ო­რედ მოს­ვ­ლა­საც აღ­მო­სავ­ლე­თი­დან ვე­ლო­დე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, სამ­ლოც­ვე­ლო კუ­თხე აღ­მო­სავ­ლე­თის მხა­რეს უნ­და მო­ეწყოს. მაგ­რამ თუ სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზის გა­მო მი­სი აღ­მო­სავ­ლე­თის მხა­რეს მო­წყო­ბა ვერ ხერ­ხ­დე­ბა, სხვა მხა­რეს მო­ვა­წყოთ, გარ­და - და­სავ­ლე­თი­სა. და­სავ­ლე­თის მხა­რეს არც ხა­ტე­ბის და­კი­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ლოც­ვის დროს აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ მიბ­რუ­ნე­ბის წე­სი მო­ცი­ქულ­თა ეპო­ქი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს.

- რო­მე­ლი ხა­ტე­ბი უნ­და ვი­ქო­ნი­ოთ სამ­ლოც­ვე­ლო კუ­თხე­ში უწი­ნა­რე­სად?

- ამას რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ნო­ნი­კა არ აქვს, მაგ­რამ სა­სურ­ვე­ლია, უპირ­ვე­ლე­სად, და­ვაბ­რ­ძა­ნოთ ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის, მა­ცხოვ­რის და ღვთის­მ­შობ­ლის ხა­ტე­ბი. ასე­ვე სა­სურ­ვე­ლია, ქარ­თულ ოჯახ­ში დაბ­რ­ძა­ნე­ბუ­ლი იყოს ქარ­თ­ველ­თა გან­მა­ნათ­ლებ­ლის, წმინ­და ნი­ნოს, ქარ­თ­ვე­ლი ერის მე­ო­ხის, წმინ­და გი­ორ­გი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მარ­თ­ლ­მ­ადი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­ო­ხის, წმინ­და ნი­კო­ლო­ზის, ოჯა­ხის წევ­რე­ბის მო­სა­ხე­ლე წმინ­დან­თა, მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზის, წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლისმ­ცემ­ლი­სა და სა­უფ­ლო დღე­სას­წა­უ­ლე­ბის ხა­ტე­ბი. გარ­და ამი­სა, შეგ­ვიძ­ლია ვიქო­ნი­ოთ წმინ­დან­თა ხა­ტე­ბიც, ჩვე­ნი სურ­ვილ­ისა და შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით. მორ­წმუ­ნემ ყვე­ლა ხატს შე­სა­ფე­რი­სი პა­ტი­ვი უნ­და მი­ა­გოს. ლოც­ვი­სას უნ­და წარ­მოვ­თ­ქ­ვათ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის ტრო­პა­რი ან უბ­რა­ლოდ, ჩვე­ნი სიტყ­ვე­ბით მივ­მარ­თოთ მას. თუ ადა­მი­ანს შინ უამ­რა­ვი ხა­ტი აქვს, სის­ტე­მა­ტუ­რი ვედ­რე­ბა მათ­და­მი გა­უ­ჭირ­დე­ბა, ამი­ტომ და­საშ­ვე­ბია, რომ ხა­ტე­ბის­თ­ვის გა­მოვ­ყოთ ცალ­კე თა­რო და სამ­ლოც­ვე­ლო კუ­თხე­ში ის ხა­ტი და­ვაბ­რ­ძა­ნოთ, რომ­ლის დღე­სას­წა­უ­ლი ან ხსე­ნე­ბის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა. არ არის სა­ჭი­რო, შინ დი­დი და მდიდ­რუ­ლი ხა­ტე­ბი ვი­ქო­ნი­ოთ. თუ ასე­თი ხა­ტი გვაქვს, უმ­ჯო­ბე­სია, ტა­ძარს შევ­წი­როთ.

შო­რე­ნა მერ­კ­ვი­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები

რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს სამ­ლოც­ვე­ლო კუთხეს

რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს სამ­ლოც­ვე­ლო კუთხეს

პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის გან­მარ­ტე­ბით, ოჯა­ხი მცი­რე ეკ­ლე­სიაა, რაც იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ქრის­ტი­ა­ნულ ოჯახ­ში ცხოვ­რე­ბა ეკ­ლე­სი­უ­რი წე­სე­ბის დაც­ვით უნ­და წა­რი­მარ­თოს, ოჯა­ხი რომ მარ­თ­ლაც მცი­რე ეკ­ლე­სი­ად იქ­ცეს. რა­კი ეკ­ლე­სია უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სამ­ლოც­ვე­ლო სახ­ლია, ამი­ტომ ოჯახ­შიც - მცი­რე ეკ­ლე­სი­ა­შიც - აუცი­ლე­ბე­ლია, წმინ­და ეკ­ლე­სი­ის მი­ერ დად­გე­ნი­ლი ლოც­ვე­ბის აღ­ვ­ლე­ნა. ამ და სხვა წე­სე­ბის დაც­ვას­თან ერ­თად, რო­გორც ეკ­ლე­სია, ოჯა­ხიც შემ­კო­ბი­ლი უნ­და იყოს წმინ­და ხა­ტე­ბით, პა­ტი­ო­სა­ნი ჯვრი­თა თუ სხვა სიწ­მინ­დე­ე­ბით, მათ და­საბ­რ­ძა­ნებ­ლად მარ­თ­ლ­მორ­წ­მუ­ნე ქრის­ტი­ა­ნებს აღ­მო­სავ­ლე­თის მხა­რეს მოწყო­ბი­ლი აქვთ სამ­ლოც­ვე­ლო კუთხე. რა სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვა აქვს სამ­ლოც­ვე­ლო კუთხის აღ­მო­სავ­ლე­თით მოწყო­ბას? რა არის ამ კუთხის უმ­თავ­რე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა? რო­მე­ლი ხა­ტე­ბი უნ­და და­ვაბ­რ­ძა­ნოთ უპირ­ვე­ლე­სად და რო­გორ გან­ვა­ლა­გოთ ისი­ნი? ხა­ტე­ბი­სა და ჯვრის გარ­და კი­დევ რო­მე­ლი სა­ეკ­ლე­სიო სიწ­მინ­დე­ე­ბის მო­თავ­სე­ბაა სა­სურ­ვე­ლი?

არ­ქი­მან­დ­რი­ტი მა­კა­რი

(ა­ბე­სა­ძე):

- სამ­ლოც­ვე­ლო კუთხის წინ ძი­რი­თა­დად ლოც­ვი­თი კა­ნო­ნის აღ­ს­რუ­ლე­ბის დროს ვდგე­ბით. ლოც­ვა ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას, ცა­რი­ე­ლი კედ­ლის წი­ნა­შეც შე­იძ­ლე­ბა აღ­ვავ­ლი­ნოთ, მაგ­რამ სამ­ლოც­ვე­ლო კუთხე­ში დაბ­რ­ძა­ნე­ბუ­ლი ხა­ტე­ბი და სხვა სიწ­მინ­დე­ე­ბი ხელს გვიწყობს გან­წყო­ბი­ლე­ბის შექ­მ­ნა­ში. ხა­ტის უმ­თავ­რე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ხომ სწო­რედ ისაა, რომ ადა­მი­ა­ნი უფ­რო კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი იყოს ლოც­ვის დროს, უფ­რო მე­ტი გო­ნე­ბით, ყუ­რადღე­ბი­თა და მო­წი­წე­ბით ვი­ლო­ცოთ. ამ­გ­ვა­რი ლოც­ვი­სას, მად­ლიც მე­ტად მოგ­ვე­ცე­მა ღვთის­გან. ეს არის სწო­რედ სამ­ლოც­ვე­ლო კუთხის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა.

- რო­გორ მო­ვაწყოთ სამ­ლოც­ვე­ლო კუთხე?

- სა­სურ­ვე­ლია, სამ­ლოც­ვე­ლო კუთხე ცალ­კე ოთახ­ში მო­ვაწყოთ, რად­გან ასე გა­ცი­ლე­ბით გაგ­ვი­ად­ვილ­დე­ბა გან­წყო­ბის შექ­მ­ნაც, აღარც ყუ­რადღე­ბა გაგ­ვე­ფან­ტე­ბა ლოც­ვი­სას და სიწ­მინ­დე­თა მი­მარ­თაც სა­თა­ნა­დო მოკ­რ­ძა­ლე­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ვი­ჩენთ. რო­დე­საც სამ­ლოც­ვე­ლო კუთხე მი­სა­ღებ­ში ან სა­ძი­ნე­ბელ­შია მოწყო­ბი­ლი, ადა­მი­ა­ნებს, თუნ­დაც ოჯა­ხის არა­ეკ­ლე­სი­ურ თუ მცი­რედ მორ­წ­მუ­ნე წევ­რებს, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, მა­ინც უხ­დე­ბათ სიწ­მინ­დე­თა მი­მართ არა­სათ­ნომ­ყო­ფელ ქმე­დე­ბა­თა ჩა­დე­ნა. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ოთა­ხი, სა­დაც სამ­ლოც­ვე­ლო კუთხეა მოწყო­ბი­ლი, - უხამ­სი სიტყ­ვე­ბის წარ­მოთ­ქ­მა, თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა, ზოგ­ჯერ კა­მა­თი, სა­ძი­ნე­ბელ­ში ხა­ტე­ბი­სა და სიწ­მინ­დე­ე­ბის წი­ნა­შე სა­მო­სის გა­მოც­ვ­ლა და ა.შ. მაგ­რამ თუ ბი­ნის ფარ­თო­ბი იმის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა, რომ სამ­ლოც­ვე­ლო კუთხე ცალ­კე ოთახ­ში მო­ვაწყოთ და ამის გა­კე­თე­ბა მი­სა­ღებ­ში ან სა­ძი­ნე­ბელ­ში გვიხ­დე­ბა, სა­სურ­ვე­ლია, ის ფარ­დით გა­ი­მიჯ­ნოს. ამის გა­კე­თე­ბა მით უფ­რო აუცი­ლე­ბე­ლია, თუ მი­სი მოწყო­ბა ცოლ-ქმრის სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში გვი­წევს.

- რა­ტომ არის სა­სურ­ვე­ლი სამ­ლოც­ვე­ლო კუთხის აღ­მო­სავ­ლე­თის მხა­რეს მოწყო­ბა?

- წმინ­და მი­წა, - იერუ­სა­ლი­მი აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობს, სა­ი­და­ნაც აღ­მო­უბ­რ­წყინ­და კა­ცობ­რი­ო­ბას მზე სი­მარ­თ­ლი­სა, უფა­ლი გა­მოჩ­ნ­და ხორ­ცით. ამა­ვე დროს, უფ­ლის მე­ო­რედ მოს­ვ­ლა­საც აღ­მო­სავ­ლე­თი­დან ვე­ლო­დე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, სამ­ლოც­ვე­ლო კუთხე აღ­მო­სავ­ლე­თის მხა­რეს უნ­და მო­ეწყოს. მაგ­რამ თუ სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზის გა­მო მი­სი აღ­მო­სავ­ლე­თის მხა­რეს მოწყო­ბა ვერ ხერ­ხ­დე­ბა, სხვა მხა­რეს მო­ვაწყოთ, გარ­და - და­სავ­ლე­თი­სა. და­სავ­ლე­თის მხა­რეს არც ხა­ტე­ბის და­კი­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ლოც­ვის დროს აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ მიბ­რუ­ნე­ბის წე­სი მო­ცი­ქულ­თა ეპო­ქი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს.

- რო­მე­ლი ხა­ტე­ბი უნ­და ვი­ქო­ნი­ოთ სამ­ლოც­ვე­ლო კუთხე­ში უწი­ნა­რე­სად?

- ამას რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ნო­ნი­კა არ აქვს, მაგ­რამ სა­სურ­ვე­ლია, უპირ­ვე­ლე­სად, და­ვაბ­რ­ძა­ნოთ ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის, მაცხოვ­რის და ღვთის­მ­შობ­ლის ხა­ტე­ბი. ასე­ვე სა­სურ­ვე­ლია, ქარ­თულ ოჯახ­ში დაბ­რ­ძა­ნე­ბუ­ლი იყოს ქარ­თ­ველ­თა გან­მა­ნათ­ლებ­ლის, წმინ­და ნი­ნოს, ქარ­თ­ვე­ლი ერის მე­ო­ხის, წმინ­და გი­ორ­გი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მარ­თ­ლ­მ­ადი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­ო­ხის, წმინ­და ნი­კო­ლო­ზის, ოჯა­ხის წევ­რე­ბის მო­სა­ხე­ლე წმინ­დან­თა, მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზის, წმინ­და იოანე ნათ­ლისმ­ცემ­ლი­სა და სა­უფ­ლო დღე­სას­წა­უ­ლე­ბის ხა­ტე­ბი. გარ­და ამი­სა, შეგ­ვიძ­ლია ვიქო­ნი­ოთ წმინ­დან­თა ხა­ტე­ბიც, ჩვე­ნი სურ­ვილ­ისა და შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით. მორ­წმუ­ნემ ყვე­ლა ხატს შე­სა­ფე­რი­სი პა­ტი­ვი უნ­და მი­ა­გოს. ლოცვისას უნ­და წარ­მოვ­თ­ქ­ვათ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის ტრო­პა­რი ან უბ­რა­ლოდ, ჩვე­ნი სიტყ­ვე­ბით მივ­მარ­თოთ მას. თუ ადა­მი­ანს შინ უამ­რა­ვი ხა­ტი აქვს, სის­ტე­მა­ტუ­რი ვედ­რე­ბა მათ­და­მი გა­უ­ჭირ­დე­ბა, ამი­ტომ და­საშ­ვე­ბია, რომ ხა­ტე­ბის­თ­ვის გა­მოვ­ყოთ ცალ­კე თა­რო და სამ­ლოც­ვე­ლო კუთხე­ში ის ხა­ტი და­ვაბ­რ­ძა­ნოთ, რომ­ლის დღე­სას­წა­უ­ლი ან ხსე­ნე­ბის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა. არ არის სა­ჭი­რო, შინ დი­დი და მდიდ­რუ­ლი ხა­ტე­ბი ვი­ქო­ნი­ოთ. თუ ასე­თი ხა­ტი გვაქვს, უმ­ჯო­ბე­სია, ტა­ძარს შევ­წი­როთ.

შო­რე­ნა მერ­კ­ვი­ლა­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია