პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამჭვირვალე პოლიტიკა - როგორ ვაკონტროლოთ მთავრობა?
გამჭვირვალე პოლიტიკა - როგორ ვაკონტროლოთ მთავრობა?

"სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ვებგ­ვერ­დე­ბის შექ­მნის არა­ნა­ი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ. ახლა კო­დექ­სი ავალ­დე­ბუ­ლებს, გა­მო­აქ­ვეყ­ნონ ინ­ფორ­მა­ცია სა­მივ­ლი­ნე­ბო ხარ­ჯებ­ზე, პრე­მი­ებ­ზე, შეს­ყიდ­ვებ­ზე... კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი სხვა ხა­რისხში გა­და­დის", - ამ­ბობს "ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" თავ­მჯდო­მა­რე, ლე­ვან ავა­ლიშ­ვი­ლი.

ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა იცო­დეს, რო­გორ და რაში იხარ­ჯე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯე­ტი. სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვის სა­კი­თხი წლე­ბის მან­ძილ­ზე მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მა იყო. მთე­ლი რიგი სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ცი­ხე­სი­მაგ­რე­ე­ბად იყო გა­დაქ­ცე­უ­ლი. სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის წვდო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს ყვე­ლა­ზე მე­ტად ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ვა­წყდე­ბო­დით. რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც უნდა იყოს, ბა­რი­ერს ხში­რად, პრეს­სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და მათი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი გვიქ­მნიდ­ნენ. მდგო­მა­რე­ო­ბის უკე­თე­სო­ბის­კენ ცვლი­ლე­ბა აშ­კა­რად შე­ი­ნიშ­ნე­ბა. გა­სუ­ლი წლის 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვა ელექტრო­ნუ­ლი ფორ­მით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. გარ­და ამი­სა, სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი ვალ­დე­ბუ­ლი არი­ან, თა­ვი­ანთ ვებგ­ვერ­დზე შექ­მნან გრა­ფა, სა­ხელ­წო­დე­ბით - "სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია".

ლე­ვან ავა­ლიშ­ვი­ლი:

- "ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი" სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რე­ბის ვებგ­ვერ­დე­ბის მო­ნი­ტო­რინგს დიდი ხნის მან­ძილ­ზე აწარ­მო­ებ­და. ვაკ­ვირ­დე­ბო­დით, ინ­ფორ­მა­ცი­ას რო­გო­რი ფორ­მით აქ­ვეყ­ნებ­დნენ. რამ­დე­ნად გამჭვირ­ვა­ლეს ხდიდ­ნენ თა­ვი­ანთ საქ­მი­ა­ნო­ბას? ინ­ფორ­მა­ცი­ის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი გზაა. ინ­ფორ­მა­ცი­ის პრო­აქ­ტი­უ­რი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის ფორ­მა მსოფ­ლი­ო­ში ახა­ლი სტან­დარ­ტია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი ნე­ბით აქ­ვეყ­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას (ბი­უ­ჯე­ტი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბი და ა.შ.) და ამით სა­კუ­თარ საქ­მი­ა­ნო­ბას მე­ტად გამჭვირ­ვა­ლეს ხდის, რაც, და­მე­თან­ხმე­ბით, ჩვენ­თან დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი არ იყო. 3-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, შარ­შან აგ­ვის­ტო­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გად ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ კო­დექსში, რო­მე­ლიც ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ჯა­რო­ო­ბას ეხე­ბა, ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და. ამ ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ქვე­ყა­ნამ აღი­ა­რა ინ­ფორ­მა­ცი­ის პრო­აქ­ტი­უ­რი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. თუ ადრე სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ი­ცე­მო­და, ამ­ჟა­მად ელექტრო­ნუ­ლი ფორ­მით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. ცვლი­ლე­ბა 2013 წლის 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან შე­ვი­და ძა­ლა­ში. ბევ­რი ვი­მუ­შა­ვეთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თან, მთავ­რო­ბას­თან ერ­თად მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გზით, ვცდი­ლობ­დით, გა­მო­საქ­ვეყ­ნე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სტან­დარ­ტი დაგ­ვედ­გი­ნა. მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ინ­ფორ­მა­ცია უნდა და­დე­ბუ­ლი­ყო პრე­მი­ებ­ზე, სა­მივ­ლი­ნე­ბო ხარ­ჯებ­ზე, შეს­ყიდ­ვე­ბი­სა და ვა­კან­სი­ე­ბის შე­სა­ხებ. ხალ­ხს აინ­ტე­რე­სებს, რაში იხარ­ჯე­ბა მისი ფული. ამ ფორ­მით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, აკონ­ტრო­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ნდო­ბის ხა­რისხს ეზ­რდე­ბა, უმ­ცირ­დე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რუ­ტი­ნა.

- გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ეს სა­კი­თხი რო­გორ არის და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი?

- მა­გა­ლითს მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ვი­ღებთ. თა­ვის თავ­ზე ზედ­მე­ტი ტვირ­თის აღე­ბა არა­ვის უნ­დო­და. ამი­ტომ იყო დე­ბა­ტე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი... მი­ზანს დიდი შრო­მის შე­დე­გად მი­ვაღ­წი­ეთ, მაგ­რამ გამჭვირ­ვა­ლო­ბა ამად ღირს.

- წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას რო­მე­ლი უწყე­ბე­ბი გი­წევ­დნენ?

- უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში კა­მა­თი დე­ტა­ლებ­ზე გვიხ­დე­ბო­და. ჩვენ გვქონ­და იდეა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ან ნე­ბის­მი­ე­რი სა­მი­ნის­ტროს ვებგ­ვერ­დზე შექ­მნი­ლი­ყო ცალ­კე გრა­ფა, სა­ხელ­წო­დე­ბით - "სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია", სა­დაც დრო­ში გა­წე­რი­ლი გრა­ფი­კის მი­ხედ­ვით ინ­ფორ­მა­ცი­ის ატ­ვირ­თვა მოხ­დე­ბო­და. ეს იდეა რე­ა­ლო­ბად ვაქ­ცი­ეთ.

- რა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ის ატ­ვირ­თვაა სა­ვალ­დე­ბუ­ლო?

- კვარ­ტა­ლუ­რად უნდა გა­მოქ­ვეყ­ნდეს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­სა და თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე გა­ცე­მუ­ლი ხელ­ფა­სე­ბი­სა და პრე­მი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ყო­ვე­ლი წლის და­სა­წყის­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია, წა­რად­გი­ნონ შეს­ყიდ­ვე­ბის გეგ­მა და კვარ­ტალ­ში ერთხელ - რა შე­ის­ყი­დეს. უნდა გა­მოქ­ვეყ­ნდეს, თან­ხა სა­რე­ზერ­ვო ფონ­დე­ბი­დან თუ მი­ი­ღეს. ტენ­დერე­ბი, ვა­კან­სი­ე­ბი, კონ­კურ­სე­ბი... გა­მო­ცხა­დე­ბულ ვა­კან­სი­ა­ზე ვინ აიყ­ვა­ნეს და ა.შ. ჩა­მო­ნათ­ვა­ლი საკ­მა­ოდ დი­დია.

- კვლე­ვამ რა აჩ­ვე­ნა?

- სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის, ყვე­ლა სა­მი­ნის­ტრო­სა და მათ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის (სსიპ) ვებგ­ვერ­დე­ბი შე­ვა­მოწ­მეთ. ასე­ვე გან­ვი­ხი­ლეთ ის უწყე­ბე­ბი (პარ­ლა­მენ­ტი, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბი, სა­სა­მარ­თლო და ა.შ.), რომ­ლებ­საც მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა არ ეხე­ბათ, მაგ­რამ თვი­თონ უნდა მი­ე­ღოთ ასე­თი დად­გე­ნი­ლე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს უნდა მი­ე­ღო დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვის ვებგ­ვერ­დზე ატ­ვირ­თავ­და.

- ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სრულ­ყო­ფი­ლად რო­მელ­მა სა­მი­ნის­ტრო­ებ­მა შე­ას­რუ­ლეს?

- გა­სუ­ლი წლის 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან 31 დე­კემ­ბრამ­დე, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ებს ინ­ფორ­მა­ცია თა­ვი­ანთ ვებგ­ვერ­დებ­ზე სა­ერ­თოდ არ ჰქონ­დათ ატ­ვირ­თუ­ლი. კვლე­ვის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ ახა­ლი სა­ი­ტი გა­უშ­ვა, სა­დაც ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­წი­ლია ატ­ვირ­თუ­ლი. და­რახვე­ლი­ძის უწყე­ბა­ში გვი­თხრეს, რომ ახალ ვებგ­ვერდს ამ­ზა­დებ­დნენ და ამი­ტომ არ ატ­ვირ­თეს, რაც გა­მარ­თლე­ბად არ მი­მაჩ­ნია. შსს-მ ინ­ფორ­მა­ცია 31 დე­კემ­ბერს გა­ნა­თავ­სა. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­შიც სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის ბლო­გი დაგ­ვი­ა­ნე­ბით, მაგ­რამ მა­ინც გა­ა­კე­თეს და ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­წი­ლი ატ­ვირ­თეს. მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ას, ჯან­დაც­ვის, ენერ­გე­ტი­კის, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ებს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი შე­და­რე­ბით კარ­გად აქვთ ატ­ვირ­თუ­ლი. სა­მი­ნის­ტრო­ებ­ზე გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლა­დაა სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. ჩვენ სხვა­დას­ხვა სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი 76 სსიპ-ის ვებგ­ვერ­დით და­ვინ­ტე­რეს­დით. 17-ს ვებგ­ვერ­დი სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და, 45-ს ინ­ფორ­მა­ცია ნა­წი­ლობ­რივ ჰქონ­და ატ­ვირ­თუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნებ­მა მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა სა­ერ­თოდ არ შე­ას­რუ­ლეს. მო­ნი­ტო­რინგს ისევ ვაგ­რძე­ლებთ. მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო დე­ტა­ლურ ძი­ე­ბას გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. აქამ­დე ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ­დით, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა რამ­დე­ნად შე­ას­რუ­ლეს, შექ­მნეს თუ არა სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის ბმუ­ლი და და­ი­წყეს თუ არა ინ­ფორ­მა­ცი­ის ატ­ვირ­თვა; შემ­დგომ ეტაპ­ზე, ატ­ვირ­თუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ხა­რისხს და­ვაკ­ვირ­დე­ბით. ეს გა­დამ­წყვე­ტია.

- სა­ჯა­რო სექ­ტო­რი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში უფრო მარ­ტი­ვია თუ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს?

- სი­ტუ­ა­ცია უკე­თე­სო­ბის­კენ იც­ვლე­ბა. გა­ი­ზარ­და მი­ღე­ბუ­ლი პა­სუ­ხე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ეს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა იყო. 2011-12-13 წლებ­ში სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში სულ 11 886 მო­თხოვ­ნა გავ­გზავ­ნეთ, 306 წე­რილ­ზე უარი მი­ვი­ღეთ, უპა­სუ­ხოდ 2 748 წე­რი­ლი და­ტო­ვეს, სრულ­ყო­ფი­ლი პა­სუ­ხი კი 7 406 კი­თხვა­ზე მი­ვი­ღეთ. 2010 წელს გა­მო­თხო­ვი­ლი სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის სტა­ტის­ტი­კა ასე­თია: სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გაგ­ზავ­ნი­ლი 14 კი­თხვი­დან პა­სუ­ხი 9 წე­რილ­ზე ვერ მი­ვი­ღეთ. ასე­ვე იყო ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­შიც. უფრო ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში: 14 წე­რი­ლი­დან პა­სუ­ხი 12-ზე ვერ მი­ვი­ღეთ. ში­ნა­გან საქ­მე­თა, გა­ნათ­ლე­ბის, თავ­დაც­ვის, ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში, ასე­ვე პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გაგ­ზავ­ნილ ვერც ერთ წე­რილ­ზე პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღეთ.

- ამ­ჯე­რად რაზე მუ­შა­ობთ?

- სულ ახ­ლა­ხან ინ­ფორ­მა­ცია პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მიერ მივ­ლი­ნე­ბა­ში და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ. ადრე ასეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ ვი­ღებ­დით, მხო­ლოდ სა­ერ­თო ციფრს გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ვერც იმ­სჯე­ლებ­დი და ვერც დას­კვნას გა­მო­ი­ტან­დი. მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იც­ვა­ლა, პარ­ლა­მენ­ტი­დან ყვე­ლა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას დე­ტა­ლუ­რად გვაწ­ვდი­ან.

- პრობ­ლე­მად რა რჩე­ბა?

- შსს-დან სტა­ტის­ტი­კის მი­ღე­ბა და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ. ქვეყ­ნდე­ბა ზო­გა­დი სტა­ტის­ტი­კა და არა - და­ნა­შა­უ­ლის სა­ხე­ო­ბე­ბის მი­ხედ­ვით. პრობ­ლე­მაა ინ­ფორ­მა­ცია მოს­მე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვი­თხოვთ ინ­ფორ­მა­ცი­ას მოს­მე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზეც. პრო­კუ­რა­ტუ­რამ კბი­ლაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს, ამ თე­მა­ზე ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­და, ახლა ხელ­მე­ო­რედ მივ­მარ­თეთ, მაგ­რამ ჯერ პა­სუ­ხი არ მიგ­ვი­ღია. სა­ინ­ტე­რე­სოა - სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სას ახა­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის აყ­ვა­ნა კონ­კურ­სე­ბის გზით თუ ხდე­ბა. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გვწერს, რომ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ვა­კან­სი­ე­ბი ყალ­ბია, რომ ხში­რია შემ­თხვე­ვა, როცა ვა­კან­სი­ის სა­კონ­კურ­სო პი­რო­ბებს ერთ ადა­მი­ანს არ­გე­ბენ. არ უნ­დათ, სამ­სა­ხურ­ში მი­ი­ღონ კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა და ვა­კან­სი­ის მო­თხოვ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში წე­რენ, სა­ჭი­როა ინ­გლი­სუ­რი ენის სრულ­ყო­ფი­ლად ფლო­ბა, მა­შინ, როცა ამ პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბას უცხო ენის ცოდ­ნა სა­ერ­თოდ არ სჭირ­დე­ბა. სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბა დღეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა. სა­კონ­კურ­სო პი­რო­ბე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბა და კონ­კურ­სის რე­ა­ლუ­რო­ბა კვლავ რთულ პრობ­ლე­მად რჩე­ბა.

- კვლე­ვას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც აპი­რებთ?

- ამ თე­მა­ზე ვმუ­შა­ობთ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას კვლე­ვის შე­დე­გებს აუ­ცი­ლებ­ლად ვაც­ნო­ბებთ.

- იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი და სხვა სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას არ გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ, და­ის­ჯე­ბი­ან? ეს რო­გო­რი ფორ­მით მოხ­დე­ბა?

- დღეს უწყე­ბა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის ბერ­კე­ტი არ არ­სე­ბობს. ზე­მოქ­მე­დე­ბა მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­ტრო­ლით შე­იძ­ლე­ბა მო­ახ­დი­ნო. ამას ემა­ტე­ბა მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რია, რო­მე­ლიც ამ პრო­ცესს კუ­რი­რებს და უწყე­ბებს სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას ავალ­დე­ბუ­ლებს. სა­ხელ­მწი­ფომ უნდა გა­და­წყვი­ტოს, კა­ნო­ნის არაღ­სრუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იძუ­ლე­ბის მე­თოდს გა­მო­ი­ყე­ნებს თუ არა. ეს პრაქ­ტი­კა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი არ არის. ჩვენ ად­ვო­კა­ტი­რე­ბას ვუ­წევთ "ინ­ფორ­მა­ცი­ის კო­მი­სი­ო­ნე­რის" ინ­სტი­ტუ­ტის დამ­კვიდ­რე­ბას, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა და­ჯა­რი­მე­ბის მე­ქა­ნიზ­მი. სა­ვა­რა­უ­დოდ, მას პირ­ველ ჯერ­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მის ფორ­მით ექ­ნე­ბა, გა­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - სას­ჯე­ლი გამ­კაცრ­დე­ბა.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

გამჭვირვალე პოლიტიკა - როგორ ვაკონტროლოთ მთავრობა?

გამჭვირვალე პოლიტიკა - როგორ ვაკონტროლოთ მთავრობა?

"საჯარო დაწესებულებებს ვებგვერდების შექმნის არანაირი ვალდებულება არ ჰქონდათ. ახლა კოდექსი ავალდებულებს, გამოაქვეყნონ ინფორმაცია სამივლინებო ხარჯებზე, პრემიებზე, შესყიდვებზე... კონტროლის მექანიზმი სხვა ხარისხში გადადის", - ამბობს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" თავმჯდომარე, ლევან ავალიშვილი.

ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება იცოდეს, როგორ და რაში იხარჯება საქართველოს ბიუჯეტი. სახელმწიფო სამსახურებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საკითხი წლების მანძილზე მოუგვარებელი პრობლემა იყო. მთელი რიგი სახელმწიფო დაწესებულებები ციხესიმაგრეებად იყო გადაქცეული. საჯარო ინფორმაციის წვდომასთან დაკავშირებულ პრობლემებს ყველაზე მეტად ჟურნალისტები ვაწყდებოდით. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბარიერს ხშირად, პრესსამსახურის თანამშრომლები და მათი ხელმძღვანელები გვიქმნიდნენ. მდგომარეობის უკეთესობისკენ ცვლილება აშკარად შეინიშნება. გასული წლის 1-ლი სექტემბრიდან ინფორმაციის გამოთხოვა ელექტრონული ფორმით გახდა შესაძლებელი. გარდა ამისა, სახელმწიფო უწყებები ვალდებული არიან, თავიანთ ვებგვერდზე შექმნან გრაფა, სახელწოდებით - "საჯარო ინფორმაცია".

ლევან ავალიშვილი:

-  "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" საჯარო სამსახურების ვებგვერდების მონიტორინგს დიდი ხნის მანძილზე აწარმოებდა. ვაკვირდებოდით, ინფორმაციას როგორი ფორმით აქვეყნებდნენ. რამდენად გამჭვირვალეს ხდიდნენ თავიანთ საქმიანობას? ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნება ჟურნალისტებისა და ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის ინფორმაციის მოპოვების ყველაზე მარტივი გზაა. ინფორმაციის პროაქტიური გამოქვეყნების ფორმა მსოფლიოში ახალი სტანდარტია. ხელისუფლება საკუთარი ნებით აქვეყნებს საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციას (ბიუჯეტი, ადმინისტრაციული ხარჯები და ა.შ.) და ამით საკუთარ საქმიანობას მეტად გამჭვირვალეს ხდის, რაც, დამეთანხმებით, ჩვენთან დამკვიდრებული არ იყო. 3-წლიანი მუშაობის შედეგად, შარშან აგვისტოში, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, რომელიც ინფორმაციის საჯაროობას ეხება, ცვლილება შევიდა. ამ ცვლილების თანახმად, ქვეყანამ აღიარა ინფორმაციის პროაქტიური გამოქვეყნების ვალდებულება. თუ ადრე საჯარო ინფორმაცია წერილობითი განცხადების საფუძველზე გაიცემოდა, ამჟამად ელექტრონული ფორმით გახდა შესაძლებელი. ცვლილება 2013 წლის 1-ლი სექტემბრიდან შევიდა ძალაში. ბევრი ვიმუშავეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იუსტიციის სამინისტროსთან, მთავრობასთან ერთად მოლაპარაკებების გზით, ვცდილობდით, გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის სტანდარტი დაგვედგინა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ინფორმაცია უნდა დადებულიყო პრემიებზე, სამივლინებო ხარჯებზე, შესყიდვებისა და ვაკანსიების შესახებ. ხალხს აინტერესებს, რაში იხარჯება მისი ფული. ამ ფორმით, საზოგადოებას აქვს საშუალება, აკონტროლოს ხელისუფლება. ხელისუფლებას კი საზოგადოებაში ნდობის ხარისხს ეზრდება, უმცირდება ადმინისტრაციული რუტინა.

-  განვითარებულ ქვეყნებში ეს საკითხი როგორ არის დარეგულირებული?

-  მაგალითს მსოფლიო გამოცდილებიდან ვიღებთ. თავის თავზე ზედმეტი ტვირთის აღება არავის უნდოდა. ამიტომ იყო დებატები, შეხვედრები... მიზანს დიდი შრომის შედეგად მივაღწიეთ, მაგრამ გამჭვირვალობა ამად ღირს.

-  წინააღმდეგობას რომელი უწყებები გიწევდნენ?

-  უმეტეს შემთხვევაში კამათი დეტალებზე გვიხდებოდა. ჩვენ გვქონდა იდეა, საქართველოს მთავრობის ან ნებისმიერი სამინისტროს ვებგვერდზე შექმნილიყო ცალკე გრაფა, სახელწოდებით - "საჯარო ინფორმაცია", სადაც დროში გაწერილი გრაფიკის მიხედვით ინფორმაციის ატვირთვა მოხდებოდა. ეს იდეა რეალობად ვაქციეთ.

-  რა სახის ინფორმაციის ატვირთვაა სავალდებულო?

-  კვარტალურად უნდა გამოქვეყნდეს თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებზე გაცემული ხელფასებისა და პრემიების რაოდენობა. ყოველი წლის დასაწყისში აუცილებელია, წარადგინონ შესყიდვების გეგმა და კვარტალში ერთხელ - რა შეისყიდეს. უნდა გამოქვეყნდეს, თანხა სარეზერვო ფონდებიდან თუ მიიღეს. ტენდერები, ვაკანსიები, კონკურსები... გამოცხადებულ ვაკანსიაზე ვინ აიყვანეს და ა.შ. ჩამონათვალი საკმაოდ დიდია.

-  კვლევამ რა აჩვენა?

-  საქართველოს მთავრობის, ყველა სამინისტროსა და მათ დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) ვებგვერდები შევამოწმეთ. ასევე განვიხილეთ ის უწყებები (პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობები, სასამართლო და ა.შ.), რომლებსაც მთავრობის დადგენილება არ ეხებათ, მაგრამ თვითონ უნდა მიეღოთ ასეთი დადგენილებები. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა მიეღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს პარლამენტი საჯარო ინფორმაციას თავის ვებგვერდზე ატვირთავდა.

-  ეს ვალდებულება სრულყოფილად რომელმა სამინისტროებმა შეასრულეს?

-  გასული წლის 1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე, სოფლის მეურნეობისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებს ინფორმაცია თავიანთ ვებგვერდებზე საერთოდ არ ჰქონდათ ატვირთული. კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი საიტი გაუშვა, სადაც ინფორმაციის ნაწილია ატვირთული. დარახველიძის უწყებაში გვითხრეს, რომ ახალ ვებგვერდს ამზადებდნენ და ამიტომ არ ატვირთეს, რაც გამართლებად არ მიმაჩნია. შსს-მ ინფორმაცია 31 დეკემბერს განათავსა. თავდაცვის სამინისტროშიც საჯარო ინფორმაციის ბლოგი დაგვიანებით, მაგრამ მაინც გააკეთეს და ინფორმაციის ნაწილი ატვირთეს. მთავრობის კანცელარიას, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, იუსტიციის სამინისტროებს ინფორმაციები შედარებით კარგად აქვთ ატვირთული. სამინისტროებზე გაცილებით რთულადაა საჯარო სამართლის იურიდიული პირების მდგომარეობა. ჩვენ სხვადასხვა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი 76 სსიპ-ის ვებგვერდით დავინტერესდით. 17-ს ვებგვერდი საერთოდ არ ჰქონდა, 45-ს ინფორმაცია ნაწილობრივ ჰქონდა ატვირთული, დანარჩენებმა მთავრობის დადგენილება საერთოდ არ შეასრულეს. მონიტორინგს ისევ ვაგრძელებთ. მომავალში კიდევ უფრო დეტალურ ძიებას განვახორციელებთ. აქამდე ყურადღებას ვაქცევდით, ვალდებულება რამდენად შეასრულეს, შექმნეს თუ არა საჯარო ინფორმაციის ბმული და დაიწყეს თუ არა ინფორმაციის ატვირთვა; შემდგომ ეტაპზე, ატვირთული ინფორმაციის ხარისხს დავაკვირდებით. ეს გადამწყვეტია.

-  საჯარო სექტორიდან ინფორმაციის მიღება დღევანდელი ხელისუფლების პირობებში უფრო მარტივია თუ წინა ხელისუფლების დროს?

-  სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება. გაიზარდა მიღებული პასუხების პროცენტული მაჩვენებელი. წინა ხელისუფლების დროს ეს სერიოზული პრობლემა იყო. 2011-12-13 წლებში საჯარო სექტორში სულ 11 886 მოთხოვნა გავგზავნეთ, 306 წერილზე უარი მივიღეთ, უპასუხოდ 2 748 წერილი დატოვეს, სრულყოფილი პასუხი კი 7 406 კითხვაზე მივიღეთ. 2010 წელს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის სტატისტიკა ასეთია: სასჯელაღსრულების სამინისტროში გაგზავნილი 14 კითხვიდან პასუხი 9 წერილზე ვერ მივიღეთ. ასევე იყო ჯანდაცვის სამინისტროშიც. უფრო ცუდი მდგომარეობა იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებში: 14 წერილიდან პასუხი 12-ზე ვერ მივიღეთ. შინაგან საქმეთა, განათლების, თავდაცვის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებში, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილ ვერც ერთ წერილზე პასუხი ვერ მივიღეთ.

-  ამჯერად რაზე მუშაობთ?

-  სულ ახლახან ინფორმაცია პარლამენტარების მიერ მივლინებაში დახარჯული თანხების შესახებ გამოვაქვეყნეთ. ადრე ასეთ ინფორმაციას ვერ ვიღებდით, მხოლოდ საერთო ციფრს გვეუბნებოდნენ, რის საფუძველზეც ვერც იმსჯელებდი და ვერც დასკვნას გამოიტანდი. მდგომარეობა შეიცვალა, პარლამენტიდან ყველანაირ ინფორმაციას დეტალურად გვაწვდიან.

-  პრობლემად რა რჩება?

-  შსს-დან სტატისტიკის მიღება დანაშაულის შესახებ. ქვეყნდება ზოგადი სტატისტიკა და არა - დანაშაულის სახეობების მიხედვით. პრობლემაა ინფორმაცია მოსმენებთან დაკავშირებით. ვითხოვთ ინფორმაციას მოსმენების რაოდენობაზეც. პროკურატურამ კბილაშვილის მმართველობის დროს, ამ თემაზე ინფორმაცია მოგვაწოდა, ახლა ხელმეორედ მივმართეთ, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიგვიღია. საინტერესოა - საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციისას ახალი თანამშრომლების აყვანა კონკურსების გზით თუ ხდება. ბევრი ადამიანი გვწერს, რომ გამოცხადებული ვაკანსიები ყალბია, რომ ხშირია შემთხვევა, როცა ვაკანსიის საკონკურსო პირობებს ერთ ადამიანს არგებენ. არ უნდათ, სამსახურში მიიღონ კონკრეტული პიროვნება და ვაკანსიის მოთხოვნების ჩამონათვალში წერენ, საჭიროა ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა, მაშინ, როცა ამ პოზიციაზე მუშაობას უცხო ენის ცოდნა საერთოდ არ სჭირდება. საჯარო სამსახურში დასაქმება დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. საკონკურსო პირობების გამჭვირვალობა და კონკურსის რეალურობა კვლავ რთულ პრობლემად რჩება.

-  კვლევას ამ მიმართულებითაც აპირებთ?

-  ამ თემაზე ვმუშაობთ და საზოგადოებას კვლევის შედეგებს აუცილებლად ვაცნობებთ.

-  იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროები და სხვა საჯარო დაწესებულებები საჯარო ინფორმაციას არ გამოაქვეყნებენ, დაისჯებიან? ეს როგორი ფორმით მოხდება?

-  დღეს უწყებაზე ზემოქმედების ბერკეტი არ არსებობს. ზემოქმედება მხოლოდ საზოგადოების კონტროლით შეიძლება მოახდინო. ამას ემატება მთავრობის კანცელარია, რომელიც ამ პროცესს კურირებს და უწყებებს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას ავალდებულებს. სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, კანონის არაღსრულების შემთხვევაში, იძულების მეთოდს გამოიყენებს თუ არა. ეს პრაქტიკაში დამკვიდრებული არ არის. ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ "ინფორმაციის კომისიონერის" ინსტიტუტის დამკვიდრებას, რომელსაც ექნება დაჯარიმების მექანიზმი. სავარაუდოდ, მას პირველ ჯერზე ადმინისტრაციული ჯარიმის ფორმით ექნება, გამეორების შემთხვევაში - სასჯელი გამკაცრდება.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა