საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
95 წლის წინ, ქართულმა ჯარმა სოჭი დატოვა
95 წლის წინ, ქართულმა ჯარმა სოჭი დატოვა

სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნა ქარ­თუ­ლი ჯა­რის მიერ სო­ჭის და­ტო­ვე­ბას და­ემ­თხვა. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე სტა­ტი­ას "ამე­რი­კის ხმა" აქ­ვეყ­ნებს.

სოჭ­ში, ზამ­თრის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გახ­სნის დღეს, ზუს­ტად, 95 წელი შეს­რულ­და რაც, სა­ქარ­თვე­ლოს ჯარს სო­ჭის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და. ეს 1919 წლის 7 თე­ბერ­ვალს მოხ­და.

მცი­რე­რი­ცხო­ვან­მა ქარ­თულ­მა ნა­წი­ლებ­მა, რო­მელ­საც გე­ნე­რა­ლი ალექ­სან­დრე კო­ნი­აშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ვერ შეძ­ლო მედ­გა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა, რუ­სე­თის თეთ­რი გე­ნერ­ლის, ან­ტონ დე­ნი­კი­ნის მო­ხა­ლი­სე­თა არ­მი­ის­თვის, რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის, სა­ერ­თო ჯამ­ში, 80 ათას­ზე მეტ ჯა­რის­კაცს ით­ვლი­და. ქარ­თვე­ლებ­მა ჯერ და­კარ­გეს სოჭი, შემ­დეგ ად­ლე­რი, ბო­ლოს გაგ­რა და მდი­ნა­რე ბზი­ფამ­დე და­ი­ხი­ეს უკან.

სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბის მარ­ცხი საკ­მა­ოდ მძი­მე იყო. ბრძო­ლა­ში 12 ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა, 750-მდე კი ტყვედ ჩა­ვარ­და, მათ შო­რის, 48 ქარ­თვე­ლი ოფი­ცე­რი და მე­თა­უ­რი გე­ნე­რა­ლი კო­ნი­აშ­ვი­ლიც (ეს სწო­რედ ის კო­ნი­აშ­ვი­ლია, რო­მელ­მაც 1921 წლის მარ­ტში, ხა­შუ­რი­სა და სუ­რა­მის გვი­რა­ბის­თვის ბრძო­ლა­ში წი­თელ რუ­სეთ­თან, მო­უ­ლოდ­ნე­ლად მი­ა­ტო­ვა მომ­გე­ბი­ა­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი და მოგ­ვი­ა­ნე­ბით თავი პო­ლო­ნეთს შე­ა­ფა­რა - ზ.წ).

ასე დას­რულ­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მცდე­ლო­ბა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის შემ­დეგ, და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა სო­ჭის ტე­რი­ტო­რია. ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი სი­მონ კი­ლა­ძე, რო­მე­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე მუ­შა­ობ­და კვლე­ვა­ზე - "სა­ქარ­თვე­ლოს და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი", "ამე­რი­კის ხმას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ჰყვე­ბა, თუ რა ფაქ­ტო­რებ­მა გა­და­ა­წყვე­ტი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა რეს­პუბ­ლი­კას სოჭზე იე­რი­ში მი­ე­ტა­ნა.

"ქარ­თუ­ლი ჯა­რის მიერ სო­ჭის ოლ­ქის და­კა­ვე­ბა შემ­დეგ­მა მი­ზე­ზებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა: საბ­ჭო­თა რუ­სეთ­თან უსაფრ­თხო­ე­ბის ბუ­ფე­რუ­ლი ზო­ნის შექ­მნა; საბ­ჭო­თა რუ­სე­თის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ბლო­კა­დის გარ­ღვე­ვა ანუ ყუ­ბა­ნი­დან სურ­სა­თის იმ­პორ­ტის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა; სო­ჭელ ქარ­თველ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და აფხაზ­თა ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს თხოვ­ნა ის­ტო­რი­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­მო­ერ­თე­ბის შე­სა­ხებ.

თუ ჩვენ გა­და­ვავ­ლეთ თვალს მა­შინ­დელ ქარ­თულ გა­ზე­თებს, სამ­ხედ­რო დე­პე­შე­ბი იმას მე­ტყვე­ლებს, რომ რუ­სე­თის წი­თე­ლი არ­მი­ის ნა­წი­ლე­ბი საკ­მა­ოდ მტკი­ცე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და ქარ­თულ არ­მი­ას. ანუ, ეს ბრძო­ლე­ბი ჩვენ­თვის იოლი გა­სე­ირ­ნე­ბა არ ყო­ფი­ლა.

სხვა­თა შო­რის, ტა­მა­ნის წი­თე­ლი არ­მი­ის ნა­წი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ტუ­აფ­სე­ში იყ­ვნენ გა­მაგ­რე­ბულ­ნი, საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ლე­გენ­და­რუ­ლი შა­რა­ვან­დე­დით იყო შე­მო­სილ­ნი. ხაზს უს­ვამ­დნენ რომ ქარ­თვე­ლებს სწო­რედ ტა­მა­ნის წი­თე­ლი არ­მია ებ­რძო­დაო და ამა­ზე ფილ­მიც კი არის გა­და­ღე­ბუ­ლი" (ეფიმ ძი­გა­ნის ფილ­მი "железный поток" (1967) - ზ.წ)

სოჭზე ქარ­თუ­ლი ნა­წი­ლე­ბის შე­ტე­ვას წინ უს­წრებ­და ვი­თა­რე­ბის უკი­დუ­რე­სი გამ­წვა­ვე­ბა აფხა­ზეთ­ში: ბოლ­შე­ვი­კუ­რი აჯან­ყე­ბა და სო­ხუ­მის და­კა­ვე­ბა 1918 წლის მარ­ტში. ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა 1918 წლის 26 მა­ისს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ აფხაზ­მა არის­ტოკ­რა­ტი­ამ, რო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლი არ­ცთუ მე­გობ­რუ­ლად იყო გან­წყო­ბი­ლი, აფხა­ზე­თის ბოლ­შე­ვი­კე­ბის­გან გაწ­მენ­და სწო­რედ მენ­შე­ვი­კურ თბი­ლისს სთხო­ვა. ქარ­თულ­მა გვარ­დი­ამ, ვა­ლი­კო ჯუ­ღე­ლის მე­თა­უ­რო­ბით, 16 მა­ისს ბოლ­შე­ვი­კე­ბი ჯერ სო­ხუ­მი­დან, შემ­დეგ კი გუ­და­უ­თი­დან და ახა­ლი ათო­ნი­და­ნაც გა­ყა­რა.

თუმ­ცა, დუ­შეთ­ში ბოლ­შე­ვიკ­თა აჯან­ყე­ბის გამო (18-28 ივ­ნი­სი, 1918), გვარ­დი­ის ნა­წი­ლი აფხა­ზე­თი­დან მა­ლე­ვე მო­იხ­სნა და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში იქნა გა­დას­რო­ლი­ლი. ამის გამო გუ­და­უ­თა და ახა­ლი ათო­ნი ისევ ბოლ­შე­ვიკ­თა ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა.

1918 წლის 18 ივ­ნისს, მენ­შე­ვი­კუ­რი თბი­ლი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აფხა­ზე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რად გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი გი­ორ­გი მაზ­ნი­აშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა. აფხა­ზეთ­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს რე­გუ­ლა­რუ­ლი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი იქნა გა­დას­რო­ლი­ლი. უკვე 22 ივ­ნისს, მაზ­ნი­აშ­ვილ­მა ბრძო­ლე­ბით და­იბ­რუ­ნა გუ­და­უ­თა, 28 ივ­ნისს - გაგ­რა და მა­ლე­ვე მი­ად­გა მდი­ნა­რე ფსო­უს.

იმა­ვე დღე­ებ­ში, აფხა­ზე­თის ეროვ­ნულ­მა კრე­ბამ, ვლა­დი­მერ შერ­ვა­ში­ძის მე­თა­უ­რო­ბით, წე­რი­ლო­ბით ითხო­ვა, რომ "ბოლ­შე­ვი­კუ­რი ანარ­ქი­ი­სა" და ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის და­საძ­ლე­ვად, რაც ბოლ­შე­ვი­კე­ბის მიერ ტუ­აფ­სეს პორ­ტის და­კა­ვე­ბამ გა­მო­იწ­ვია, ასე­ვე "ის­ტო­რი­უ­ლი მი­წე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის მიზ­ნით", ქარ­თულ ჯარს სოჭი და ტუ­აფ­სე და­ე­კა­ვე­ბი­ნა. ქარ­თველ­თა და­სახ­მა­რებ­ლად აფხა­ზებ­მა 300 კა­ცი­ა­ნი ცხე­ნო­სან­თა კა­ვა­ლე­რი­აც კი გა­მოყ­ვეს.

ამ დროს, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკვე გან­ლა­გე­ბუ­ლი იყო გერ­მა­ნი­ის 3000 კა­ცი­ა­ნი სა­ექ­სპე­დი­ციო კორ­პუ­სი, გე­ნე­რალ ფრიდ­რიხ კრესს ფონ კრე­სენშტა­ი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, რაც კი­დევ უფრო აძ­ლი­ე­რებ­და ახალ­გაზ­რდა ქარ­თუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სამ­ხედ­რო პო­ზი­ცი­ებს.

27 ივ­ნისს, ქარ­თვე­ლებ­მა გა­ა­ნად­გუ­რეს თურ­ქე­თის სამ­ხედ­რო დე­სან­ტი მდი­ნა­რე კო­დორ­თან, რო­მელ­საც აფხა­ზე­თის ეროვ­ნუ­ლი კრე­ბის მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ნა­წი­ლი უჭერ­და მხარს.უკვე 29 ივ­ნისს, ქარ­თვე­ლებ­მა 400 რუსი სამ­ხედ­რო გა­ა­ნად­გუ­რეს და და­ი­კა­ვეს ად­ლე­რი.

5 და 6 ივ­ლისს ბრძო­ლით შე­ვიდ­ნენ ხოს­ტა­სა და სოჭ­ში. მომ­დევ­ნო, 20 დღი­ა­ნი გა­აფრ­თე­ბუ­ლი ბრძო­ლე­ბის შემ­დეგ, გე­ნე­რალ­მა მაზ­ნი­აშ­ვილ­მა უმ­ძი­მე­სი და­ნა­კარ­გე­ბი მი­ა­ყე­ნა წი­თე­ლი რუ­სე­თის 4000 კა­ცი­ან სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბას, გე­ნე­რალ ან­ტო­ნო­ვის მე­თა­უ­რო­ბით და 26 ივ­ლისს აიღო ტუ­აფ­სე.

ქარ­თვე­ლებს ხელ­ში ჩა­უ­ვარ­დათ გე­მე­ბი, სამ­ხედ­რო მა­ტა­რებ­ლე­ბი, ქვე­მე­ხე­ბი, ტყვი­ამფრქვე­ვე­ბი და უამ­რა­ვი ტყვე. გერ­მა­ნი­ის მხარ­და­ჭე­რით, მენ­შე­ვი­კუ­რი თბი­ლი­სი მა­ი­კო­პის აღე­ბას ეშუ­რე­ბო­და. ქარ­თვე­ლებ­მა ბო­ლოს ტუ­ეფ­სა­დან 140 კი­ლო­მეტ­რით მო­შო­რე­ბუ­ლი ბე­ლო­რე­ჩენ­სკიც აი­ღეს, აქე­დან მა­ი­კო­პამ­დე სულ 25 კი­ლო­მეტ­რი იყო დარ­ჩე­ნი­ლი. მა­ი­კოპ­ში იმ დროს ხორ­ბლი­სა და ნავ­თო­ბის დიდი მა­რა­გი არ­სე­ბობ­და.

ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ქარ­თველ­თა სამ­ხედ­რო წარ­მა­ტე­ბამ ერ­თნა­ი­რად გა­ა­ღი­ზი­ა­ნა წი­თე­ლი და თეთ­რი რუ­სე­თი, რომ­ლე­ბიც მა­შინ ერ­თმა­ნეთს გა­აფ­თრე­ბით ებ­რძო­და. 1918 წლის 1 სექ­ტემ­ბერს, ტა­მა­ნის წი­თელ არ­მი­ას­თან შე­ტა­კე­ბის შემ­დეგ, ქარ­თვე­ლებ­მა ტუ­აფ­სე დათ­მეს, 1919 წლის თე­ბერ­ვალ­ში კი თეთ­რი რუ­სე­თის ლე­გენ­და­რულ ფი­გუ­რას­თან - ან­ტონ დე­ნი­კინ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ - სო­ჭის და გაგ­რის დათ­მო­ბაც მოგ­ვიხ­და.

ქარ­თველ­თა და­მარ­ცხე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა გე­ო­პო­ლი­ტი­კურ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა. 1918 წლის ნო­ემ­ბერ­ში, თბი­ლი­სის მთა­ვა­რი მო­კავ­ში­რე - გერ­მა­ნია პირ­ველ მსოფ­ლიო ომში და­მარ­ცხდა და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლო­დან ჯა­რე­ბი გა­ეყ­ვა­ნა.

გერ­მა­ნია დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა შეც­ვა­ლა, აქ სა­კუ­თა­რი ჯა­რე­ბი შე­მო­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბი ბო­ლომ­დე ვერ და­იც­ვა. (გან­სა­კუთ­რე­ბით ლონ­დო­ნის მო­კავ­ში­რე დე­ნი­კინ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის დროს - ზ.წ)

კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი იყო 1918 წლის დე­კემ­ბერ­ში, სომ­ხეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი, რის გა­მოც თბი­ლისს ჯა­რე­ბის გა­დაჯ­გუ­ფე­ბა მო­უხ­და. ასე­ვე თურ­ქე­თის შე­მოჭ­რა აწყუ­რი-ბორ­ჯო­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მენ­შე­ვი­კურ სა­ქარ­თვე­ლოს სო­ჭის ფრონტზე, დე­ნი­კინ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად სამ­ხედ­რო რე­სურ­სი უბ­რა­ლოდ აღარ ეყო.

ის­ტო­რი­კო­სი სი­მონ კი­ლა­ძე მსჯე­ლობს 1918 წელს, სო­ჭი­სა და ტუ­აფ­სეს და­კა­ვე­ბით, მენ­შე­ვი­კურ­მა თბი­ლის­მა რამ­დე­ნად მო­ა­ხერ­ხა სა­კუ­თა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი მიზ­ნე­ბის გა­დაჭ­რა

"ეს იყო მა­ინც ლო­კა­ლუ­რი გა­მარ­ჯვე­ბა. სტრა­ტე­გი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, თა­ვად გე­ნე­რა­ლი მაზ­ნი­აშ­ვი­ლიც მი­იჩ­ნევ­და, რომ ძა­ლი­ან ღრმად არ უნდა წაგ­ვე­წია წინ და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში არ უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით. ტუ­აფ­სე არ უნდა დაგ­ვე­კა­ვე­ბი­ნა და გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვით უნდა სოჭთან. მისი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უფრო ად­ვი­ლი იქ­ნე­ბო­დაო.

შე­სა­ბა­მი­სად, შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ სამ­ხედ­რო პო­ლი­ტი­კუ­რი თე­ატ­რის ცვლი­ლე­ბებ­მა ჩვენ იძუ­ლე­ბუ­ლი გაგ­ვხა­და უკან დაგ­ვე­ხია და რაც გვქონ­და ისიც დავ­კარ­გეთ."

7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა სო­ჭის ოლქი სა­ქარ­თვე­ლოს იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში იყო მოქ­ცე­უ­ლი (1918 წლის ივ­ლი­სი - 1919 წლის თე­ბერ­ვა­ლი) თბი­ლის­მა რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი მა­ნე­თი გა­და­რი­ცხა სო­ჭის ბან­კში; სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ 100 ათა­სი მა­ნე­თი გა­მო­ყო სო­ჭის სკო­ლე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად. და­ი­წყო მომ­ზა­დე­ბა აგ­რა­რუ­ლი რე­ფორ­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

სო­ჭის ქარ­თუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია და სამ­ხედ­რო შტა­ბი სა­ნა­ტო­რი­უმ "კავ­კა­სი­ის რი­ვი­ე­რა­ში" მუ­შა­ობ­და (ეს სა­ნა­ტო­რი­უ­მი 2013 წელს და­ან­გრი­ეს - ზ.წ), სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პირ­ვე­ლი რწმუ­ნე­ბუ­ლი სო­ჭის ოლ­ქში გიზო ან­ჯა­ფა­რი­ძე იყო, უკა­ნას­კნე­ლი კი მუხ­რან ხო­ჭო­ლა­ვა.

პა­რი­ზის სამ­შვი­დო­ბო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც 1919 წლის 18 იან­ვარს და­ი­წყო, სა­ქარ­თვე­ლოს მენ­შე­ვი­კუ­რი მთავ­რო­ბა ძვე­ლი რუ­ქე­ბის წარ­დგე­ნით ამ­ტკი­ცებ­და, რომ სო­ჭის ოლქი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი ტე­რი­ტო­რია იყო და სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის სა­ზღვა­რი, ტუ­აფ­სე­დან 14 კი­ლო­მეტრში, მდი­ნა­რე მა­კოფ­სე­ზე უნდა გავ­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა ამა­ოდ.

სო­ჭის ოლ­ქის და­კარ­გვის შემ­დეგ, ქარ­თულ­მა ჯარ­მა კონ­ტრი­ე­რი­შით, მხო­ლოდ გაგ­რი­სა და გან­თი­ა­დის (ყო­ფი­ლი პი­ლენ­კო­ვო, ახ­ლან­დე­ლი ცან­დრიფ­ში - ზ.წ) და­კა­ვე­ბა შეძ­ლო და მდი­ნა­რე ფსო­უ­სა და მდი­ნა­რე ბზიფს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია და­იბ­რუ­ნა, რო­მე­ლიც 1904 წლი­დან, რუ­სე­თის შავი ზღვის გუ­ბერ­ნი­ის სა­ზღვრებ­ში იყო მოქ­ცე­უ­ლი.

ზაზა წუ­ლა­ძე, "ამე­რი­კის ხმა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

95 წლის წინ, ქართულმა ჯარმა სოჭი დატოვა

95 წლის წინ, ქართულმა ჯარმა სოჭი დატოვა

სოჭის ოლიმპიადის გახსნა ქართული ჯარის მიერ სოჭის დატოვებას დაემთხვა. აღნიშნულ თემაზე სტატიას "ამერიკის ხმა" აქვეყნებს.

სოჭში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის დღეს, ზუსტად, 95 წელი შესრულდა რაც, საქართველოს ჯარს სოჭის დატოვება მოუხდა. ეს 1919 წლის 7 თებერვალს მოხდა.

მცირერიცხოვანმა ქართულმა ნაწილებმა, რომელსაც გენერალი ალექსანდრე კონიაშვილი ხელმძღვანელობდა ვერ შეძლო მედგარი წინააღმდეგობის გაწევა, რუსეთის თეთრი გენერლის, ანტონ დენიკინის მოხალისეთა არმიისთვის, რომელიც იმ დროისთვის, საერთო ჯამში, 80 ათასზე მეტ ჯარისკაცს ითვლიდა. ქართველებმა ჯერ დაკარგეს სოჭი, შემდეგ ადლერი, ბოლოს გაგრა და მდინარე ბზიფამდე დაიხიეს უკან.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ნაწილების მარცხი საკმაოდ მძიმე იყო. ბრძოლაში 12 ჯარისკაცი დაიღუპა, 750-მდე კი ტყვედ ჩავარდა, მათ შორის, 48 ქართველი ოფიცერი და მეთაური გენერალი კონიაშვილიც (ეს სწორედ ის კონიაშვილია, რომელმაც 1921 წლის მარტში, ხაშურისა და სურამის გვირაბისთვის ბრძოლაში წითელ რუსეთთან, მოულოდნელად მიატოვა მომგებიანი პოზიციები და მოგვიანებით თავი პოლონეთს შეაფარა - ზ.წ).

ასე დასრულდა საქართველოს მთავრობის მცდელობა საუკუნეების შემდეგ, დაებრუნებინა სოჭის ტერიტორია. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი სიმონ კილაძე, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა კვლევაზე - „საქართველოს დაკარგული ტერიტორიები“, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ჰყვება, თუ რა ფაქტორებმა გადააწყვეტინა საქართველოს ახალგაზრდა რესპუბლიკას სოჭზე იერიში მიეტანა.

„ქართული ჯარის მიერ სოჭის ოლქის დაკავება შემდეგმა მიზეზებმა განაპირობა: საბჭოთა რუსეთთან უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნა; საბჭოთა რუსეთის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური ბლოკადის გარღვევა ანუ ყუბანიდან სურსათის იმპორტის უზრუნველყოფა; სოჭელ ქართველთა უფლებების დაცვა და აფხაზთა ეროვნული საბჭოს თხოვნა ისტორიული ტერიტორიების შემოერთების შესახებ.

თუ ჩვენ გადავავლეთ თვალს მაშინდელ ქართულ გაზეთებს, სამხედრო დეპეშები იმას მეტყველებს, რომ რუსეთის წითელი არმიის ნაწილები საკმაოდ მტკიცე წინააღმდეგობას უწევდა ქართულ არმიას. ანუ, ეს ბრძოლები ჩვენთვის იოლი გასეირნება არ ყოფილა.

სხვათა შორის, ტამანის წითელი არმიის ნაწილები, რომლებიც ტუაფსეში იყვნენ გამაგრებულნი, საბჭოთა ხელისუფლების დროს ლეგენდარული შარავანდედით იყო შემოსილნი. ხაზს უსვამდნენ რომ ქართველებს სწორედ ტამანის წითელი არმია ებრძოდაო და ამაზე ფილმიც კი არის გადაღებული“ (ეფიმ ძიგანის ფილმი „железный поток“ (1967) - ზ.წ)

სოჭზე ქართული ნაწილების შეტევას წინ უსწრებდა ვითარების უკიდურესი გამწვავება აფხაზეთში: ბოლშევიკური აჯანყება და სოხუმის დაკავება 1918 წლის მარტში. ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს.

საინტერესოა, რომ აფხაზმა არისტოკრატიამ, რომელთა დიდი ნაწილი არცთუ მეგობრულად იყო განწყობილი, აფხაზეთის ბოლშევიკებისგან გაწმენდა სწორედ მენშევიკურ თბილისს სთხოვა. ქართულმა გვარდიამ, ვალიკო ჯუღელის მეთაურობით, 16 მაისს ბოლშევიკები ჯერ სოხუმიდან, შემდეგ კი გუდაუთიდან და ახალი ათონიდანაც გაყარა.

თუმცა, დუშეთში ბოლშევიკთა აჯანყების გამო (18-28 ივნისი, 1918), გვარდიის ნაწილი აფხაზეთიდან მალევე მოიხსნა და აღმოსავლეთ საქართველოში იქნა გადასროლილი. ამის გამო გუდაუთა და ახალი ათონი ისევ ბოლშევიკთა ხელში აღმოჩნდა.

1918 წლის 18 ივნისს, მენშევიკური თბილისის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის გუბერნატორად გენერალ-მაიორი გიორგი მაზნიაშვილი დაინიშნა. აფხაზეთში კი საქართველოს რეგულარული სამხედრო ნაწილები იქნა გადასროლილი. უკვე 22 ივნისს, მაზნიაშვილმა ბრძოლებით დაიბრუნა გუდაუთა, 28 ივნისს - გაგრა და მალევე მიადგა მდინარე ფსოუს.

იმავე დღეებში, აფხაზეთის ეროვნულმა კრებამ, ვლადიმერ შერვაშიძის მეთაურობით, წერილობით ითხოვა, რომ „ბოლშევიკური ანარქიისა“ და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, რაც ბოლშევიკების მიერ ტუაფსეს პორტის დაკავებამ გამოიწვია, ასევე „ისტორიული მიწების დაბრუნების მიზნით“, ქართულ ჯარს სოჭი და ტუაფსე დაეკავებინა. ქართველთა დასახმარებლად აფხაზებმა 300 კაციანი ცხენოსანთა კავალერიაც კი გამოყვეს.

ამ დროს, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე განლაგებული იყო გერმანიის 3000 კაციანი საექსპედიციო კორპუსი, გენერალ ფრიდრიხ კრესს ფონ კრესენშტაინის ხელმძღვანელობით, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა ახალგაზრდა ქართული რესპუბლიკის სამხედრო პოზიციებს.

27 ივნისს, ქართველებმა გაანადგურეს თურქეთის სამხედრო დესანტი მდინარე კოდორთან, რომელსაც აფხაზეთის ეროვნული კრების მტრულად განწყობილი ნაწილი უჭერდა მხარს.უკვე 29 ივნისს, ქართველებმა 400 რუსი სამხედრო გაანადგურეს და დაიკავეს ადლერი.

5 და 6 ივლისს ბრძოლით შევიდნენ ხოსტასა და სოჭში. მომდევნო, 20 დღიანი გააფრთებული ბრძოლების შემდეგ, გენერალმა მაზნიაშვილმა უმძიმესი დანაკარგები მიაყენა წითელი რუსეთის 4000 კაციან სამხედრო დაჯგუფებას, გენერალ ანტონოვის მეთაურობით  და 26 ივლისს აიღო ტუაფსე.

ქართველებს ხელში ჩაუვარდათ გემები, სამხედრო მატარებლები, ქვემეხები, ტყვიამფრქვევები და უამრავი ტყვე.  გერმანიის მხარდაჭერით, მენშევიკური თბილისი მაიკოპის აღებას ეშურებოდა. ქართველებმა ბოლოს ტუეფსადან 140 კილომეტრით მოშორებული ბელორეჩენსკიც აიღეს, აქედან მაიკოპამდე სულ 25 კილომეტრი იყო დარჩენილი. მაიკოპში იმ დროს ხორბლისა და ნავთობის დიდი მარაგი არსებობდა.

ნიშანდობლივია, რომ ქართველთა სამხედრო წარმატებამ ერთნაირად გააღიზიანა წითელი და თეთრი რუსეთი, რომლებიც მაშინ ერთმანეთს გააფთრებით ებრძოდა. 1918 წლის 1 სექტემბერს, ტამანის წითელ არმიასთან შეტაკების შემდეგ, ქართველებმა ტუაფსე დათმეს, 1919 წლის თებერვალში კი თეთრი რუსეთის ლეგენდარულ ფიგურასთან - ანტონ დენიკინთან დაპირისპირების შემდეგ - სოჭის და გაგრის დათმობაც მოგვიხდა.

ქართველთა დამარცხებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა. 1918 წლის ნოემბერში, თბილისის მთავარი მოკავშირე - გერმანია პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა და იძულებული გახდა საქართველოდან ჯარები გაეყვანა.

გერმანია დიდმა ბრიტანეთმა შეცვალა, აქ საკუთარი ჯარები შემოიყვანა, თუმცა პატარა საქართველოს ინტერესები  ბოლომდე ვერ დაიცვა. (განსაკუთრებით ლონდონის მოკავშირე დენიკინთან მოლაპარაკების დროს - ზ.წ)  

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო 1918 წლის დეკემბერში, სომხეთ-საქართველოს ომი, რის გამოც თბილისს ჯარების გადაჯგუფება მოუხდა. ასევე თურქეთის შემოჭრა აწყური-ბორჯომის მიმართულებით. მენშევიკურ საქართველოს სოჭის ფრონტზე, დენიკინთან საბრძოლველად სამხედრო რესურსი უბრალოდ აღარ ეყო.

ისტორიკოსი სიმონ კილაძე მსჯელობს 1918 წელს,  სოჭისა და ტუაფსეს დაკავებით,  მენშევიკურმა თბილისმა რამდენად მოახერხა საკუთარი სტრატეგიული მიზნების გადაჭრა

„ეს იყო მაინც ლოკალური გამარჯვება. სტრატეგიული თვალსაზრისით, თავად გენერალი მაზნიაშვილიც მიიჩნევდა, რომ ძალიან ღრმად არ უნდა წაგვეწია წინ და ჩრდილოეთ კავკასიაში არ უნდა გადავსულიყავით. ტუაფსე არ უნდა დაგვეკავებინა და გავჩერებულიყავით უნდა სოჭთან. მისი შენარჩუნება უფრო ადვილი იქნებოდაო.

შესაბამისად, შეიძლება ვთქვათ, რომ სამხედრო პოლიტიკური თეატრის ცვლილებებმა ჩვენ იძულებული გაგვხადა უკან დაგვეხია და რაც გვქონდა ისიც დავკარგეთ.“

7 თვის განმავლობაში, როცა სოჭის ოლქი საქართველოს იურისდიქციაში იყო მოქცეული (1918 წლის ივლისი - 1919 წლის თებერვალი) თბილისმა რამდენიმე მილიონი მანეთი გადარიცხა სოჭის ბანკში; საქართველოს განათლების სამინისტრომ 100 ათასი მანეთი გამოყო სოჭის სკოლების დასაფინანსებლად. დაიწყო მომზადება აგრარული რეფორმის განსახორციელებლად.

სოჭის ქართული ადმინისტრაცია და სამხედრო შტაბი სანატორიუმ „კავკასიის რივიერაში“ მუშაობდა  (ეს სანატორიუმი 2013 წელს დაანგრიეს - ზ.წ), საქართველოს მთავრობის პირველი რწმუნებული სოჭის ოლქში გიზო ანჯაფარიძე იყო, უკანასკნელი კი მუხრან ხოჭოლავა.

პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელიც 1919 წლის 18 იანვარს დაიწყო, საქართველოს მენშევიკური მთავრობა ძველი რუქების წარდგენით ამტკიცებდა, რომ სოჭის ოლქი საქართველოს ისტორიული ტერიტორია იყო და საქართველო-რუსეთის საზღვარი, ტუაფსედან 14 კილომეტრში, მდინარე მაკოფსეზე უნდა გავლებულიყო, თუმცა ამაოდ.

სოჭის ოლქის დაკარგვის შემდეგ, ქართულმა ჯარმა კონტრიერიშით, მხოლოდ გაგრისა და განთიადის (ყოფილი პილენკოვო, ახლანდელი ცანდრიფში - ზ.წ) დაკავება შეძლო და  მდინარე ფსოუსა და მდინარე ბზიფს შორის არსებული ტერიტორია დაიბრუნა, რომელიც 1904 წლიდან, რუსეთის შავი ზღვის გუბერნიის საზღვრებში იყო მოქცეული.

ზაზა წულაძე, "ამერიკის ხმა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია